მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
22 წლის ქართველი მეზღვაური ლიბიაში გარდაცვლილი იპოვეს
22 წლის ქართველი მეზღვაური ლიბიაში გარდაცვლილი იპოვეს

ქარ­თვე­ლი მე­ზღვა­უ­რი და­ვით რაზ­მა­ძე ლი­ბი­ა­ში ნავ­მი­სად­გომ­თან გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს - ამის შე­სა­ხებ ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტორ­მა თა­მარ იო­სე­ლი­ან­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და.

მისი მტკი­ცე­ბით, პირ­ვე­ლა­დი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­დე­გად დას­ტურ­დე­ბა, რომ ცხე­და­რი ქარ­თვე­ლი მე­ზღვა­უ­რი­საა. იო­სე­ლი­ა­ნის თქმით, ცხე­დარს ექ­სპერ­ტი­ზა უტარ­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოს­ვე­ნე­ბის სა­კი­თხი ექ­სპერ­ტი­ზის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ დად­გე­ბა, რომ­ლის პრო­ცე­დუ­რებ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ჩა­ერ­თვე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ქარ­თვე­ლი მე­ზღვა­უ­რი და­ვით რაზ­მა­ძე ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ლი­ბი­ა­ში ნა­ოს­ნო­ბი­სას გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი იყო.

და­ვით რაზ­მა­ძე ზაზა რაზ­მა­ძის შვი­ლია, რომ­ლის აგ­ვის­ტოს ომის დროს გა­და­ღე­ბულ­მა ფო­ტომ მსოფ­ლიო მო­ი­ა­რა. თა­ვად ზაზა რაზ­მა­ძე, რო­მე­ლიც ფო­ტო­ზე გარ­დაც­ვლილ ძმას გლო­ვობს, 2014 წელს უბე­დურ­მა შემ­თხვე­ვამ იმ­სხვერ­პლა. ის კა­რა­ლე­თის დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბა­ში კო­ტე­ჯის წინ ჯი­ხუ­რის დად­გმი­სას რკი­ნის კონ­სტრუქ­ცია სა­დე­ნებს შე­ე­ხო და გარ­და­იც­ვა­ლა.

ოჯა­ხის წევ­რე­ბი გო­რის დევ­ნილ­თა ჩა­სახ­ლე­ბა­ში მცხოვ­რე­ბი 22 წლის და­ვით რაზ­მა­ძის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნას უშე­დე­გოდ ცდი­ლო­ბდნენ. ნა­თე­სა­ვე­ბის გან­ცხა­დე­ბით, რაზ­მა­ძე გემ­ზე ყოფ­ნი­სას გა­უ­ჩი­ნარ­და. ბე­ბი­ის, მე­დეა ცე­ცხლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, შვი­ლიშ­ვი­ლი 7 იან­ვრის შემ­დეგ ოჯახს აღარ და­კავ­ში­რე­ბია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

22 წლის ქართველი მეზღვაური ლიბიაში გარდაცვლილი იპოვეს

22 წლის ქართველი მეზღვაური ლიბიაში გარდაცვლილი იპოვეს

ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე ლიბიაში ნავმისადგომთან გარდაცვლილი იპოვეს - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისი მტკიცებით, პირველადი დათვალიერების შედეგად დასტურდება, რომ ცხედარი ქართველი მეზღვაურისაა. იოსელიანის თქმით, ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

საქართველოში გადმოსვენების საკითხი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ დადგება, რომლის პროცედურებშიც საქართველოს მთავრობა ჩაერთვება.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე ორი კვირის განმავლობაში ლიბიაში ნაოსნობისას გაუჩინარებული იყო.

დავით რაზმაძე ზაზა რაზმაძის შვილია, რომლის აგვისტოს ომის დროს გადაღებულმა ფოტომ მსოფლიო მოიარა. თავად ზაზა რაზმაძე, რომელიც ფოტოზე გარდაცვლილ ძმას გლოვობს, 2014 წელს უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. ის კარალეთის დევნილთა დასახლებაში კოტეჯის წინ ჯიხურის დადგმისას რკინის კონსტრუქცია სადენებს შეეხო და გარდაიცვალა.

ოჯახის წევრები გორის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები 22 წლის დავით რაზმაძის ადგილსამყოფელის დადგენას უშედეგოდ ცდილობდნენ. ნათესავების განცხადებით, რაზმაძე გემზე ყოფნისას გაუჩინარდა. ბებიის, მედეა ცეცხლაძის განცხადებით, შვილიშვილი 7 იანვრის შემდეგ ოჯახს აღარ დაკავშირებია.

ახალგაზრდა ზესტაფონელი მორაგბე სავარაუდოდ, თრომბით გარდაიცვალა

თბილისის მერიასთან ტრანსგენდერმა ქალმა თავის დაწვა სცადა

"33 წლის იყო, არც ცოლი ჰყოლია, არც შვილი..." - მაღალი სიჩქარით მოძრავმა მანქანამ თბილისში კურიერი იმსხვერპლა