საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 პრობლემა, რომელსაც საზღვარგარეთ მოგზაურობისას შეიძლება წააწყდეთ და მათი მოგვარების გზები
5 პრობლემა, რომელსაც საზღვარგარეთ მოგზაურობისას შეიძლება წააწყდეთ და მათი მოგვარების გზები

სა­ზღვარ­გა­რეთ მოგ­ზა­უ­რო­ბა დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბა­სა და პო­ზი­ტი­ურ ემო­ცი­ებ­თან ერ­თად, შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­ულ გა­მოწ­ვე­ვებ­სა და სირ­თუ­ლე­ებ­თან იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. უბ­რა­ლოდ, ამ დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლა­ფე­რი ისე და­გეგ­მოთ და გა­ა­კე­თოთ, რომ დაბ­რკო­ლე­ბებ­მა სა­სი­ა­მოვ­ნო შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი არ გა­და­ფა­როს. ნე­ბის­მი­ე­რი სირ­თუ­ლის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ეცა­დეთ მას პო­ზი­ტი­უ­რი მხრი­დან შე­ხე­დოთ და ცუდ­შიც კი კარ­გი და­ი­ნა­ხოთ. თუმ­ცა უმ­ჯო­ბე­სია, წი­ნას­წარ და­ფიქ­რდეთ, თუ რა გა­მოწ­ვე­ვას შე­იძ­ლე­ბა წა­ა­წყდეთ მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს და მათი მოგ­ვა­რე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზე­ბიც მო­ფიქ­რე­ბუ­ლი გქონ­დეთ.

ენის ბა­რი­ე­რი

ცო­ტა­ო­დე­ნი ინ­გლი­სუ­რით ბევრ ქვე­ყა­ნა­ში შეძ­ლებთ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბას. მაგ­რამ არის ქა­ლა­ქე­ბი, სა­დაც მას­პინ­ძლებს ინ­გლი­სუ­რად სა­უ­ბა­რი უბ­რა­ლოდ არ სურთ და უნ­დათ, ტუ­რის­ტე­ბი მათ მშობ­ლი­ურ ენა­ზე ეკონ­ტაქ­ტონ. ამ შემ­თხვე­ვა­ში უმ­ჯო­ბე­სია, წი­ნას­წარ რამ­დე­ნი­მე სი­ტყვა და ფრა­ზა ის­წავ­ლოთ, შე­ი­ძი­ნოთ სა­სა­უბ­რო ლექ­სი­კო­ნი და მო­ემ­ზა­დოთ ადა­მი­ა­ნებ­თან მათ­სა­ვე ენა­ზე სა­სა­უბ­როდ. ამით ად­გი­ლობ­რი­ვებ­ზე და­დე­ბით შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას მო­ახ­დენთ და შე­იძ­ლე­ბა იმა­ზე მე­ტა­დაც და­გეხ­მა­რონ, ვიდ­რე თქვენ ელო­დით.

ად­გი­ლობ­რი­ვი წე­სე­ბი და ტრა­დი­ცი­ე­ბი

უცხო ქვე­ყა­ნა­ში სა­მოგ­ზა­უ­როდ წას­ვლამ­დე, კარ­გად გა­ე­ცა­ნით მათ წე­სებ­სა და ტრა­დი­ცი­ებს. მა­გა­ლი­თად, აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ქა­ლე­ბი ჩადრს ატა­რე­ბენ, ზო­გან ჩად­რის ტა­რე­ბა სას­ტუმ­რო­შიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ზო­გან კი - მხო­ლოდ ქუ­ჩა­ში. ირან­ში ჩად­რის სას­ტუმ­რო­ში მოხ­სნის შემ­თხვე­ვა­ში თქვენ შე­იძ­ლე­ბა, და­ჯა­რიმ­დეთ. ამი­ტომ კარ­გად გა­ე­ცა­ნით ყვე­ლა წეს­სა და ტრა­დი­ცი­ას. ასე­ვე გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ მათი ეროვ­ნუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი და დას­ვე­ნე­ბის დღე­ე­ბი.

ინ­ტერ­ნე­ტი

დღეს­დღე­ო­ბით მოგ­ზა­უ­რო­ბა ინ­ტერ­ნე­ტის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გენ­ლია. უცხო გა­რე­მო­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია წვდო­მა სხა­დას­ხვა სა­ჭი­რო პლატ­ფორ­მას­თან, აპ­ლი­კა­ცი­ა­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­თან. ამი­ტომ ნუ იქ­ნე­ბით wifi-ის იმედ­ზე. ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ამ სერ­ვი­სით სარ­გებ­ლო­ბა არც ისე მარ­ტი­ვია, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ქუ­ჩა­ში ყოფ­ნი­სას, სა­დაც ის უბ­რა­ლოდ არ არის ხოლ­მე. მო­ბი­ლუ­რი ინ­ტერ­ნე­ტის მო­სა­პო­ვებ­ლად მო­გი­წევთ გა­არ­კვი­ოთ, სად შეძ­ლებთ ად­გი­ლობ­რი­ვი სიმ ბა­რა­თის შე­ძე­ნას. თუმ­ცა თუ უფრო ხელ­მი­საწ­ვდომ და კომ­ფორ­ტულ გზას ანი­ჭებთ უპი­რა­ტე­სო­ბას, მა­შინ „ბი­ლა­ი­ნის“ რო­უ­მინგს გირ­ჩევთ. ის ავ­ტო­მა­ტუ­რად ირ­თვე­ბა სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის­თა­ნა­ვე და რო­უ­მინ­გის მომ­სა­ხუ­რე­ბას ყვე­ლა­ზე და­ბალ ფა­სად გთა­ვა­ზობთ.

წი­ნას­წა­რი ჯავ­შა­ნი

შე­იძ­ლე­ბა ფიქ­რობთ, რომ ამა თუ იმ ქვე­ყა­ნა­ში აქ­ტი­ურ სე­ზონ­ზე არ მი­დი­ხართ და სას­ტუმ­როს ან გა­სარ­თობ-შე­მეც­ნე­ბი­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის და­ჯავ­შნა წი­ნას­წარ აუ­ცი­ლე­ბე­ლი არაა. პრობ­ლე­მე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით აუ­ცი­ლებ­ლად წი­ნას­წარ და­ჯავ­შნეთ ყვე­ლა­ფე­რი, მათ შო­რის მუ­ზე­უ­მე­ბიც, რომ­ლის სტუმ­რო­ბა­საც გეგ­მავთ. ასე თქვენ და­ზო­გავთ დრო­საც, ფულ­საც და ენერ­გი­ა­საც.

უსაფრ­თხო­ე­ბა

მცი­რე თაღ­ლი­თო­ბე­ბი არა­ვის­თვის უცხო არაა, რად­გან ხში­რად გვეს­მის, რომ, მა­გა­ლი­თად, ტაქსმა ტურ­სი­ტებს სამ­ჯერ მეტი გა­მო­არ­თვა ან რეს­ტო­რან­ში მო­მა­ტე­ბუ­ლი თან­ხა გა­და­ახ­დე­ვი­ნეს. ეს შე­იძ­ლე­ბა მარ­თლაც მოხ­დეს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, მსოფ­ლი­ოს რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბით. ამი­ტომ წი­ნას­წარ კარ­გად გა­არ­კვი­ეთ კონ­კრე­ტუ­ლი სერ­ვი­სის ან დახ­მა­რე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­ნაც­ვლოდ რას გთხო­ვენ. ამით მო­უ­ლოდ­ნე­ლი ხარ­ჯე­ბის­გან და­ი­ზღვევთ თავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

5 პრობლემა, რომელსაც საზღვარგარეთ მოგზაურობისას შეიძლება წააწყდეთ და მათი მოგვარების გზები

5 პრობლემა, რომელსაც საზღვარგარეთ მოგზაურობისას შეიძლება წააწყდეთ და მათი მოგვარების გზები

საზღვარგარეთ მოგზაურობა დიდ სიამოვნებასა და პოზიტიურ ემოციებთან ერთად, შეიძლება გარკვეულ გამოწვევებსა და სირთულეებთან იყოს დაკავშირებული. უბრალოდ, ამ დროს მნიშვნელოვანია, ყველაფერი ისე დაგეგმოთ და გააკეთოთ, რომ დაბრკოლებებმა სასიამოვნო შთაბეჭდილებები არ გადაფაროს. ნებისმიერი სირთულის აღმოჩენის შემთხვევაში, ეცადეთ მას პოზიტიური მხრიდან შეხედოთ და ცუდშიც კი კარგი დაინახოთ. თუმცა უმჯობესია, წინასწარ დაფიქრდეთ, თუ რა გამოწვევას შეიძლება წააწყდეთ მოგზაურობის დროს და მათი მოგვარების ალტერნატიული გზებიც მოფიქრებული გქონდეთ.

