პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვყავს ჯანდაცვის მინისტრი, რომელსაც არ აინტერესებს და არ ესმის ბავშვზე ზრუნვა" - ანა აბაშიძე
"გვყავს ჯანდაცვის მინისტრი, რომელსაც არ აინტერესებს და არ ესმის ბავშვზე ზრუნვა" - ანა აბაშიძე

"ჩვენ გვყავს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი, რო­მელ­საც აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ აინ­ტე­რე­სებს და არც ეს­მის ბავ­შვზე ზრუნ­ვის კომ­პო­ნენ­ტი" - ამის შე­სა­ხებ „პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის“ ხელ­მძღვა­ნელ­მა ანა აბა­ში­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „ნი­უს­რუ­მის“ ეთერ­ში სან­ზო­ნა­ში 4 წლის გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­კი­თხზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ბავ­შვზე ზრუნ­ვის ფუნ­ქცია სა­ხელ­მწი­ფოს ამ წუ­თას შე­ჩე­რე­ბუ­ლი აქვს.

"მომ­ხდა­რი უბე­დუ­რე­ბა ძა­ლი­ან ნათ­ლად აჩ­ვე­ნებს იმ პრობ­ლე­მებს, რო­მე­ლიც სის­ტე­მა­ში არის. ეს პრობ­ლე­მე­ბი ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი­დან იწყე­ბა. წლე­ბის მან­ძილ­ზე ჩვენ გვყავს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი, რო­მელ­საც პირ­და­პირ ვი­ტყვი, მო­რი­დე­ბი­სა და პო­ლიტ­კო­რექ­ტუ­ლო­ბის დაც­ვის გა­რე­შე - აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ აინ­ტე­რე­სებს და არც ეს­მის ბავ­შვზე ზრუნ­ვის ნა­წი­ლი. მე არ ვიცი, ჯან­დაც­ვის რე­ფორ­მე­ბის შე­ფა­სე­ბა ჩემი პრო­ფე­სია არ არის, მაგ­რამ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო არ არის მხო­ლოდ ჯან­მრთე­ლო­ბის სა­კი­თხე­ბის სა­მი­ნის­ტრო. მას ეხე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბიც, ბავ­შვზე ზრუნ­ვის სა­კი­თხე­ბიც, რო­მე­ლიც არა­ვის აინ­ტე­რე­სებს.

მი­ვი­ღეთ ლო­გი­კუ­რი შე­დე­გი - ირ­ღვე­ვა მთე­ლი სის­ტე­მა, რაც კი არ­სე­ბობ­და მა­ნამ­დე. დღეს არც სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი გვყავს და რე­ა­ლუ­რად ბავ­შვზე ზრუნ­ვის ფუნ­ქცია სა­ხელ­მწი­ფოს ამ წუ­თას შე­ჩე­რე­ბუ­ლი აქვს. ამას ადას­ტუ­რებს სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბიც. პირ­და­პირ წე­რენ, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ბავ­შვის ჭეშ­მა­რი­ტი ინ­ტე­რე­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მოქ­მე­დებს" - აღ­ნიშ­ნა აბა­ში­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ბავ­შვზე ზრუნ­ვის სის­ტე­მა არის ჩა­მონ­გრე­უ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლად აღარ არ­სე­ბობს.

„ძა­ლი­ან მძი­მე ამ­ბა­ვია, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე სამ­წუ­ხა­რო არის ის, რომ ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა. ბავ­შვზე ზრუნ­ვის სის­ტე­მა არის ჩა­მონ­გრე­უ­ლი, ის პრაქ­ტი­კუ­ლად აღარ არ­სე­ბობს. ბევ­რი წე­ლია, ამ თე­მა­ზე ვმუ­შა­ობთ და ყო­ველ­დღი­უ­რად ის სტან­დარ­ტიც კი, რაც გვქონ­და და მუდ­მი­ვად კრი­ტი­კის ქვეშ იყო, ხე­ლი­დან გვეც­ლე­ბა. ორ­დე­რის გა­მო­ცე­მა ნიშ­ნავს იმას, რომ შსს-მ იცო­და, რომ ბავ­შვზე ძა­ლა­დობ­დნენ.

სა­მი­ნის­ტრომ გა­მოს­ცა ორ­დე­რი, რო­მე­ლიც არ არის გა­უქ­მე­ბუ­ლი, ძა­ლა­შია. შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლა­დო­ბა ბავ­შვზე სა­ხე­ზეა. ჩემი პირ­ვე­ლი შე­კი­თხვა არის ასე­თი - რო­დე­საც ორ­დე­რი გა­მო­ი­ცე­მა არას­რულ­წლო­ვა­ნის საქ­მე­ზე, რა­ტომ არ ხდე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს, რო­გორც ბავ­შვზე ზრუნ­ვის ორ­გა­ნოს, ავ­ტო­მა­ტუ­რად ინ­ფორ­მი­რე­ბა? ისი­ნი ავ­ტო­მა­ტურ რე­ჟიმ­ში უნდა შე­დი­ოდ­ნენ ოჯახ­ში, სწავ­ლობ­დნენ ამ ყვე­ლა­ფერს. ორ­დე­რის გა­მო­ცე­მა პა­რა­ლე­ლუ­რად, სოც­მუ­შაკ­თან ერ­თად უნდა ხდე­ბო­დეს.

