პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საფრანგეთის ელჩი - საფრანგეთში მყოფ ქართველ სტუდენტებს საფრანგეთში დასაქმების შესაძლებლობა ეძლევათ
საფრანგეთის ელჩი - საფრანგეთში მყოფ ქართველ სტუდენტებს საფრანგეთში დასაქმების შესაძლებლობა ეძლევათ

იმე­დი გვაქვს, რომ არ მოგ­ვი­წევს ისე­თი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა, რომ კვლავ სა­ვი­ზო რე­ჟი­მი იქ­ნას შე­მო­ღე­ბუ­ლი და ამით კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­ზა­რალ­დნენ,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში საფ­რან­გე­თის ელჩმა პას­კალ მე­ნი­ემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მუ­ლი შე­კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნუ­ცხა­და. ელ­ჩის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი უფ­ლე­ბა ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სტუ­დენ­ტე­ბი­სა და გარ­კვე­უ­ლი პრო­ფე­სი­ე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის­თვის მოქ­მე­დებს.

"რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ საფ­რან­გეთ­მა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის გახ­სნას შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ი­სა და პრო­ფე­სი­ე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი საფ­რან­გეთ­ში და­საქმდნენ. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის წინ გერ­მა­ნი­ა­მაც მი­ი­ღო მსგავ­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, საფ­რან­გეთ­მა კი რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ. ეს ძი­რი­თა­დად, ეხე­ბათ სტუ­დენ­ტებს, რომ­ლე­ბიც საფ­რან­გეთ­ში სწავ­ლო­ბენ და სურთ, რომ და­სა­წყის­ში, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღონ.

ეს იქ­ნე­ბა ერ­თწ­ლი­ა­ნი პე­რი­ო­დით. შე­თან­ხმე­ბა ასე­ვე ეხე­ბა გარ­კვე­უ­ლი პრო­ფე­სი­ე­ბი­სა და კა­ტე­გო­რი­ე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თათ­ვი­საც ჩვენ შევ­ძლებთ ვი­ზე­ბის გა­ცე­მას. ეს კი­დევ ერთი წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ საფ­რან­გეთს სურს, სა­ქარ­თვე­ლოს­თან ჰქონ­დეს ორ­მხრი­ვი გაც­ვლა ადა­მი­ა­ნურ და სხვა­დას­ხვა დო­ნე­ზე. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, სა­ქარ­თვე­ლოს­თან ვა­წარ­მო­ოთ ნა­ყო­ფი­ე­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, აგ­რეთ­ვე არის ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არა­მიზ­ნობ­რი­ვად იყე­ნე­ბენ საფ­რან­გეთ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბებს და იმ მო­ტი­ვით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არი­ან დევ­ნი­ლე­ბი და გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვთ, ითხო­ვენ პო­ლი­ტი­კურ თავ­შე­სა­ფარს და ამით ისი­ნი აზა­რა­ლე­ბენ იმ კე­თილ­სინ­დი­სი­ერ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ. ეს არის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ქცე­ვა. ჩვენ შე­ვეც­დე­ბით, რომ აღ­ნიშ­ნულს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ სტრუქ­ტუ­რებ­თან ერ­თად სხვა­დახ­ვა ზო­მის მი­ღე­ბით შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გოთ. იმე­დი გვაქვს, არ მოგ­ვი­წევს ისე­თი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა, რომ კვლავ სა­ვი­ზო რე­ჟი­მი იქ­ნას შე­მო­ღე­ბუ­ლი და ამით კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­ზა­რალ­დნენ, არ გვინ­და, რომ ამით ისი­ნი დავ­სა­ჯოთ", - გა­ნა­ცხა­და პას­კალ მე­ნი­ემ.

ავტორი:

საფრანგეთის ელჩი - საფრანგეთში მყოფ ქართველ სტუდენტებს საფრანგეთში დასაქმების შესაძლებლობა ეძლევათ

საფრანგეთის ელჩი - საფრანგეთში მყოფ ქართველ სტუდენტებს საფრანგეთში დასაქმების შესაძლებლობა ეძლევათ

იმედი გვაქვს, რომ არ მოგვიწევს ისეთი ზომების მიღება, რომ კვლავ სავიზო რეჟიმი იქნას შემოღებული და ამით კეთილსინდისიერი მოქალაქეები დაზარალდნენ,- ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მოქალაქეებისთვის მუშაობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. ელჩის თქმით, აღნიშნული უფლება ერთი წლის განმავლობაში სტუდენტებისა და გარკვეული პროფესიების მქონე პირებისთვის მოქმედებს.

"რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთმა მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებისთვის გახსნას შესაძლებლობა, რომ გარკვეული კატეგორიისა და პროფესიების მქონე ადამიანები საფრანგეთში დასაქმდნენ. გარკვეული პერიოდის წინ გერმანიამაც მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება, საფრანგეთმა კი რამდენიმე კვირის წინ. ეს ძირითადად, ეხებათ სტუდენტებს, რომლებიც საფრანგეთში სწავლობენ და სურთ, რომ დასაწყისში, პროფესიული გამოცდილება მიიღონ.

ეს იქნება ერთწლიანი პერიოდით. შეთანხმება ასევე ეხება გარკვეული პროფესიებისა და კატეგორიების მქონე ადამიანებს, რომელთათვისაც ჩვენ შევძლებთ ვიზების გაცემას. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია იმ მიმართულებით, რომ საფრანგეთს სურს, საქართველოსთან ჰქონდეს ორმხრივი გაცვლა ადამიანურ და სხვადასხვა დონეზე. ჩვენი მიზანია, საქართველოსთან ვაწარმოოთ ნაყოფიერი თანამშრომლობა. სამწუხაროდ, აგრეთვე არის ისეთი შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები არამიზნობრივად იყენებენ საფრანგეთში გადაადგილების საშუალებებს და იმ მოტივით, რომ საქართველოში არიან დევნილები და გარკვეული პრობლემები აქვთ, ითხოვენ პოლიტიკურ თავშესაფარს და ამით ისინი აზარალებენ იმ კეთილსინდისიერ მოქალაქეებს, რომლებიც თავისუფალი გადაადგილებით სარგებლობენ. ეს არის უპასუხისმგებლო ქცევა. ჩვენ შევეცდებით, რომ აღნიშნულს საქართველოში არსებულ სტრუქტურებთან ერთად სხვადახვა ზომის მიღებით შევეწინააღმდეგოთ. იმედი გვაქვს, არ მოგვიწევს ისეთი ზომების მიღება, რომ კვლავ სავიზო რეჟიმი იქნას შემოღებული და ამით კეთილსინდისიერი მოქალაქეები დაზარალდნენ, არ გვინდა, რომ ამით ისინი დავსაჯოთ", - განაცხადა პასკალ მენიემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები