სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედ-მამამ თანხა ისესხა და ისე გამიშვეს ამერიკაში" - ცნობილი ფერმერი ქალის 100 დოლარით დაწყებული ისტორია
"დედ-მამამ თანხა ისესხა და ისე გამიშვეს ამერიკაში" - ცნობილი ფერმერი ქალის 100 დოლარით დაწყებული ისტორია

სა­ქარ­თვე­ლოს ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რემ ნინო ზამ­ბა­ხი­ძემ "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე და­წე­რა, რომ ფერ­მე­რულ მე­ურ­ნე­ო­ბას ყი­დის.

"8 წელი ახალ­ცი­ხე­ში ვი­ცხოვ­რე იმ იდე­ით, რომ ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტი მე­წარ­მო­ე­ბი­ნა, გრან­ტე­ბიც მო­ვი­გე და სა­ქარ­თვე­ლოს რე­ა­ლო­ბის­თვის დიდი ფერ­მე­რუ­ლი მე­ურ­ნე­ო­ბის მე­პატ­რო­ნეც გავ­ხდი. ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვა იყო.. მახ­სოვს 2010 წელს მო­გე­ბულ ტენ­დერ­ზე გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა რო­გორ შე­მი­წყვი­ტეს და ასო­ბით ათა­სი ვალი რო­გორ დაგ­ვე­დო კომ­პა­ნი­ა­ში, მაგ­რამ რაც არ გკლავს გაძ­ლი­ე­რებს პრინ­ცი­პით გა­ვი­ტა­ნეთ თავი. და­ი­წყო ახა­ლი ერა - სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის აყ­ვა­ვე­ბის, ამ პე­რი­ოდ­ში ფერ­მა დავ­ხუ­რეთ, ძრო­ხე­ბი ბრუ­ცე­ლო­ზით და­ა­ვად­და. რა­ტომ? - ამა­ზე პა­სუ­ხი არ მაქვს. ბევ­რი მი­ზე­ზი და­სა­ხელ­და და დაკ­ვლა მოგ­ვი­წია, აქაც ასო­ბით ათა­სი ვალი და­ვი­დეთ, ეხ­ლაც მო­გე­ბუ­ლი ტენ­დე­რი წა­ვა­გეთ! ბევ­რი რომ აღარ ვი­ლა­პა­რა­კო, ყვე­ლა­ფერს - რა­საც შევ­წი­რე თავი, რის გა­მოც სო­ფელ­ში გა­და­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად და შვი­ლე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად დე­დის გა­რე­შე დავ­ტო­ვე, რა­საც შე­ე­წი­რა ჩემი ოჯა­ხი, ანუ ჩემს ფერ­მე­რულ მე­ურ­ნე­ო­ბას ვყი­დი!" - და­წე­რა ზამ­ბა­ხი­ძემ.

სა­კუ­თარ ბიზ­ნე­სის­ტო­რი­ა­ზე, მთა­ვარ პრინ­ცი­პებ­სა და იმა­ზე თუ რა­ტომ გა­და­წყვი­ტა თბი­ლი­სელ­მა გო­გო­ნამ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, ნინო ზამ­ბა­ხი­ძემ 2015 წელს გა­და­ცე­მა­ში "ბიზ­ნეს PRESS"-ი ისა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ამ ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყო 1995 წელს, რო­დე­საც თქვენ, სულ რა­ღაც 100 დო­ლა­რით ამე­რი­კა­ში წახ­ვე­დით. შემ­დეგ რა მოხ­და?