ჯერ არ ვი­ცით, იყო თუ არა ჩარ­თუ­ლი ამ ამ­ბავ­ში სოც­მუ­შა­კი. თუ ის ჩარ­თუ­ლი იყო და ოჯახ­ში ეს რის­კე­ბი ვერ შე­ა­ფა­სა, მა­შინ ეს ძა­ლი­ან ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბა­ვია. თუმ­ცა არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც სოც­მუ­შა­კი ბავ­შვის ოჯა­ხი­დან გაყ­ვა­ნას ითხოვს, თუმ­ცა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მას არ ეხ­მა­რე­ბი­ან. მთლი­ა­ნო­ბა­ში არ გვა­ინ­ტე­რე­სებს, ვინ ვის რა მოს­თხო­ვა და ვინ ვის­თან არ ითა­ნამ­შრომ­ლა - ეს იმ ბავ­შვს აღარ აინ­ტე­რე­სებს“, - გა­ნა­ცხა­და „პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის“ ხელ­მძღვა­ნელ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­შინ, შსს-მ თბი­ლის­ში 4 წლის გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­კა­ვე­ბუ­ლია არას­რულ­წლოვ­ნის დედა, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 381-ე პრი­მა მუხ­ლით, რაც შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ან დამ­ცა­ვი ორ­დე­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

00:00 / 00:00
ავტორი:

"გვყავს ჯანდაცვის მინისტრი, რომელსაც არ აინტერესებს და არ ესმის ბავშვზე ზრუნვა" - ანა აბაშიძე

"გვყავს ჯანდაცვის მინისტრი, რომელსაც არ აინტერესებს და არ ესმის ბავშვზე ზრუნვა" - ანა აბაშიძე

"ჩვენ გვყავს ჯანდაცვის მინისტრი, რომელსაც აბსოლუტურად არ აინტერესებს და არც ესმის ბავშვზე ზრუნვის კომპონენტი" - ამის შესახებ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა ანა აბაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმის“ ეთერში სანზონაში 4 წლის გოგონას გარდაცვალების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბავშვზე ზრუნვის ფუნქცია სახელმწიფოს ამ წუთას შეჩერებული აქვს.

"მომხდარი უბედურება ძალიან ნათლად აჩვენებს იმ პრობლემებს, რომელიც სისტემაში არის. ეს პრობლემები ჯანდაცვის მინისტრიდან იწყება. წლების მანძილზე ჩვენ გვყავს ჯანდაცვის მინისტრი, რომელსაც პირდაპირ ვიტყვი, მორიდებისა და პოლიტკორექტულობის დაცვის გარეშე - აბსოლუტურად არ აინტერესებს და არც ესმის ბავშვზე ზრუნვის ნაწილი. მე არ ვიცი, ჯანდაცვის რეფორმების შეფასება ჩემი პროფესია არ არის, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო არ არის მხოლოდ ჯანმრთელობის საკითხების სამინისტრო. მას ეხება სოციალური საკითხებიც, ბავშვზე ზრუნვის საკითხებიც, რომელიც არავის აინტერესებს.

მივიღეთ ლოგიკური შედეგი - ირღვევა მთელი სისტემა, რაც კი არსებობდა მანამდე. დღეს არც სოციალური სამსახური გვყავს და რეალურად ბავშვზე ზრუნვის ფუნქცია სახელმწიფოს ამ წუთას შეჩერებული აქვს. ამას ადასტურებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებიც. პირდაპირ წერენ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო ხშირ შემთხვევაში ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის საწინააღმდეგოდ მოქმედებს" - აღნიშნა აბაშიძემ.

მისივე თქმით, ბავშვზე ზრუნვის სისტემა არის ჩამონგრეული და პრაქტიკულად აღარ არსებობს.

„ძალიან მძიმე ამბავია, მაგრამ ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა. ბავშვზე ზრუნვის სისტემა არის ჩამონგრეული, ის პრაქტიკულად აღარ არსებობს. ბევრი წელია, ამ თემაზე ვმუშაობთ და ყოველდღიურად ის სტანდარტიც კი, რაც გვქონდა და მუდმივად კრიტიკის ქვეშ იყო, ხელიდან გვეცლება. ორდერის გამოცემა ნიშნავს იმას, რომ შსს-მ იცოდა, რომ ბავშვზე ძალადობდნენ.

სამინისტრომ გამოსცა ორდერი, რომელიც არ არის გაუქმებული, ძალაშია. შესაბამისად, ძალადობა ბავშვზე სახეზეა. ჩემი პირველი შეკითხვა არის ასეთი - როდესაც ორდერი გამოიცემა არასრულწლოვანის საქმეზე, რატომ არ ხდება სოციალური დაცვის სააგენტოს, როგორც ბავშვზე ზრუნვის ორგანოს, ავტომატურად ინფორმირება? ისინი ავტომატურ რეჟიმში უნდა შედიოდნენ ოჯახში, სწავლობდნენ ამ ყველაფერს. ორდერის გამოცემა პარალელურად, სოცმუშაკთან ერთად უნდა ხდებოდეს.

ჯერ არ ვიცით, იყო თუ არა ჩართული ამ ამბავში სოცმუშაკი. თუ ის ჩართული იყო და ოჯახში ეს რისკები ვერ შეაფასა, მაშინ ეს ძალიან ტრაგიკული ამბავია. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც სოცმუშაკი ბავშვის ოჯახიდან გაყვანას ითხოვს, თუმცა სამართალდამცველები მას არ ეხმარებიან. მთლიანობაში არ გვაინტერესებს, ვინ ვის რა მოსთხოვა და ვინ ვისთან არ ითანამშრომლა - ეს იმ ბავშვს აღარ აინტერესებს“, - განაცხადა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, შსს-მ თბილისში 4 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში დაკავებულია არასრულწლოვნის დედა, სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლით, რაც შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