სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აგვისტოს ომის ცნობილი ფოტოგმირის 22 წლის შვილი დაიკარგა - დავით რაზმაძეს რამდენიმე დღეა ეძებენ
აგვისტოს ომის ცნობილი ფოტოგმირის 22 წლის შვილი დაიკარგა - დავით რაზმაძეს რამდენიმე დღეა ეძებენ

ქარ­თვე­ლი მე­ზღვა­უ­რი, 22 წლის და­ვით რაზ­მა­ძე ლი­ბი­ა­ში ნა­ოს­ნო­ბი­სას და­ი­კარ­გა. იგი ორი კვი­რაა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლია და ოჯახ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია არ აქვს. და­ვით რაზ­მა­ძე ზაზა რაზ­მა­ძის შვი­ლია, რომ­ლის აგ­ვის­ტოს ომის დროს გა­და­ღე­ბულ­მა ფო­ტომ მსოფ­ლიო მო­ი­ა­რა.

თა­ვად ზაზა რაზ­მა­ძე, რო­მე­ლიც ფო­ტო­ზე გარ­დაც­ვლილ ძმას გლო­ვობს, 2014 წელს უბე­დურ­მა შემ­თხვე­ვამ იმ­სხვერ­პლა. ის კა­რა­ლე­თის დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბა­ში კო­ტე­ჯის წინ ჯი­ხუ­რის დად­გმი­სას რკი­ნის კონ­სტრუქ­ცია სა­დე­ნებს შე­ე­ხო და გარ­და­იც­ვა­ლა.

ოჯა­ხის წევ­რე­ბი გო­რის დევ­ნილ­თა ჩა­სახ­ლე­ბა­ში მცხოვ­რე­ბი 22 წლის და­ვით რაზ­მა­ძის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნას უშე­დე­გოდ ცდი­ლო­ბენ. ნა­თე­სა­ვე­ბის გან­ცხა­დე­ბით, რაზ­მა­ძე ბა­თუ­მის სა­ზღვაო აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლობს. იგი მე­ზღვა­უ­რია და გემ­ზე ყოფ­ნი­სას გა­უ­ჩი­ნარ­და. ბე­ბი­ის, მე­დეა ცე­ცხლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, შვი­ლიშ­ვი­ლი 7 იან­ვრის შემ­დეგ ოჯახს აღარ და­კავ­ში­რე­ბია.

"ზღვა­ში იყო გა­სუ­ლი, მა­ნამ­დეც იმ­ყო­ფე­ბო­და ორ­ჯერ, 14 იან­ვარს დაგ­ვი­კავ­შირ­დნენ კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და გვი­თხრეს, რომ და­თოს ვე­ღარ პო­უ­ლობ­დნენ, მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნა ამ დრომ­დე ვერ მო­ხერ­ხდა. კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და გემი და­თოს და­კარ­გვის დროს, ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს, სა­ში­ნელ დღე­ში ვართ", - ამ­ბობს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი და­ვით რაზ­მა­ძის ბე­ბია მე­დეა ცე­ცხლა­ძე.

ასევე დაგაინტერესებთ
01:36 / 08-08-2014

ერედველი ძმების სულისშემძვრელი ამბავი

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტორ­მა თა­მარ იო­სე­ლი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და, მე­ზღვა­ურ და­ვით რაზ­მა­ძის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ უწყე­ბა­ში შე­ტყო­ბი­ნე­ბა 16 იან­ვარს შე­ვი­და. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნიტ­როს­თან ერ­თობ­ლი­ვად სი­ტუ­ა­ცი­ის დად­გე­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"2019 წლის 16 იან­ვარს ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტო­ში შე­მო­ვი­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ლი­ბი­ა­ში მყოფ მარ­შა­ლის დრო­შის ქვეშ მცუ­რავ გემ­ზე ‘Mv Dogan Bey (თურ­ქი გემთმფლო­ბე­ლი) მუ­შა­ო­ბი­სას, ლი­ბი­ის ნავ­სად­გურ­ში misurata 07.01.2019 ვახ­ტა­ზე ყოფ­ნი­სას და­ი­კარ­გა ქარ­თვე­ლი მე­ზღვა­უ­რი და­ვით რაზ­მა­ძე. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტო და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ყვე­ლა შე­საძ­ლო გზით ცდი­ლობს სი­ტუ­ა­ცი­ის დად­გე­ნას. ვმუ­შა­ობთ ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­გორც დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი არ­ხე­ბით, ისე გე­მის, დრო­ში­სა და გემთმფლო­ბე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით. დღეს გემთმფლო­ბე­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჩა­ვი­და ლი­ბი­ა­ში, რათა ად­გილ­ზე გა­ა­ტა­რონ შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი",- გა­ნა­ცხა­და თა­მარ იო­სე­ლი­ან­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

