სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წითელას უფასო ვაქცინაციისთვის კლინიკები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ
წითელას უფასო ვაქცინაციისთვის კლინიკები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ

შა­ბათ-კვი­რას მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი წი­თე­ლას უფა­სო ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კომ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, და­ვით სერ­გე­ენ­კო წი­თე­ლას შემ­თხვე­ვე­ბის გაზ­რდას­თან და­კავ­ში­რე­ბით პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის რგო­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდა და წი­თე­ლას წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის კომ­პლექ­სურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე მი­ღე­ბუ­ლი გან­კარ­გუ­ლე­ბა პი­რა­დად გა­აც­ნო. გან­კარ­გუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ხელ­მწი­ფო თა­ვის თავ­ზე იღებს ყვე­ლა პი­რის და­ფი­ნან­სე­ბას წი­თე­ლას ვაქ­ცი­ა­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ახა­ლი პრო­ტო­კო­ლის მი­ხედ­ვით ვაქ­ცი­ნა­ცია ყვე­ლა ჯგუ­ფის­თვის უფა­სო იქ­ნე­ბა.

და­ვით სერ­გე­ენ­კომ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს მო­უ­წო­და, არ შე­უქ­მნან ბა­რი­ე­რე­ბი მო­სახ­ლო­ე­ბას უფა­სო ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად მოკ­ლე დრო­ში მოხ­დეს რისკ-ჯგუფ­ში შე­მა­ვალ პირ­თათ­ვის აც­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა.

„წი­თე­ლას აც­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შა­ბათ-კვი­რას რო­გორც დე­და­ქა­ლაქ­ში, ასე­ვე რა­ი­ო­ნებ­ში იმუ­შა­ვე­ბენ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი. მი­სა­მარ­თე­ბის გა­გე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­უძ­ლი­ათ, რო­გორც ცხე­ლი ხა­ზის სა­შუ­ა­ლე­ბით, ასე­ვე იმ ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­მელ­საც მი­ვაწ­ვდით, სა­დაც შე­ეძ­ლე­ბათ მი­ვიდ­ნენ და ჩა­ი­ტა­რონ აცრა. აც­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის­თვის, რო­მელ­მაც რა­ი­მე მი­ზე­ზის გამო თა­ვის დრო­ზე ვერ ჩა­ი­ტა­რა ვაქ­ცი­ნა­ცია. ეს არის ეფექ­ტუ­რი, მძლავ­რი ნა­ბი­ჯი იმი­სათ­ვის, რომ წი­თე­ლას ეპი­და­ფეთ­ქე­ბა, რო­მე­ლიც ახლა გვაქვს, შე­ვა­ჩე­როთ დრო­უ­ლად და­ნა­კარ­გე­ბის გა­რე­შე“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით სერ­გე­ენ­კომ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები
ავტორი:

წითელას უფასო ვაქცინაციისთვის კლინიკები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ

წითელას უფასო ვაქცინაციისთვის კლინიკები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ

შაბათ-კვირას მთელი ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებები წითელას უფასო ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოქალაქეების მომსახურებას უზრუნველყოფენ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, დავით სერგეენკო წითელას შემთხვევების გაზრდასთან დაკავშირებით პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლებს შეხვდა და წითელას წინააღმდეგ ბრძოლის კომპლექსურ ღონისძიებებთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე მიღებული განკარგულება პირადად გააცნო. განკარგულების მიხედვით, სახელმწიფო თავის თავზე იღებს ყველა პირის დაფინანსებას წითელას ვაქციანაციასთან დაკავშირებით. ახალი პროტოკოლის მიხედვით ვაქცინაცია ყველა ჯგუფისთვის უფასო იქნება.

დავით სერგეენკომ სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს მოუწოდა, არ შეუქმნან ბარიერები მოსახლოებას უფასო ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს რისკ-ჯგუფში შემავალ პირთათვის აცრების ჩატარება.

„წითელას აცრებთან დაკავშირებით შაბათ-კვირას როგორც დედაქალაქში, ასევე რაიონებში იმუშავებენ სამედიცინო დაწესებულებები. მისამართების გაგება მოქალაქეებს შეუძლიათ, როგორც ცხელი ხაზის საშუალებით, ასევე იმ ინფორმაციით, რომელსაც მივაწვდით, სადაც შეეძლებათ მივიდნენ და ჩაიტარონ აცრა. აცრების ჩატარება მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელმაც რაიმე მიზეზის გამო თავის დროზე ვერ ჩაიტარა ვაქცინაცია. ეს არის ეფექტური, მძლავრი ნაბიჯი იმისათვის, რომ წითელას ეპიდაფეთქება, რომელიც ახლა გვაქვს, შევაჩეროთ დროულად დანაკარგების გარეშე“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი