სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა მეუბნებიან: ჩემს ვაჟს ორი წლის ასაკში ვასწავლე კითხვა, მე ვპასუხობ: აი, სულელი!"
"როცა მეუბნებიან: ჩემს ვაჟს ორი წლის ასაკში ვასწავლე კითხვა, მე ვპასუხობ: აი, სულელი!"

ბოლო წლე­ბია შე­იმ­ჩნე­ვა ტენ­დენ­ცია: ბავ­შვე­ბის­თვის კი­თხვის, წე­რის და უცხო ენე­ბის სწავ­ლე­ბას ლა­მის სა­ფე­ნებ­ში იწყე­ბენ. ბევ­რი მშო­ბე­ლი შვილს ორი წლი­დან ას­წავ­ლის იმას, რისი სწავ­ლაც თა­ვად 5-6 წლის ასაკ­ში და­ი­წყო. აყე­ნებს თუ არა ეს ბავ­შვს ტრავ­მას? რამ­დე­ნა­დაა გა­მარ­თლე­ბუ­ლი სწავ­ლი­სა და აღ­ზრდის ასე­თი მე­თო­დი?

ამ სა­კი­თხზე სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ფსი­ქო­ლინგვის­ტი და ნე­ი­რო­ბი­ო­ლო­გი ტა­ტი­ა­ნა ჩერ­ნი­გოვ­სკა­ია სა­უბ­რობს.

თა­ნა­მედ­რო­ვე მშობ­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ინ­ფორ­მა­ცია ჩა­უ­ტე­ნონ ბავ­შვს თავ­ში და ეს რაც შე­იძ­ლე­ბა ად­რე­ულ ასაკ­ში გა­ა­კე­თონ. ტა­ტი­ა­ნა ჩერ­ნი­გოვ­სკა­ი­ას თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა ის, რომ ბავ­შვს ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბით გა­მო­ვუ­ტე­ნოთ თავი, არა­მედ იმის გა­გე­ბა, თუ რო­გორ გა­მო­ვი­ყე­ნოთ ბავ­შვის ტვი­ნის რე­სურ­სე­ბი სწო­რად. და ყვე­ლა­ფე­რი დრო­უ­ლად გა­ვა­კე­თოთ.

პრო­ფე­სო­რი ამ­ბობს: “ბავ­შვე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სწავ­ლა თა­ვის დრო­ზე და­ი­წყონ. თა­ნა­მედ­რო­ვე ბავ­შვის ყვე­ლა­ზე დიდი “უბე­დუ­რე­ბა" პა­ტივ­მოყ­ვა­რე მშობ­ლე­ბია. როცა მე­უბ­ნე­ბი­ან: “ჩემს ვაჟს ორი წლის ასაკ­ში ვას­წავ­ლე კი­თხვა", მე ვპა­სუ­ხობ: “აი, სუ­ლე­ლი!" რა სა­ჭი­როა ეს? ორი წლის ასაკ­ში ხომ მას ჯერ კი­დევ არ შე­უძ­ლია ამის გა­კე­თე­ბა. მისი ტვი­ნი ამის­თვის მზად არაა. თუ ჩა­ა­ჯინ­დე­ბით, ის, რა თქმა უნდა, წა­ი­კი­თხავს და შე­იძ­ლე­ბა და­წე­როს კი­დეც, მაგ­რამ ჩვენ სულ სხვა ამო­ცა­ნა გვაქვს."

თუმ­ცა, ვის­თვის უფრო სა­ჭი­როა ეს? ბავ­შვის­თვის თუ თქვენ­თვის? ბავ­შვის­თვის ყვე­ლა­ფე­რი დრო­უ­ლი უნდა იყოს. ჯერ და­თუ­ნი­ა­თი უნდა ითა­მა­შოს, მერე ნა­ხა­ტე­ბი­ა­ნი წიგ­ნე­ბით და მერე კი­თხვა ის­წავ­ლოს. მშობ­ლებს კი, უფრო ხში­რად, ეს იმის­თვის სჭირ­დე­ბათ, რათა სხვებ­თან თავი მო­ი­წო­ნონ და იტ­რა­ბა­ხონ, რომ მათი პა­ტა­რა უკვე კი­თხუ­ლობს ორი წლის ასაკ­ში. ბავ­შვის ტვინ­თან უნდა იმუ­შაო, გა­ნა­ვი­თა­რო და არა ზღვა ინ­ფორ­მა­ცი­ით გა­მო­ტე­ნო, რომ­ლის ათ­ვი­სე­ბაც ჯერ არ შე­უძ­ლია.

ტა­ტი­ა­ნა ჩერ­ნი­გოვ­სკა­ია რამ­დე­ნი­მე რჩე­ვას გვაძ­ლევს, რო­გორ ვი­მუ­შა­ოთ ბავ­შვთან და რაზე გა­ვა­მახ­ვი­ლოთ ყუ­რა­დღე­ბა:

1. წვრი­ლი მო­ტო­რი­კა

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ბავ­შვის წვრი­ლი მო­ტო­რი­კის გან­ვი­თა­რე­ბას მი­აქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა. მათ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პლას­ტი­ლი­ნით ძერ­წვა, მაკ­რატ­ლით ფი­გუ­რე­ბის გა­მოჭ­რა, მძი­ვის ან სხვა წვრი­ლი საგ­ნე­ბის ას­ხმა-აწყო­ბა. თუ ბავ­შვი ამას არ აკე­თებს, წვრი­ლი მო­ტო­რი­კა არ ვი­თარ­დე­ბა და მე­ტყვე­ლე­ბის ფუნ­ქცი­ე­ბის პრობ­ლე­მე­ბი იჩენს თავს.

ეს გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე ბავ­შვის­თვის კი­თხვის სწავ­ლე­ბა. თუ არ ცდი­ლობთ, რომ ბავ­შვს წვრი­ლი მო­ტო­რი­კა გა­ნუ­ვი­თარ­დეს, ნუ და­ი­ჩივ­ლებთ შემ­დეგ­ში იმის გამო, რომ მისი ტვი­ნი ცუ­დად მუ­შა­ობს.

2. მუ­სი­კა

თა­ნა­მედ­რო­ვე ნე­ი­რო­მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის წყა­ლო­ბით ცნო­ბი­ლია, რომ მუ­სი­კის ჩარ­თვა ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან, ძლი­ერ ზე­მოქ­მე­დე­ბას ახ­დენს ნე­ი­რო­ნუ­ლი ქსე­ლის სტრუქ­ტუ­რა­სა და ხა­რისხზე.

პრო­ფე­სო­რი ამ­ბობს: “როცა ბავ­შვი მუ­სი­კას სწავ­ლობს, ის სწავ­ლობს ყუ­რა­დღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბას პა­ტა­რა დე­ტა­ლებ­ზე, გა­ნას­ხვა­ვებს ხმებს და მათ ხან­გრძლი­ვო­ბას და სწო­რედ ამ დროს ფორ­მირ­დე­ბა ნე­ი­რო­ნუ­ლი ბა­დის წახ­ნა­გე­ბი."

3. მუდ­მი­ვი გან­ვი­თა­რე­ბა

ტვი­ნი ყო­ველ­თვის რა­ღა­ცას უნდა აკე­თებ­დეს. მისი გა­ზარ­მა­ცე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ასე­თი ანა­ლო­გია მო­ვიყ­ვა­ნოთ:თუ ნა­ხე­ვა­რი წელი დი­ვან­ზე გა­უნ­ძრევ­ლად იწ­ვე­ბით, ად­გო­მა ძა­ლი­ან გა­გი­ჭირ­დე­ბათ. ასეა ტვი­ნიც, როცა მას­ზე კოგ­ნი­ტუ­რი დატ­ვირ­თვა არ ხდე­ბა, ის ეშ­ვე­ბა.

ტა­ტი­ა­ნა ჩერ­ნი­გოვ­სკა­ია ამ­ბობს:“ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი რო­დია გე­ნი­ა­ლუ­რი ჩვენს პლა­ნე­ტა­ზე. და თუ ბავ­შვს ცუდი გე­ნე­ბი აქვს, აქ ვე­რა­ფერს გა­ა­წყობ. მაგ­რამ, მა­ში­ნაც კი, როცა გე­ნე­ბი კარ­გია, სუ­ლერ­თია, ეს საკ­მა­რი­სი არაა. ბე­ბი­ის­გან შე­იძ­ლე­ბა დი­დე­ბუ­ლი რო­ი­ა­ლი Steinway გერ­გოთ, მაგ­რამ მას­ზე დაკ­ვრა რომ შეძ­ლოთ, უნდა ის­წავ­ლოთ. ზუს­ტად ასე, ბავ­შვსაც შე­საძ­ლოა შე­სა­ნიშ­ნა­ვი ტვი­ნი ერ­გოს, მაგ­რამ თუ არ გან­ვი­თარ­დე­ბა, ფორ­მირ­დე­ბა და გა­ი­მარ­თე­ბა, ის და­ი­ღუ­პე­ბა."