აგვისტოს ომის ცნობილი ფოტოგმირის 22 წლის შვილი დაიკარგა - დავით რაზმაძეს რამდენიმე დღეა ეძებენ

აგვისტოს ომის ცნობილი ფოტოგმირის 22 წლის შვილი დაიკარგა - დავით რაზმაძეს რამდენიმე დღეა ეძებენ

ქართველი მეზღვაური, 22 წლის დავით რაზმაძე ლიბიაში ნაოსნობისას დაიკარგა. იგი ორი კვირაა გაუჩინარებულია და ოჯახთან კომუნიკაცია არ აქვს. დავით რაზმაძე ზაზა რაზმაძის შვილია, რომლის აგვისტოს ომის დროს გადაღებულმა ფოტომ მსოფლიო მოიარა.

თავად ზაზა რაზმაძე, რომელიც ფოტოზე გარდაცვლილ ძმას გლოვობს, 2014 წელს უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. ის კარალეთის დევნილთა დასახლებაში კოტეჯის წინ ჯიხურის დადგმისას რკინის კონსტრუქცია სადენებს შეეხო და გარდაიცვალა.

ოჯახის წევრები გორის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები 22 წლის დავით რაზმაძის ადგილსამყოფელის დადგენას უშედეგოდ ცდილობენ. ნათესავების განცხადებით, რაზმაძე ბათუმის საზღვაო აკადემიაში სწავლობს. იგი მეზღვაურია და გემზე ყოფნისას გაუჩინარდა. ბებიის, მედეა ცეცხლაძის განცხადებით, შვილიშვილი 7 იანვრის შემდეგ ოჯახს აღარ დაკავშირებია.

"ზღვაში იყო გასული, მანამდეც იმყოფებოდა ორჯერ, 14 იანვარს დაგვიკავშირდნენ კომპანიის წარმომადგენლები და გვითხრეს, რომ დათოს ვეღარ პოულობდნენ, მისი ადგილსამყოფელის დადგენა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. კონკრეტულად რომელ ქვეყანაში იმყოფებოდა გემი დათოს დაკარგვის დროს, ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, საშინელ დღეში ვართ", - ამბობს გაუჩინარებული დავით რაზმაძის ბებია მედეა ცეცხლაძე.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა განუცხადა, მეზღვაურ დავით რაზმაძის გაუჩინარების შესახებ უწყებაში შეტყობინება 16 იანვარს შევიდა. მისი ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინიტროსთან ერთობლივად სიტუაციის დადგენა მიმდინარეობს.

"2019 წლის 16 იანვარს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ლიბიაში მყოფ მარშალის დროშის ქვეშ მცურავ გემზე ‘Mv Dogan Bey (თურქი გემთმფლობელი) მუშაობისას, ლიბიის ნავსადგურში misurata 07.01.2019 ვახტაზე ყოფნისას დაიკარგა ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა შესაძლო გზით ცდილობს სიტუაციის დადგენას. ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, როგორც დიპლომატიური არხებით, ისე გემის, დროშისა და გემთმფლობელის მიმართულებით. დღეს გემთმფლობელის წარმომადგენელი ჩავიდა ლიბიაში, რათა ადგილზე გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები",- განაცხადა თამარ იოსელიანმა.

"ცეცხლთან თამაში არ შეიძლება, უახლოეს დღეებში მოსახლეობამ უნდა გააკეთოს არჩევანი" - თენგიზ ცერცვაძე მიმართვას ავრცელებს

"დაახლოებით 10 მოზრდილი კლასტერი გვაქვს სხვადასხვა რეგიონში... ვდგავართ მესამე ტალღის დაწყების წინაშე" - გამყრელიძე

"პირველი განგაშის ზარი უნდა იქნას შემოკრული..." - რას ამბობს ამირან გამყრელიძე შემზღუდავი ღონისძიებების შესახებ?