პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 წლის განმავლობაში არცერთხელ ყოფილა ძალადობის ნიშანი - სოცმომსახურების სააგენტო გარდაცვლილი 4 წლის გოგონასთან დაკავშირებით დეტალებზე საუბრობს
3 წლის განმავლობაში არცერთხელ ყოფილა ძალადობის ნიშანი - სოცმომსახურების სააგენტო გარდაცვლილი 4 წლის გოგონასთან დაკავშირებით დეტალებზე საუბრობს

სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მე­ურ­ვე­ო­ბა-მზრუნ­ვე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის, მარი წე­რეთ­ლის გან­ცხა­დე­ბით, 4 წლის გო­გო­ნა, რო­მე­ლიც გუ­შინ გარ­და­იც­ვა­ლა, სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და და დედა ბავ­შვს თვე­ში რამ­დენ­ჯერ­მე ნა­ხუ­ლობ­და.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სო­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურს არას­დროს და­უ­ფიქ­სი­რე­ბია ოჯახ­ში ძა­ლა­დობ­რი­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ნიშ­ნე­ბი ამ ბავ­შვის ან სხვა ბავ­შვე­ბის მი­მართ.

„დღე­ვან­დე­ლი დღე ძა­ლი­ან მძი­მეა და ძა­ლი­ან მი­ჭირს ამ ტრა­გე­დი­ა­ზე სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გი­თხრათ, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ბავ­შვის შემ­თხვე­ვა ცნო­ბი­ლი იყო პრაქ­ტი­კუ­ლად ბავ­შვის და­ბა­დე­ბი­დან, რად­გან დე­დამ მი­მარ­თა სო­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურს და ითხო­ვა დრო­ე­ბით ბავ­შვის სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვა­ში გან­თავ­სე­ბა, ოჯა­ხის ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო. შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა მოხ­და და ბავ­შვი მინ­დო­ბით აღ­ზრდა­ში იქნა გა­დაყ­ვა­ნი­ლი, ეს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ზრუნ­ვის ფორ­მაა, სა­დაც მსგავ­სი და სხვა შემ­თხვე­ვე­ბის დროს ხდე­ბა ბავ­შვე­ბის გან­ცალ­კე­ვე­ბა ოჯა­ხი­დან. ქვეყ­ნი­სა და ჩვენ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტია ბი­ო­ლო­გი­უ­რი ოჯა­ხი, თუ რამე სხვა არაა უკე­თე­სი ბავ­შვის ჭეშ­მა­რი­ტი ინ­ტე­რე­სის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და მარი წე­რე­თელ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი ხდე­ბო­და ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა, ასე­ვე ბი­ო­ლო­გი­ურ ოჯახ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა.

„სამ­წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში დედა სის­ტე­მა­ტუ­რად, თვე­ში რამ­დე­ნი­მე­ჯერ ახ­დენ­და ვი­ზი­ტებს, ჩარ­თუ­ლი იყო ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. სწო­რედ ამი­ტო­მაც, რო­დე­საც ბავ­შვი იმ­ყო­ფე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვა­ში, სა­მო­მავ­ლოდ, იმის­თვის, რომ გაყ­ვა­ნილ იქ­ნას პი­რის მიერ, ხდე­ბა ამა თუ იმ პი­რის მნახ­ველ და გამ­ყვან პი­რად და­რე­გის­ტრი­რე­ბა. რე­გის­ტრა­ცი­ას წინ უს­წრებს იმ ოჯა­ხის და იმ ადა­მი­ა­ნის ბიო-ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბა, რო­მე­ლიც იღებს უფ­ლე­ბას, ერთი, იყოს მნახ­ვე­ლი და მე­ო­რე - გა­იყ­ვა­ნოს ის. მსგავ­სი შე­ფა­სე­ბა მოხ­და და აღ­ვნიშ­ნავ, რომ ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არას­დროს სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი არ აფიქ­სი­რებ­და ამ ოჯახ­ში ძა­ლა­დობ­რი­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ნიშ­ნებს ამ ბავ­შვი­სა და არც სხვა ბავ­შვე­ბის მი­მართ. დედა და­რე­გის­ტრირ­და მნახ­ველ და გამ­ყვან პი­რად, იმ გეგ­მით, რომ აქ­ტი­უ­რი მო­ნი­ტო­რინ­გით ბავ­შვის სა­მო­მავ­ლო რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე იყო მუ­შა­ო­ბა და­წყე­ბუ­ლი. გუ­შინ სა­ღა­მო­დან სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ა­გენ­ტოს შიდა აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­მა და­ი­წყო მოკ­ვლე­ვა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გა­დაც­დო­მა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი თუ დად­გე­ბა, მოკ­ვლე­ვის შე­დეგს მყი­სი­ე­რად გა­გაც­ნობთ და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მათი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი დად­გე­ბა", - გა­ნა­ცხა­და წე­რე­თელ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ძა­ლა­დო­ბა­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბა 6 იან­ვრამ­დე არ იყო შე­სუ­ლი და არც მა­შინ იკ­ვე­თე­ბო­და ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ბავ­შვი დე­დას გაჰ­ყავ­და, ხოლო მისი ოჯა­ხი­დან გან­ცალ­კე­ვე­ბა მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო მოხ­და.

