მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს გაზით მთელი ქალაქი რომ ააფეთქო, პასუხს ვერავინ მოგთხოვს!" - რატომ არსებობდა ტრაგედიის განმეორების საფრთხე
"დღეს გაზით მთელი ქალაქი რომ ააფეთქო, პასუხს ვერავინ მოგთხოვს!" - რატომ არსებობდა ტრაგედიის განმეორების საფრთხე

ბოლო 3 წე­ლი­წად­ში თბი­ლის­ში ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის გა­ჟონ­ვის გამო 86 კაცი და­ი­ღუ­პა. მხო­ლოდ ბოლო 3 თვე­ში გა­ზის გა­ჟონ­ვით გა­მოწ­ვე­ულ აფეთ­ქე­ბას 6 მო­ქა­ლა­ქე ემსხვერ­პლა, მათ შო­რის 2 ბავ­შვია. 15 ნო­ემ­ბერს ზემო ფო­ნი­ჭა­ლა­ში აფეთ­ქე­ბის მი­ზე­ზი, რო­მელ­მაც 21 წლის სოფო ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი და მისი 9 თვის ვაჟი შე­ი­წი­რა, დად­გე­ნი­ლი ჯე­რაც არ არის, შე­სა­ბა­მი­სად, არც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირი გა­მოკ­ვე­თი­ლა. გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო 16 იან­ვარს დიდ დი­ღომ­ში აფეთ­ქე­ბის ფაქ­ტზეც...

რა­ტომ ჟო­ნავს გაზი თბი­ლის­ში, ვინ არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე და რამ­დე­ნად მა­ღა­ლია გა­ზის გა­ჟონ­ვის გამო ფა­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის საფრ­თხე? - პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მას ამ პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში შე­ვეც­დე­ბით.

რა­ტომ არ­სე­ბობ­და ტრა­გე­დი­ის გან­მე­ო­რე­ბის საფრ­თხე

ზემო ფო­ნი­ჭა­ლის ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ, სა­დაც მაშ­ვე­ლე­ბი დედა-შვილს 7 სა­ათს ეძებ­დნენ, "კვი­რის პა­ლიტ­რა" გა­ზის უსაფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერ­ტზე დაყ­რდნო­ბით 3 თვის წინ წერ­და, რომ ქა­ლა­ქი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ნაღ­მზე ზის და თუ კომ­პა­ნი­ე­ბი უსაფრ­თხო გაზ­მო­მა­რა­გე­ბას არ უზ­რუნ­ველ­ყოფ­დნენ, აფეთ­ქე­ბე­ბი კვლავ მოხ­დე­ბო­და. "ქა­ლაქ­ში გაზ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბის მი­წის­ქვე­შა ქსე­ლე­ბი და­ფხა­ვე­ბუ­ლია და გაზი ჟო­ნავს. მინ­და გა­ვაფრ­თხი­ლო მო­სახ­ლე­ო­ბა: არას­დროს დაგ­მა­ნონ ყვე­ლა ფან­ჯა­რა და კარი. თუ სახ­ლში ჰა­ე­რი­ არ შე­მო­დის, დიდ საფრ­თხეს უქ­მნით თავს. თვით გაზი მომ­წამ­ვლე­ლი არ არის, მომ­წამ­ვლე­ლია და კლავს წვის პრო­დუქ­ტი, გა­მო­ნა­ბოლ­ქვი. ამი­ტომ, თუ სარ­კმე­ლი ოდ­ნავ მა­ინც გაქვთ გა­მო­ღე­ბუ­ლი, ის არც აფეთ­ქდე­ბა და არც მოგ­წამ­ლავთ. აფეთ­ქე­ბა შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს და­ხუ­რულ შე­ნო­ბა­ში რო­გორც მი­წის­ქვე­შა, ისე გა­ზის ხელ­სა­წყო­დან გა­ჟონ­ვამ. სა­დღაც ახ­ლოს შე­საძ­ლოა მი­წის­ქვე­შა გა­ჟონ­ვა იყოს და გაჰ­ყვეს ტე­ლე­ფო­ნის კა­ბელს ან კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის მილს, დაგ­როვ­დეს, მა­გა­ლი­თად, ტუ­ა­ლეტ­ში... თუ გაზს საკ­მა­რი­სი ოდო­რი­ზა­ცია არა აქვს, სა­ეჭ­ვოს ვე­რა­ფერს იგ­რძნობთ, აან­თებთ შუქს და ტუ­ა­ლეტ­ში დაგ­რო­ვი­ლი გაზი აფეთ­ქდე­ბა".

სამ­წუ­ხა­როდ, პროგ­ნო­ზი გა­მარ­თლდა. 1-ლ დე­კემ­ბერს სო­ფელ დი­ღომ­ში სახ­ლი აფეთ­ქდა გა­ზის გა­ჟონ­ვის გამო. არა­და, ამ სახ­ლში ბუ­ნებ­რი­ვი აირი არც იყო შეყ­ვა­ნი­ლი. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გან­მარ­ტე­ბით, გა­ზის დაგ­რო­ვე­ბის მი­ზე­ზი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მი­წის­ქვე­შა გაზ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ქსე­ლია და გა­მო­ნა­ჟო­ნი აირი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ან სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო გზე­ბით დაგ­როვ­და მშე­ნე­ბა­რე სახ­ლში. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მას­ში ჯერ არა­ვინ ცხოვ­რობ­და და მსხვერ­პლს გა­და­ვურ­ჩით, მაგ­რამ მი­ნე­ბი ჩა­იმ­სხვრა მე­ზო­ბელ სახ­ლში და 2 კაცი და­შავ­და.

