სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პასუხები ყველა კითხვაზე, რაც მძღოლებს ტექდათვალიერების შესახებ აქვთ
პასუხები ყველა კითხვაზე, რაც მძღოლებს ტექდათვალიერების შესახებ აქვთ

თუ აქამ­დე სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა ეტა­პობ­რი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სხვა­დას­ხვა ტი­პის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის, 2019 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან მისი გავ­ლა სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და ყვე­ლა ტი­პის მან­ქა­ნის­თვის.


2019 წლის ბო­ლომ­დე სა­ქარ­თვე­ლოს გზებ­ზე მოძ­რავ­მა ნე­ბის­მი­ერ­მა ავ­ტო­მო­ბილ­მა ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლი წე­სის დაც­ვით უნდა გა­ი­ა­როს. და­ხარ­ვე­ზე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გზებ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბას მა­ინც გა­და­წყვე­ტენ, და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან რო­გორც სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის, ასე­ვე ჭკვი­ა­ნი კა­მე­რე­ბის მიერ.



რაც უფრო მეტ ავ­ტომფლო­ბელს უწევს ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბის გავ­ლა, სულ უფრო მეტი კი­თხვე­ბი ჩნდე­ბა პრო­ცეს­თან და ავ­ტო­მო­ბი­ლის და­ხარ­ვე­ზე­ბის სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე AMBEBI.GE-მ შე­აგ­რო­ვა ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა­ზე ხში­რად დას­მუ­ლი კი­თხვე­ბი და ამ კი­თხვებს ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს დახ­მა­რე­ბით უპა­სუ­ხა.


რა დო­კუ­მენ­ტა­ცია უნდა წარ­ვად­გი­ნო ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბის გა­სავ­ლე­ლად?

  • სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის მოწ­მო­ბა
  • მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თი

რო­მელ პა­რა­მეტ­რებ­ზე გა­ივ­ლი­ან ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას?

  • სა­მუხ­რუ­ჭე სის­ტე­მა
  • გა­მო­ნა­ბოლ­ქვი
  • სა­ვა­ლი ნა­წი­ლე­ბი
  • სა­ჭის მე­ქა­ნიზ­მი
  • სა­ბუ­რა­ვე­ბი
  • ხილ­ვა­დო­ბა
  • ფა­რე­ბი
  • შუ­ქამ­რეკ­ლე­ბი
  • ელექტრო­მო­წყო­ბი­ლო­ბა

რა ღირს ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბის გავ­ლა?

ინ­სპექ­ტი­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა მსუ­ბუ­ქი სამ­გზავ­რო/მსუ­ბუ­ქი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლის­თის - 60 ლარს შე­ად­გენს, ხოლო სამ­გზავ­რო (8-ზე მეტი ად­გი­ლი)/სატ­ვირ­თო 3 500კგ-ზე მეტი - 100 ლარს. სა­ფა­სურს იხ­დით უნაღ­დო ან­გა­რიშს­წო­რე­ბით ად­გილ­ზე პირ­ვე­ლი­ვე ინ­სპექ­ტი­რე­ბი­სას, პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე.


შე­მიძ­ლია თუ არა ჩემი ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­მოწ­მე­ბას და­ვეს­წრო?

ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტით ეს აკ­რძა­ლუ­ლია, რათა არ მოხ­დეს ავ­ტომფლო­ბელ­სა და ინ­სპექ­ტორს შო­რის უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტი, რა­საც შე­უძ­ლია, ხელი შე­უ­შა­ლოს ინ­სპექ­ტი­რე­ბის პრო­ცე­სის სრულ­ყო­ფი­ლად ჩა­ტა­რე­ბას. ასე­ვე, ეს არის კო­რუფ­ცი­ის პრე­ვენ­ცი­აც.


წერს თუ არა ჭკვი­ა­ნი კა­მე­რა ჯა­რი­მას და­ხარ­ვე­ზე­ბულ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე, რომ­ლებ­საც ხარ­ვე­ზის გა­მო­სას­წო­რებ­ლად ერ­თთვი­ა­ნი ვადა აქვთ მი­ცე­მუ­ლი?

არ­სე­ბობს ორი სა­ხის ხარ­ვე­ზი, ერთი, რო­დე­საც ხარ­ვე­ზის აღ­მო­სა­ფხვრე­ლი 30 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დაშ­ვე­ბუ­ლია გა­და­ად­გი­ლე­ბა და მე­ო­რე, რო­დე­საც ამ 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­უშ­ვე­ბე­ლია გა­და­ად­გი­ლე­ბა.


თუ ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ხარ­ვეზ­და ისე, რომ ამ 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აეკ­რძა­ლა გა­და­ად­გი­ლე­ბა, მა­შინ მისი მარ­თვა და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და­ჯა­რი­მე­ბას, მათ შო­რის ჭკვი­ა­ნი კა­მე­რე­ბის მიერ და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც.

რო­გორ გა­ვი­ა­რო ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბა თუ ხარ­ვე­ზის გა­მოს­წო­რე­ბის­თვის გან­სა­ზღვრულ 30 დღეს გა­და­ვა­ცი­ლებ?

ხარ­ვე­ზის გა­მოს­წო­რე­ბის­თვის გან­სა­ზღვრულ 30-დღი­ა­ნი ვა­დის გა­და­ცი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბა სა­ერ­თო წე­სით ტარ­დე­ბა.


სად მო­ვი­ძიო ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბის ცენ­ტრე­ბის მი­სა­მარ­თე­ბი?

pti.ge; quicktest.ge; ttmotors.ge; vis.ge; isys.ge/tester/; umartivesad.ge - ამ სა­ი­ტებ­ზე შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ ცენ­ტრე­ბის მი­სა­მარ­თე­ბი.


რა კრი­ტე­რი­უ­მით მოწ­მდე­ბა სა­ქა­რე მინა?

თუ სა­ქა­რე მი­ნა­ზე ბზა­რე­ბი და ლა­ქე­ბი არის მი­ნამ­წმენ­დის არე­ში, მა­შინ ეს ხარ­ვე­ზის სა­ფუძ­ვე­ლია.


თუ ავ­ტო­მო­ბი­ლი კარ­გად მუ­შა­ობს გაზ­ზე, მაგ­რამ ვერ მუ­შა­ობს ბენ­ზინ­ზე, და­ხარ­ვეზ­დე­ბა თუ არა?

ინ­სპექ­ტი­რე­ბი­სას ავ­ტო­მო­ბი­ლი მოწ­მდე­ბა იმ საწ­ვავ­ზე, რა­ზეც გა­მო­უშ­ვა ქარ­ხა­ნამ. შე­სა­ბა­მი­სად, თუ ავ­ტო­მო­ბი­ლი ქარ­ხნუ­ლად ბენ­ზინ­ზე მო­მუ­შა­ვეა და სის­ტე­მა გა­მარ­თუ­ლად არ მუ­შა­ობს, ის და­ხარ­ვეზ­დე­ბა.


რამ­დე­ნია ჯა­რი­მა იმ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის, რომ­ლებ­მაც ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა ვერ გა­ი­ა­რეს და გზებ­ზე კვლავ გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან?

ჯა­რი­მა ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის­თვის შე­ად­გენს 50 ლარს, იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის­თვის - 200 ლარს.


რა პე­რი­ო­დუ­ლო­ბით უნდა გა­ვი­ა­რო ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბა?

  • სამ­გზავ­რო (8 ად­გი­ლის ზე­მოთ, მძრო­ლის გარ­და) კა­ტე­გო­რი­ის ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ტექ­ნი­კურ ინ­სპექ­ტი­რე­ბას გა­ივ­ლი­ან გა­მოშ­ვე­ბის თა­რი­ღი­დან ერთი წლის შემ­დეგ და შემ­დეგ ყო­ველ წე­ლი­წადს, ხოლო გა­მოშ­ვე­ბის თა­რი­ღი­დან ოთხი წლის შემ­დეგ - წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ;
  • სატ­ვირ­თო (3.5 ტ. და ზე­მოთ) - ერთი წლის შემ­დეგ გა­მოშ­ვე­ბის თა­რი­ღი­დან და შემ­დეგ ყო­ველ წე­ლი­წადს;
  • მი­საბ­მე­ლი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი (3,5ტ. 10ტ.-მდე და მეტი) - ერთი წლის შემ­დეგ გა­მოშ­ვე­ბის თა­რი­ღი­დან და შემ­დეგ ყო­ველ წე­ლი­წადს;
  • სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა და ტაქ­სი - ერთი წლის შემ­დეგ გა­მოშ­ვე­ბის თა­რი­ღი­დან და შემ­დეგ ყო­ველ წე­ლი­წადს;
  • მსუ­ბუ­ქი სამ­გზავ­რო - ოთხი წლის შემ­დეგ გა­მოშ­ვე­ბის თა­რი­ღი­დან და შემ­დეგ ყო­ველ ორ წე­ლი­წად­ში ერთხელ, გა­მოშ­ვე­ბის თა­რი­ღი­დან 8 წლის შემ­დეგ კი ყო­ველ წე­ლი­წადს;
  • მსუ­ბუ­ქი სატ­ვირ­თო - ოთხი წლის მერე გა­მოშ­ვე­ბის თა­რი­ღი­დან და შემ­დეგ ყო­ველ წე­ლი­წადს.

რო­გორ გა­ვი­გო რო­დის აქვს ჩემს ავ­ტო­მო­ბილს ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბის გავ­ლის ბოლო ვადა?

ავ­ტო­მო­ბი­ლის ინ­სპექ­ტი­რე­ბის ბოლო ვადა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლის რე­გის­ტრა­ცი­ის რი­ცხვი­სა და თვის შე­სა­ბა­მი­სად. მა­გა­ლი­თად, თუ თქვე­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლის რე­გის­ტრა­ცი­ის თა­რი­ღია 15 აპ­რი­ლი, ავ­ტო­მო­ბილს პე­რი­ო­დუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა გავ­ლი­ლი უნდა ჰქონ­დეს 15 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით.



დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

პასუხები ყველა კითხვაზე, რაც მძღოლებს ტექდათვალიერების შესახებ აქვთ

პასუხები ყველა კითხვაზე, რაც მძღოლებს ტექდათვალიერების შესახებ აქვთ

თუ აქამდე სავალდებულო ტექდათვალიერება ეტაპობრივად მიმდინარეობდა სხვადასხვა ტიპის ავტომობილებისთვის, 2019 წლის პირველი იანვრიდან მისი გავლა სავალდებულო გახდა ყველა ტიპის მანქანისთვის.


2019 წლის ბოლომდე საქართველოს გზებზე მოძრავმა ნებისმიერმა ავტომობილმა ტექნიკური ინსპექტირება ყველა აუცილებელი წესის დაცვით უნდა გაიაროს. დახარვეზებული ავტომობილების მფლობელები, რომლებიც გზებზე გადაადგილებას მაინც გადაწყვეტენ, დაჯარიმდებიან როგორც საპატრულო პოლიციის, ასევე ჭკვიანი კამერების მიერ.



რაც უფრო მეტ ავტომფლობელს უწევს ტექინსპექტირების გავლა, სულ უფრო მეტი კითხვები ჩნდება პროცესთან და ავტომობილის დახარვეზების საკითხებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე AMBEBI.GE-მ შეაგროვა ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ამ კითხვებს ეკონომიკის სამინისტროს დახმარებით უპასუხა.


რა დოკუმენტაცია უნდა წარვადგინო ტექინსპექტირების გასავლელად?

  • სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა
  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი

რომელ პარამეტრებზე გაივლიან ავტომობილები ტექდათვალიერებას?

  • სამუხრუჭე სისტემა
  • გამონაბოლქვი
  • სავალი ნაწილები
  • საჭის მექანიზმი
  • საბურავები
  • ხილვადობა
  • ფარები
  • შუქამრეკლები
  • ელექტრომოწყობილობა

რა ღირს ტექინსპექტირების გავლა?

ინსპექტირების ღირებულება მსუბუქი სამგზავრო/მსუბუქი სატვირთო ავტომობილისთის - 60 ლარს შეადგენს, ხოლო სამგზავრო (8-ზე მეტი ადგილი)/სატვირთო 3 500კგ-ზე მეტი - 100 ლარს. საფასურს იხდით უნაღდო ანგარიშსწორებით ადგილზე პირველივე ინსპექტირებისას, პროცესის დაწყებამდე.


შემიძლია თუ არა ჩემი ავტომობილის შემოწმებას დავესწრო?

ტექნიკური რეგლამენტით ეს აკრძალულია, რათა არ მოხდეს ავტომფლობელსა და ინსპექტორს შორის უშუალო კონტაქტი, რასაც შეუძლია, ხელი შეუშალოს ინსპექტირების პროცესის სრულყოფილად ჩატარებას. ასევე, ეს არის კორუფციის პრევენციაც.