- ნამ­დვი­ლად ასე იყო. მე, სამ­წუ­ხა­როდ, იმ თა­ო­ბას ვე­კუთ­ვნი, რო­მელ­საც გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ჰქონ­და, მძი­მე პი­რო­ბებ­ში გვი­წევ­და ცხოვ­რე­ბა. დედ-მა­მამ შე­აგ­რო­ვა თან­ხა, ისეს­ხეს და 100 დო­ლა­რით ამე­რი­კა­ში გა­მიშ­ვეს. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ალ­ბათ ეს ყვე­ლა­ზე კარ­გი წლე­ბი იყო. მა­შინ გავ­ბრაზ­დი ჩემს ქვე­ყა­ნა­ზე, რო­დე­საც ვნა­ხე იქ რო­გორ ცხოვ­რობ­დნენ და ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნას არ ჰქონ­და. ვფიქ­რობ­დი დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ მა­მა­ჩე­მის და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნით, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა მო­მი­წია. სულ მე­უბ­ნე­ბო­და, თუ რა­მეს აკე­თებ, უნდა გა­ა­კე­თო შენი ქვეყ­ნის­თვის და რა­საც უცხო­ეთ­ში მი­ი­ღებ, შენს ქვე­ყა­ნას უნდა მო­ახ­მა­როო. ამ პე­რი­ოდ­ში მე­წარ­მე­უ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბა სულ მქონ­და და მერე უფრო გა­მო­მი­მუ­შავ­და. რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი, მუ­შა­ო­ბა აუ­დი­ტო­რულ კომ­პა­ნი­ა­ში და­ვი­წყე, მარ­კე­ტინ­გის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სად და სულ მქონ­და ის შეგ­რძნე­ბა, რომ ჩემი თავი ვერ ვი­პო­ვე - სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბას ვერ ვახ­დენ­დი. 2004 წელს ბიზ­ნეს­პარტნი­ორ­თან ერ­თად გა­ვა­კე­თე ყა­ვის ჯი­ხუ­რე­ბი, რო­მელ­საც ერ­ქვა "ახა­ლი ყა­ვის ფერი". ალ­ბათ, ეს ახა­ლი სი­ტყვა იყო ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში იმი­ტომ, რომ ბევ­რს არ ეს­მო­და, რა­ტომ უნდა წა­ე­ღო ყავა თან და რა­ტომ არ იყო მა­გი­დე­ბი მო­წყო­ბი­ლი, სა­დაც და­ლე­ვას შეძ­ლებ­დნენ.

- ვიცი, რომ ყა­ვის ბიზ­ნე­სამ­დე ჯინ­სე­ბის ბიზ­ნე­სით იყა­ვით და­კა­ვე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბით დას­რულ­და.

-კი, ნამ­დვი­ლად იყო. მა­მა­ჩე­მის მე­გო­ბარ­თან ერ­თად მქონ­და ეს ბიზ­ნე­სი და ამე­რი­კი­დან GAP-ის ჯინ­სებს ვაგ­ზავ­ნი­დით. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ეს ალ­ბათ ყვე­ლა­ზე მძი­მე პე­რი­ო­დი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. რო­დე­საც მე­გო­ნა, რომ ბიზ­ნე­სი ვი­ცო­დი და ავა­წყე, წა­ვე­დი, დავ­ბრუნ­დი უკან და აღარც მა­მა­ჩე­მის მე­გო­ბა­რი იყო, აღარც ჯინ­სე­ბის მა­ღა­ზია. მა­შინ ყვე­ლას ძა­ლი­ან უჭირ­და და სულ მინ­და ამის გა­მარ­თლე­ბა მოვ­ძებ­ნო, რა­ტომ გა­ა­კე­თა. ალ­ბათ, ოდეს­მე გა­ვი­გებ. ასე რომ, წა­რუ­მა­ტებ­ლად დამ­თავ­რდა ჩემი ეს ცდა. თუმ­ცა წარ­მა­ტე­ბა ჩემ­თვის ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქვა­მია, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბას წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა მოყ­ვე­ბა და თუ წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი არ ხარ რა­ღაც კონ­კრე­ტულ­ში, შემ­დეგ ბიზ­ნესს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ვერ მარ­თავ. ალ­ბათ, ეს ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­შია. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში ბევ­რი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა მქო­ნია, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სამ­ჯერ ცხოვ­რე­ბა არაფ­რი­დან და­ვი­წყე. სულ მაქვს ის მო­მენ­ტი, რომ მა­ინც გა­ვა­კე­თებ, მა­ინც შევ­ძლებ. ბევ­რი უძი­ლო ღა­მეა. ხში­რად ვამ­ბობ ხოლ­მე, რო­დე­საც მსმე­ნე­ლი ან მკი­თხვე­ლი ერთ გვერ­დზე ჩემს ცხოვ­რე­ბას წა­ი­კი­თხავს, იქ მხო­ლოდ კარ­გი ჩანს, და ჩანს ის, რომ ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა. კარ­გი ის­ტო­რი­აა, რო­გორ წა­ვი­და ვე­რე­ლი გოგო და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის კე­თე­ბა და­ი­წყო. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ეს 7 წელი ძა­ლი­ან მძი­მე იყო ჩემ­თვის... წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"დედ-მამამ თანხა ისესხა და ისე გამიშვეს ამერიკაში" - ცნობილი ფერმერი ქალის 100 დოლარით დაწყებული ისტორია