16 იან­ვარს კი ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის გა­ჟონ­ვა კვლავ გახ­და აფეთ­ქე­ბის მი­ზე­ზი.

"დღეს გა­ზით მთე­ლი ქა­ლა­ქი რომ აა­ფეთ­ქო, პა­სუხს ვე­რა­ვინ მოგ­თხოვს"!

ავ­თან­დი­ლის ქუჩა N8-ის მო­ბი­ნად­რე­ებმა სა­დარ­ბა­ზო­ში გა­ზის სუნი იგრ­ძნეს და "ყა­ზტრანსგა­ზის" ცხელ ხაზ­ზე და­რე­კეს. "ყა­ზტრანსგა­ზის" თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მო­სახ­ლე­ო­ბა და­ამ­შვი­დეს, რომ სუნი სა­ღე­ბა­ვის იყო და ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის სუნ­ში ეშ­ლე­ბო­დათ, მათი წას­ვლი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში კი ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ის­მა... წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავტორი:

"დღეს გაზით მთელი ქალაქი რომ ააფეთქო, პასუხს ვერავინ მოგთხოვს!" - რატომ არსებობდა ტრაგედიის განმეორების საფრთხე

"დღეს გაზით მთელი ქალაქი რომ ააფეთქო, პასუხს ვერავინ მოგთხოვს!" - რატომ არსებობდა ტრაგედიის განმეორების საფრთხე

ბოლო 3 წელიწადში თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო 86 კაცი დაიღუპა. მხოლოდ ბოლო 3 თვეში გაზის გაჟონვით გამოწვეულ აფეთქებას 6 მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვია. 15 ნოემბერს ზემო ფონიჭალაში აფეთქების მიზეზი, რომელმაც 21 წლის სოფო ყაველაშვილი და მისი 9 თვის ვაჟი შეიწირა, დადგენილი ჯერაც არ არის, შესაბამისად, არც პასუხისმგებელი პირი გამოკვეთილა. გამოძიება დაიწყო 16 იანვარს დიდ დიღომში აფეთქების ფაქტზეც...

რატომ ჟონავს გაზი თბილისში, ვინ არის პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე და რამდენად მაღალია გაზის გაჟონვის გამო ფატალური შემთხვევების საფრთხე? - პასუხების გაცემას ამ პუბლიკაციაში შევეცდებით.

რატომ არსებობდა ტრაგედიის განმეორების საფრთხე

ზემო ფონიჭალის ტრაგედიის შემდეგ, სადაც მაშველები დედა-შვილს 7 საათს ეძებდნენ, "კვირის პალიტრა" გაზის უსაფრთხოების ექსპერტზე დაყრდნობით 3 თვის წინ წერდა, რომ ქალაქი, ფაქტობრივად, ნაღმზე ზის და თუ კომპანიები უსაფრთხო გაზმომარაგებას არ უზრუნველყოფდნენ, აფეთქებები კვლავ მოხდებოდა. "ქალაქში გაზგაყვანილობის მიწისქვეშა ქსელები დაფხავებულია და გაზი ჟონავს. მინდა გავაფრთხილო მოსახლეობა: არასდროს დაგმანონ ყველა ფანჯარა და კარი. თუ სახლში ჰაერი არ შემოდის, დიდ საფრთხეს უქმნით თავს. თვით გაზი მომწამვლელი არ არის, მომწამვლელია და კლავს წვის პროდუქტი, გამონაბოლქვი. ამიტომ, თუ სარკმელი ოდნავ მაინც გაქვთ გამოღებული, ის არც აფეთქდება და არც მოგწამლავთ. აფეთქება შესაძლოა გამოიწვიოს დახურულ შენობაში როგორც მიწისქვეშა, ისე გაზის ხელსაწყოდან გაჟონვამ. სადღაც ახლოს შესაძლოა მიწისქვეშა გაჟონვა იყოს და გაჰყვეს ტელეფონის კაბელს ან კანალიზაციის მილს, დაგროვდეს, მაგალითად, ტუალეტში... თუ გაზს საკმარისი ოდორიზაცია არა აქვს, საეჭვოს ვერაფერს იგრძნობთ, აანთებთ შუქს და ტუალეტში დაგროვილი გაზი აფეთქდება".

სამწუხაროდ, პროგნოზი გამართლდა. 1-ლ დეკემბერს სოფელ დიღომში სახლი აფეთქდა გაზის გაჟონვის გამო. არადა, ამ სახლში ბუნებრივი აირი არც იყო შეყვანილი. სპეციალისტების განმარტებით, გაზის დაგროვების მიზეზი, სავარაუდოდ, მიწისქვეშა გაზგაყვანილობის დაზიანებული ქსელია და გამონაჟონი აირი საკომუნიკაციო ან საკანალიზაციო გზებით დაგროვდა მშენებარე სახლში. საბედნიეროდ, მასში ჯერ არავინ ცხოვრობდა და მსხვერპლს გადავურჩით, მაგრამ მინები ჩაიმსხვრა მეზობელ სახლში და 2 კაცი დაშავდა.

16 იანვარს კი ბუნებრივი აირის გაჟონვა კვლავ გახდა აფეთქების მიზეზი.

"დღეს გაზით მთელი ქალაქი რომ ააფეთქო, პასუხს ვერავინ მოგთხოვს"!

ავთანდილის ქუჩა N8-ის მობინადრეებმა სადარბაზოში გაზის სუნი იგრძნეს და "ყაზტრანსგაზის" ცხელ ხაზზე დარეკეს. "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებმა მოსახლეობა დაამშვიდეს, რომ სუნი საღებავის იყო და ბუნებრივი აირის სუნში ეშლებოდათ, მათი წასვლიდან რამდენიმე საათში კი ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა... წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