პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბედნიერი ვარ, დაოჯახებას ვაპირებ" - რას ამბობს ქეთი ხატიაშვილი პირადზე და რას ურჩევს მათ, ვისაც ფორმაში ჩადგომა უნდათ
"ბედნიერი ვარ, დაოჯახებას ვაპირებ" - რას ამბობს ქეთი ხატიაშვილი პირადზე და რას ურჩევს მათ, ვისაც ფორმაში ჩადგომა უნდათ

ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ პრო­ექტ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბით" გა­იც­ნო. ქეთი 8 წე­ლია აქ­ტი­ურ სპორ­ტს ჩა­მო­შორ­და. ახლა ის გო­გო­ნებს ტან­ვარ­ჯიშ­სა და ჯან­საღ ცხოვ­რე­ბას ას­წავ­ლის. რო­გორ უნდა გა­მო­ი­მუ­შა­ოს მოთ­მი­ნე­ბის უნა­რი სპორ­ტსმენ­მა და რო­გორ ვებ­რძო­ლოთ ახა­ლი წლის დღე­ებ­ში მო­მა­ტე­ბულ კი­ლოგ­რა­მებს, ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლი­ გი­ამ­ბობთ:

- დედა უკ­რა­ი­ნე­ლი მყავს, ოდე­სა­ში­ ვცხოვ­რობ­დით, რო­დე­საც უფ­რო­სი და ტან­ვარ­ჯიშ­ზე შე­იყ­ვა­ნეს, შემ­დეგ აღმო­ჩნდა,­ რომ მე უფრო კარ­გი მო­ნა­ცე­მე­ბი მქო­ნია და ამ სპორ­ტს გავ­ყე­ვი. მა­შინ 4 წლის ვი­ყა­ვი. თბი­ლის­ში რომ გად­მო­ვე­დით, ტან­ვარ­ჯიშ­ზე სი­ა­რუ­ლი გა­ვაგ­რძე­ლე... საკ­ლუ­ბო მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, რო­მე­ლიც ია­პო­ნი­ა­ში ყო­ველ­წლი­უ­რად ტარ­დე­ბა, ჩვე­ნი გუნ­დი ფი­ნალ­ში მოხ­ვდა - ასე­თი შე­დე­გი სა­ქარ­თვე­ლოს მა­ნამ­დე არ ჰქო­ნია.

"გემ­რი­ელ ჭა­მა­ზე უა­რის თქმა, ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა­შიც და­მეხ­მა­რა"

ტან­ვარ­ჯიშს, გარ­და იმი­სა, რომ სპორ­ტის რთუ­ლი სა­ხე­ო­ბაა, ყო­ველ­დღი­უ­რად 6-7 სა­ა­თი ვარ­ჯი­ში სჭირ­დე­ბა. სულ ფორ­მა­ში უნდა იყო, სწო­რად უნდა იკ­ვე­ბო, რომ ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მე­ბი არ გქონ­დეს. ტან­მო­ვარ­ჯი­შე კა­რი­ე­რას ძა­ლი­ან მალე, 20-21 წლის ასაკ­ში ამ­თავ­რებს და ამი­ტომ ცდი­ლობს, მოკ­ლე დრო­ში მი­აღ­წი­ოს შე­დეგს. იყო წლე­ბი, რო­დე­საც ზედ­მე­ტი წო­ნის პრობ­ლე­მა არ მქონ­და, მაგ­რამ გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და. მახ­სოვს, ბა­ქო­ში ვი­ყა­ვით და 4-5 სა­ა­თის შემ­დეგ არა­ფერს ვჭამ­დი, რომ ვი­ძი­ნებ­დი, სულ საჭ­მე­ლი მე­ლან­დე­ბო­და. და­ახ­ლო­ე­ბით 6 თვე ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, შემ­დეგ კი ეს პრობ­ლე­მა გა­დავ­ლა­ხე. გემ­რი­ელ ჭა­მა­ზე უა­რის თქმა, წო­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის გარ­და, ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა­შიც და­მეხ­მა­რა:­ უა­რის­ თქმა ვის­წავ­ლე და არ ვორ­ჭო­ფობ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას.

სულ ვამ­ბობ­დი, სპორ­ტს რომ და­ვა­ნე­ბებ თავს, წა­ვალ სა­კონ­დიტ­რო­ში, შევ­ჭამ გემ­რი­ელ დო­ნატს, შემ­დეგ გა­და­ვალ სხვა სა­კონ­დიტ­რო­ში, შევ­ჭამ ფუნ­თუ­შას, შემ­დეგ ტი­რა­მი­სუს, მაგ­რამ რო­დე­საც სპორ­ტს და­ვა­ნე­ბე თავი, ვე­ღა­რა­ფე­რი შევ­ჭა­მე, იმ­დე­ნად გა­მო­მი­მუ­შავ­და ეს თვი­სე­ბა, რომ ტორ­ტს დღემ­დე ვერ ვჭამ. გემ­რი­ე­ლი სა­დი­ლის შემ­დეგ, კარ­გია თუ ფი­ზი­კუ­რად და­ი­ხარ­ჯე­ბით და კა­ლო­რი­ებს დაწ­ვავთ.

