პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დარაზმავს ემიგრანტებს და თურქეთიდან შემოვა?!" - რისთვის ემზადება მიხეილ სააკაშვილი და რას გეგმავს ოპოზიცია გაზაფხულზე
"დარაზმავს ემიგრანტებს და თურქეთიდან შემოვა?!" - რისთვის ემზადება მიხეილ სააკაშვილი და რას გეგმავს ოპოზიცია გაზაფხულზე

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ვა­დამ­დელ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე კი­დევ ერთხელ ალა­პა­რაკ­და. სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ბოლო დროს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ტი­უ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა და ემიგ­რან­ტებ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის პი­რო­ბას დებს.

ამის­თვის, სა­ა­კაშ­ვილ­მა და მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის "ჯემ ფეს­ტის" ყო­ფილ­მა ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა გი­ორ­გი სი­გუ­ამ მოძ­რა­ო­ბა "ერ­თად სახ­ლში" ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რებ ქარ­თველ ემიგ­რან­ტებს ხვდე­ბი­ან და ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შეც­ვლის გზებ­ზე მსჯე­ლო­ბენ.

"ემიგ­რან­ტე­ბო, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა მსოფ­ლი­ოს რო­მელ წერ­ტილ­ში იმ­ყო­ფე­ბით, ვი­მოქ­მე­დოთ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ნე­გა­ტი­ურ პრო­ცე­სებ­ზე, და­ვა­მარ­ცხოთ ის ბო­რო­ტე­ბა, რო­მე­ლიც დღი­თი­დღე ანად­გუ­რებს ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას, რო­მე­ლიც კრი­მი­ნა­ლუ­რი გზით ცდი­ლობს მი­ით­ვი­სოს მო­სახ­ლე­ო­ბის რე­სურ­სე­ბი და ქო­ნე­ბა, რო­მე­ლიც სუქ­დე­ბა და მდიდ­რდე­ბა ხალ­ხის ხარ­ჯზე" - ვკი­თხუ­ლობთ მათ მიერ ემიგ­რან­ტე­ბი­სად­მი გავ­რცე­ლე­ბულ მი­მარ­თვა­ში.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სა­ა­კაშ­ვი­ლი ნიუ იორკში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებს შეხ­ვდა და ვრცლად ისა­უბ­რა ემიგ­რან­ტე­ბის პრობ­ლე­მებ­ზე.

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის თქმით, უნდა დას­რულ­დეს დრო, რო­დე­საც ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტი­დან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ევ­რო­პა­ში წა­სას­ვლე­ლად ცალ­მხრივ ბი­ლეთს ყი­დუ­ლო­ბენ და უკან აღარ ბრუნ­დე­ბი­ან.

შეხ­ვედ­რა კი­თხვა-პა­სუ­ხის რე­ჟიმ­ში გაგ­რძელ­და. სა­ქარ­თვე­ლო­დან ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­სუ­ლე­ბი სა­კუ­თარ ის­ტო­რი­ებს უყ­ვე­ბოდ­ნენ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს. ექს-პრე­ზი­დენ­ტის თქმით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი შე­იქ­მნას, სწო­რედ ამის შემ­დეგ უნდა დაბ­რუნ­დნენ ემიგ­რან­ტე­ბი სამ­შობ­ლო­ში.

10 თე­ბერ­ვალს "ერ­თად სახ­ლში" თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­თა მსოფ­ლიო კრე­ბას გა­მარ­თავს ბელ­გი­ა­ში, ლი­ეჟ­ში და ამის შემ­დეგ სა­ა­კაშ­ვი­ლი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას გეგ­მავს.

