პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იტალიაში მოკლული ქართველი ემიგრანტი მხატვარი თამარ მოდებაძეა
იტალიაში მოკლული ქართველი ემიგრანტი მხატვარი თამარ მოდებაძეა

იტა­ლი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე მოკ­ლეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლია მხატ­ვა­რი თა­მარ მო­დე­ბა­ძე, რო­მე­ლიც ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია იტა­ლი­ა­ში ემიგ­რა­ცი­ა­ში ცხოვ­რობ­და. ცნო­ბი­ლია რომ, 54 წლის ქალს მე­გობ­რე­ბი სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ და გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ემიგ­რან­ტე­ბის იმე­დის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი შოთო სი­ხა­რუ­ლი­ძე წერს, რომ ქალი სას­ტი­კად ნა­წა­მე­ბი იპო­ვეს:

"კი­დევ ერთი სა­ში­ნე­ლი უბე­დუ­რე­ბა შე­მა­ტყო­ბი­ნეს იტა­ლი­ი­დან... ძა­ლი­ან მა­გა­რი ადა­მი­ა­ნი, უნი­ჭი­ე­რე­სი ხე­ლო­ვა­ნი, თა­მარ მო­დე­ბა­ძე იტა­ლი­ა­ში სა­კუ­თარ სახ­ლში სას­ტი­კად ნა­წა­მე­ბი და მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს... უფალ­მა და­უმ­კვიდ­როს სა­სუ­ფე­ვე­ლი ქალ­ბა­ტონ თა­მარს! "ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცი­ი­სა და დი­ას­პო­რის ინ­სტი­ტუტს" 2017 წლის და­ჯილ­დო­ვე­ბა­ზე წარ­დგე­ნი­ლი ყავ­და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ხე­ლო­ვა­ნი ემიგ­რან­ტის სა­ხე­ლით.

ქარ­თვე­ლი მხატ­ვრის ნა­ხა­ტე­ბი არა­ერ­თხელ გახ­და იტა­ლი­ე­ლი პო­ე­ტი­სა და მწერ­ლის და­ნი­ე­ლა ფერ­ა­როს შთა­გო­ნე­ბის წყა­რო და მის ნა­ხა­ტებ­ზე შექ­მნი­ლი ლექ­სე­ბი და თხზუ­ლე­ბე­ბი გა­მო­ცე­მუ­ლია ალ­ბო­მად, რო­მელ­საც „პო­ე­ტუ­რი ფიქ­რე­ბი" ჰქვია" - წერს სი­ხა­რუ­ლი­ძე.

მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ წე­რენ თა­მარ მო­დე­ბა­ძის ნაც­ნობ-მე­გობ­რე­ბი "ფე­ის­ბუქ­ზე". მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მხატ­ვა­რი სას­ტი­კად ნა­წა­მე­ბი იპო­ვეს ბი­ნა­ში და სა­ვა­რა­უ­დოდ, მკვლე­ლო­ბა ქარ­თველ­მა ჩა­ი­დი­ნა. "თა­მა­რი სას­ტი­კი ნა­წა­მე­ბი ხელ­ფეხ­შეკ­რუ­ლი მკვდა­რი იპო­ვეს ბი­ნა­ში... მო­ტი­ვი უც­ნო­ბია" - წერს კო­მენ­ტარ­ში მაკა ფერ­ცუ­ლი­ა­ნი.

"ჩემო მე­გო­ბა­რო სა­სიკ­ვდი­ლოდ რა­ტომ, რო­გორ გა­გი­მე­ტეს... ფულს ვაგ­რო­ვე­ბო ბო­ლოს მი­თხრა, დიდი სა­ხე­ლოს­ნო უნდა გავ­ხსნა თბი­ლის­შიო და ამ ფუ­ლის გამო ხომ არ მოგ­კლეს ჩემო ძვირ­ფა­სო მე­გო­ბა­რო..." - წერს ცირა ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი.

თა­მარ მო­დე­ბა­ძე ბოლო წლებ­ში იტა­ლი­ა­ში, ნე­ა­პოლ­ში ცხოვ­რობ­და და მუ­შა­ობ­და. იღებ­და შეკ­ვე­თებს სა­ბერ­ძნე­თი­სა და იტა­ლი­ის გა­ლე­რე­ე­ბი­დან, მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი გა­მო­ფე­ნი­ლია ევ­რო­პის მუ­ზე­უ­მებ­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, იტა­ლი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სუ­ლი მომ­ხდა­რის გამო მუდ­მივ კონ­ტაქ­ტზე იმ­ყო­ფე­ბა გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახ­თან და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დახ­მა­რე­ბას გა­უ­წევს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

იტალიაში მოკლული ქართველი ემიგრანტი მხატვარი თამარ მოდებაძეა

იტალიაში მოკლული ქართველი ემიგრანტი მხატვარი თამარ მოდებაძეა

იტალიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია მხატვარი თამარ მოდებაძე, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია იტალიაში ემიგრაციაში ცხოვრობდა. ცნობილია რომ, 54 წლის ქალს მეგობრები სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი იპოვეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ემიგრანტების იმედის" დამფუძნებელი შოთო სიხარულიძე წერს, რომ ქალი სასტიკად ნაწამები იპოვეს:

"კიდევ ერთი საშინელი უბედურება შემატყობინეს იტალიიდან... ძალიან მაგარი ადამიანი, უნიჭიერესი ხელოვანი, თამარ მოდებაძე იტალიაში საკუთარ სახლში სასტიკად ნაწამები და მოკლული იპოვეს... უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი ქალბატონ თამარს! "ქართული ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტს" 2017 წლის დაჯილდოვებაზე წარდგენილი ყავდა წარმატებული ხელოვანი ემიგრანტის სახელით.

ქართველი მხატვრის ნახატები არაერთხელ გახდა იტალიელი პოეტისა და მწერლის დანიელა ფერაროს შთაგონების წყარო და მის ნახატებზე შექმნილი ლექსები და თხზულებები გამოცემულია ალბომად, რომელსაც „პოეტური ფიქრები" ჰქვია" - წერს სიხარულიძე.

მკვლელობის შესახებ წერენ თამარ მოდებაძის ნაცნობ-მეგობრები "ფეისბუქზე". მათი ინფორმაციით, მხატვარი სასტიკად ნაწამები იპოვეს ბინაში და სავარაუდოდ, მკვლელობა ქართველმა ჩაიდინა. "თამარი სასტიკი ნაწამები ხელფეხშეკრული მკვდარი იპოვეს ბინაში... მოტივი უცნობია" - წერს კომენტარში მაკა ფერცულიანი.

"ჩემო მეგობარო სასიკვდილოდ რატომ, როგორ გაგიმეტეს... ფულს ვაგროვებო ბოლოს მითხრა, დიდი სახელოსნო უნდა გავხსნა თბილისშიო და ამ ფულის გამო ხომ არ მოგკლეს ჩემო ძვირფასო მეგობარო..." - წერს ცირა ქართველიშვილი.

თამარ მოდებაძე ბოლო წლებში იტალიაში, ნეაპოლში ცხოვრობდა და მუშაობდა. იღებდა შეკვეთებს საბერძნეთისა და იტალიის გალერეებიდან, მისი ნამუშევრები გამოფენილია ევროპის მუზეუმებში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იტალიაში საქართველოს კონსული მომხდარის გამო მუდმივ კონტაქტზე იმყოფება გარდაცვლილის ოჯახთან და საჭიროების შემთხვევაში დახმარებას გაუწევს.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო