სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაღიდან გაპარული ბავშვები -45 გრადუს ყინვასა და სიბნელეში სახლის მიგნებას ცდილობდნენ - რუსეთში გამოძიება დაიწყო
ბაღიდან გაპარული ბავშვები -45 გრადუს ყინვასა და სიბნელეში სახლის მიგნებას ცდილობდნენ - რუსეთში გამოძიება დაიწყო

ორმა ხუთი წლის გო­გო­ნამ ციმ­ბირ­ში სა­ბავ­შვო ბაღი ისე და­ტო­ვა, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა ვერ შე­ნიშ­ნა, ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ავ­რცე­ლებს.

ბავ­შვებს მშობ­ლე­ბის გა­ო­ცე­ბა და სახ­ლში მო­უ­ლოდ­ნე­ლად მის­ვლა უნ­დო­დათ და ქუ­ჩა­ში, სა­დაც ტემ­პე­რა­ტუ­რა -45 გრა­დუ­სი იყო, ხელ­თათ­მა­ნე­ბის გა­რე­შე გა­ვიდ­ნენ. კა­მე­რამ მათი შე­ნო­ბი­დან გას­ვლა და­ა­ფიქ­სი­რა, ერთ-ერთ გო­გო­ნას ხელ­ში რბი­ლი სა­თა­მა­შო უჭი­რავს.

ერთი ბავ­შვი თი­თე­ბის მოყინ­ვით ია­კუცკ­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. მცი­რე­წლოვ­ნებს ჰი­პო­თერ­მია აღე­ნიშ­ნე­ბათ. გო­გო­ნას დედა, ევ­დო­კია კუ­ტუ­კო­ვა ამ­ბობს, რომ ბავ­შვე­ბი ჯერ კი­დევ შოკ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

ევ­დო­კია შვი­ლის, ლე­ნას წა­მო­საყ­ვა­ნად სო­ფელ ნამ­ცის სა­ბავ­შვო ბაღ­ში მი­ვი­და, თუმ­ცა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ბავ­შვი იქ არ იყო. მას­წავ­ლებ­ლებ­მა მხო­ლოდ მა­შინ შე­ნიშ­ნეს, რომ ბაღ­ში არც გო­გო­ნას სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი იყო. კუ­ტუ­კო­ვა ჰყვე­ბა, რომ ცოტა ხან­ში მას ბავ­შვის პა­პამ და­უ­რე­კა და უთხრა, რომ ლენა სახ­ლში მი­ვი­და მარ­ტო, გა­ყი­ნუ­ლი და ატი­რე­ბუ­ლი. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ლე­ნას გამ­ვლელ­მა უცხო მა­მა­კაც­მა კაშ­ნე მო­ახ­ვია.

მე­ო­რე გო­გო­ნა კი სო­ფელ­ში სიბ­ნე­ლე­ში ცდი­ლობ­და სახ­ლამ­დე მის­ვლას, ად­გი­ლობ­რივ­მა მცხოვ­რებ­ლებ­მა ერთი სა­ა­თის შემ­დეგ შე­ნიშ­ნეს და სახ­ლში შე­ი­ფა­რეს.

ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

ბაღიდან გაპარული ბავშვები -45 გრადუს ყინვასა და სიბნელეში სახლის მიგნებას ცდილობდნენ - რუსეთში გამოძიება დაიწყო

ბაღიდან გაპარული ბავშვები -45 გრადუს ყინვასა და სიბნელეში სახლის მიგნებას ცდილობდნენ - რუსეთში გამოძიება დაიწყო

ორმა ხუთი წლის გოგონამ ციმბირში საბავშვო ბაღი ისე დატოვა, რომ მასწავლებელმა ვერ შენიშნა, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბავშვებს მშობლების გაოცება და სახლში მოულოდნელად მისვლა უნდოდათ და ქუჩაში, სადაც ტემპერატურა -45 გრადუსი იყო, ხელთათმანების გარეშე გავიდნენ. კამერამ მათი შენობიდან გასვლა დააფიქსირა, ერთ-ერთ გოგონას ხელში რბილი სათამაშო უჭირავს.

ერთი ბავშვი თითების მოყინვით იაკუცკში, საავადმყოფოშია გადაყვანილი. მცირეწლოვნებს ჰიპოთერმია აღენიშნებათ. გოგონას დედა, ევდოკია კუტუკოვა ამბობს, რომ ბავშვები ჯერ კიდევ შოკში იმყოფებიან.

ევდოკია შვილის, ლენას წამოსაყვანად სოფელ ნამცის საბავშვო ბაღში მივიდა, თუმცა აღმოაჩინა, რომ ბავშვი იქ არ იყო. მასწავლებლებმა მხოლოდ მაშინ შენიშნეს, რომ ბაღში არც გოგონას საუკეთესო მეგობარი იყო. კუტუკოვა ჰყვება, რომ ცოტა ხანში მას ბავშვის პაპამ დაურეკა და უთხრა, რომ ლენა სახლში მივიდა მარტო, გაყინული და ატირებული. როგორც აღმოჩნდა, ლენას გამვლელმა უცხო მამაკაცმა კაშნე მოახვია.

მეორე გოგონა კი სოფელში სიბნელეში ცდილობდა სახლამდე მისვლას, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ერთი საათის შემდეგ შენიშნეს და სახლში შეიფარეს.

ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს.

ტეხასში გამყინვარებაა: მილიონობით ადამიანი უშუქოდ დარჩა, ხალხი გაზის რიგში დგას - უჩვეულო ფოტოები აშშ-დან

"შიშველი თაფლობისთვე" - ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს საუნაში მყოფ წყვილს ქუჩიდან გამვლელები ათვალიერებდნენ

Pfizer-ის ვაქცინა პირველი დოზის მიღების შემდეგ 85%-ით ეფექტურია - რა შედეგები აჩვენა ახალმა კვლევებმა