"ლი­ეჟ­ში ვი­სა­უბ­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს ბედ­ზე და მო­მა­ვალ­ზე, დავ­გეგ­მავთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თობ­ლი­ვი ჩას­ვლის თა­რიღს და პრო­ცესს. შე­ვარ­ჩევთ ახალ ხალ­ხს, რომ ამ გა­მოც­დი­ლე­ბით გამ­დიდ­რე­ბუ­ლებ­მა გა­ვაძ­ლი­ე­როთ, გა­ვამ­დიდ­როთ და ხე­ლახ­ლა ფეხ­ზე და­ვა­ყე­ნოთ სა­ქარ­თვე­ლო. ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი გა­მოგ­ვი­ვა, ჩვენ ვე­რა­ვინ დაგ­ვა­მარ­ცხებს. რო­გორც არას­დროს, ვარ მონ­დო­მე­ბუ­ლი ამის გა­სა­კე­თებ­ლად" - აღ­ნიშ­ნა ემიგ­რან­ტე­ბი­სად­მი მი­მარ­თვა­ში ექს-პრე­ზი­დენ­ტმა. თუმ­ცა, მისი და­პი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ექს-პრე­ზი­დენტს სამ­შობ­ლო­ში არ ელი­ან...

თუ რო­დის დაბ­რუნ­დე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა გია ბა­რა­მი­ძემ არ იცის. თუმ­ცა ამ­ბობს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის თა­ნად­გო­მა სა­ა­კაშ­ვი­ლი­სად­მი იზ­რდე­ბა, ამი­ტომ იმე­დოვ­ნებს, რომ ამ თა­რიღს ექს-პრე­ზი­დენ­ტი თა­ვად მალე და­ა­სა­ხე­ლებს:

„სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის ემიგ­რან­ტებ­თან შეხ­ვედ­რა უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, არის ხალ­ხთან კო­მუ­ნი­კა­ცია. ადა­მი­ანს, რო­მელ­საც შე­ზღუ­დუ­ლი აქვს ამ რე­ჟი­მის გამო სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, რო­გორც ქარ­თველ პო­ლი­ტი­კოსს სურ­ვი­ლი აქვს ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა. სა­ქარ­თვე­ლო­დან სულ უფრო და უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი მი­დის ეკო­ნო­მი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო, თუმ­ცა ასე­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის გამო. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი მას ძა­ლი­ან კარ­გად ეს­მის ამი­ტომ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­ზა­ნია, რომ ემიგ­რან­ტებ­თან ერ­თად დაბ­რუნ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

იმის­თვის, რომ მათ სა­ქარ­თვე­ლო­ზე იმუ­შა­ონ და არა იმ ქვეყ­ნე­ბის ეკო­ნო­მი­კე­ბი გა­აძ­ლი­ე­რონ, სა­დაც ამ­ჟა­მად იმ­ყო­ფე­ბი­ან. ეს შეხ­ვედ­რა შე­დე­გი­ა­ნი უკვე არის. ბრუკ­ლინ­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა შეხ­ვედ­რამ აჩ­ვე­ნა, რომ ინ­ტე­რე­სი და თა­ნად­გო­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სად­მი იზ­რდე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა უფრო და უფრო მე­ტად აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ იყო სირ­თუ­ლე­ე­ბი, პრობ­ლე­მე­ბი, მაგ­რამ ის პე­რი­ო­დი, რაც სა­ქარ­თვე­ლომ გა­მო­ი­ა­რა და რო­მელ­საც ეს რე­ჟი­მი სის­ხლი­ან 9 წე­ლი­წადს ეძა­ხის, იყო ქვეყ­ნის წინსვლის და ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პე­რი­ო­დი“, - გვი­თხრა ბა­რა­მი­ძემ.

სა­ა­კაშ­ვი­ლის თა­ნა­გუნ­დე­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი გრი­გოლ ვა­შა­ძე ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს. სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის წევ­რე­ბის შეხ­ვედ­რა­ზე გაჟ­ღერ­და, რომ ქვეყ­ნის და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მძი­მე პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია პრო­პორ­ცი­ულ სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლა და ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნა.

