პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავს ბავშვების გაშვილებით ირჩენდნენ" - რას ჰყვებიან მეზობლები ოჯახზე, სადაც 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა
"თავს ბავშვების გაშვილებით ირჩენდნენ" - რას ჰყვებიან მეზობლები ოჯახზე, სადაც 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოჯა­ხი, სა­დაც 4 წლის გო­გო­ნა გარ­და­იც­ვა­ლა, თავს ბავ­შვე­ბის გაშ­ვი­ლე­ბით ირ­ჩენ­და. რო­გორც Ambebi.ge-ს მე­ზობ­ლებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, გარ­დაც­ვლი­ლი 4 წლის გო­გო­ნას ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშო­ბე­ლი ბრალ­დე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი არ იყო. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვი მა­მა­კაცს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავ­და, სა­ერ­თო შვი­ლი კი ახ­ლა­ხან შე­ე­ძი­ნათ.

მე­ზობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­დი­ნაც­ვა­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­კაც­რით სწო­რედ იმ 2 არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ გა­მო­ირ­ჩე­ო­და, რო­მე­ლიც მა­მა­კაცს პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბა­ში ჰყავ­და. თუმ­ცა, მა­თი­ვე თქმით, ბავ­შვებს მა­მაც ხში­რად უს­წორ­დე­ბო­და ფი­ზი­კუ­რად.

მე­ზობ­ლე­ბის თქმით, ცე­მის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა რო­გორც გარ­დაც­ვლილ 4 წლის გო­გო­ნას, ასე­ვე მის 5 წლის ძმას, რო­მე­ლიც იმა­ვე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ცხოვ­რობს.

გო­გო­ნას ბე­ბია მე­ზობ­ლე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ გო­გო­ნა ცე­მის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა, უარ­ყოფს. გარ­დაც­ვლი­ლის ბე­ბი­ის გან­ცხა­დე­ბით, ბავ­შვი გა­ცი­ე­ბუ­ლი იყო და ამის გამო გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­გორც Ambebi.ge-ს ბე­ბი­ამ ბა­ბუ­ლია ძა­ვაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ბავ­შვი სახ­ლში არ უცე­მი­ათ და ამ მი­ზეზს მე­ზობ­ლე­ბი იგო­ნე­ბენ. გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ბე­ბი­ის­თვის რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი. მე­ზობ­ლე­ბი კი აცხა­დე­ბენ, რომ მათ ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში შე­ი­ტყვეს.

VIDEO: თბი­ლის­ში დე­დამ 4 წლის შვი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ცე­მით მოკ­ლა - სა­ზა­რელ ფაქ­ტზე ბე­ბი­ი­სა და მე­ზობ­ლე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბი

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, 2014 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის დარ­ღვე­ვის­თვის არას­რულ­წლო­ვა­ნის დედა და­ა­კა­ვეს.

"გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­კა­ვე­ბუ­ლია არას­რულ­წლოვ­ნის დედა, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 381-ე პრი­მა მუხ­ლით, რაც შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ან დამ­ცა­ვი ორ­დე­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. ამ შემ­თხვე­ვამ­დე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის მი­მართ ოჯახ­ში შე­საძ­ლო ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბა ერთხელ, 6 იან­ვარს შე­ვი­და. ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის შე­საძ­ლო ფაქ­ტზე, სსკ-ის 126-ე პრი­მა მე-2 მუხ­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა. შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ოჯახ­ში მი­სულ­მა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ა­კა­ვეს მცი­რე­წლო­ვა­ნის დედა ლ. ქ.

თა­ვად მცი­რე­წლო­ვა­ნი კი პო­ლი­ცი­ამ საა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა და მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ეც­ნო­ბა სო­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურს. საქ­მე­ზე გა­მო­ი­კი­თხა ბრალ­დე­ბუ­ლი და არა­ერ­თი მოწ­მე, მათ შო­რის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, შე­ტყო­ბი­ნე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი და პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. გა­მო­კი­თხულ­მა მოწ­მე­ებ­მა უარ­ყვეს ბავ­შვის მი­მართ დე­დის მხრი­დან რა­ი­მე ფორ­მით ძა­ლა­დო­ბა. ოჯა­ხის წევ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ბავ­შვზე არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო მისი ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რი ქცე­ვით.

ბრა­ლის წარ­დგე­ნის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბი­თი სტან­დარ­ტის არარ­სე­ბო­ბის მი­უ­ხე­და­ვად მის მი­მართ პო­ლი­ცი­ის მიერ გა­მო­ი­წე­რა შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი, რომ­ლის მი­ხედ­ვით დე­დას ეკ­რძა­ლე­ბო­და არას­რულ­წლო­ვან­თან კონ­ტაქ­ტი. 22 იან­ვარს მომ­ხდა­რი ფაქ­ტის შემ­დეგ ლ.ქ. ორ­დე­რის დარ­ღვე­ვის­თვის პო­ლი­ცი­ამ სის­ხლის სა­მარ­თლის წე­სით და­ა­კა­ვა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის მიერ პა­რა­ლე­ლუ­რად და­წყე­ბუ­ლია შეს­წავ­ლა და სამ­სა­ხუ­რე­ბ­რი­ვი შე­მოწ­მე­ბა, რო­მე­ლიც და­ად­გენს მიმ­დი­ნა­რე­ობ­და თუ არა ეფექ­ტი­ა­ნად შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის მო­ნი­ტო­რინ­გი. მცი­რე­წლო­ვა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზის დად­გე­ნის მიზ­ნით, ტარ­დე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, და­ნიშ­ნუ­ლია სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა" - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

00:00 / 00:00
ავტორი:

"თავს ბავშვების გაშვილებით ირჩენდნენ" - რას ჰყვებიან მეზობლები ოჯახზე, სადაც 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

"თავს ბავშვების გაშვილებით ირჩენდნენ" - რას ჰყვებიან მეზობლები ოჯახზე, სადაც 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

არსებული ინფორმაციით, ოჯახი, სადაც 4 წლის გოგონა გარდაიცვალა, თავს ბავშვების გაშვილებით ირჩენდა. როგორც Ambebi.ge-ს მეზობლებმა განუცხადეს, გარდაცვლილი 4 წლის გოგონას ბიოლოგიური მშობელი ბრალდებული ქალბატონი არ იყო. მათივე ინფორმაციით, ბავშვი მამაკაცს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა, საერთო შვილი კი ახლახან შეეძინათ.

მეზობლების ინფორმაციით, დედინაცვალი განსაკუთრებული სიმკაცრით სწორედ იმ 2 არასრულწლოვნის მიმართ გამოირჩეოდა, რომელიც მამაკაცს პირველ ქორწინებაში ჰყავდა. თუმცა, მათივე თქმით, ბავშვებს მამაც ხშირად უსწორდებოდა ფიზიკურად.

მეზობლების თქმით, ცემის შედეგად დაზიანებები აღენიშნება როგორც გარდაცვლილ 4 წლის გოგონას, ასევე მის 5 წლის ძმას, რომელიც იმავე საცხოვრებელ სახლში ცხოვრობს.

გოგონას ბებია მეზობლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გოგონა ცემის შედეგად გარდაიცვალა, უარყოფს. გარდაცვლილის ბებიის განცხადებით, ბავშვი გაციებული იყო და ამის გამო გარდაიცვალა.

როგორც Ambebi.ge-ს ბებიამ ბაბულია ძავაშვილმა განუცხადა, ბავშვი სახლში არ უცემიათ და ამ მიზეზს მეზობლები იგონებენ. გოგონას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ბებიისთვის რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. მეზობლები კი აცხადებენ, რომ მათ ბავშვის გარდაცვალების შესახებ დღის პირველ ნახევარში შეიტყვეს.

VIDEO: თბილისში დედამ 4 წლის შვილი, სავარაუდოდ, ცემით მოკლა - საზარელ ფაქტზე ბებიისა და მეზობლების კომენტარები

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, 2014 წელს დაბადებული ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციითვე, გამოძიების ფარგლებში შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის არასრულწლოვანის დედა დააკავეს.

"გამოძიების ფარგლებში დაკავებულია არასრულწლოვნის დედა, სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლით, რაც შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს. ამ შემთხვევამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში გარდაცვლილი ბავშვის მიმართ ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე შეტყობინება ერთხელ, 6 იანვარს შევიდა. ფიზიკური ძალადობის შესაძლო ფაქტზე, სსკ-ის 126-ე პრიმა მე-2 მუხლის "ა" ქვეპუნქტით დაიწყო გამოძიება. შეტყობინების საფუძველზე ოჯახში მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ დააკავეს მცირეწლოვანის დედა ლ. ქ.

თავად მცირეწლოვანი კი პოლიციამ საავადმყოფოში გადაიყვანა და მომხდარის შესახებ ეცნობა სოციალურ სამსახურს. საქმეზე გამოიკითხა ბრალდებული და არაერთი მოწმე, მათ შორის ოჯახის წევრები, შეტყობინების ინიციატორი და პოლიციის თანამშრომლები. გამოკითხულმა მოწმეებმა უარყვეს ბავშვის მიმართ დედის მხრიდან რაიმე ფორმით ძალადობა. ოჯახის წევრების განცხადებით, ბავშვზე არსებული დაზიანებები გამოწვეული იყო მისი ჰიპერაქტიური ქცევით.

ბრალის წარდგენის მტკიცებულებითი სტანდარტის არარსებობის მიუხედავად მის მიმართ პოლიციის მიერ გამოიწერა შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვით დედას ეკრძალებოდა არასრულწლოვანთან კონტაქტი. 22 იანვარს მომხდარი ფაქტის შემდეგ ლ.ქ. ორდერის დარღვევისთვის პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გენერალური ინსპექციის მიერ პარალელურად დაწყებულია შესწავლა და სამსახურებრივი შემოწმება, რომელიც დაადგენს მიმდინარეობდა თუ არა ეფექტიანად შემაკავებელი ორდერის მონიტორინგი. მცირეწლოვანის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით, ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"