4. გო­გო­ე­ბი და ბი­ჭე­ბი

გო­გო­ებ­თან და ბი­ჭებ­თან მუ­შა­ო­ბა და მათი სწავ­ლა სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად უნდა მოხ­დეს. ბი­ჭე­ბი უფრო აქ­ტი­უ­რე­ბი და ენერ­გი­უ­ლე­ბი არი­ან. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა ამ ენერ­გი­ის ჩახ­შო­ბა, სა­ჭი­როა მხო­ლოდ მშვიდ კა­ლა­პოტ­ში მო­აქ­ცი­ოთ. მაქ­სი­მა­ლუ­რი ეფექ­ტის­თვის, ჩარ­თეთ აქ­ტი­ურ ქმე­დე­ბებ­ში: მათ უყ­ვართ რე­ა­ლუ­რი ამო­ცა­ნე­ბის და და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, შე­ჯიბ­რე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მეტი აქ­ტი­უ­რო­ბა და ნაკ­ლე­ბი წე­რი­თი და­ვა­ლე­ბე­ბი.

გო­გო­ებს კი ჯგუფ­ში მუ­შა­ო­ბა უყ­ვართ, მათ კონ­ტაქ­ტი სჭირ­დე­ბათ. არ ღირს მათი დაც­ვა და მოფრ­თხი­ლე­ბა შეც­დო­მე­ბის­გან. დაე, უმ­ჯო­ბე­სია, და­უშ­ვას შეც­დო­მა, წა­იქ­ცეს და ის­წავ­ლოს ამას­თან გამ­კლა­ვე­ბა. გო­გო­ნე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­მუდ­მე­ბუ­ლი ემო­ცი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა და ფე­რა­დი სამ­ყა­რო გარ­შე­მო.

5. შეს­ვე­ნე­ბა

არ შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვის დას­ჯა იმის გამო, რომ რა­ღაც და­ა­ვი­წყდა, სხვა რა­მე­ზე გა­და­ერ­თო ან ჩა­ე­ძი­ნა. მა­ტე­რი­ა­ლე­ბის ათ­ვი­სე­ბის პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შეს­ვე­ნე­ბე­ბი. ეს ტვინს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, რომ ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის ად­გი­ლას და­ა­ლა­გოს. თუ რა­ი­მეს სწავ­ლაა სა­ჭი­რო ძა­ლი­ან სწრა­ფად, ყვე­ლა­ზე უკე­თე­სი, რაც შე­იძ­ლე­ბა ამ დროს გა­ა­კე­თოთ, სწრა­ფად წა­ი­კი­თხოთ მა­სა­ლა და დაწ­ვეთ და­სა­ძი­ნებ­ლად. ტვი­ნი ძი­რი­თად სა­მუ­შა­ოს ძი­ლის დროს ას­რუ­ლებს.

თუ ბავ­შვს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მი­ვუდ­გე­ბით, ყვე­ლა­ზე ზარ­მა­ციც კი შე­იძ­ლე­ბა და­ვა­ინ­ტე­რე­სოთ და მო­ტი­ვი მივ­ცეთ. სამ­წუ­ხა­როდ, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ზო­გი­ერ­თი ბრწყინ­ვა­ლე გო­ნე­ბა მას­წავ­ლებ­ლის “გე­ნი­ა­ლუ­რი" მიდ­გო­მის შე­დე­გად ზარ­მაც­დე­ბა.

ყო­ველ­მა მშო­ბელ­მა იცის, რა არის კარ­გი მისი ბავ­შვის­თვის და ყო­ვე­ლი თა­ვი­სი აღ­ზრდის მე­თოდს ირ­ჩევს, თუმ­ცა, აუ­ცი­ლებ­ლად მო­უს­მი­ნეთ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­საც და შე­ა­ფა­სეთ თქვე­ნი ქცე­ვე­ბი და მოქ­მე­დე­ბე­ბი - შე­საძ­ლოა, რა­ღა­ცას ბავ­შვის­თვის კი არა, თქვე­ნი პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად აკე­თებთ?

intermedia.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"როცა მეუბნებიან: ჩემს ვაჟს ორი წლის ასაკში ვასწავლე კითხვა, მე ვპასუხობ: აი, სულელი!"

"როცა მეუბნებიან: ჩემს ვაჟს ორი წლის ასაკში ვასწავლე კითხვა, მე ვპასუხობ: აი, სულელი!"

ბოლო წლებია შეიმჩნევა ტენდენცია: ბავშვებისთვის კითხვის, წერის და უცხო ენების სწავლებას ლამის საფენებში იწყებენ. ბევრი მშობელი შვილს ორი წლიდან ასწავლის იმას, რისი სწავლაც თავად 5-6 წლის ასაკში დაიწყო. აყენებს თუ არა ეს ბავშვს ტრავმას? რამდენადაა გამართლებული სწავლისა და აღზრდის ასეთი მეთოდი?

ამ საკითხზე სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლინგვისტი და ნეირობიოლოგი ტატიანა ჩერნიგოვსკაია საუბრობს.

თანამედროვე მშობლები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ჩაუტენონ ბავშვს თავში და ეს რაც შეიძლება ადრეულ ასაკში გააკეთონ. ტატიანა ჩერნიგოვსკაიას თქმით, მნიშვნელოვანია არა ის, რომ ბავშვს ინფორმაციებით გამოვუტენოთ თავი, არამედ იმის გაგება, თუ როგორ გამოვიყენოთ ბავშვის ტვინის რესურსები სწორად. და ყველაფერი დროულად გავაკეთოთ.

პროფესორი ამბობს: “ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სწავლა თავის დროზე დაიწყონ. თანამედროვე ბავშვის ყველაზე დიდი “უბედურება" პატივმოყვარე მშობლებია. როცა მეუბნებიან: “ჩემს ვაჟს ორი წლის ასაკში ვასწავლე კითხვა", მე ვპასუხობ: “აი, სულელი!" რა საჭიროა ეს? ორი წლის ასაკში ხომ მას ჯერ კიდევ არ შეუძლია ამის გაკეთება. მისი ტვინი ამისთვის მზად არაა. თუ ჩააჯინდებით, ის, რა თქმა უნდა, წაიკითხავს და შეიძლება დაწეროს კიდეც, მაგრამ ჩვენ სულ სხვა ამოცანა გვაქვს."

თუმცა, ვისთვის უფრო საჭიროა ეს? ბავშვისთვის თუ თქვენთვის? ბავშვისთვის ყველაფერი დროული უნდა იყოს. ჯერ დათუნიათი უნდა ითამაშოს, მერე ნახატებიანი წიგნებით და მერე კითხვა ისწავლოს. მშობლებს კი, უფრო ხშირად, ეს იმისთვის სჭირდებათ, რათა სხვებთან თავი მოიწონონ და იტრაბახონ, რომ მათი პატარა უკვე კითხულობს ორი წლის ასაკში. ბავშვის ტვინთან უნდა იმუშაო, განავითარო და არა ზღვა ინფორმაციით გამოტენო, რომლის ათვისებაც ჯერ არ შეუძლია.

ტატიანა ჩერნიგოვსკაია რამდენიმე რჩევას გვაძლევს, როგორ ვიმუშაოთ ბავშვთან და რაზე გავამახვილოთ ყურადღება:

1. წვრილი მოტორიკა

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის წვრილი მოტორიკის განვითარებას მიაქციოთ ყურადღება. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია პლასტილინით ძერწვა, მაკრატლით ფიგურების გამოჭრა, მძივის ან სხვა წვრილი საგნების ასხმა-აწყობა. თუ ბავშვი ამას არ აკეთებს, წვრილი მოტორიკა არ ვითარდება და მეტყველების ფუნქციების პრობლემები იჩენს თავს.

ეს გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ბავშვისთვის კითხვის სწავლება. თუ არ ცდილობთ, რომ ბავშვს წვრილი მოტორიკა განუვითარდეს, ნუ დაიჩივლებთ შემდეგში იმის გამო, რომ მისი ტვინი ცუდად მუშაობს.

2. მუსიკა

თანამედროვე ნეირომეცნიერებების წყალობით ცნობილია, რომ მუსიკის ჩართვა ბავშვის განვითარების პროცესში, განსაკუთრებით ადრეული ასაკიდან, ძლიერ ზემოქმედებას ახდენს ნეირონული ქსელის სტრუქტურასა და ხარისხზე.

