პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაზარდეთ გმირები და არა მონები!" - აკადემიკოს შალვა ამონაშვილის რჩევები მშობლებს
"გაზარდეთ გმირები და არა მონები!" - აკადემიკოს შალვა ამონაშვილის რჩევები მშობლებს

შალ­ვა და პა­ა­ტა ამო­ნაშ­ვი­ლე­ბის კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რა მშობ­ლებ­თან შედ­გა. სე­მი­ნარ­ზე "აღ­ზრდის სა­ი­დუმ­ლო", რო­მელ­საც საკ­მა­ოდ ბევ­რი მშო­ბე­ლი ეს­წრე­ბო­და და მათ შო­რის, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ა­მოვ­ნო მა­მე­ბის სიმ­რავ­ლე იყო. რო­გორც ყო­ველ­თვის, მშობ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი სე­მი­ნარ­ში და სვამ­დნენ მათ­თვის ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლურ შე­კი­თხვებს - რო­გორ აღვზარ­დოთ სწო­რად ბავ­შვე­ბი, რო­გორ გა­ვუ­გოთ, რა არ უნდა შეგ­ვე­შა­ლოს, რო­გორ გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ გა­რე­მო ოჯახ­ში, სკო­ლა­ში...

პა­სუ­ხი ისევ ჰუ­მა­ნურ პე­და­გო­გი­კა­შია, ჰუ­მა­ნურ მიდ­გო­მებ­ში. მშო­ბე­ლი უნდა ემე­გობ­როს ბავ­შვს, მაქ­სი­მა­ლუ­რად აქ­ტი­უ­რად იყოს ჩარ­თუ­ლი ბავ­შვის ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, იც­ნობ­დეს მის მე­გობ­რებს, მას­წავ­ლებ­ლებს, სკო­ლას, იც­ნობ­დეს სა­კუ­თარ შვილს,რო­მე­ლიც თვალ­სა და ხელს შუა გა­ი­ზარ­და, მას აქვს ახა­ლი მის­წრა­ფე­ბე­ბი, ახა­ლი სურ­ვი­ლე­ბი, მიზ­ნე­ბი, ოც­ნე­ბე­ბი და უზარ­მა­ზა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რომ­ლე­ბის გახ­სნა­შიც ისევ ჩვენ, მშობ­ლე­ბი უნდა და­ვეხ­მა­როთ.

რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან გზავ­ნილს გთა­ვა­ზობთ ამ შეხ­ვედ­რი­დან:

"დღე­ვან­დე­ლი მშობ­ლე­ბი ფიქ­რო­ბენ, რა და­უ­ტო­ვონ ბავ­შვს, და­აგ­რო­ვონ ქო­ნე­ბა, რათა შვი­ლებს უზ­რუნ­ვე­ლი მო­მა­ვა­ლი ჰქონ­დეთ, ამის­თვის ისი­ნი ბევ­რს შრო­მო­ბენ და მუ­შა­ო­ბენ, ის ოქ­როს წლე­ბი კი გარ­ბის, უეც­რად აღ­მო­ვა­ჩენთ, რომ ჩვენ დაგ­ვა­ვი­წყდა მთა­ვა­რი, ბავ­შვის აღ­ზრდა!"

"გიყ­ვარ­დეთ ბავ­შვი უპი­რო­ბოდ და მი­ი­ღეთ ის, რო­გო­რიც არის. ის არის მოვ­ლე­ნა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი მი­სი­ით მო­ვი­და. მას აქვს უსა­ზღვრო ენერ­გია და უსა­ზღვრო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. გჯე­რო­დეთ თქვე­ნი შვი­ლე­ბის და მათი მო­მა­ვა­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბის."

"დღე­ვან­დე­ლი თა­ო­ბა არის ინ­დი­გო ბავ­შვე­ბის თა­ო­ბა, ისი­ნი არი­ან ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნე­ბი, ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რე­ბი, თავ­მოყ­ვა­რე­ე­ბი, ისი­ნი არ ეგუ­ე­ბი­ან პირ­და­პირ და ხისტ მი­თი­თე­ბებს, აკ­რძალ­ვებს. თუ რა­ი­მე მათ­თვის არ არის სა­ინ­ტე­რე­სო, ისი­ნი არ გა­ჩერ­დე­ბი­ან გაკ­ვე­თილ­ზე. თუ მათ მას­წავ­ლე­ბე­ლი მე­გობ­რად არ აგუ­ლე­ბათ, ისი­ნი ში­შის გამო გაკ­ვე­თილ­ზე წყნა­რად არ ის­ხდე­ბი­ან. ეს ბავ­შვე­ბი მო­ვიდ­ნენ ქვეყ­ნად, რათა ჩვენ გავ­ხდეთ უკე­თე­სე­ბი, უფრო მო­სიყ­ვა­რუ­ლე­ე­ბი, გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბი, მე­გობ­რუ­ლე­ბი. ისი­ნი და­უ­ჯე­რე­ბენ მე­გო­ბარს და არა მკაცრ დამ­რი­გე­ბელს. მას­წავ­ლებ­ლე­ბო, მშობ­ლე­ბო, გახ­დით თქვე­ნი შვი­ლე­ბის მე­გობ­რე­ბი. თა­ნა­მედ­რო­ვე ბავ­შვი ვერ ეგუ­ე­ბა ძვე­ლი ყა­ი­დის მას­წავ­ლე­ბელს. ის სულ სხვა გო­ნებ­რი­ვი და სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბი­საა. მას ცოდ­ნა უდუღს თავ­ში და არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს ჩვე­ნი შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი - „იცო­დე, ორი­ანს და­გი­წერ“, „გაგ­სვამ გა­რეთ“, „გა­ჩერ­დი დრო­ზე! მო­მის­მი­ნე“ და ა.შ. თუ თქვენს გაკ­ვე­თი­ლებ­ზე ბავ­შვს ვერ უგებთ, მა­შინ თქვენ არ ხართ სა­ნატ­რე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი!" წა­ი­კი­თეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"გაზარდეთ გმირები და არა მონები!" - აკადემიკოს შალვა ამონაშვილის რჩევები მშობლებს