„ვი­ზი­ტე­ბი ხში­რად ხდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც შე­ფა­სე­ბა და რე­ინ­ტეგ­რა­ცია ხდე­ბა, ამას სჭირ­დე­ბა აქ­ტი­უ­რი მო­ნი­ტო­რინ­გი. მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში ბავ­შვის გან­ცალ­კე­ვე­ბა იყო მხო­ლოდ სო­ციო-ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო და არა სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ან უბ­რა­ლოდ ეჭ­ვის გამო ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა­ზე. ასე რომ ყო­ფი­ლი­ყო, რა თქმა უნდა, ინ­ტეგ­რა­ცია ბევ­რად გვი­ან და არც მოხ­დე­ბო­და. 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არც ერთხელ ყო­ფი­ლა ამის ნი­შა­ნი. დე­დას 1-3 დღით გაჰ­ყავ­და ხოლ­მე, ნე­ბის­მი­ე­რი ძა­ლა­დო­ბის ნი­შა­ნი იქ­ნე­ბო­და ამ დროს თვალ­სა­ჩი­ნო, რაც არ ჩან­და. ოჯა­ხი თა­ნამ­შრომ­ლობ­და სო­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურ­თან, ჰქონ­დათ წინსვლა, ხოლო სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლო­ბა არ ნიშ­ნავს, რომ ბი­ო­ლო­გი­უ­რი ოჯა­ხე­ბი­დან ბავ­შვე­ბი უნდა გა­ვიყ­ვა­ნოთ. და­ნარ­ჩე­ნი ბავ­შვე­ბიც ამ ოჯახ­ში ცხოვ­რობ­დნენ, მათი ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი და­ცუ­ლი იყო, ხოლო მი­ნი­მუმ სა­ცხოვ­რე­ბელ გა­რე­მოს რას ვე­ძა­ხით, ეს სა­და­ვოა. ოჯა­ხის­გან იყო გა­უ­ჯო­ბე­სე­ბა, მა­მა­კა­ცი იყო და­საქ­მე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, ეს იყო სა­ფუძ­ვლე­ბი მისი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის, ასე­ვე, ჭეშ­მა­რი­ტი ინ­ტე­რე­სიც, რომ ბავ­შვს ჰქონ­და დიდი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა ძა­ლი­ან დედ-მა­მიშ­ვი­ლებ­თან, ასე­ვე დე­და­საც ჰქონ­და მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა ბავ­შვის მი­მართ და რა თქმა უნდა, უმ­ჯო­ბე­სი იყო, ის გაზ­რდი­ლი­ყო დე­დას­თან", - გა­ნა­ცხა­და წე­რე­თელ­მა.

4 წლის ბავ­შვი გუ­შინ გარ­და­იც­ვა­ლა. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას დედა შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის დარ­ღვე­ვის­თვის და­ა­კა­ვეს, მას არას­რულ­წლო­ვან­თან კონ­ტაქ­ტი ეკ­რძა­ლე­ბო­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

3 წლის განმავლობაში არცერთხელ ყოფილა ძალადობის ნიშანი - სოცმომსახურების სააგენტო გარდაცვლილი 4 წლის გოგონასთან დაკავშირებით დეტალებზე საუბრობს

3 წლის განმავლობაში არცერთხელ ყოფილა ძალადობის ნიშანი - სოცმომსახურების სააგენტო გარდაცვლილი 4 წლის გოგონასთან დაკავშირებით დეტალებზე საუბრობს

სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის, მარი წერეთლის განცხადებით, 4 წლის გოგონა, რომელიც გუშინ გარდაიცვალა, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ იმყოფებოდა და დედა ბავშვს თვეში რამდენჯერმე ნახულობდა.

მისივე ინფორმაციით, ამდენი წლის განმავლობაში სოციალურ სამსახურს არასდროს დაუფიქსირებია ოჯახში ძალადობრივი დამოკიდებულების ნიშნები ამ ბავშვის ან სხვა ბავშვების მიმართ.

