ავტორი:

ავარიიდან 2 დღის შემდეგ 97 წლის პრინცი ფილიპი კვლავ საჭესთან ზის

ავარიიდან 2 დღის შემდეგ 97 წლის პრინცი ფილიპი კვლავ საჭესთან ზის

ავარიიდან 2 დღის შემდეგ დედოფალ ელისაბედის ქმარი, პრინცი ფილიპი კვლავ საჭესთან დააფიქსირეს, ინფორმაციას „ინდეფენდენთი“ ავრცელებს. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს პრინცის კუთვნილი „ლენდ როვერი“, რომელსაც თავად მართავდა, ამობრუნდა.

როგორც გაირკვა, 97 წლის ფილიპი შეეჯახა მანქანას, რომელსაც 28 წლის ქალი მართავდა, სალონში კი 9 თვის ბავშვი და 46 წლის ქალიც ისხდნენ. ბავშვი უვნებლად გადარჩა, ქალებს მოტეხილობები აქვთ.

46 წლის ემა ფეირვედერი ამბობს, რომ არც პრინცს და არც სამეფო ოჯახის რომელიმე წევრს მისთვის ბოდიში არ მოუხდია, მათ ნაცვლად კი პოლიციიდან დაურეკეს.

ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარი პოლიციაში არ გაუკეთებიათ, თუმცა სოციალური ქსელების მომხმარებლები მომხდარის გამო აღშფოთებულები არიან - ბრიტანელების ნაწილი მიიჩნევს, რომ ედინბურგის 97 წლის ჰერცოგი ავტომობილს აღარ უნდა მართავდეს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე