Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ეძახდნენ ლევან ჩხაიძეს ჯაკოს - "უნდა გამოვტყდე, რომ პოლიტიკურ ჟურნალისტიკასთან ნაკლებად ვაკავშირებდი"
რატომ ეძახდნენ ლევან ჩხაიძეს ჯაკოს - "უნდა გამოვტყდე, რომ პოლიტიკურ ჟურნალისტიკასთან ნაკლებად ვაკავშირებდი"

ყო­ფი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და დე­პუ­ტა­ტი გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძე გარ­დაც­ვლი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის, ლე­ვან ჩხა­ი­ძის ზედ­მეტ­სა­ხე­ლის შე­სა­ხებ წერს, ჩხა­ი­ძეს მე­გობ­რე­ბი და კო­ლე­გე­ბი მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯა­კოს ეძახ­დნენ.

"შე­იძ­ლე­ბა ბევ­რმა არ იცის რა­ტომ ვე­ძახ­დით ლე­ვანს - ჯა­კოს. წლე­ბის წინ ტვ იმედ­ში მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბამ­დე რა­დიო "ჯაკო" - ში მუ­შა­ობ­და. იქი­დან ავიყ­ვა­ნეთ. მალე ნი­უს­რუ­მის და მთლი­ა­ნად ჩვე­ნი ოჯა­ხის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი გახ­და და სპორ­ტულ ამ­ბებს უძღვე­ბო­და. უნდა გა­მოვ­ტყდე, რომ პო­ლი­ტი­კურ ჟურ­ნა­ლის­ტი­კას­თან ნაკ­ლე­ბად ვა­კავ­ში­რებ­დი და მათე კირ­ვა­ლი­ძის გან­სა­კუთ­რე­ბულ დამ­სა­ხუ­რე­ბად მი­მაჩ­ნია ჯა­კოს პო­ტენ­ცი­ა­ლის შემ­ჩნე­ვა და გა­მორ­ჩე­ულ ტე­ლე­რე­პორ­ტი­ო­რად და წამ­ყვა­ნად მისი ტრანსფორ­მა­ცია (დღეს მა­თეს ყვე­ლა ჩვენ­გან­ზე მე­ტად უჭირს).

რა თქმა უნდა ტვ პირ­ვე­ლის და მისი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის როლი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ მე­დი­ა­სა­ხის ფორ­მი­რე­ბა­ში, რო­გო­რა­დაც ქარ­თველ ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბელს ლე­ვა­ნი ყო­ველ­თვის ემახ­სოვ­რე­ბა. ბოლო წლებ­ში, მე იშ­ვი­ა­თად შემ­ხვედ­რია პო­ლი­ტი­კუ­რი სა­სა­უბ­რო ჟან­რის ისე­თი მზარ­დი წამ­ყვა­ნი რო­გო­რიც ჯაკო იყო: სხარ­ტი, სწრა­ფი აზ­როვ­ნე­ბით, მო­მენ­ტა­ლუ­რი რე­აქ­ცი­ით, მკა­ფიო მეხ­სი­ე­რე­ბით და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი აგ­რე­სი­უ­ლო­ბით გა­ჯე­რე­ბე­ლი სტი­ლით.

ვწუხ­ვარ, რომ მის­თვის ამ ჩემი შე­ფა­სე­ბის მხო­ლოდ ნა­წი­ლი მაქვს ნათ­ქვა­მი, მინ­დო­და რომ მუდ­მი­ვი ზრდის მო­ტი­ვა­ცია დიდ­ხანს შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა. უმ­ძი­მე­სი დღე­ე­ბია ჩვენ­თვის და ყვე­ლას თა­ნა­გიგ­რძნობთ, ვი­საც გული გწვყდე­ბა, რომ ჯა­კოს გულ­წრფე­ლი ღი­მი­ლი­თა და სი­ცო­ცხლის ნა­პერ­წკლე­ბით სავ­სე თვა­ლებს ვე­ღარ და­ვი­ნა­ხავთ. ღმერ­თმა სა­მუ­და­მო გან­სას­ვე­ნე­ბე­ლი და­უმ­კვიდ­როს!"

"ტვ პირ­ვე­ლის" დღის ამ­ბე­ბის წამ­ყვა­ნი ლე­ვან ჩხა­ი­ძე 21 იან­ვარს გარ­და­იც­ვა­ლა, როცა 33 წლის ჟურ­ნა­ლის­ტი ბუ­და­პეშ­ტში, მე­გობ­რებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და შვე­ბუ­ლე­ბა­ში. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი თრომ­ბი გახ­და.

ავტორი:

რატომ ეძახდნენ ლევან ჩხაიძეს ჯაკოს - "უნდა გამოვტყდე, რომ პოლიტიკურ ჟურნალისტიკასთან ნაკლებად ვაკავშირებდი"

რატომ ეძახდნენ ლევან ჩხაიძეს ჯაკოს - "უნდა გამოვტყდე, რომ პოლიტიკურ ჟურნალისტიკასთან ნაკლებად ვაკავშირებდი"

ყოფილი ტელეწამყვანი და დეპუტატი გიორგი თარგამაძე გარდაცვლილი ჟურნალისტის, ლევან ჩხაიძის ზედმეტსახელის შესახებ წერს, ჩხაიძეს მეგობრები და კოლეგები მრავალი წლის განმავლობაში ჯაკოს ეძახდნენ.

"შეიძლება ბევრმა არ იცის რატომ ვეძახდით ლევანს - ჯაკოს. წლების წინ ტვ იმედში მუშაობის დაწყებამდე რადიო "ჯაკო" - ში მუშაობდა. იქიდან ავიყვანეთ. მალე ნიუსრუმის და მთლიანად ჩვენი ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდა და სპორტულ ამბებს უძღვებოდა. უნდა გამოვტყდე, რომ პოლიტიკურ ჟურნალისტიკასთან ნაკლებად ვაკავშირებდი და მათე კირვალიძის განსაკუთრებულ დამსახურებად მიმაჩნია ჯაკოს პოტენციალის შემჩნევა და გამორჩეულ ტელერეპორტიორად და წამყვანად მისი ტრანსფორმაცია (დღეს მათეს ყველა ჩვენგანზე მეტად უჭირს).

რა თქმა უნდა ტვ პირველის და მისი თანამშრომლების როლი ყველაზე მნიშვნელოვანია იმ მედიასახის ფორმირებაში, როგორადაც ქართველ ტელემაყურებელს ლევანი ყოველთვის ემახსოვრება. ბოლო წლებში, მე იშვიათად შემხვედრია პოლიტიკური სასაუბრო ჟანრის ისეთი მზარდი წამყვანი როგორიც ჯაკო იყო: სხარტი, სწრაფი აზროვნებით, მომენტალური რეაქციით, მკაფიო მეხსიერებით და კვალიფიციური აგრესიულობით გაჯერებელი სტილით.

ვწუხვარ, რომ მისთვის ამ ჩემი შეფასების მხოლოდ ნაწილი მაქვს ნათქვამი, მინდოდა რომ მუდმივი ზრდის მოტივაცია დიდხანს შეენარჩუნებინა. უმძიმესი დღეებია ჩვენთვის და ყველას თანაგიგრძნობთ, ვისაც გული გწვყდება, რომ ჯაკოს გულწრფელი ღიმილითა და სიცოცხლის ნაპერწკლებით სავსე თვალებს ვეღარ დავინახავთ. ღმერთმა სამუდამო განსასვენებელი დაუმკვიდროს!"

"ტვ პირველის" დღის ამბების წამყვანი ლევან ჩხაიძე 21 იანვარს გარდაიცვალა, როცა 33 წლის ჟურნალისტი ბუდაპეშტში, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა შვებულებაში. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"