"რო­დე­საც სპორ­ტუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სი­ნამ­დვი­ლე­ში არი­ან ქურ­დუ­ლი „ოც­ნე­ბის“ ზონ­დერე­ბი, ურტყა­მენ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნებს, რო­დე­საც ცემა-ტყე­პა გახ­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის­თვის ტე­ლე­ვი­ზი­ის ეკ­რან­ზე მთა­ვა­რი ახა­ლი ამ­ბა­ვი, რო­დე­საც ცემა-ტყე­პა გახ­და ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ნორ­მა­ლუ­რი წესი, ასე გაგ­რძე­ლე­ბა აღარ შე­იძ­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გრი­გოლ ვა­შა­ძემ.

"გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია - „ძალა ერ­თო­ბა­ში­ას" ერთ-ერთი ლი­დე­რის მა­მუ­კა გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში რე­ვო­ლუ­ცი­ის მო­წყო­ბა ოპო­ზი­ცი­ის გეგ­მებ­ში არ შე­დის, თუმ­ცა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის და­წყე­ბას არ გა­მო­რი­ცხა­ვენ.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ მაქვს და არც ვიცი რას აპი­რებს, მას თა­ვი­სი პარ­ტია და კონ­კრე­ტუ­ლი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ჰყავს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ სა­ერ­თო გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში ვართ, არ ნიშ­ნავს იმას, რომ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ვართ მისი ჩა­მოყ­ვა­ნით ან გაყ­ვა­ნით. რე­ვო­ლუ­ცია კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია და ამ სა­კი­თხზე ჩვე­ნი მხრი­დან ლა­პა­რა­კი არ არის. ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოს ცვლი­ლე­ბა და მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მის გა­უქ­მე­ბა არის ჩვე­ნი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნე­ბი.

ახლა მთა­ვა­რი ისაა, რომ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი და­ვი­წყოთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, „ოც­ნე­ბა“ კი ცო­ცხა­ლი თა­ვით ამას არ აკე­თებს. ამი­ტომ ვა­პი­რებთ მთლი­ა­ნად მთე­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი ვე­ლის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას ამ მო­თხოვ­ნე­ბის გარ­შე­მო, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში გას­ვლას და ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბას. ეს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრო­ცე­სი იქ­ნე­ბა, სა­დაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ჩა­ერ­თვე­ბა.

მოკ­ლედ პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის გა­მო­ცო­ცხლე­ბას ვა­პი­რებთ. გვინ­და, შევ­ქმნათ ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რე­მო და კულ­ტუ­რა. გვინ­და ყო­ველ­გვა­რი რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბის გა­რე­შე მო­ვახ­დი­ნოთ ზე­წო­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან. საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბი ალ­ბათ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, იმი­ტომ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თუ არ მოგ­ვაქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას, სხვა ბერ­კე­ტი არ გვრჩე­ბა. ჩვენ გა­მო­ვი­ყე­ნებთ კონ­სტი­ტუ­ცი­ით დაშ­ვე­ბულ მე­თოდს, რომ­ლი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, მი­ვაწ­ვდი­ნოთ ხმა ხე­ლი­სუ­ლეფ­ლე­ბას" - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს გამ­ყრე­ლი­ძემ.

ოპო­ზი­ცი­ის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებს ანა­ლი­ტი­კო­სი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე და ხალ­ხში სე­რი­ო­ზუ­ლი მუხ­ტის აგო­რე­ბას ამ ეტა­პის­თვის არ ელის.