"ცეკ­ვამ ჩემი ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლა"

ქარ­თველ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბით" გა­მიც­ნო. სპორ­ტულ წრე­ებ­ში შე­იძ­ლე­ბა მიც­ნობ­დნენ, მაგ­რამ ახლა მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ გა­მიც­ნო. ცეკ­ვამ ჩემი ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლა - ბევ­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ვი­ღე: სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ის სახე გავ­ხდი, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. მსი­ა­მოვ­ნებს, რო­დე­საც ქუ­ჩა­ში მა­ჩე­რე­ბენ და მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ მგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავტორი:

"ბედნიერი ვარ, დაოჯახებას ვაპირებ" - რას ამბობს ქეთი ხატიაშვილი პირადზე და რას ურჩევს მათ, ვისაც ფორმაში ჩადგომა უნდათ

"ბედნიერი ვარ, დაოჯახებას ვაპირებ" - რას ამბობს ქეთი ხატიაშვილი პირადზე და რას ურჩევს მათ, ვისაც ფორმაში ჩადგომა უნდათ

ქეთი ხატიაშვილი საზოგადოებამ პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებით" გაიცნო. ქეთი 8 წელია აქტიურ სპორტს ჩამოშორდა. ახლა ის გოგონებს ტანვარჯიშსა და ჯანსაღ ცხოვრებას ასწავლის. როგორ უნდა გამოიმუშაოს მოთმინების უნარი სპორტსმენმა და როგორ ვებრძოლოთ ახალი წლის დღეებში მომატებულ კილოგრამებს, ქეთი ხატიაშვილი გიამბობთ:

- დედა უკრაინელი მყავს, ოდესაში ვცხოვრობდით, როდესაც უფროსი და ტანვარჯიშზე შეიყვანეს, შემდეგ აღმოჩნდა, რომ მე უფრო კარგი მონაცემები მქონია და ამ სპორტს გავყევი. მაშინ 4 წლის ვიყავი. თბილისში რომ გადმოვედით, ტანვარჯიშზე სიარული გავაგრძელე... საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც იაპონიაში ყოველწლიურად ტარდება, ჩვენი გუნდი ფინალში მოხვდა - ასეთი შედეგი საქართველოს მანამდე არ ჰქონია.

"გემრიელ ჭამაზე უარის თქმა, ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევაშიც დამეხმარა"

ტანვარჯიშს, გარდა იმისა, რომ სპორტის რთული სახეობაა, ყოველდღიურად 6-7 საათი ვარჯიში სჭირდება. სულ ფორმაში უნდა იყო, სწორად უნდა იკვებო, რომ ზედმეტი კილოგრამები არ გქონდეს. ტანმოვარჯიშე კარიერას ძალიან მალე, 20-21 წლის ასაკში ამთავრებს და ამიტომ ცდილობს, მოკლე დროში მიაღწიოს შედეგს. იყო წლები, როდესაც ზედმეტი წონის პრობლემა არ მქონდა, მაგრამ გარდატეხის ასაკში ძალიან გამიჭირდა. მახსოვს, ბაქოში ვიყავით და 4-5 საათის შემდეგ არაფერს ვჭამდი, რომ ვიძინებდი, სულ საჭმელი მელანდებოდა. დაახლოებით 6 თვე ძალიან გამიჭირდა, შემდეგ კი ეს პრობლემა გადავლახე. გემრიელ ჭამაზე უარის თქმა, წონის შენარჩუნების გარდა, ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევაშიც დამეხმარა: უარის თქმა ვისწავლე და არ ვორჭოფობ გადაწყვეტილების მიღებისას.

სულ ვამბობდი, სპორტს რომ დავანებებ თავს, წავალ საკონდიტროში, შევჭამ გემრიელ დონატს, შემდეგ გადავალ სხვა საკონდიტროში, შევჭამ ფუნთუშას, შემდეგ ტირამისუს, მაგრამ როდესაც სპორტს დავანებე თავი, ვეღარაფერი შევჭამე, იმდენად გამომიმუშავდა ეს თვისება, რომ ტორტს დღემდე ვერ ვჭამ. გემრიელი სადილის შემდეგ, კარგია თუ ფიზიკურად დაიხარჯებით და კალორიებს დაწვავთ.

"ცეკვამ ჩემი ცხოვრება შეცვალა"

ქართველმა საზოგადოებამ "ცეკვავენ ვარსკვლავებით" გამიცნო. სპორტულ წრეებში შეიძლება მიცნობდნენ, მაგრამ ახლა მთელმა საქართველომ გამიცნო. ცეკვამ ჩემი ცხოვრება შეცვალა - ბევრი შემოთავაზება მივიღე: სხვადასხვა კომპანიის სახე გავხდი, ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა. მსიამოვნებს, როდესაც ქუჩაში მაჩერებენ და მეუბნებიან, რომ მგულშემატკივრობენ...წაიკითხეთ სრულად

"ვაქცინაცია უნდა კეთდებოდეს გარემოში, სადაც მედიკოსები არიან და საჭირო მედიკამენტები ხელმისაწვდომია" - რას აცხადებენ ჯანმოში ქართველი მედდის გარდაცვალებაზე

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

"ვარ ალერგიული, მაქვს ასაკი, მაგრამ ვაქცინაცის შემდეგ არანაირი გართულება არ მქონია" - მარინა ენდელაძე