წერს თუ არა ჭკვიანი კამერა ჯარიმას დახარვეზებულ ავტომობილებზე, რომლებსაც ხარვეზის გამოსასწორებლად ერთთვიანი ვადა აქვთ მიცემული?

არსებობს ორი სახის ხარვეზი, ერთი, როდესაც ხარვეზის აღმოსაფხვრელი 30 კალენდარული დღის განმავლობაში დაშვებულია გადაადგილება და მეორე, როდესაც ამ 30 დღის განმავლობაში დაუშვებელია გადაადგილება.


თუ ავტომობილი დახარვეზდა ისე, რომ ამ 30 დღის განმავლობაში აეკრძალა გადაადგილება, მაშინ მისი მართვა დაექვემდებარება დაჯარიმებას, მათ შორის ჭკვიანი კამერების მიერ დაფიქსირების შემთხვევაშიც.

როგორ გავიარო ტექინსპექტირება თუ ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრულ 30 დღეს გადავაცილებ?

ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრულ 30-დღიანი ვადის გადაცილების შემთხვევაში ავტოტრანსპორტის ტექინსპექტირება საერთო წესით ტარდება.


სად მოვიძიო ტექინსპექტირების ცენტრების მისამართები?

pti.ge; quicktest.ge; ttmotors.ge; vis.ge; isys.ge/tester/; umartivesad.ge - ამ საიტებზე შეგიძლიათ იხილოთ ცენტრების მისამართები.


რა კრიტერიუმით მოწმდება საქარე მინა?

თუ საქარე მინაზე ბზარები და ლაქები არის მინამწმენდის არეში, მაშინ ეს ხარვეზის საფუძველია.


თუ ავტომობილი კარგად მუშაობს გაზზე, მაგრამ ვერ მუშაობს ბენზინზე, დახარვეზდება თუ არა?

ინსპექტირებისას ავტომობილი მოწმდება იმ საწვავზე, რაზეც გამოუშვა ქარხანამ. შესაბამისად, თუ ავტომობილი ქარხნულად ბენზინზე მომუშავეა და სისტემა გამართულად არ მუშაობს, ის დახარვეზდება.


რამდენია ჯარიმა იმ ავტომობილებისთვის, რომლებმაც ტექდათვალიერება ვერ გაიარეს და გზებზე კვლავ გადაადგილდებიან?

ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის შეადგენს 50 ლარს, იურიდიული პირებისთვის - 200 ლარს.


რა პერიოდულობით უნდა გავიარო ტექინსპექტირება?

  • სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ, მძროლის გარდა) კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებები ტექნიკურ ინსპექტირებას გაივლიან გამოშვების თარიღიდან ერთი წლის შემდეგ და შემდეგ ყოველ წელიწადს, ხოლო გამოშვების თარიღიდან ოთხი წლის შემდეგ - წელიწადში ორჯერ;
  • სატვირთო (3.5 ტ. და ზემოთ) - ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს;
  • მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი (3,5ტ. 10ტ.-მდე და მეტი) - ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს;
  • სასწრაფო დახმარება და ტაქსი - ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს;
  • მსუბუქი სამგზავრო - ოთხი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, გამოშვების თარიღიდან 8 წლის შემდეგ კი ყოველ წელიწადს;
  • მსუბუქი სატვირთო - ოთხი წლის მერე გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს.

როგორ გავიგო როდის აქვს ჩემს ავტომობილს ტექინსპექტირების გავლის ბოლო ვადა?

ავტომობილის ინსპექტირების ბოლო ვადა განისაზღვრება ავტომობილის რეგისტრაციის რიცხვისა და თვის შესაბამისად. მაგალითად, თუ თქვენი ავტომობილის რეგისტრაციის თარიღია 15 აპრილი, ავტომობილს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გავლილი უნდა ჰქონდეს 15 აპრილის ჩათვლით.



მესტიაში 2 სექტემბრიდან საკარანტინო შეზღუდვები იხსნება

"არ შეხვიდეთ წყალში ნაბახუსევზე, არ დატოვოთ ბავშვები უყურადღებოდ..." - მაშველებმა 1 თვეში შავი ზღვის სანაპიროზე 170 ადამიანი გადაარჩინეს

"საპატრაძლოს "გასინჯვისას", არკვევდნენ, ჰქონდა თუ არა მის სანათესაოში ვინმეს ფიზიკური ნაკლი" - რა როლს თამაშობდა მაჭანკალი და მზითევი ქართულ ქორწინებაში