"სა­ა­კაშ­ვი­ლის აქ­ტი­უ­რო­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო. მას ჩუ­მად ყოფ­ნა არ შე­უძ­ლია, ასე­თი ტი­პის ადა­მი­ა­ნია. ამი­ტომ აქ­ტი­უ­რო­ბის ეს სა­შუ­ა­ლე­ბა მო­ძებ­ნა და ხვდე­ბა ემიგ­რან­ტებს. ორი შეხ­ვედ­რა საკ­მა­რი­სი არ იქ­ნე­ბა და შე­საძ­ლოა აშშ-შიც და ევ­რო­პა­შიც კი­დევ გა­მარ­თოს სხვა შეხ­ვედ­რე­ბიც.

რაც შე­ე­ხე­ბა დაბ­რუ­ნე­ბას, რაც წა­ვი­და, ბრუნ­დე­ბა, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ დაბ­რუნ­და და ვერც ვხვდე­ბი ემიგ­რან­ტებ­თან ერ­თად დაბ­რუ­ნე­ბას რო­გორ აპი­რებს - და­რაზ­მავს ემიგ­რან­ტებს და სა­ი­დან შე­მო­ვა, თურ­ქე­თი­დან?! სა­ნამ აქ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ შე­იც­ვლე­ბა ან გა­რან­ტი­ებს არ მი­ი­ღებს, იქამ­დე სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში დამ­ბრუ­ნე­ბე­ლი არ არის" - გვი­თხრა ძა­ბი­რა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სე­რი­ო­ზუ­ლი პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა მძაფ­რდე­ბა, თუმ­ცა ეს საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა თუ არა გა­ზა­ფხულ­ზე ამო­ხეთ­ქის­თვის, უჭირს პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა.

"ჯერ­ჯე­რო­ბით რა­ღაც სე­რი­ო­ზუ­ლი მუხ­ტის აგო­რე­ბას არ ვე­ლო­დე­ბი, არ ჩანს ამის მი­ზე­ზი. რა­ღაც უნდა მოხ­დეს. მო­სა­მარ­თლე­ე­ბის თე­მაც არ გა­მოდ­გე­ბა. არც ამის გან­ცდა და გან­წყო­ბა არ არის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში. მაგ­რამ ჩვენ­თან სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი ძა­ლი­ან სწრა­ფად იც­ვლე­ბა და ვერ გე­ტყვით რა იქ­ნე­ბა ორი, სამი თვის შემ­დეგ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რომ დუმს და არა­ფერს აკე­თებს, გა­სა­გე­ბია, პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა გაჩ­ნდე­ბა და გამ­ძაფ­რდე­ბა ხალ­ხში, მაგ­რამ იქ­ნე­ბა თუ არა საკ­მა­რი­სი იმის­თვის, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვი­ოს, არ ვიცი.

ყვე­ლა­ზე კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა იყო ამ მო­სა­მარ­თლე­ე­ბის თე­მა­ზე, მაგ­რამ ვერც ერ­თმა პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლამ ვერ გა­ბე­და ამ თე­მის მო­წო­დე­ბა, რომ ხალ­ხი ქუ­ჩა­ში გა­მო­ეყ­ვა­ნა და ვფიქ­რობ, სწო­რა­დაც მო­იქ­ცნენ“, - უთხრა AMBEBI.GE-ს ძა­ბი­რა­ძემ.

ანა­ლო­გი­უ­რად ფიქ­რობს პო­ლი­ტო­ლო­გი გია ხუ­ხაშ­ვი­ლიც.

"სა­ა­კაშ­ვი­ლის აქ­ტი­უ­რო­ბა გა­საკ­ვი­რი არ უნდა იყოს - ის ყო­ველ­თვის ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რია, ამი­ტომ რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბულს და ახალს ვერ ვხე­დავ. რაც შე­ე­ხე­ბა აქ­ტი­უ­რო­ბის შე­საძ­ლო შე­დე­გებს, ეს ყო­ველ­თვის და­მო­კი­დე­ბუ­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე - რამ­დე­ნად ადეკ­ვა­ტუ­რი იქ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იმ პრობ­ლე­მე­ბის მი­მართ, რაც ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს.

