10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"20 წუთით ადრე მომწერა, რას შვები, ჩემი ცხოვრებაო"... - აფეთქებისას გარდაცვლილი ლევან დავლაძის ცოლი ტრაგედიის შესახებ საუბრობს
"20 წუთით ადრე მომწერა, რას შვები, ჩემი ცხოვრებაო"... - აფეთქებისას გარდაცვლილი ლევან დავლაძის ცოლი ტრაგედიის შესახებ საუბრობს

2019 წლის ძვე­ლით ნა­ა­ხალ­წლე­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი ტრა­გე­დი­ით და­ი­წყო. 16 იან­ვრის სა­ღა­მოს თბი­ლის­ში, დიდ დი­ღომ­ში ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი კორ­პუ­სის მე­ექ­ვსე სარ­თულ­ზე ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის აფეთ­ქე­ბას 4 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. 17 იან­ვა­რი ქვე­ყა­ნა­ში გლო­ვის დღედ გა­მო­ცხად­და.

ერთ-ერთ გარ­დაც­ვლილს, 29 წლის მა­მა­კაცს, ლე­ვან დავ­ლა­ძეს, მე­გობ­რის ბი­ნა­ში ავ­ტო­მან­ქა­ნის გა­სა­ღე­ბი დარ­ჩა და მის ასა­ღე­ბად რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის მერე დაბ­რუნ­და. აირი იმ ბი­ნა­ში ჟო­ნავ­და, სა­ი­და­ნაც ლე­ვანს მან­ქა­ნის გა­სა­ღე­ბი უნდა აეღო. ექ­სპერ­ტე­ბის ვა­რა­უ­დით, აფეთ­ქე­ბა მის მიერ სი­ნათ­ლის ან­თე­ბამ გა­მო­იწ­ვია.

ლე­ვან დავ­ლა­ძე მაშ­ვე­ლებ­მა პირ­ველ სარ­თულ­ზე იპო­ვეს გარ­დაც­ვლი­ლი - ის აფეთ­ქე­ბის ტალ­ღამ გა­და­აგ­დო. ნგრე­ვა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ რამ­დე­ნი­მე მე­ზობ­ლის სახ­ლე­ბიც მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რა, ერთი ოჯა­ხი­დან სამი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა - ნა­თია ციც­ვი­ძე, მისი და, ნინო ციც­ვი­ძე და ნა­თი­ას 3 წლის შვი­ლი, ნი­კო­ლოზ ფი­რა­ლიშ­ვი­ლი.

ლე­ვან დავ­ლა­ძე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ შვი­ლი არ ჰყავ­და. მის მე­უღ­ლეს, ანა ბა­ბა­ე­ვას ქმრის და­ღუპ­ვას უმა­ლავ­დნენ და ის მთე­ლი ღამე ეძებ­და მას... ქალი ჟურ­ნალ „სარ­კეს“ უამ­ბობს :

"ლე­ვა­ნი მე­გობ­რებ­თან ერ­თად ცოტა ხნით ადრე იყო მი­სუ­ლი იმ სახ­ლში. საჭ­მე­ლი უჭა­მი­ათ იქ. ჩემს მე­უღ­ლეს გა­სა­ღე­ბი დარ­ჩე­ნია. მის ასა­ღე­ბად ავი­და და მა­შინ მოხ­და აფეთ­ქე­ბა. 20 წუ­თით ადრე მომ­წე­რა, რას შვე­ბი, ჩემი ცხოვ­რე­ბაო. მალე უნდა მო­სუ­ლი­ყო.

იმ ბი­ნა­ში სხვებ­თან ერ­თად უნდა ასუ­ლი­ყო და თურ­მე მარ­ტოს არ უშ­ვებ­დნენ, მაგ­რამ ლე­ვანს მე­გობ­რის­თვის გა­სა­ღე­ბი გა­მო­უ­ტა­ცია და გაქ­ცე­უ­ლა, რომ სახ­ლში მალე დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო - ჩემ­თან ეჩ­ქა­რე­ბო­და."

- რამ­დე­ნი ხნის შე­უღ­ლე­ბუ­ლე­ბი იყა­ვით?

- 3 წლის წინ შე­ვუღლდით. შვი­ლი არ გვყავ­და. ლე­ვა­ნი სი­ცო­ცხლით სავ­სე, მშრო­მე­ლი, პა­ტი­ო­სა­ნი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე ადა­მი­ა­ნი იყო. ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და, რომ არა­ფე­რი მოგ­ვკლე­ბო­და. მთე­ლი ღა­მე­ე­ბი მუ­შა­ობ­და. მძღო­ლი გახ­ლდათ.

- რო­გორ იცით, სახ­ლში ბი­ჭებს დარ­ჩათ გა­ზის ონ­კა­ნი მოშ­ვე­ბუ­ლი?

- მაგ­დენს ვერ გე­ტყვით, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ უყუ­რა­დღე­ბო­ბით მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი.

იმ დღეს, როცა გარ­და­იც­ვა­ლა, ეს ამ­ბა­ვი არ მი­თხრეს. მთე­ლი ღამე ვე­ძებ­დი. რა­ღა­ცას მიგ­რძნობ­და გული. ქუ­ჩა­ში ვე­ძებ­დი. მი­თხრეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში­აო, მაგ­რამ თურ­მე აღარ ყო­ფი­ლა ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი, ერ­თა­დერ­თი სიყ­ვა­რუ­ლი და პატ­რო­ნი...

