პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის მამინაცვალი - ძალადობას იგონებენ მეზობლები, ასეთი რამ არ ხდებოდა
სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის მამინაცვალი - ძალადობას იგონებენ მეზობლები, ასეთი რამ არ ხდებოდა

სან­ზო­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი 4 წლის ბავ­შვის მა­მი­ნაც­ვა­ლი არ­კა­დი ძავ­რიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ მცი­რე­წლო­ვანს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და ბავ­შვზე ძა­ლა­დო­ბა არას­დროს ხდე­ბო­და.

გარ­დაც­ვლი­ლის მა­მი­ნაც­ვა­ლი მისი ოჯა­ხის მი­მართ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში მე­ზობ­ლებს, კერ­ძოდ კი, მისი სახ­ლის გვერ­დით მდე­ბა­რე სტამ­ბას ადა­ნა­შა­უ­ლებს და აცხა­დებს, რომ აღ­ნიშ­ნულ სტამ­ბას მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თის მით­ვი­სე­ბა უნდა, ბავ­შვზე ძა­ლა­დო­ბა კი სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მო­ი­გო­ნეს.

„სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხი ვართ. ბავ­შვს სუნ­თქვა უჭირ­და, ასე­ვე პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და ნაწ­ლა­ვებ­ზე. ვმკურ­ნა­ლობ­დით კი­დეც. ძა­ლა­დო­ბას იგო­ნე­ბენ მე­ზობ­ლე­ბი. შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რიც მათ გამო ჰქონ­და ჩემს მე­უღ­ლეს. მათ თქვეს, რომ ბავ­შვს სცემ­დაო. ასე­თი რამ არ ხდე­ბო­და“, - გა­ნა­ცხა­და არ­კა­დი ძავ­რიშ­ვილ­მა.

აღ­ნიშ­ნულ უარ­ყოფს სტამ­ბის დი­რექ­ტო­რი, ძავ­რიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის მე­ზო­ბე­ლი ირაკ­ლი დო­ლი­ძე.

მისი თქმით, ხში­რად მო­უს­მე­ნია ამ ოჯა­ხი­დან ყვი­რი­ლის და ძა­ლა­დო­ბის ხმა.

„ნა­ცე­მი ბავ­შვე­ბი ხში­რად მი­ნა­ხავს, თუმ­ცა უშუ­ა­ლოდ ცე­მის ფაქ­ტი არა. რო­დე­საც იყო ყვი­რი­ლი და ჩხუ­ბი, ჩვენ არა­ერ­თხელ გვყავს სო­ცი­ა­ლუ­რი აგენ­ტე­ბი და პატ­რუ­ლი გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა იმ სა­კითხს, რომ ჩვენ გვაქვს მაგ ფარ­თის ინ­ტე­რე­სი, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს. მათ დავა არა ჩემ­თან, არა­მედ მე­რი­ას­თან აქვთ. ესე­ნი უკა­ნო­ნოდ იყ­ვნენ და­სახ­ლე­ბუ­ლი, მე­რია და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რი მათ გა­სახ­ლე­ბას ცდი­ლობს. მა­გათ კი გო­ნი­ათ, რომ ეს ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სია“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი დო­ლი­ძემ.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას დედა შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის დარ­ღვე­ვის­თვის და­ა­კა­ვეს, მას არას­რულ­წლო­ვან­თან კონ­ტაქ­ტი ეკ­რძა­ლე­ბო­და.

00:00 / 00:00
ავტორი:

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის მამინაცვალი - ძალადობას იგონებენ მეზობლები, ასეთი რამ არ ხდებოდა

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის მამინაცვალი - ძალადობას იგონებენ მეზობლები, ასეთი რამ არ ხდებოდა

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის მამინაცვალი არკადი ძავრიშვილი აცხადებს, რომ მცირეწლოვანს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ბავშვზე ძალადობა არასდროს ხდებოდა.

გარდაცვლილის მამინაცვალი მისი ოჯახის მიმართ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში მეზობლებს, კერძოდ კი, მისი სახლის გვერდით მდებარე სტამბას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ აღნიშნულ სტამბას მისი საცხოვრებელი ფართის მითვისება უნდა, ბავშვზე ძალადობა კი სწორედ აქედან გამომდინარე მოიგონეს.

„სოციალურად დაუცველი ოჯახი ვართ. ბავშვს სუნთქვა უჭირდა, ასევე პრობლემები ჰქონდა ნაწლავებზე. ვმკურნალობდით კიდეც. ძალადობას იგონებენ მეზობლები. შემაკავებელი ორდერიც მათ გამო ჰქონდა ჩემს მეუღლეს. მათ თქვეს, რომ ბავშვს სცემდაო. ასეთი რამ არ ხდებოდა“, - განაცხადა არკადი ძავრიშვილმა.

აღნიშნულ უარყოფს სტამბის დირექტორი, ძავრიშვილების ოჯახის მეზობელი ირაკლი დოლიძე.

მისი თქმით, ხშირად მოუსმენია ამ ოჯახიდან ყვირილის და ძალადობის ხმა.

„ნაცემი ბავშვები ხშირად მინახავს, თუმცა უშუალოდ ცემის ფაქტი არა. როდესაც იყო ყვირილი და ჩხუბი, ჩვენ არაერთხელ გვყავს სოციალური აგენტები და პატრული გამოძახებული.

რაც შეეხება იმ საკითხს, რომ ჩვენ გვაქვს მაგ ფართის ინტერესი, არ შეესაბამება სიმართლეს. მათ დავა არა ჩემთან, არამედ მერიასთან აქვთ. ესენი უკანონოდ იყვნენ დასახლებული, მერია და ზედამხედველობის სამსახური მათ გასახლებას ცდილობს. მაგათ კი გონიათ, რომ ეს ჩვენი ინტერესია“, - განაცხადა ირაკლი დოლიძემ.

შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონას დედა შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის დააკავეს, მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