თე­ო­რია, რომ სა­ა­კაშ­ვილს ან ნე­ბის­მი­ერ სხვა პირს, შე­უძ­ლია ქვე­ყა­ნა­ში კრი­ზი­სი გა­მო­იწ­ვი­ოს, მცდა­რია. კრი­ზი­სის მთა­ვა­რი ინი­ცი­ა­ტო­რი ყო­ველ­თვის არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. თუ ის პრობ­ლე­მებს წყვეტს, ოპო­ზი­ცი­ამ რაც არ უნდა იფა­ფხუ­როს, შან­სი არ ექ­ნე­ბა კრი­ზი­სის შექ­მნის. ხოლო თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ არის ადეკ­ვა­ტუ­რი, შე­იძ­ლე­ბა პრო­ტეს­ტი მი­ვი­ღოთ. სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩა­მოს­ვლა არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რია, მისი და­პი­რე­ბა ბევ­რი გვი­ნა­ხავს, ამი­ტომ არ მგო­ნია გა­მარ­თლდეს.

ხალ­ხმა ამ არ­ჩევ­ნებ­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ბო­ლო­ჯერ მის­ცა შან­სი და აქვს მო­ლო­დი­ნი რომ მათ პრობ­ლე­მებს მი­ხე­და­ვენ. ასე რომ, თუ ხალ­ხში გაჩ­ნდა გან­ცდა, ხალ­ხს შე­პირ­და და არ გა­ა­კე­თა, ბუ­ნებ­რი­ვია საპ­რო­ტეს­ტო აქ­ტი­უ­რო­ბა გაჩ­ნდე­ბა. ასე რომ, ცოტა დრო აქვს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დარ­ჩე­ნი­ლი", - გვი­თხრა ხუ­ხაშ­ვილ­მა.

5555-ს
0

ვაი შენ, მიშას და თქვენს მხარდამჭერებს, არ გეღირსებათ საქართველოში კიდევ სისხლისღვრა, მაგას ქართველი ხალხი არ დაუშვებს...ისე 5 ნო ის გვითხარი მიშა რა ფულებით დასეირნობს და უვლის მსოფლიოს??????

ავტორი:

"დარაზმავს ემიგრანტებს და თურქეთიდან შემოვა?!" - რისთვის ემზადება მიხეილ სააკაშვილი და რას გეგმავს ოპოზიცია გაზაფხულზე

"დარაზმავს ემიგრანტებს და თურქეთიდან შემოვა?!" - რისთვის ემზადება მიხეილ სააკაშვილი და რას გეგმავს ოპოზიცია გაზაფხულზე

"ნაციონალური მოძრაობა" ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბოლო დროს განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა და ემიგრანტებთან ერთად საქართველოში დაბრუნების პირობას დებს.

ამისთვის, სააკაშვილმა და მუსიკალური ფესტივალის "ჯემ ფესტის" ყოფილმა ორგანიზატორმა გიორგი სიგუამ მოძრაობა "ერთად სახლში" ჩამოაყალიბეს, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს ხვდებიან და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შეცვლის გზებზე მსჯელობენ.

"ემიგრანტებო, არ აქვს მნიშვნელობა მსოფლიოს რომელ წერტილში იმყოფებით, ვიმოქმედოთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ნეგატიურ პროცესებზე, დავამარცხოთ ის ბოროტება, რომელიც დღითიდღე ანადგურებს ჩვენს მოსახლეობას, რომელიც კრიმინალური გზით ცდილობს მიითვისოს მოსახლეობის რესურსები და ქონება, რომელიც სუქდება და მდიდრდება ხალხის ხარჯზე" - ვკითხულობთ მათ მიერ ემიგრანტებისადმი გავრცელებულ მიმართვაში.

