ავტორი:

სარეცხი მანქანა სოკოვან დაავადებებს იწვევს - როგორ გავწმინდოთ ის ობისა და ნადებისგან?

სარეცხი მანქანა სოკოვან დაავადებებს იწვევს - როგორ გავწმინდოთ ის ობისა და ნადებისგან?

თუ შემთხვევით იგრძენით, რომ გარეცხილ სარეცხს არასასიამოვნო სუნი სდის, თუმცა ეს ფხვნილის გავლენა არ არის და ასევე შეამჩნიეთ, რომ სარეცხის მანქანის კარის დამლუქველ რეზინას შავი წერტილები გაუჩნდა, იცოდეთ რომ ეს არის შავი სოკო, რომელიც სხვადასხვა დაავადებას იწვევს როგორც ადამიანებში, ასევე ცხოველებში.

შავი სოკო ძირითადად ჩნდება იქ, სადაც მისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობებია: მაღალი ტენიანობა და სითბო. საპირფარეშო კი ერთ-ერთი იდეალური ადგილია მათი წარმოშობისთვის, შემდეგ კი ჰაერის მეშვეობით მისი სპორები ადვილად გადაადგილდება სხვადასხვა საგნის ზედაპირზე და უკვე ადვილი მისახვედრია, რამხელა რისკია, დავინფიცირდეთ.

სარეცხის მანქანაში მათი გაჩენის ძირითადი მიზეზია სარეცხის სისიტემატიური რეცხვა 30-40° C ტემპერატურაზე. აღნიშნული ტემპერატურა და ის ფაქტი, რომ ამ დროს სარეცხი მანქანის ავზი ბოლომდე წყლით არ ივსება, სწორედ ხელსაყრელ გარემოს იძლევა განვითარდეს სოკოების მთელი კოლონია. გარდა ამისა, სოკოების განვითარების ერთ-ერთ მიზეზია სარეცხი მანქანის არასწორად მოვლა.

როგორ გავწმინდოთ სარეცხის მანქანა ობისგან?

ამისათვის დაგჭირდებათ: ქლორი (სითხე), საწმენდი ღრუბელი ან ხელსახოცი (რომელსაც შემდეგ გადააგდებთ), რეზინის ხელთათმანები და 25 გრ ლიმონმჟავა.

1. პირველ ეტაპზე უმჯობესია ქაღალდის მშრალი ხელსახოცით ("სალფეთქი") ან ღრუბლით გაწმინდოთ სარეცხის მანქანის შიგნითა განყოფილება.

2. მეორე ეტაპზე კი ქლორიანი სითხე ე.წ. ბარაბანის რეზინის მთელს ზედაპირზე დაასხით, რომელიც თვითონ გადანაწილდება მის შიგნით.

3. დახურეთ სარეცხის მანქანის კარი და დატოვეთ ასე 2 საათის მანძილზე.

4. 2 საათის შემდეგ ჩართეთ მანქანა გავლების რეჟიმზე.

5. გავლების დასრულების შემდეგ ფხვნილის უჯრაში ჩაასხით 25 გრ ლიმონმჟავა და ჩართეთ ყველაზე მაღალი ტემპერატურის რეცხვის რეჟიმი.

ამ პროცედურის შემდეგ თქვენი მანქანა იბრწყინებს. გაიმეორეთ იგივე 2-3 თვეში ერთხელ და საფუძვლიანად განადგურდება სოკო და მისი სპორები თქვენს მანქანაში. არ დაგავიწყდეთ, რომ პრევენციული მოვლა მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს თქვენი მანქანის მდგომარეობას, პირველ რიგში კი თქვენს ჯანმრთელობას.

როგორ გავწმინდოთ სარეცხის მანქანა ნადებისგან?

იმისათვის, რომ მწყობრიდან არ გამოვიდეს, სარეცხ მანქანას პერიოდული წმენდა სჭირდება. განსაკუთრებით ყურადსაღებია რეგიონებსა და რაიონებში მაცხოვრებლებისთვის, იქ, სადაც მძიმე და ხისტი წყალია, რომელსაც ადვილად შეუძლია დააზიანოს სარეცხი მანქანა, მიუხედავად მასში არსებული ფილტრისა.

ქიმიური დანამატები წმენდს სარეცხის მანქანის ფილტრსა და ე.წ. "სპირალს", თუმცა ისინი ხელმისაწვდომი არაა ყველა მომხმარებელისთვის და ზოგ შემთხვევაში არ შველის უკვე გაფუჭებლ საქმეს. წარმოსადგენად ძალიან ძნელია სარეცხის მანქანაში გარეცხილი თქვენი შვილის ტანსაცმელზე როგორ გადადის უხილავად ნადები და სოკოს გამომწვევი მრავალი ბაქტერია. სწორედ ამ მიზნით გთავაზობთ ნადებისა და ზოგადად მიკრობებისგან გაწმენდვის ერთ მეტად მარტივ ხერხს.

ამ მეტად უსაფრთხო და მარტივი გზის მეშვეობით, თქვენ სამუდამოდ დაივიწყებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სარეცხის მანქანის გაფუჭებაზე ფიქრს. უბრალოდ ნებისმსიერ სურსათში შეიძინეთ ლიმონმჟავა, რომლის 60 გრამს გამოიყენებთ 4 კგ-იან სარეცხის მანქანაზე, ხოლო 6 კილოგრამიან მანქანაზე კი 100 გრამს. ჩაყარეთ ლიმონმჟავას ფხვნილი სარეცხი საშუალებისთვის განკუთვნილ უჯრაში და ჩართეთ მანქანა მაღალ ტემპერატურაზე - ბამბეულის რეცხვის რეჟიმზე.

ადვილად რომ წარმოიდგინოთ თუ როგორ სუფთავდება ამ დროს თქვენი სარეცხის მანქანა, აიღეთ ჩაიდანი, სადაც წარმოქმნილია ნადები, ჩაყარეთ 1.5 კოვზი ლიმონმჟავას ფხვნილი, დაასხით წყალი და წამოადუღეთ, შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ.

მსგავსი მეთოდით შეგიძლიათ წელიწადში სამჯერ გაწმინდოთ თქვენი მანქანა, ხოლო თუ მძიმე და ხისტ წყალს იყენებთ, შეგიძლიათ ოთხჯერაც. ცდად ნამდვილად ღირს, არ ინანებთ!

სარეცხი მანქანები 399 ლარიდან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი