კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრი რამ დაგროვდა და გიორგი სამართლიანად გაბრაზდა..." - რატომ აგინა მთავრობას გიორგი ყიფშიძემ და რას ამბობს შვილზე ზურა ყიფშიძე
"ბევრი რამ დაგროვდა და გიორგი სამართლიანად გაბრაზდა..." - რატომ აგინა მთავრობას გიორგი ყიფშიძემ და რას ამბობს შვილზე ზურა ყიფშიძე

მსა­ხი­ობ გი­ორ­გი ყიფ­ში­ძის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­კე­თე­ბულ­მა გან­ცხა­დე­ბამ დიდი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია. მსა­ხი­ობ­მა "ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ფე­ის­ბუქ-პოს­ტში აგი­ნა და მათ დი­ლე­ტან­ტე­ბი უწო­და.

"არა­ფე­რი სა­ინ­ტე­რე­სო არ ხდე­ბა, ხელ­ფასს თა­ვის დრო­ზე არ გვაძ­ლე­ვენ და სა­ერ­თოდ ამ მთავ­რო­ბას მოვუ..ან დი­ლე­ტან­ტი დე­დე­ბი. გუ­ლის ამ­რე­ვე­ბი ესე­ნი" - და­წე­რა ყიფ­ში­ძემ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მსა­ხი­ობ­მა სტა­ტუ­სი წა­შა­ლა, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მა­ინც გაჩ­ნდა გა­ურ­კვევ­ლო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ფონ­ზე, რომ ზურა და გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე­ე­ბი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რი კლი­პის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი იყ­ვნენ და აქ­ტი­უ­რად უჭერ­დნენ მხარს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­და­ჭე­რილ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატს.

ზურა ყიფ­ში­ძე სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში გა­მარ­თულ მხარ­დამ­ჭერ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ემო­ცი­უ­რი სი­ტყვი­თაც გა­მო­ვი­და, სა­დაც გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა "ძა­ლი­ან კარ­გად იცის იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ბედი, გრძნო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც დიდი ხა­ნია, სა­ზღვარ­გა­რეთ სამ­შობ­ლოს გა­რე­შე ცხოვ­რო­ბენ. ყვე­ლა­ფე­რი ეს­მის, ძა­ლი­ან ბევ­რი უნდა და­ვი­ნა­ხოთ და უნდა და­ვა­ფა­სოთ... დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ისეთ მო­მენ­ტებ­ში, როცა უნდა ეთ­ქვა თა­ვი­სი სი­ტყვა, თქვა. არა­ვი­სი არ მო­ე­რი­და, არის პირ­და­პი­რი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და ჭკვი­ა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი".

ვცა­დეთ გი­ორ­გი ყიფ­ში­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბა, თუმ­ცა მას ტე­ლე­ფო­ნი გა­მორ­თუ­ლი აქვს. შემ­დეგ კი ზურა ყიფ­ში­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით და და­ვინ­ტე­რეს­დით, რა გახ­და მისი ვა­ჟის გან­რის­ხე­ბის მი­ზე­ზი და ემ­თხვე­ვა თუ არა მა­მის და შვი­ლის პო­ზი­ცი­ე­ბი ამ სა­კი­თხზე ერ­თმა­ნეთს.

- ბა­ტო­ნო ზურა, თქვენ და გი­ორ­გი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ მთავ­რო­ბის აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი იყა­ვით... რამ გა­მო­იწ­ვია ახლა გი­ორ­გის ასე­თი გაბ­რა­ზე­ბა მთავ­რო­ბის მი­მართ?

- არ ვიცი რა ხდე­ბა, ალ­ბათ გი­ორ­გის უნდა მი­მარ­თოთ დე­ტა­ლებ­ზე სა­სა­უბ­როდ... უამ­რა­ვი პრობ­ლე­მაა. ბინა გაგ­ვი­ყი­დეს, წარ­თმე­უ­ლია!

- ამ­ჯე­რად სად ცხოვ­რობთ მთე­ლი ოჯა­ხი?

- ყვე­ლა­ნი ჩემი ცო­ლის სახ­ლში ვცხოვ­რობთ, ხი­ლი­ან­ზე. რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, ბევ­რი რამ დაგ­როვ­და და გი­ორ­გის სა­მარ­თლი­ა­ნი გაბ­რა­ზე­ბა გა­მო­იწ­ვია. ხელ­ფა­სე­ბი არ მოგ­ვცეს ამ თვე­ში, გა­და­ა­ცი­ლეს. რა­ტომ­ღაც ყო­ველ წელს ასე ხდე­ბა სა­ა­ხალ­წლოდ.

- თქვენც გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ხართ და გი­ორ­გის სი­ტყვებს იზი­ა­რებთ?