"დედ-მამამ თანხა ისესხა და ისე გამიშვეს ამერიკაში" - ცნობილი ფერმერი ქალის 100 დოლარით დაწყებული ისტორია

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ფერმერულ მეურნეობას ყიდის.

"8 წელი ახალციხეში ვიცხოვრე იმ იდეით, რომ ხარისხიანი პროდუქტი მეწარმოებინა, გრანტებიც მოვიგე და საქართველოს რეალობისთვის დიდი ფერმერული მეურნეობის მეპატრონეც გავხდი. ბევრი გამოწვევა იყო.. მახსოვს 2010 წელს მოგებულ ტენდერზე გაფორმებული ხელშეკრულება როგორ შემიწყვიტეს და ასობით ათასი ვალი როგორ დაგვედო კომპანიაში, მაგრამ რაც არ გკლავს გაძლიერებს პრინციპით გავიტანეთ თავი. დაიწყო ახალი ერა - სოფლის მეურნეობის აყვავების, ამ პერიოდში ფერმა დავხურეთ, ძროხები ბრუცელოზით დაავადდა. რატომ? - ამაზე პასუხი არ მაქვს. ბევრი მიზეზი დასახელდა და დაკვლა მოგვიწია, აქაც ასობით ათასი ვალი დავიდეთ, ეხლაც მოგებული ტენდერი წავაგეთ! ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, ყველაფერს - რასაც შევწირე თავი, რის გამოც სოფელში გადავედი საცხოვრებლად და შვილები ფაქტობრივად დედის გარეშე დავტოვე, რასაც შეეწირა ჩემი ოჯახი, ანუ ჩემს ფერმერულ მეურნეობას ვყიდი!" - დაწერა ზამბახიძემ.

საკუთარ ბიზნესისტორიაზე, მთავარ პრინციპებსა და იმაზე თუ რატომ გადაწყვიტა თბილისელმა გოგონამ სოფლის მეურნეობის განვითარება, ნინო ზამბახიძემ 2015 წელს გადაცემაში "ბიზნეს PRESS"-ი ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ამ ინტერვიუდან:

- ყველაფერი დაიწყო 1995 წელს, როდესაც თქვენ, სულ რაღაც 100 დოლარით ამერიკაში წახვედით. შემდეგ რა მოხდა?

- ნამდვილად ასე იყო. მე, სამწუხაროდ, იმ თაობას ვეკუთვნი, რომელსაც განათლების მიღების საშუალება საქართველოში არ ჰქონდა, მძიმე პირობებში გვიწევდა ცხოვრება. დედ-მამამ შეაგროვა თანხა, ისესხეს და 100 დოლარით ამერიკაში გამიშვეს. სიმართლე გითხრათ, ალბათ ეს ყველაზე კარგი წლები იყო. მაშინ გავბრაზდი ჩემს ქვეყანაზე, როდესაც ვნახე იქ როგორ ცხოვრობდნენ და ეს შესაძლებლობები ჩვენს ქვეყანას არ ჰქონდა. ვფიქრობდი დავრჩენილიყავი, მაგრამ მამაჩემის დაჟინებული თხოვნით, საქართველოში დაბრუნება მომიწია. სულ მეუბნებოდა, თუ რამეს აკეთებ, უნდა გააკეთო შენი ქვეყნისთვის და რასაც უცხოეთში მიიღებ, შენს ქვეყანას უნდა მოახმაროო. ამ პერიოდში მეწარმეული სულისკვეთება სულ მქონდა და მერე უფრო გამომიმუშავდა. როდესაც საქართველოში დავბრუნდი, მუშაობა აუდიტორულ კომპანიაში დავიწყე, მარკეტინგის განყოფილების უფროსად და სულ მქონდა ის შეგრძნება, რომ ჩემი თავი ვერ ვიპოვე - საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ვახდენდი. 2004 წელს ბიზნესპარტნიორთან ერთად გავაკეთე ყავის ჯიხურები, რომელსაც ერქვა "ახალი ყავის ფერი". ალბათ, ეს ახალი სიტყვა იყო ქართულ რეალობაში იმიტომ, რომ ბევრს არ ესმოდა, რატომ უნდა წაეღო ყავა თან და რატომ არ იყო მაგიდები მოწყობილი, სადაც დალევას შეძლებდნენ.

- ვიცი, რომ ყავის ბიზნესამდე ჯინსების ბიზნესით იყავით დაკავებული, რომელიც წარუმატებლობით დასრულდა.

-კი, ნამდვილად იყო. მამაჩემის მეგობართან ერთად მქონდა ეს ბიზნესი და ამერიკიდან GAP-ის ჯინსებს ვაგზავნიდით. სიმართლე გითხრათ, ეს ალბათ ყველაზე მძიმე პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. როდესაც მეგონა, რომ ბიზნესი ვიცოდი და ავაწყე, წავედი, დავბრუნდი უკან და აღარც მამაჩემის მეგობარი იყო, აღარც ჯინსების მაღაზია. მაშინ ყველას ძალიან უჭირდა და სულ მინდა ამის გამართლება მოვძებნო, რატომ გააკეთა. ალბათ, ოდესმე გავიგებ. ასე რომ, წარუმატებლად დამთავრდა ჩემი ეს ცდა. თუმცა წარმატება ჩემთვის ხმამაღალი ნათქვამია, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა წარმატებას წარუმატებლობა მოყვება და თუ წარუმატებელი არ ხარ რაღაც კონკრეტულში, შემდეგ ბიზნესს მიზანმიმართულად ვერ მართავ. ალბათ, ეს ყველა ადამიანის ცხოვრებაშია. სოფლის მეურნეობაში ბევრი წარუმატებლობა მქონია, შეიძლება ითქვას, რომ სამჯერ ცხოვრება არაფრიდან დავიწყე. სულ მაქვს ის მომენტი, რომ მაინც გავაკეთებ, მაინც შევძლებ. ბევრი უძილო ღამეა. ხშირად ვამბობ ხოლმე, როდესაც მსმენელი ან მკითხველი ერთ გვერდზე ჩემს ცხოვრებას წაიკითხავს, იქ მხოლოდ კარგი ჩანს, და ჩანს ის, რომ ძალიან მარტივია ყველაფრის გაკეთება. კარგი ისტორიაა, როგორ წავიდა ვერელი გოგო და სოფლის მეურნეობის კეთება დაიწყო. სინამდვილეში, ეს 7 წელი ძალიან მძიმე იყო ჩემთვის... წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