"გაზარდეთ გმირები და არა მონები!" - აკადემიკოს შალვა ამონაშვილის რჩევები მშობლებს

შალვა და პაატა ამონაშვილების კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა მშობლებთან შედგა. სემინარზე "აღზრდის საიდუმლო", რომელსაც საკმაოდ ბევრი მშობელი ესწრებოდა და მათ შორის, განსაკუთრებით სასიამოვნო მამების სიმრავლე იყო. როგორც ყოველთვის, მშობლები აქტიურად იყვნენ ჩართული სემინარში და სვამდნენ მათთვის ყველაზე აქტუალურ შეკითხვებს - როგორ აღვზარდოთ სწორად ბავშვები, როგორ გავუგოთ, რა არ უნდა შეგვეშალოს, როგორ გავაუმჯობესოთ გარემო ოჯახში, სკოლაში...

პასუხი ისევ ჰუმანურ პედაგოგიკაშია, ჰუმანურ მიდგომებში. მშობელი უნდა ემეგობროს ბავშვს, მაქსიმალურად აქტიურად იყოს ჩართული ბავშვის ყოველდღიურ საქმიანობაში, იცნობდეს მის მეგობრებს, მასწავლებლებს, სკოლას, იცნობდეს საკუთარ შვილს,რომელიც თვალსა და ხელს შუა გაიზარდა, მას აქვს ახალი მისწრაფებები, ახალი სურვილები, მიზნები, ოცნებები და უზარმაზარი შესაძლებლობები, რომლების გახსნაშიც ისევ ჩვენ, მშობლები უნდა დავეხმაროთ.

რამდენიმე მნიშვნელოვან გზავნილს გთავაზობთ ამ შეხვედრიდან:

"დღევანდელი მშობლები ფიქრობენ, რა დაუტოვონ ბავშვს, დააგროვონ ქონება, რათა შვილებს უზრუნველი მომავალი ჰქონდეთ, ამისთვის ისინი ბევრს შრომობენ და მუშაობენ, ის ოქროს წლები კი გარბის, უეცრად აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ დაგვავიწყდა მთავარი, ბავშვის აღზრდა!"

"გიყვარდეთ ბავშვი უპირობოდ და მიიღეთ ის, როგორიც არის. ის არის მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში, რომელიც საკუთარი მისიით მოვიდა. მას აქვს უსაზღვრო ენერგია და უსაზღვრო შესაძლებლობები. გჯეროდეთ თქვენი შვილების და მათი მომავალი ბედნიერების."

"დღევანდელი თაობა არის ინდიგო ბავშვების თაობა, ისინი არიან ძალიან ჭკვიანები, ჰიპერაქტიურები, თავმოყვარეები, ისინი არ ეგუებიან პირდაპირ და ხისტ მითითებებს, აკრძალვებს. თუ რაიმე მათთვის არ არის საინტერესო, ისინი არ გაჩერდებიან გაკვეთილზე. თუ მათ მასწავლებელი მეგობრად არ აგულებათ, ისინი შიშის გამო გაკვეთილზე წყნარად არ ისხდებიან. ეს ბავშვები მოვიდნენ ქვეყნად, რათა ჩვენ გავხდეთ უკეთესები, უფრო მოსიყვარულეები, გულისხმიერები, მეგობრულები. ისინი დაუჯერებენ მეგობარს და არა მკაცრ დამრიგებელს. მასწავლებლებო, მშობლებო, გახდით თქვენი შვილების მეგობრები. თანამედროვე ბავშვი ვერ ეგუება ძველი ყაიდის მასწავლებელს. ის სულ სხვა გონებრივი და სულიერი განვითარებისაა. მას ცოდნა უდუღს თავში და არ აკმაყოფილებს ჩვენი შეთავაზებული - „იცოდე, ორიანს დაგიწერ“, „გაგსვამ გარეთ“, „გაჩერდი დროზე! მომისმინე“ და ა.შ. თუ თქვენს გაკვეთილებზე ბავშვს ვერ უგებთ, მაშინ თქვენ არ ხართ სანატრელი მასწავლებელი!" წაიკითეთ ვრცლად

"დასაშვებად მივიჩნევთ, რომ ზიარების შემდგომ სასმელის მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით" - საპატრიარქოს განცხადება

"ბევრი ზეთით, მაკარონით ან შაქრით ხელში არ აღმოვჩნდეთ, რომელსაც რამდენიმე დღეში აღმოვაჩენთ, რომ არ გვჭირდებოდა" - მაია ცქიტიშვილი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 27 პაციენტიდან 4 პირი არასრულწლოვანია