- არა ბა­ტო­ნო, რას ამ­ბობთ! მე გავ­ბრაზ­დი გი­ორ­გის სი­ტყვებ­ზე! არ შე­იძ­ლე­ბა ასე სა­ჯა­როდ გა­მო­ხა­ტო ყვე­ლა­ფე­რი! ამით შემ­დეგ ბნე­ლი ძა­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ბევრი რამ დაგროვდა და გიორგი სამართლიანად გაბრაზდა..." - რატომ აგინა მთავრობას გიორგი ყიფშიძემ და რას ამბობს შვილზე ზურა ყიფშიძე

"ბევრი რამ დაგროვდა და გიორგი სამართლიანად გაბრაზდა..." - რატომ აგინა მთავრობას გიორგი ყიფშიძემ და რას ამბობს შვილზე ზურა ყიფშიძე

მსახიობ გიორგი ყიფშიძის სოციალურ ქსელში გაკეთებულმა განცხადებამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მსახიობმა "ოცნების" ხელისუფლებას ფეისბუქ-პოსტში აგინა და მათ დილეტანტები უწოდა.

"არაფერი საინტერესო არ ხდება, ხელფასს თავის დროზე არ გვაძლევენ და საერთოდ ამ მთავრობას მოვუ..ან დილეტანტი დედები. გულის ამრევები ესენი" - დაწერა ყიფშიძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

მოგვიანებით მსახიობმა სტატუსი წაშალა, თუმცა საზოგადოებაში მაინც გაჩნდა გაურკვევლობა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ზურა და გიორგი ყიფშიძეები სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი კლიპის მონაწილეები იყვნენ და აქტიურად უჭერდნენ მხარს "ქართული ოცნების" მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს.

ზურა ყიფშიძე სპორტის სასახლეში გამართულ მხარდამჭერ ღონისძიებაზე ემოციური სიტყვითაც გამოვიდა, სადაც განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილმა "ძალიან კარგად იცის იმ ადამიანების ბედი, გრძნობები, რომლებიც დიდი ხანია, საზღვარგარეთ სამშობლოს გარეშე ცხოვრობენ. ყველაფერი ესმის, ძალიან ბევრი უნდა დავინახოთ და უნდა დავაფასოთ... დიდი დამსახურებაა, რომ ისეთ მომენტებში, როცა უნდა ეთქვა თავისი სიტყვა, თქვა. არავისი არ მოერიდა, არის პირდაპირი, არაჩვეულებრივად განათლებული და ჭკვიანი ქალბატონი".

ვცადეთ გიორგი ყიფშიძესთან დაკავშირება, თუმცა მას ტელეფონი გამორთული აქვს. შემდეგ კი ზურა ყიფშიძეს დავუკავშირდით და დავინტერესდით, რა გახდა მისი ვაჟის განრისხების მიზეზი და ემთხვევა თუ არა მამის და შვილის პოზიციები ამ საკითხზე ერთმანეთს.

- ბატონო ზურა, თქვენ და გიორგი საპრეზიდენტო არჩევნების წინ მთავრობის აქტიური მხარდამჭერები იყავით... რამ გამოიწვია ახლა გიორგის ასეთი გაბრაზება მთავრობის მიმართ?

- არ ვიცი რა ხდება, ალბათ გიორგის უნდა მიმართოთ დეტალებზე სასაუბროდ... უამრავი პრობლემაა. ბინა გაგვიყიდეს, წართმეულია!

- ამჯერად სად ცხოვრობთ მთელი ოჯახი?

- ყველანი ჩემი ცოლის სახლში ვცხოვრობთ, ხილიანზე. როგორც მოგახსენეთ, ბევრი რამ დაგროვდა და გიორგის სამართლიანი გაბრაზება გამოიწვია. ხელფასები არ მოგვცეს ამ თვეში, გადააცილეს. რატომღაც ყოველ წელს ასე ხდება საახალწლოდ.

- თქვენც გაბრაზებული ხართ და გიორგის სიტყვებს იზიარებთ?

- არა ბატონო, რას ამბობთ! მე გავბრაზდი გიორგის სიტყვებზე! არ შეიძლება ასე საჯაროდ გამოხატო ყველაფერი! ამით შემდეგ ბნელი ძალის წარმომადგენლები სარგებლობენ...

"წარმომიდგენია, ბერა რა ცუდად არის. ისიც კი არ ვიცი, როგორ მოვიკითხო ან რა ვუთხრა?" - რას ამბობს ივანიშვილების ოჯახის ახლობელი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე?

კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა და 10 გარდაცვლილი პაციენტი - რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება ბოლო 24 საათში?

ჭყონდიდის ეპარქიაში დაშავებული ჟურნალისტი თბილისში გადმოიყვანეს - როგორია მისი მდგომარეობა?