ავტორი:

„წიგნები, მუსიკა და გართობა - „ბარი-ბარში“ ლიბერთინსის მორიგი წვეულება გაიმართება“

„წიგნები, მუსიკა და გართობა - „ბარი-ბარში“ ლიბერთინსის მორიგი წვეულება გაიმართება“

23 იანვარს 18:00 საათზე „ბარი-ბარში“ (გერონტი ქიქოძის #9) „ლიბერთინსის“ წვეულება გაიმართება. გელით უამრავი სიურპრიზი და სასიამოვნო საღამო, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

„ლიბერთინსი“ არის თინეიჯერების ჯგუფი, რომელიც კითხულობს და არჩევს მათ თაობაში თანამედროვე, პოპულარულ, უცხოურ ლიტერატურას, რომელსაც შემდგომ გამომცემლობა „პალიტრა L“ ქართულ ენაზე გამოსცემს.

„პროექტის „ლიბერთინსი“ მიზანია, თინეიჯერებში წიგნიერების დონის ამაღლება და მათი წიგნთან უფრო მეტად დაახლოვება. პროექტის წარმართვაში, თვითონ თინეიჯერები, „ლიბერთინსელები“ გვეხმარებიან. ისინი ირჩევენ წიგნებს, რომლებიც სურთ, რომ ქართულ ენაზე ითარგმნოს“ - ამბობს „ლიბერთინსის“ მარკეტინგის მენეჯერი, ნიკოლოზ დვალიშვილი.

23 იანვარს წვეულებაზე ახალი „ლიბერთინსელების“ წარდგენა გაიმართება. ასევე, მოეწყობა პრეზენტაცია „ლიბერთინსის“, მისი სამომავლო გეგმებისა და ახალი წიგნების შესახებ; ფასდაკლებით გაიყიდება შემდეგი წიგნები: „სამუდამოდ გიკი“, „მინაუ ბლაის წმინდა ტყუილები“ და „მკვლელობაში ეჭვმიტანილის აღსარება“. ეს უკანასკნელი არა მარტო საინტერესო სიუჟეტით, არამედ საინტერესო ყდითაც გამოირჩევა. ის მეტალისაა და გამოსახულებას ირეკლავს.

დაგეგმილია, აგრეთვე, გასართობი თამაშები - ე.წ. „party games“, რომელთა გამარჯვებულებიც პრიზებით დასაჩუქრდებიან.

წვეულებაზე ფოტოკონკურსის „ახალი წელი ლიბერთინსთან ერთად“ გამარჯვებულებიც დაჯილდოვდებიან. კონკურსანტები მონაწილეობას იღებდნენ მათ მიერ გადაღებული საახალწლო თემატიკის ფოტოებით, სადაც „ლიბერთინსის“ ერთ-ერთი წიგნიც იყო აღბეჭდილი. 14 იანვარს, სოც. ქსელში ხმის მიცემის გზით, 2 გამარჯვებული გამოვლინდა. მათ „ლიბერთინსის“ წვეულებაზე, კომპანიის „Sami” ვირტუოზი მხატვრების მიერ ხელით შესრულებული პორტრეტები გადაეცემათ.

წვეულებაზე გაიმართება ლუკა მამნიაშვილის სოლო კონცერტი.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს