საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთში სამი რუსი სამხედრო ავარიას ემსხვერპლა - "მშივრები დადიან... მაკარონის და ზეთის სანაცვლოდ, არაყს და სიგარეტს ითხოვენ..."
აფხაზეთში სამი რუსი სამხედრო ავარიას ემსხვერპლა - "მშივრები დადიან... მაკარონის და ზეთის სანაცვლოდ, არაყს და სიგარეტს ითხოვენ..."

რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი დუ­მი­ლის შემ­დეგ, აფხა­ზურ­მა მე­დი­ამ სო­ფელ წე­ბელ­დას­თან ახ­ლოს, სო­ხუ­მის სამ­ხედ­რო გზა­ზე მი­მა­ვა­ლი БТР-80-ის გა­და­ვარ­დნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია აღი­ა­რა. აქამ­დე ამის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი, ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლა მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვრცელ­დე­ბო­და. აფხა­ზე­თის ე.წ. შს სა­მი­ნის­ტრო კი დუმ­და.

წე­ბელ­და, სო­ხუ­მის სამ­ხედ­რო გზა­ზე, გულ­რიფ­შის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე­ობს, სა­დაც ამ­ჟა­მად რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ბა­ზაა დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი. შემ­თხვე­ვა 18 იან­ვარს მოხ­და - სამ­ხედ­რო ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­საც სა­ვა­რა­უ­დოდ, ნას­ვა­მი სამ­ხედ­რო­ე­ბი მარ­თავ­დნენ, გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვარ­და და რამ­დე­ნი­მე მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან ხევ­ში ჩა­ვარ­და.

VIDEO: ვრცელ­დე­ბა კად­რე­ბი აფხა­ზე­თი­დან, სა­დაც ხევ­ში გა­და­ვარ­დნილ БТР-ში 3 რუსი სამ­ხედ­რო და­ი­ღუ­პა

"ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა სამი სამ­ხედ­რო. ხოლო ორი სამ­ხედ­რო, რო­მელ­თაც მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვთ მი­ღე­ბუ­ლი, ვერ­ტმფრე­ნით სამ­ხედ­რო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­დათ..." - აცხა­დებს რუ­სულ გა­მო­ცე­მა РБК-სთან ფე­დე­რა­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სამ­ხედ­რო ოლ­ქის პრეს­სამ­სა­ხუ­რი. სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც მომ­ხდა­რის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებს გა­ეც­ნო. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, სამ­ხედ­რო მან­ქა­ნა ტექ­ნი­კუ­რად გა­უ­მარ­თა­ვი იყო, თუმ­ცა, კი­დევ ერთი ვა­რა­უ­დით, მძღოლ­მა უს­წორ­მას­წო­რო და მოშ­ლი­ლი გზის გამო, საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა.

არ­სე­ბობს კი­დევ ერთი ვერ­სია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ... РБК-სთან სა­უ­ბარ­ში, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მარ­გა­რი­ტა პავ­ლო­ვამ გა­ნა­ცხა­და, რომ მან ამის შე­სა­ხებ ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი სამ­ხედ­როს დე­დის­გან შე­ი­ტყო, რო­მელ­მაც შვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის თქმით, ერთ-ერთი და­ღუ­პუ­ლი 22 წლის ჩე­ლი­ა­ბინ­სკე­ლი სამ­ხედ­როა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, БТР-80 გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან 40 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და. მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, მისი ჩა­ვარ­დნის ხმა მო­ნა­დი­რე­ებ­მა გა­ი­გეს, თუმ­ცა, ჩას­ვლა ვერ შეძ­ლეს... ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, არ­სე­ბუ­ლი გზის შე­კე­თე­ბა­ზე საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შემ­დეგ არა­ვის უზ­რუ­ნია. მას შემ­დეგ, რაც იქ რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ბაზა გან­თავ­სდა, მძი­მე ტექ­ნი­კამ მხო­ლოდ ას­ფალ­ტი კი არა, სა­ვა­ლი ნა­წი­ლი მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რა...

"ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გზის გა­კე­თე­ბას რუ­სე­თი აპი­რებ­და, თუმ­ცა, შემ­დეგ მი­ჩუმ­და... ისე კი, რო­გორ ეტყო­ბა იმ ნა­წილს, რომ უპატ­რო­ნო ჯა­რის­კა­ცე­ბი არი­ან შეყ­რი­ლი. რუ­სე­თის ჯარ­ში, მით უფრო აფხა­ზეთ­ში, ნორ­მა­ლუ­რი ოჯა­ხი შვილს რო­გორ გა­უშ­ვებ­და?! მშივ­რე­ბი, ჩა­უც­მე­ლე­ბი და გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლე­ბი და­დი­ან, პუ­რი­სა და არ­ყის სა­ნაც­ვლოდ, ხან რას და­ათ­რე­ვენ ხან რას..." - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ია­სონ აფხა­ზი.

"რო­გორ არ გრცხვე­ნი­ათ, ვის სიმ­თვრა­ლე­ზე ლა­რა­კობთ, რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე­ა­თას­კა­ცი­ან ქვე­ყა­ნა­ში ყო­ვე­ლი მე­ო­რე ალ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლია?! რო­გორ არ გბეზ­რდე­ბათ სხვი­სი გან­კი­თხვა და სა­კუ­თა­რი კომ­პლექ­სე­ბის და­მალ­ვა... ჩა­კე­ტი­ლი ხალ­ხის სინ­დრო­მი გაქვთ, რო­მელ­საც არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა!" - წერს ანია დბა­რი.

"თით­ქოს ჩვე­ნი პრობ­ლე­მე­ბი არ გვყოფ­ნი­დეს, ძა­ლი­ან შევ­წუხ­დი ამ სა­ცო­და­ვი რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის ყუ­რე­ბით: ნა­ცე­მე­ბი, მშივ­რე­ბი, და­ხე­უ­ლი და ბინ­ძუ­რი ტან­საც­მლით და­დი­ან და მა­კა­რო­ნის, "ტუ­შონ­კი­სა" და ზე­თის სა­ნაც­ვლოდ, პურს, არაყ­სა და სი­გა­რეტს თხო­უ­ლო­ბენ, "უფ­როსს" უნდა მი­ვუ­ტა­ნო­თო... უდის­ციპ­ლი­ნო­ბას­თან ერ­თად, "დე­დოვშჩი­ნაა" და პატ­რო­ნი არა­ვინ ჰყავთ. თუმ­ცა, ჩვენ ვის არ­მი­ა­ზე ვსა­უბ­რობთ... მალე გი­უმ­რი გვე­ლო­დე­ბა, პან­ტა-პუნ­ტით რომ ხო­ცა­ვენ რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვებს. უბ­რა­ლოდ, სომ­ხებ­თან შე­და­რე­ბით ჩვენ ძა­ლი­ან ცო­ტა­ნი ვართ..." - წერს მერი კა­კუ­ბა.

ავტორი:

აფხაზეთში სამი რუსი სამხედრო ავარიას ემსხვერპლა - "მშივრები დადიან... მაკარონის და ზეთის სანაცვლოდ, არაყს და სიგარეტს ითხოვენ..."

აფხაზეთში სამი რუსი სამხედრო ავარიას ემსხვერპლა - "მშივრები დადიან... მაკარონის და ზეთის სანაცვლოდ, არაყს და სიგარეტს ითხოვენ..."

რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ, აფხაზურმა მედიამ სოფელ წებელდასთან ახლოს, სოხუმის სამხედრო გზაზე მიმავალი БТР-80-ის გადავარდნის შესახებ ინფორმაცია აღიარა. აქამდე ამის შესახებ ცნობები, ფოტო და ვიდეომასალა მხოლოდ სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა. აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტრო კი დუმდა.

წებელდა, სოხუმის სამხედრო გზაზე, გულრიფშის რაიონში მდებარეობს, სადაც ამჟამად რუსეთის სამხედრო ბაზაა დისლოცირებული. შემთხვევა 18 იანვარს მოხდა - სამხედრო ავტომობილი, რომელსაც სავარაუდოდ, ნასვამი სამხედროები მართავდნენ, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან ხევში ჩავარდა.

VIDEO: ვრცელდება კადრები აფხაზეთიდან, სადაც ხევში გადავარდნილ БТР-ში 3 რუსი სამხედრო დაიღუპა

"ადგილზე დაიღუპა სამი სამხედრო. ხოლო ორი სამხედრო, რომელთაც მძიმე დაზიანებები აქვთ მიღებული, ვერტმფრენით სამხედრო საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ..." - აცხადებს რუსულ გამოცემა РБК-სთან ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო ოლქის პრესსამსახური. სპეციალური კომისია ადგილზე იმყოფებოდა, სადაც მომხდარის გამომწვევ მიზეზებს გაეცნო. ერთ-ერთი ვერსიით, სამხედრო მანქანა ტექნიკურად გაუმართავი იყო, თუმცა, კიდევ ერთი ვარაუდით, მძღოლმა უსწორმასწორო და მოშლილი გზის გამო, საჭე ვერ დაიმორჩილა.

არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის თანახმადაც, რუსი სამხედროები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ... РБК-სთან საუბარში, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარგარიტა პავლოვამ განაცხადა, რომ მან ამის შესახებ ერთ-ერთი დაზარალებული სამხედროს დედისგან შეიტყო, რომელმაც შვილის მდგომარეობის შესახებ არაფერი იცოდა. უფლებადამცველის თქმით, ერთ-ერთი დაღუპული 22 წლის ჩელიაბინსკელი სამხედროა.

არსებული ინფორმაციით, БТР-80 გზის სავალი ნაწილიდან 40 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მოსახლეობის თქმით, მისი ჩავარდნის ხმა მონადირეებმა გაიგეს, თუმცა, ჩასვლა ვერ შეძლეს... ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, არსებული გზის შეკეთებაზე საბჭოთა კავშირის შემდეგ არავის უზრუნია. მას შემდეგ, რაც იქ რუსეთის სამხედრო ბაზა განთავსდა, მძიმე ტექნიკამ მხოლოდ ასფალტი კი არა, სავალი ნაწილი მთლიანად გაანადგურა...

"ჩემი ინფორმაციით, გზის გაკეთებას რუსეთი აპირებდა, თუმცა, შემდეგ მიჩუმდა... ისე კი, როგორ ეტყობა იმ ნაწილს, რომ უპატრონო ჯარისკაცები არიან შეყრილი. რუსეთის ჯარში, მით უფრო აფხაზეთში, ნორმალური ოჯახი შვილს როგორ გაუშვებდა?! მშივრები, ჩაუცმელები და გაუბედურებულები დადიან, პურისა და არყის სანაცვლოდ, ხან რას დაათრევენ ხან რას..." - წერს ინტერნეტმომხმარებელი იასონ აფხაზი.

"როგორ არ გრცხვენიათ, ვის სიმთვრალეზე ლარაკობთ, როდესაც რამდენიმეათასკაციან ქვეყანაში ყოველი მეორე ალკოდამოკიდებულია?! როგორ არ გბეზრდებათ სხვისი განკითხვა და საკუთარი კომპლექსების დამალვა... ჩაკეტილი ხალხის სინდრომი გაქვთ, რომელსაც არაფერი ეშველება!" - წერს ანია დბარი.

"თითქოს ჩვენი პრობლემები არ გვყოფნიდეს, ძალიან შევწუხდი ამ საცოდავი რუსი სამხედროების ყურებით: ნაცემები, მშივრები, დახეული და ბინძური ტანსაცმლით დადიან და მაკარონის, "ტუშონკისა" და ზეთის სანაცვლოდ, პურს, არაყსა და სიგარეტს თხოულობენ, "უფროსს" უნდა მივუტანოთო... უდისციპლინობასთან ერთად, "დედოვშჩინაა" და პატრონი არავინ ჰყავთ. თუმცა, ჩვენ ვის არმიაზე ვსაუბრობთ... მალე გიუმრი გველოდება, პანტა-პუნტით რომ ხოცავენ რუსი სამხედროები ადგილობრივებს. უბრალოდ, სომხებთან შედარებით ჩვენ ძალიან ცოტანი ვართ..." - წერს მერი კაკუბა.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი