საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფეთქების საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ -  ადვოკატები საქალაქოს განჩინებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ
აფეთქების საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ -  ადვოკატები საქალაქოს განჩინებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ

დიდ დი­ღომ­ში, ავ­თან­დი­ლის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ ორ პირს, „ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის“ ყო­ფილ თა­ნამ­შრომ­ლებს, თორ­ნი­კე ტა­ტიშ­ვილ­სა და ვა­ზელ მა­მა­დი­ანს აღ­კვე­თის ღო­ნი­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ვახ­ტანგ მრე­ლაშ­ვილ­მა მი­ი­ღო.

ად­ვო­კა­ტე­ბი მო­სა­მარ­თლის მიერ მი­ღე­ბულ გან­ჩი­ნე­ბას სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რე­ბენ. რო­გორც ბრალ­დე­ბულ­თა ად­ვო­კატ­მა თა­მარ ჯა­ფა­რი­ძემ სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, დაც­ვის მხა­რემ მო­სა­მარ­თლის­გან ვერ მო­ის­მი­ნა და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თუ რა­ტომ გა­მო­ი­ყე­ნა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბა.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბულ­თა მი­მართ პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას მო­ი­თხოვ­და. დაც­ვის მხა­რე მო­ი­თხოვ­და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი­სათ­ვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რაო, ვა­ზელ მა­მა­დი­ა­ნის შემ­თხვე­ვა­ში 50 ათა­სი ლა­რის, ხოლო თორ­ნი­კე ტა­ტიშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში 10 ათა­სი ლარი ყო­ფი­ლი­ყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

ტა­ტიშ­ვილ­სა და მა­მა­დი­ანს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად 19 იან­ვარს წა­უ­ყე­ნეს. და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 220-ე პრი­მა მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით აქვთ წა­ყე­ნე­ბუ­ლი, რაც სამ­სა­ხუ­რე­ობ­რივ გულ­გრი­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 14 მარტს ჩა­ი­ნიშ­ნა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 16 იან­ვარს, დიდ დი­ღომ­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად 4 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, აქე­დან ერთი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვია. და­შავ­და 8 ადა­მი­ა­ნი.

ავტორი:

აფეთქების საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ -  ადვოკატები საქალაქოს განჩინებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ

აფეთქების საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ -  ადვოკატები საქალაქოს განჩინებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს აღკვეთის ღონიძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა მიიღო.

ადვოკატები მოსამართლის მიერ მიღებულ განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. როგორც ბრალდებულთა ადვოკატმა თამარ ჯაფარიძემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დაცვის მხარემ მოსამართლისგან ვერ მოისმინა დასაბუთებული გადაწყვეტილება, თუ რატომ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა.

პროკურატურა ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. დაცვის მხარე მოითხოვდა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ვაზელ მამადიანის შემთხვევაში 50 ათასი ლარის, ხოლო თორნიკე ტატიშვილის შემთხვევაში 10 ათასი ლარი ყოფილიყო გამოყენებული.

ტატიშვილსა და მამადიანს ბრალი ოფიციალურად 19 იანვარს წაუყენეს. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს. წინასასამართლო სხდომა 14 მარტს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