ენის ბარიერი

ცოტაოდენი ინგლისურით ბევრ ქვეყანაში შეძლებთ კომუნიკაციის დამყარებას. მაგრამ არის ქალაქები, სადაც მასპინძლებს ინგლისურად საუბარი უბრალოდ არ სურთ და უნდათ, ტურისტები მათ მშობლიურ ენაზე ეკონტაქტონ. ამ შემთხვევაში უმჯობესია, წინასწარ რამდენიმე სიტყვა და ფრაზა ისწავლოთ, შეიძინოთ სასაუბრო ლექსიკონი და მოემზადოთ ადამიანებთან მათსავე ენაზე სასაუბროდ. ამით ადგილობრივებზე დადებით შთაბეჭდილებას მოახდენთ და შეიძლება იმაზე მეტადაც დაგეხმარონ, ვიდრე თქვენ ელოდით.

ადგილობრივი წესები და ტრადიციები

უცხო ქვეყანაში სამოგზაუროდ წასვლამდე, კარგად გაეცანით მათ წესებსა და ტრადიციებს. მაგალითად, აღმოსავლეთის ქვეყნებში, სადაც ქალები ჩადრს ატარებენ, ზოგან ჩადრის ტარება სასტუმროშიც აუცილებელია, ზოგან კი - მხოლოდ ქუჩაში. ირანში ჩადრის სასტუმროში მოხსნის შემთხვევაში თქვენ შეიძლება, დაჯარიმდეთ. ამიტომ კარგად გაეცანით ყველა წესსა და ტრადიციას. ასევე გაითვალისწინეთ მათი ეროვნული დღესასწაულები და დასვენების დღეები.

ინტერნეტი

დღესდღეობით მოგზაურობა ინტერნეტის გარეშე წარმოუდგენლია. უცხო გარემოში მნიშვნელოვანია წვდომა სხადასხვა საჭირო პლატფორმასთან, აპლიკაციასა და სოციალურ ქსელთან. ამიტომ ნუ იქნებით wifi-ის იმედზე. ბევრ ქვეყანაში ამ სერვისით სარგებლობა არც ისე მარტივია, განსაკუთრებით კი ქუჩაში ყოფნისას, სადაც ის უბრალოდ არ არის ხოლმე. მობილური ინტერნეტის მოსაპოვებლად მოგიწევთ გაარკვიოთ, სად შეძლებთ ადგილობრივი სიმ ბარათის შეძენას. თუმცა თუ უფრო ხელმისაწვდომ და კომფორტულ გზას ანიჭებთ უპირატესობას, მაშინ „ბილაინის“ როუმინგს გირჩევთ. ის ავტომატურად ირთვება საზღვრის გადაკვეთისთანავე და როუმინგის მომსახურებას ყველაზე დაბალ ფასად გთავაზობთ.

წინასწარი ჯავშანი

შეიძლება ფიქრობთ, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში აქტიურ სეზონზე არ მიდიხართ და სასტუმროს ან გასართობ-შემეცნებითი დაწესებულებების დაჯავშნა წინასწარ აუცილებელი არაა. პრობლემების თავიდან არიდების მიზნით აუცილებლად წინასწარ დაჯავშნეთ ყველაფერი, მათ შორის მუზეუმებიც, რომლის სტუმრობასაც გეგმავთ. ასე თქვენ დაზოგავთ დროსაც, ფულსაც და ენერგიასაც.

უსაფრთხოება

მცირე თაღლითობები არავისთვის უცხო არაა, რადგან ხშირად გვესმის, რომ, მაგალითად, ტაქსმა ტურსიტებს სამჯერ მეტი გამოართვა ან რესტორანში მომატებული თანხა გადაახდევინეს. ეს შეიძლება მართლაც მოხდეს, მიუხედავად იმისა, მსოფლიოს რომელ ქვეყანაში იმყოფებით. ამიტომ წინასწარ კარგად გაარკვიეთ კონკრეტული სერვისის ან დახმარების შემოთავაზების შემთხვევაში სანაცვლოდ რას გთხოვენ. ამით მოულოდნელი ხარჯებისგან დაიზღვევთ თავს.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის