მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა თქვა სასამართლოში ზურაბ დათუნაშვილმა - მოჭიდავე ზაფხულში მომხდარი სკანდალის დეტალებზე
რა თქვა სასამართლოში ზურაბ დათუნაშვილმა - მოჭიდავე ზაფხულში მომხდარი სკანდალის დეტალებზე

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი ზუ­რაბ და­თუ­ნაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტს, გეგა გე­გე­ში­ძე­სა და მას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა ჯერ კი­დევ ზა­ფხულ­ში და­ი­წყო. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­სა­მარ­თლო­ში და­კი­თხვი­დან გა­მო­სულ­მა და­თუ­ნაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, სა­სა­მარ­თლოს ის ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და, რაც ჭი­და­ო­ბის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ჩხუ­ბი­სას მას­სა და გე­გე­ში­ძეს შო­რის მოხ­და.

და­თუ­ნაშ­ვილ­მა ზა­ფხულ­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტიც გა­იხ­სე­ნა.

"ერთ-ერთი მო­ჭი­და­ვის ჩა­ჩო­ჩე­ბა უნ­დო­და და თა­ვი­სი მოს­წავ­ლის და­ყე­ნე­ბა. ჩემ­თვის ინ­ტე­რესს არ წარ­მო­ად­გენ­და არც ერ­თის, არც მე­ო­რის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე წას­ვლა. უბ­რა­ლოდ, გუნ­დის კა­პი­ტა­ნი ვარ და შე­მე­კი­თხნენ, რო­გორ უნდა მომ­ხდა­რი­ყო, რაც სი­მარ­თლე იყო, ის და­ვა­ფიქ­სი­რე. ამის შემ­დეგ და­ი­წყო ეს ყვე­ლა­ფე­რი. ჩხუ­ბამ­დე არ მი­სუ­ლა საქ­მე, ამის შემ­დეგ დავ­ტო­ვე შეკ­რე­ბა. ნაკ­რე­ბი­დან წა­მო­ვე­დი, შემ­დეგ უფ­რო­სი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­მი­კავ­შირ­დნენ და მთხო­ვეს დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი. მე გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე ყვე­ლას თხოვ­ნა, დავ­ბრუნ­დი, მაგ­რამ ახლა სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, რაც მოხ­და, ყვე­ლამ ნა­ხეთ, ეს უნდა დას­რულ­დეს", - აცხა­დებს სპორ­ტსმე­ნი.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ის გა­მო­ძი­ე­ბას ენ­დო­ბა. და­თუ­ნაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ გე­გე­ში­ძემ ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პოს­ტი უნდა და­ტო­ვოს.

"ჩემი მო­თხოვ­ნა არ არის ვინ­მე და­ა­კა­ვონ. ჩემი მო­თხოვ­ნა ის არის, რომ ადა­მი­ანს არ ეკუთ­ვნის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი­ის პოს­ტი და უნდა და­ტო­ვოს ფე­დე­რა­ცია. გა­მო­ძი­ე­ბას ვენ­დო­ბი და ვე­ლო­დე­ბი, რომ სა­მარ­თლი­ა­ნად გა­მო­ი­ძი­ე­ბენ", - აცხა­დებს და­თუ­ნაშ­ვი­ლი.

სა­სა­მარ­თლო­ში ჩვე­ნე­ბას ამ წუ­თებ­ში თვითმხილ­ვე­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი მა­რი­ამ კევ­ლიშ­ვი­ლი აძ­ლევს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე ზუ­რაბ და­თუ­ნაშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუქ­ში" გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც აღ­ნიშ­ნავს, რომ 11 იან­ვარს სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მას თავ­ში რკი­ნის ბლაგ­ვი სა­გა­ნი ჩა­არ­ტყა სა­ქარ­თვე­ლოს ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა გეგა გე­გე­ში­ძემ. ზუ­რაბ და­თუ­ნაშ­ვი­ლი მო­ი­თხოვს, რომ გე­გე­ში­ძემ და­ტო­ვოს ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში, ჭი­და­ო­ბის ეროვ­ნულ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა 11 იან­ვარს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლით (ძა­ლა­დო­ბა) და­ი­წყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

რა თქვა სასამართლოში ზურაბ დათუნაშვილმა - მოჭიდავე ზაფხულში მომხდარი სკანდალის დეტალებზე

რა თქვა სასამართლოში ზურაბ დათუნაშვილმა - მოჭიდავე ზაფხულში მომხდარი სკანდალის დეტალებზე

ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი აცხადებს, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძესა და მას შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო. ამის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლოში დაკითხვიდან გამოსულმა დათუნაშვილმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, სასამართლოს ის ინფორმაცია მიაწოდა, რაც ჭიდაობის ჩემპიონატზე ჩხუბისას მასსა და გეგეშიძეს შორის მოხდა.

დათუნაშვილმა ზაფხულში მომხდარი ინციდენტიც გაიხსენა.

"ერთ-ერთი მოჭიდავის ჩაჩოჩება უნდოდა და თავისი მოსწავლის დაყენება. ჩემთვის ინტერესს არ წარმოადგენდა არც ერთის, არც მეორის მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლა. უბრალოდ, გუნდის კაპიტანი ვარ და შემეკითხნენ, როგორ უნდა მომხდარიყო, რაც სიმართლე იყო, ის დავაფიქსირე. ამის შემდეგ დაიწყო ეს ყველაფერი. ჩხუბამდე არ მისულა საქმე, ამის შემდეგ დავტოვე შეკრება. ნაკრებიდან წამოვედი, შემდეგ უფროსი თაობის წარმომადგენლები დამიკავშირდნენ და მთხოვეს დავბრუნებულიყავი. მე გავითვალისწინე ყველას თხოვნა, დავბრუნდი, მაგრამ ახლა საქართველოს ჩემპიონატზე, რაც მოხდა, ყველამ ნახეთ, ეს უნდა დასრულდეს", - აცხადებს სპორტსმენი.

მისივე განმარტებით, ის გამოძიებას ენდობა. დათუნაშვილი მიიჩნევს, რომ გეგეშიძემ ჭიდაობის ფედერაციის პოსტი უნდა დატოვოს.

"ჩემი მოთხოვნა არ არის ვინმე დააკავონ. ჩემი მოთხოვნა ის არის, რომ ადამიანს არ ეკუთვნის ფედერაციის პრეზიდენტიის პოსტი და უნდა დატოვოს ფედერაცია. გამოძიებას ვენდობი და ველოდები, რომ სამართლიანად გამოიძიებენ", - აცხადებს დათუნაშვილი.

სასამართლოში ჩვენებას ამ წუთებში თვითმხილველი, ჟურნალისტი მარიამ კევლიშვილი აძლევს.

შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა "ფეისბუქში" განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ. ზურაბ დათუნაშვილი მოითხოვს, რომ გეგეშიძემ დატოვოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სპორტის სასახლეში, ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონატზე, მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება 11 იანვარს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო.

თელავში დაკარგული ნიკოლოზ რაზიკაშვილი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

პროკურატურა განმარტავს, როდის მიმართავს სასამართლოს ნიკა მელიას გათავისუფლების შუამდგომლობით

როდის შეძლებს ნიკა მელია საპატიმროს დატოვებას - ადვოკატის განმარტება