პროფესორი ამბობს: “როცა ბავშვი მუსიკას სწავლობს, ის სწავლობს ყურადღების გამახვილებას პატარა დეტალებზე, განასხვავებს ხმებს და მათ ხანგრძლივობას და სწორედ ამ დროს ფორმირდება ნეირონული ბადის წახნაგები."

3. მუდმივი განვითარება

ტვინი ყოველთვის რაღაცას უნდა აკეთებდეს. მისი გაზარმაცება არ შეიძლება. შეიძლება ასეთი ანალოგია მოვიყვანოთ:თუ ნახევარი წელი დივანზე გაუნძრევლად იწვებით, ადგომა ძალიან გაგიჭირდებათ. ასეა ტვინიც, როცა მასზე კოგნიტური დატვირთვა არ ხდება, ის ეშვება.

ტატიანა ჩერნიგოვსკაია ამბობს:“ყველა ადამიანი როდია გენიალური ჩვენს პლანეტაზე. და თუ ბავშვს ცუდი გენები აქვს, აქ ვერაფერს გააწყობ. მაგრამ, მაშინაც კი, როცა გენები კარგია, სულერთია, ეს საკმარისი არაა. ბებიისგან შეიძლება დიდებული როიალი Steinway გერგოთ, მაგრამ მასზე დაკვრა რომ შეძლოთ, უნდა ისწავლოთ. ზუსტად ასე, ბავშვსაც შესაძლოა შესანიშნავი ტვინი ერგოს, მაგრამ თუ არ განვითარდება, ფორმირდება და გაიმართება, ის დაიღუპება."

4. გოგოები და ბიჭები

გოგოებთან და ბიჭებთან მუშაობა და მათი სწავლა სხვადასხვაგვარად უნდა მოხდეს. ბიჭები უფრო აქტიურები და ენერგიულები არიან. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ ენერგიის ჩახშობა, საჭიროა მხოლოდ მშვიდ კალაპოტში მოაქციოთ. მაქსიმალური ეფექტისთვის, ჩართეთ აქტიურ ქმედებებში: მათ უყვართ რეალური ამოცანების და დავალებების შესრულება, შეჯიბრებებში მონაწილეობა. მეტი აქტიურობა და ნაკლები წერითი დავალებები.

გოგოებს კი ჯგუფში მუშაობა უყვართ, მათ კონტაქტი სჭირდებათ. არ ღირს მათი დაცვა და მოფრთხილება შეცდომებისგან. დაე, უმჯობესია, დაუშვას შეცდომა, წაიქცეს და ისწავლოს ამასთან გამკლავება. გოგონებისთვის აუცილებელია გამუდმებული ემოციური ჩართულობა და ფერადი სამყარო გარშემო.

5. შესვენება

არ შეიძლება ბავშვის დასჯა იმის გამო, რომ რაღაც დაავიწყდა, სხვა რამეზე გადაერთო ან ჩაეძინა. მატერიალების ათვისების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია შესვენებები. ეს ტვინს იმის საშუალებას აძლევს, რომ ყველაფერი თავის ადგილას დაალაგოს. თუ რაიმეს სწავლაა საჭირო ძალიან სწრაფად, ყველაზე უკეთესი, რაც შეიძლება ამ დროს გააკეთოთ, სწრაფად წაიკითხოთ მასალა და დაწვეთ დასაძინებლად. ტვინი ძირითად სამუშაოს ძილის დროს ასრულებს.

თუ ბავშვს ინდივიდუალურად მივუდგებით, ყველაზე ზარმაციც კი შეიძლება დავაინტერესოთ და მოტივი მივცეთ. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი ბრწყინვალე გონება მასწავლებლის “გენიალური" მიდგომის შედეგად ზარმაცდება.

ყოველმა მშობელმა იცის, რა არის კარგი მისი ბავშვისთვის და ყოველი თავისი აღზრდის მეთოდს ირჩევს, თუმცა, აუცილებლად მოუსმინეთ სპეციალისტებსაც და შეაფასეთ თქვენი ქცევები და მოქმედებები - შესაძლოა, რაღაცას ბავშვისთვის კი არა, თქვენი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად აკეთებთ?

intermedia.ge

ულამაზესი ზუგდიდელი გოგონას წარმატება სმენადაქვეითებულთა სილამაზის კონკურსზე - "ყველა გრძნობა ერთად მერეოდა..."

რა გახდა მეტრო "ვარკეთილში" დაკვამლიანების მიზეზი - "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" განმარტება

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მაღაზიაში შემთხვევით ნივთი გაგიტყდათ?