რამდენიმე დღის წინ, სააკაშვილი ნიუ იორკში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა და ვრცლად ისაუბრა ემიგრანტების პრობლემებზე.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, უნდა დასრულდეს დრო, როდესაც ქუთაისის აეროპორტიდან მოქალაქეები ევროპაში წასასვლელად ცალმხრივ ბილეთს ყიდულობენ და უკან აღარ ბრუნდებიან.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საქართველოდან ემიგრაციაში წასულები საკუთარ ისტორიებს უყვებოდნენ მიხეილ სააკაშვილს. ექს-პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია საქართველოში სამუშაო ადგილები შეიქმნას, სწორედ ამის შემდეგ უნდა დაბრუნდნენ ემიგრანტები სამშობლოში.

10 თებერვალს "ერთად სახლში" თანამემამულეთა მსოფლიო კრებას გამართავს ბელგიაში, ლიეჟში და ამის შემდეგ სააკაშვილი სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს.

"ლიეჟში ვისაუბრებთ საქართველოს ბედზე და მომავალზე, დავგეგმავთ საქართველოში ერთობლივი ჩასვლის თარიღს და პროცესს. შევარჩევთ ახალ ხალხს, რომ ამ გამოცდილებით გამდიდრებულებმა გავაძლიეროთ, გავამდიდროთ და ხელახლა ფეხზე დავაყენოთ საქართველო. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა, ჩვენ ვერავინ დაგვამარცხებს. როგორც არასდროს, ვარ მონდომებული ამის გასაკეთებლად" - აღნიშნა ემიგრანტებისადმი მიმართვაში ექს-პრეზიდენტმა. თუმცა, მისი დაპირების მიუხედავად, ექს-პრეზიდენტს სამშობლოში არ ელიან...

თუ როდის დაბრუნდება მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ბარამიძემ არ იცის. თუმცა ამბობს, რომ საზოგადოების თანადგომა სააკაშვილისადმი იზრდება, ამიტომ იმედოვნებს, რომ ამ თარიღს ექს-პრეზიდენტი თავად მალე დაასახელებს:

„სააკაშვილისთვის ემიგრანტებთან შეხვედრა უპირველეს ყოვლისა, არის ხალხთან კომუნიკაცია. ადამიანს, რომელსაც შეზღუდული აქვს ამ რეჟიმის გამო საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა, ბუნებრივია, როგორც ქართველ პოლიტიკოსს სურვილი აქვს ხალხთან ურთიერთობისა. საქართველოდან სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიდის ეკონომიკური მიზეზების გამო, თუმცა ასევე პოლიტიკური დევნის გამო. ეს ყველაფერი კი მას ძალიან კარგად ესმის ამიტომ სააკაშვილის მიზანია, რომ ემიგრანტებთან ერთად დაბრუნდეს საქართველოში.

იმისთვის, რომ მათ საქართველოზე იმუშაონ და არა იმ ქვეყნების ეკონომიკები გააძლიერონ, სადაც ამჟამად იმყოფებიან. ეს შეხვედრა შედეგიანი უკვე არის. ბრუკლინში ჩატარებულმა შეხვედრამ აჩვენა, რომ ინტერესი და თანადგომა მიხეილ სააკაშვილისადმი იზრდება. საზოგადოება უფრო და უფრო მეტად აცნობიერებს, რომ იყო სირთულეები, პრობლემები, მაგრამ ის პერიოდი, რაც საქართველომ გამოიარა და რომელსაც ეს რეჟიმი სისხლიან 9 წელიწადს ეძახის, იყო ქვეყნის წინსვლის და ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პერიოდი“, - გვითხრა ბარამიძემ.

სააკაშვილის თანაგუნდელი "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ვადამდელი არჩევნების აუცილებლობაზე საუბრობს. სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, გაერთიანებული ოპოზიციის წევრების შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ ქვეყნის და მოქალაქეების მძიმე პრობლემების მოსაგვარებლად, აუცილებელია პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.

