პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ო­ბის კან­დი­და­ტე­ბი ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს მი­მარ­თა­ვენ, არ მი­ე­ცეს შემ­დგო­მი მსვლე­ლო­ბა მათი კან­დი­და­ტუ­რე­ბის გან­ხილ­ვას. რო­გორც მათ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მიერ წარ­დგე­ნი­ლი კან­დი­და­ტუ­რე­ბის უკან გაწ­ვე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას და ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არა­ჯან­სა­ღი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, მი­მარ­თა­ვენ პარ­ლა­მენტს არ მის­ცეს მსვლე­ლო­ბა გან­ხილ­ვას.

„სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს 2018 წლის 24 დე­კემ­ბრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ასარ­ჩე­ვად სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს წა­რედ­გი­ნა ჩვე­ნი კან­დი­და­ტუ­რე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს­მა საბ­ჭომ, იხელ­მძღვა­ნე­ლა რა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით მის­თვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბით (ადრე არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტიც იმა­ვე წე­სით ახ­დენ­და მო­სა­მარ­თლე­ე­ბის წარ­დგე­ნას მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში) და კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სრუ­ლი დაც­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში წა­რად­გი­ნა 10 კან­დი­და­ტი, რო­მელ­თა­გან უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში უვა­დო მო­სა­მარ­თლედ არის გამ­წე­სე­ბუ­ლი.

აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს შე­დე­გად მოჰ­ყვა არა­ჯან­სა­ღი აჟი­ო­ტა­ჟი, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში და გა­მო­ით­ქვა მო­საზ­რე­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ უნდა დად­გინ­დეს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­თა შერ­ჩე­ვის პრო­ცე­დუ­რე­ბი და კრი­ტე­რი­უ­მე­ბი და ამის შემ­დეგ ახ­ლე­ბუ­რი წე­სით უნდა მოხ­დეს კან­დი­და­ტე­ბის ნო­მი­ნი­რე­ბა.

სამ­წუ­ხა­როდ, ამა­ვე დროს, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ად­გი­ლი ჰქონ­და წარ­დგე­ნი­ლი კან­დი­და­ტე­ბის მი­მართ არა­ე­თი­კურ და შე­უ­რა­ცხმყო­ფელ გა­მო­ნათ­ქვა­მებს, რაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ხე­ლოვ­ნუ­რად გა­და­ი­ზარ­და სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე უპ­რე­ცე­დენ­ტო ზე­წო­ლის კამ­პა­ნი­ა­ში, სა­დაც უკვე პირ­და­პირ გა­ის­მის მო­წო­დე­ბე­ბი რეპ­რე­სი­უ­ლი გზით და­ი­შა­ლოს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭო და სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მი­დან გან­დევ­ნილ იქ­ნენ მი­უ­ღე­ბე­ლი, მათ შო­რის, ამ სი­ა­ში მყო­ფი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი. ყო­ვე­ლი­ვე ეს კი პირ­და­პირ ზი­ანს აყე­ნებს სა­სა­მარ­თლო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას და უხე­შად ხელ­ყოფს სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფოს პრინ­ციპს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს­მა საბ­ჭომ ცალ­სა­ხად იმოქ­მე­და თა­ვი­სი მან­და­ტის ფარ­გლებ­ში და ზედ­მი­წევ­ნით იხელ­მძღვა­ნე­ლა ამ­ჟა­მად არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ჩვენ არ გვსურს გარ­კვე­ულ პი­რებს მი­ე­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, ეს ვი­თა­რე­ბა გა­მო­ი­ყე­ნონ თა­ვი­ან­თი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის და ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი აჟი­ო­ტა­ჟით, კი­დევ უფრო და­ა­ზი­ა­ნონ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სი და ამით ჩრდი­ლი მი­ა­ყე­ნონ სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ავ­ტო­რი­ტეტს.

ამა­ვე დროს, მხედ­ვე­ლო­ბა­ში ვი­ღებთ იმა­საც, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მიერ წარ­დგე­ნი­ლი კან­დი­და­ტუ­რე­ბის უკან გაწ­ვე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას და ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არა­ჯან­სა­ღი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, მივ­მარ­თავთ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს - არ მი­ე­ცეს შემ­დგო­მი მსვლე­ლო­ბა ჩვე­ნი კან­დი­და­ტუ­რე­ბის გან­ხილ­ვას“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

გან­ცხა­დე­ბას ხელს აწე­რენ: მა­რი­ამ ცის­კა­ძე, ნინო ქა­და­გი­ძე, მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძე, პა­ა­ტა სი­ლა­გა­ძე, დი­მიტ­რი გვრი­ტიშ­ვი­ლი, მე­რაბ გა­ბი­ნაშ­ვი­ლი, ნინო სან­დო­ძე, თა­მარ ალა­ნია, გი­ორ­გი ტყა­ვა­ძე და გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს პარლამენტს მიმართავენ, არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა მათი კანდიდატურების განხილვას. როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მიმართავენ პარლამენტს არ მისცეს მსვლელობა განხილვას.

„საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით, უზენაეს სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს წარედგინა ჩვენი კანდიდატურები.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით (ადრე არსებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტიც იმავე წესით ახდენდა მოსამართლეების წარდგენას მრავალი წლის განმავლობაში) და კანონმდებლობის სრული დაცვით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარადგინა 10 კანდიდატი, რომელთაგან უმრავლესობა სასამართლო სისტემაში უვადო მოსამართლედ არის გამწესებული.

აღნიშნულ საკითხს შედეგად მოჰყვა არაჯანსაღი აჟიოტაჟი, მათ შორის საქართველოს პარლამენტში და გამოითქვა მოსაზრებები იმის შესახებ, რომ უნდა დადგინდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები და ამის შემდეგ ახლებური წესით უნდა მოხდეს კანდიდატების ნომინირება.

სამწუხაროდ, ამავე დროს, ხშირ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა წარდგენილი კანდიდატების მიმართ არაეთიკურ და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, რაც მოგვიანებით ხელოვნურად გადაიზარდა სასამართლო ხელისუფლებაზე უპრეცედენტო ზეწოლის კამპანიაში, სადაც უკვე პირდაპირ გაისმის მოწოდებები რეპრესიული გზით დაიშალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო სისტემიდან განდევნილ იქნენ მიუღებელი, მათ შორის, ამ სიაში მყოფი მოსამართლეები. ყოველივე ეს კი პირდაპირ ზიანს აყენებს სასამართლო დამოუკიდებლობას და უხეშად ხელყოფს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ცალსახად იმოქმედა თავისი მანდატის ფარგლებში და ზედმიწევნით იხელმძღვანელა ამჟამად არსებული კანონმდებლობით, ჩვენ არ გვსურს გარკვეულ პირებს მიეცეთ საშუალება, ეს ვითარება გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის და ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟით, კიდევ უფრო დააზიანონ მიმდინარე პროცესი და ამით ჩრდილი მიაყენონ სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტს.

ამავე დროს, მხედველობაში ვიღებთ იმასაც, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს - არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა ჩვენი კანდიდატურების განხილვას“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს