მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაჯ კაპურის საქართველოში ვიზიტის აქამდე უცნობი კადრები - "კახეთში რთველში მოილხინა..."
რაჯ კაპურის საქართველოში ვიზიტის აქამდე უცნობი კადრები - "კახეთში რთველში მოილხინა..."

ფილ­მი "ავა­რა" მხო­ლოდ ყო­ფილ სსრკ-ში 64 მი­ლი­ონ­მა ადა­მი­ან­მა ნახა და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე ეკ­რა­ნებ­ზე გა­მო­სულ უცხო­ურ ფილ­მებს შო­რის, გა­ყი­დუ­ლი ბი­ლე­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით, მე­სა­მე ად­გილ­ზეა. ამა­ვე წელს რაჯ კა­პუ­რი ინ­დო­ელ კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტებ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს ეწ­ვია. მათ მო­ი­ნა­ხუ­ლეს ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რი, კი­ნოს­ტუ­დია, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი... პრო­დი­უ­სე­რი, კი­ნომ­ცოდ­ნე, ინ­დო­ლო­გი და­ვით ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი Ambebi.ge-ს ექ­სკლუ­ზი­უ­რად აწ­ვდის ლე­გენ­და­რუ­ლი რაჯ კა­პუ­რის უნი­კა­ლურ კად­რებს და მის სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რულ­ზე გვი­ამ­ბობს...

- დე­კემ­ბერ­ში ინ­დუ­რი კი­ნოს ლე­გენ­დას, ცნო­ბილ მსა­ხი­ობ­სა და რე­ჟი­სორს რაჯ კა­პურს 94 წელი შე­უს­რულ­დე­ბო­და. დღემ­დე ინ­დუ­რი კინო რაჯ კა­პუ­რის სა­ხელ­თან ასო­ცირ­დე­ბა! სწო­რედ მისი ფილ­მე­ბით "ავა­რა" და "ბა­ტო­ნი 420"-ით ინ­დუ­რი კინო მსოფ­ლი­ომ გა­იც­ნო. გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 50-იან წლებ­ში რაჯ კა­პუ­რი ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში არ­ნა­ხუ­ლად პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და მას შემ­დეგ, რაც სამი წლის დაგ­ვი­ა­ნე­ბით, 1954 წელს ეკ­რა­ნებ­ზე გა­მო­ვი­და მისი 1951 წელს გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მი "ავა­რა"... ფილ­მი მხო­ლოდ ყო­ფილ სსრკ-ში 64 მი­ლი­ონ­მა ადა­მი­ან­მა ნახა და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე ეკ­რა­ნებ­ზე გა­მო­სულ უცხო­ურ ფილ­მებს შო­რის, გა­ყი­დუ­ლი ბი­ლე­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით მე­სა­მე ად­გილ­ზეა. ამა­ვე წელს რაჯ კა­პუ­რი ინ­დო­ელ კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტებ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს ეწ­ვია. მათ მო­ი­ნა­ხუ­ლეს ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რი, კი­ნოს­ტუ­დია, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი... იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ კა­ხეთ­ში რთველ­ზე, სა­დაც კარ­გად მო­ილ­ხი­ნეს.

რაჯ კა­პუ­რი რთველ­ში კა­ხეთ­ში...

კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში ისი­ნი და­ეს­წრნენ ქარ­თუ­ლი ფილ­მის "ისი­ნი ჩა­მო­ვიდ­ნენ მთი­დან" გა­და­ღე­ბე­ბის პრო­ცესს...… გა­და­ღე­ბე­ბის შემ­დეგ ლე­ი­ლა აბა­ში­ძეს შეხ­ვდნენ, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში "ოტე­ლოს" და­ეს­წრენ და სპექ­ტაკ­ლის დამ­თავ­რე­ბი­სას აკა­კი ხო­რა­ვამ მათ გულ­თბი­ლი შეხ­ვედ­რა მო­უ­წყო. ლე­გენ­და­რუ­ლი რაჯ კა­პუ­რი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლოს მე­ო­რე­დაც ეწ­ვია, ეს მოხ­და 1965 წელს, მოს­კო­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში.

რაჯ კა­პუ­რი და მისი მე­უღ­ლე ფუ­ნი­კუ­ლი­ორ­ზე

2017 წელს ჩემი მოწ­ვე­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და მისი შვი­ლი, ასე­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი ვარ­სკვლა­ვი - რიში კა­პუ­რი, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელ­მა მა­მა­მი­სის ასე­ვე ცნო­ბი­ლი ჰი­ტით - "ბობი" გა­იც­ნო, რო­მელ­შიც ის მთა­ვარ როლს ას­რუ­ლებ­და. მას იგი­ვე მარ­შრუ­ტი გა­ვა­ტა­რე, რო­მე­ლიც 63 წლის წინ ლე­გენ­და­რულ­მა მა­მა­მის­მა გა­ი­ა­რა. შემ­დეგ ფუ­ნი­კუ­ლი­ორ­ზე გა­და­ვუ­ღე ზუს­ტად ისე­თი­ვე ფოტო, რო­მე­ლივ მა­მა­მის­მა გა­და­ი­ღო. 1962 წელს ინ­დო­ეთ­ში გას­ტრო­ლებ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი"და მათ სწო­რედ რაჯ კა­პურ­მა უმას­პინ­ძლა თა­ვის სტუ­დი­ა­ში...

რაჯ კა­პუ­რი და ან­სამ­ბლი სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი

თენ­გიზ სუ­ხიშ­ვი­ლი, რაჯ კა­პუ­რი, ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი (უფ­რო­სი)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

რაჯ კაპურის საქართველოში ვიზიტის აქამდე უცნობი კადრები - "კახეთში რთველში მოილხინა..."

რაჯ კაპურის საქართველოში ვიზიტის აქამდე უცნობი კადრები - "კახეთში რთველში მოილხინა..."

ფილმი "ავარა" მხოლოდ ყოფილ სსრკ-ში 64 მილიონმა ადამიანმა ნახა და საბჭოთა კავშირის არსებობის მანძილზე ეკრანებზე გამოსულ უცხოურ ფილმებს შორის, გაყიდული ბილეთების რაოდენობით, მესამე ადგილზეა. ამავე წელს რაჯ კაპური ინდოელ კინემატოგრაფისტებთან ერთად საქართველოს ეწვია. მათ მოინახულეს ფუნიკულიორი, კინოსტუდია, რუსთაველის თეატრი... პროდიუსერი, კინომცოდნე, ინდოლოგი დავით ბეჟიტაშვილი Ambebi.ge-ს ექსკლუზიურად აწვდის ლეგენდარული რაჯ კაპურის უნიკალურ კადრებს და მის საქართველოს სიყვარულზე გვიამბობს...

- დეკემბერში ინდური კინოს ლეგენდას, ცნობილ მსახიობსა და რეჟისორს რაჯ კაპურს 94 წელი შეუსრულდებოდა. დღემდე ინდური კინო რაჯ კაპურის სახელთან ასოცირდება! სწორედ მისი ფილმებით "ავარა" და "ბატონი 420"-ით ინდური კინო მსოფლიომ გაიცნო. გასული საუკუნის 50-იან წლებში რაჯ კაპური ყოფილ საბჭოთა კავშირში არნახულად პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც სამი წლის დაგვიანებით, 1954 წელს ეკრანებზე გამოვიდა მისი 1951 წელს გადაღებული ფილმი "ავარა"... ფილმი მხოლოდ ყოფილ სსრკ-ში 64 მილიონმა ადამიანმა ნახა და საბჭოთა კავშირის არსებობის მანძილზე ეკრანებზე გამოსულ უცხოურ ფილმებს შორის, გაყიდული ბილეთების რაოდენობით მესამე ადგილზეა. ამავე წელს რაჯ კაპური ინდოელ კინემატოგრაფისტებთან ერთად საქართველოს ეწვია. მათ მოინახულეს ფუნიკულიორი, კინოსტუდია, რუსთაველის თეატრი... იმყოფებოდნენ კახეთში რთველზე, სადაც კარგად მოილხინეს.

რაჯ კაპური რთველში კახეთში...

კინოსტუდიაში ისინი დაესწრნენ ქართული ფილმის "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან" გადაღებების პროცესს...… გადაღებების შემდეგ ლეილა აბაშიძეს შეხვდნენ, რუსთაველის თეატრში "ოტელოს" დაესწრენ და სპექტაკლის დამთავრებისას აკაკი ხორავამ მათ გულთბილი შეხვედრა მოუწყო. ლეგენდარული რაჯ კაპური მეუღლესთან ერთად, საქართველოს მეორედაც ეწვია, ეს მოხდა 1965 წელს, მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში.

რაჯ კაპური და მისი მეუღლე ფუნიკულიორზე

2017 წელს ჩემი მოწვევით, საქართველოში იმყოფებოდა მისი შვილი, ასევე პოპულარული ვარსკვლავი - რიში კაპური, რომელიც მაყურებელმა მამამისის ასევე ცნობილი ჰიტით - "ბობი" გაიცნო, რომელშიც ის მთავარ როლს ასრულებდა. მას იგივე მარშრუტი გავატარე, რომელიც 63 წლის წინ ლეგენდარულმა მამამისმა გაიარა. შემდეგ ფუნიკულიორზე გადავუღე ზუსტად ისეთივე ფოტო, რომელივ მამამისმა გადაიღო. 1962 წელს ინდოეთში გასტროლებზე იმყოფებოდნენ "სუხიშვილები"და მათ სწორედ რაჯ კაპურმა უმასპინძლა თავის სტუდიაში...

რაჯ კაპური და ანსამბლი სუხიშვილები

თენგიზ სუხიშვილი, რაჯ კაპური, ილიკო სუხიშვილი (უფროსი)

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