"როდესაც სპორტული ფედერაციის თავმჯდომარეები, რომლებიც სინამდვილეში არიან ქურდული „ოცნების“ ზონდერები, ურტყამენ ევროპის ჩემპიონებს, როდესაც ცემა-ტყეპა გახდა საქართველოს მოქალაქისთვის ტელევიზიის ეკრანზე მთავარი ახალი ამბავი, როდესაც ცემა-ტყეპა გახდა ჩვენი ცხოვრების ნორმალური წესი, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გრიგოლ ვაშაძემ.

"გაერთიანებული ოპოზიცია - „ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერის მამუკა გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ოპოზიციის გეგმებში არ შედის, თუმცა საპროტესტო აქციების დაწყებას არ გამორიცხავენ.

"მიხეილ სააკაშვილთან არანაირი კავშირი არ მაქვს და არც ვიცი რას აპირებს, მას თავისი პარტია და კონკრეტული მხარდამჭერები ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საერთო გაერთიანებაში ვართ, არ ნიშნავს იმას, რომ დაკავებულები ვართ მისი ჩამოყვანით ან გაყვანით. რევოლუცია კატეგორიულად მიუღებელია და ამ საკითხზე ჩვენი მხრიდან ლაპარაკი არ არის. ვადამდელი არჩევნები, საარჩევნო გარემოს ცვლილება და მაჟორიტარული სისტემის გაუქმება არის ჩვენი მთავარი მოთხოვნები.

ახლა მთავარი ისაა, რომ კონსულტაციები დავიწყოთ ხელისუფლებასთან, „ოცნება“ კი ცოცხალი თავით ამას არ აკეთებს. ამიტომ ვაპირებთ მთლიანად მთელი ოპოზიციური ველის გაერთიანებას ამ მოთხოვნების გარშემო, მოსახლეობაში გასვლას და ხელმოწერების შეგროვებას. ეს ძალიან სერიოზული პროცესი იქნება, სადაც უამრავი ადამიანი ჩაერთვება.

მოკლედ პოლიტიკური პროცესის გამოცოცხლებას ვაპირებთ. გვინდა, შევქმნათ ახალი პოლიტიკური გარემო და კულტურა. გვინდა ყოველგვარი რევოლუციების გარეშე მოვახდინოთ ზეწოლა ხელისუფლებაზე საზოგადოების მხრიდან. საპროტესტო გამოსვლები ალბათ საჭირო იქნება, იმიტომ, რომ ხელისუფლება თუ არ მოგვაქცევს ყურადღებას, სხვა ბერკეტი არ გვრჩება. ჩვენ გამოვიყენებთ კონსტიტუციით დაშვებულ მეთოდს, რომლითაც შესაძლებელია, მივაწვდინოთ ხმა ხელისულეფლებას" - განუცხადა AMBEBI.GE-ს გამყრელიძემ.

ოპოზიციის გააქტიურებას სკეპტიკურად უყურებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე და ხალხში სერიოზული მუხტის აგორებას ამ ეტაპისთვის არ ელის.

"სააკაშვილის აქტიურობა მოსალოდნელი იყო. მას ჩუმად ყოფნა არ შეუძლია, ასეთი ტიპის ადამიანია. ამიტომ აქტიურობის ეს საშუალება მოძებნა და ხვდება ემიგრანტებს. ორი შეხვედრა საკმარისი არ იქნება და შესაძლოა აშშ-შიც და ევროპაშიც კიდევ გამართოს სხვა შეხვედრებიც.

რაც შეეხება დაბრუნებას, რაც წავიდა, ბრუნდება, მაგრამ ჯერჯერობით ვერ დაბრუნდა და ვერც ვხვდები ემიგრანტებთან ერთად დაბრუნებას როგორ აპირებს - დარაზმავს ემიგრანტებს და საიდან შემოვა, თურქეთიდან?! სანამ აქ ხელისუფლება არ შეიცვლება ან გარანტიებს არ მიიღებს, იქამდე სააკაშვილი საქართველოში დამბრუნებელი არ არის" - გვითხრა ძაბირაძემ.