„დღევანდელი დღე ძალიან მძიმეა და ძალიან მიჭირს ამ ტრაგედიაზე საუბარი, თუმცა აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ კონკრეტული ბავშვის შემთხვევა ცნობილი იყო პრაქტიკულად ბავშვის დაბადებიდან, რადგან დედამ მიმართა სოციალურ სამსახურს და ითხოვა დროებით ბავშვის სახელმწიფო ზრუნვაში განთავსება, ოჯახის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გამო. შესაბამისი რეაგირება მოხდა და ბავშვი მინდობით აღზრდაში იქნა გადაყვანილი, ეს ალტერნატიული ზრუნვის ფორმაა, სადაც მსგავსი და სხვა შემთხვევების დროს ხდება ბავშვების განცალკევება ოჯახიდან. ქვეყნისა და ჩვენთვის პრიორიტეტია ბიოლოგიური ოჯახი, თუ რამე სხვა არაა უკეთესი ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესისთვის“, - განაცხადა მარი წერეთელმა.

მისივე ინფორმაციით, სამწელიწადნახევარი ხდებოდა ბავშვის განვითარებაზე მეთვალყურეობა, ასევე ბიოლოგიურ ოჯახთან ურთიერთობაზე დაკვირვება.

„სამწელიწადნახევრის განმავლობაში დედა სისტემატურად, თვეში რამდენიმეჯერ ახდენდა ვიზიტებს, ჩართული იყო ბავშვის განვითარებაში. სწორედ ამიტომაც, როდესაც ბავშვი იმყოფება სახელმწიფო ზრუნვაში, სამომავლოდ, იმისთვის, რომ გაყვანილ იქნას პირის მიერ, ხდება ამა თუ იმ პირის მნახველ და გამყვან პირად დარეგისტრირება. რეგისტრაციას წინ უსწრებს იმ ოჯახის და იმ ადამიანის ბიო-ფსიქო-სოციალური შეფასება, რომელიც იღებს უფლებას, ერთი, იყოს მნახველი და მეორე - გაიყვანოს ის. მსგავსი შეფასება მოხდა და აღვნიშნავ, რომ ამდენი წლის განმავლობაში არასდროს სოციალური სამსახური არ აფიქსირებდა ამ ოჯახში ძალადობრივი დამოკიდებულების ნიშნებს ამ ბავშვისა და არც სხვა ბავშვების მიმართ. დედა დარეგისტრირდა მნახველ და გამყვან პირად, იმ გეგმით, რომ აქტიური მონიტორინგით ბავშვის სამომავლო რეინტეგრაციაზე იყო მუშაობა დაწყებული. გუშინ საღამოდან სამინისტროსა და სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურმა დაიწყო მოკვლევა. რასაკვირველია, თანამშრომლების გადაცდომა და პასუხისმგებლობის საკითხი თუ დადგება, მოკვლევის შედეგს მყისიერად გაგაცნობთ და რასაკვირველია, მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება", - განაცხადა წერეთელმა.

მისივე თქმით, ძალადობაზე შეტყობინება 6 იანვრამდე არ იყო შესული და არც მაშინ იკვეთებოდა ძალადობის შემთხვევები, როცა ბავშვი დედას გაჰყავდა, ხოლო მისი ოჯახიდან განცალკევება მხოლოდ ეკონომიკური მიზეზების გამო მოხდა.

„ვიზიტები ხშირად ხდება მაშინ, როდესაც შეფასება და რეინტეგრაცია ხდება, ამას სჭირდება აქტიური მონიტორინგი. მოცემულ შემთხვევაში ბავშვის განცალკევება იყო მხოლოდ სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გამო და არა საფუძვლიანი ან უბრალოდ ეჭვის გამო ოჯახში ძალადობაზე. ასე რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ინტეგრაცია ბევრად გვიან და არც მოხდებოდა. 3 წლის განმავლობაში არც ერთხელ ყოფილა ამის ნიშანი. დედას 1-3 დღით გაჰყავდა ხოლმე, ნებისმიერი ძალადობის ნიშანი იქნებოდა ამ დროს თვალსაჩინო, რაც არ ჩანდა. ოჯახი თანამშრომლობდა სოციალურ სამსახურთან, ჰქონდათ წინსვლა, ხოლო სოციალურად დაუცველობა არ ნიშნავს, რომ ბიოლოგიური ოჯახებიდან ბავშვები უნდა გავიყვანოთ. დანარჩენი ბავშვებიც ამ ოჯახში ცხოვრობდნენ, მათი ჰიგიენური ნორმები დაცული იყო, ხოლო მინიმუმ საცხოვრებელ გარემოს რას ვეძახით, ეს სადავოა. ოჯახისგან იყო გაუჯობესება, მამაკაცი იყო დასაქმებული, შესაბამისად, ეს იყო საფუძვლები მისი ინტეგრაციისთვის, ასევე, ჭეშმარიტი ინტერესიც, რომ ბავშვს ჰქონდა დიდი მიჯაჭვულობა ძალიან დედ-მამიშვილებთან, ასევე დედასაც ჰქონდა მიჯაჭვულობა ბავშვის მიმართ და რა თქმა უნდა, უმჯობესი იყო, ის გაზრდილიყო დედასთან", - განაცხადა წერეთელმა.

4 წლის ბავშვი გუშინ გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონას დედა შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის დააკავეს, მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