ვე­რა­ვინ მა­ნუ­გე­შებს, რად­გან ჩემი სი­ცო­ცხლე მას­თან ერ­თად დამ­თავ­რდა. ბევ­რი რამ მაქვს ცხოვ­რე­ბა­ში გა­და­ტა­ნი­ლი, ობ­ლო­ბას ჩემი ქმა­რი მიმ­სუ­ბუ­ქებ­და, მაგ­რამ მორ­ჩა, ამას ვე­ღარ გა­ვუძ­ლებ! ნე­ტავ, მე მოვმკვდა­რი­ყა­ვი და ჩემს ქმარს ეცო­ცხლა!

წყა­რო : ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

ავ­ტო­რი რუ­სუ­დან ად­ვა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"20 წუთით ადრე მომწერა, რას შვები, ჩემი ცხოვრებაო"... - აფეთქებისას გარდაცვლილი ლევან დავლაძის ცოლი ტრაგედიის შესახებ საუბრობს

"20 წუთით ადრე მომწერა, რას შვები, ჩემი ცხოვრებაო"... - აფეთქებისას გარდაცვლილი ლევან დავლაძის ცოლი ტრაგედიის შესახებ საუბრობს

2019 წლის ძველით ნაახალწლევი საქართველოში დიდი ტრაგედიით დაიწყო. 16 იანვრის საღამოს თბილისში, დიდ დიღომში ახალაშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე ბუნებრივი აირის აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 17 იანვარი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ერთ-ერთ გარდაცვლილს, 29 წლის მამაკაცს, ლევან დავლაძეს, მეგობრის ბინაში ავტომანქანის გასაღები დარჩა და მის ასაღებად რამდენიმე საათის მერე დაბრუნდა. აირი იმ ბინაში ჟონავდა, საიდანაც ლევანს მანქანის გასაღები უნდა აეღო. ექსპერტების ვარაუდით, აფეთქება მის მიერ სინათლის ანთებამ გამოიწვია.

ლევან დავლაძე მაშველებმა პირველ სართულზე იპოვეს გარდაცვლილი - ის აფეთქების ტალღამ გადააგდო. ნგრევა იმდენად ძლიერი იყო, რომ რამდენიმე მეზობლის სახლებიც მთლიანად გაანადგურა, ერთი ოჯახიდან სამი ადამიანი დაიღუპა - ნათია ციცვიძე, მისი და, ნინო ციცვიძე და ნათიას 3 წლის შვილი, ნიკოლოზ ფირალიშვილი.

ლევან დავლაძე დაოჯახებული იყო, მაგრამ შვილი არ ჰყავდა. მის მეუღლეს, ანა ბაბაევას ქმრის დაღუპვას უმალავდნენ და ის მთელი ღამე ეძებდა მას... ქალი ჟურნალ „სარკეს“ უამბობს :

"ლევანი მეგობრებთან ერთად ცოტა ხნით ადრე იყო მისული იმ სახლში. საჭმელი უჭამიათ იქ. ჩემს მეუღლეს გასაღები დარჩენია. მის ასაღებად ავიდა და მაშინ მოხდა აფეთქება. 20 წუთით ადრე მომწერა, რას შვები, ჩემი ცხოვრებაო. მალე უნდა მოსულიყო.

იმ ბინაში სხვებთან ერთად უნდა ასულიყო და თურმე მარტოს არ უშვებდნენ, მაგრამ ლევანს მეგობრისთვის გასაღები გამოუტაცია და გაქცეულა, რომ სახლში მალე დაბრუნებულიყო - ჩემთან ეჩქარებოდა."

- რამდენი ხნის შეუღლებულები იყავით?

- 3 წლის წინ შევუღლდით. შვილი არ გვყავდა. ლევანი სიცოცხლით სავსე, მშრომელი, პატიოსანი, მოსიყვარულე ადამიანი იყო. ყველაფერს აკეთებდა, რომ არაფერი მოგვკლებოდა. მთელი ღამეები მუშაობდა. მძღოლი გახლდათ.

- როგორ იცით, სახლში ბიჭებს დარჩათ გაზის ონკანი მოშვებული?

- მაგდენს ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ უყურადღებობით მოხდა ყველაფერი.

იმ დღეს, როცა გარდაიცვალა, ეს ამბავი არ მითხრეს. მთელი ღამე ვეძებდი. რაღაცას მიგრძნობდა გული. ქუჩაში ვეძებდი. მითხრეს საავადმყოფოშიაო, მაგრამ თურმე აღარ ყოფილა ჩემი უსაყვარლესი, ერთადერთი სიყვარული და პატრონი...

ვერავინ მანუგეშებს, რადგან ჩემი სიცოცხლე მასთან ერთად დამთავრდა. ბევრი რამ მაქვს ცხოვრებაში გადატანილი, ობლობას ჩემი ქმარი მიმსუბუქებდა, მაგრამ მორჩა, ამას ვეღარ გავუძლებ! ნეტავ, მე მოვმკვდარიყავი და ჩემს ქმარს ეცოცხლა!

წყარო : ჟურნალი "სარკე"

ავტორი რუსუდან ადვაძე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