მისივე თქმით, სერიოზული პროტესტის გრძნობა მძაფრდება, თუმცა ეს საკმარისი იქნება თუ არა გაზაფხულზე ამოხეთქისთვის, უჭირს პროგნოზის გაკეთება.

"ჯერჯერობით რაღაც სერიოზული მუხტის აგორებას არ ველოდები, არ ჩანს ამის მიზეზი. რაღაც უნდა მოხდეს. მოსამართლეების თემაც არ გამოდგება. არც ამის განცდა და განწყობა არ არის მოსახლეობაში. მაგრამ ჩვენთან სიტუაციები ძალიან სწრაფად იცვლება და ვერ გეტყვით რა იქნება ორი, სამი თვის შემდეგ. ხელისუფლება რომ დუმს და არაფერს აკეთებს, გასაგებია, პროტესტის გრძნობა გაჩნდება და გამძაფრდება ხალხში, მაგრამ იქნება თუ არა საკმარისი იმისთვის, რომ სერიოზული პროტესტი გამოიწვიოს, არ ვიცი.

ყველაზე კონსოლიდირებული საზოგადოება იყო ამ მოსამართლეების თემაზე, მაგრამ ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ გაბედა ამ თემის მოწოდება, რომ ხალხი ქუჩაში გამოეყვანა და ვფიქრობ, სწორადაც მოიქცნენ“, - უთხრა AMBEBI.GE-ს ძაბირაძემ.

ანალოგიურად ფიქრობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილიც.

"სააკაშვილის აქტიურობა გასაკვირი არ უნდა იყოს - ის ყოველთვის ჰიპერაქტიურია, ამიტომ რაღაც განსაკუთრებულს და ახალს ვერ ვხედავ. რაც შეეხება აქტიურობის შესაძლო შედეგებს, ეს ყოველთვის დამოკიდებულია ხელისუფლებაზე - რამდენად ადეკვატური იქნება ხელისუფლება იმ პრობლემების მიმართ, რაც ქვეყანაში არსებობს.

თეორია, რომ სააკაშვილს ან ნებისმიერ სხვა პირს, შეუძლია ქვეყანაში კრიზისი გამოიწვიოს, მცდარია. კრიზისის მთავარი ინიციატორი ყოველთვის არის ხელისუფლება. თუ ის პრობლემებს წყვეტს, ოპოზიციამ რაც არ უნდა იფაფხუროს, შანსი არ ექნება კრიზისის შექმნის. ხოლო თუ ხელისუფლება არ არის ადეკვატური, შეიძლება პროტესტი მივიღოთ. სააკაშვილის ჩამოსვლა არაადეკვატურია, მისი დაპირება ბევრი გვინახავს, ამიტომ არ მგონია გამართლდეს.

ხალხმა ამ არჩევნებზე ხელისუფლებას ბოლოჯერ მისცა შანსი და აქვს მოლოდინი რომ მათ პრობლემებს მიხედავენ. ასე რომ, თუ ხალხში გაჩნდა განცდა, ხალხს შეპირდა და არ გააკეთა, ბუნებრივია საპროტესტო აქტიურობა გაჩნდება. ასე რომ, ცოტა დრო აქვს ხელისუფლებას დარჩენილი", - გვითხრა ხუხაშვილმა.

"არსებითი საკითხია, როდის მოვა ივანიშვილი გონს, რომ გამოსავალი ვადამდელ არჩევნებში იპოვოს" - რაზე შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეხვედრისას

"მესმის, 300 ლარს 1000 ლარი ჯობია, მაგრამ ესაა, რისი გაღებაც შეგვიძლია... მომავალი წელი იქნება ვაქცინაციის წელი" - ნათია თურნავა

"მიზანია თებერვლის დასაწყისში სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა მოგვეცეს" - რას ამბობს პრემიერი ვაქცინაციაზე?