პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს
ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს

ყოვ­ლად­წ­მი­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით საღ­მრთო ლი­ტურ­გია მიმ­დი­ნა­რე­ობს. წირ­ვას სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს- პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრე, მიტ­რო­პო­ლიტ ში­ოს­თან და მღვდელმთავ­რებ­თან ერ­თად აღავ­ლენს.

მსა­ხუ­რე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე სა­მე­ბის ტაძ­რის ეზო­ში არ­სე­ბულ დიდ აიაზ­მა­ში წყა­ლი ეკურ­თხე­ბა, რო­მე­ლიც უხრწნელ თვი­სე­ბებს იძენს და მორ­წმუ­ნე­ებს სახ­ლში წა­ღე­ბა შე­ეძ­ლე­ბათ. მისი მი­ღე­ბა უზ­მო­ზე შე­ეძ­ლე­ბათ. მსა­ხუ­რე­ბის ბო­ლოს უწ­მინ­დე­სი მრევლს დღე­ვან­დელ დღეს მი­უ­ლო­ცავს და ტრა­დი­ცი­უ­ლი ქა­და­გე­ბით მი­მარ­თავს.

ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი თორ­მეტ სა­უფ­ლო დღე­სას­წა­ულს შო­რის ერთ-ერ­თია. სხვაგ­ვა­რად ამ დღეს ღვთის გა­მო­ცხა­დე­ბის დღე­სას­წა­ულს უწო­დე­ბენ, რად­გან ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბა გა­ცხად­და. ასე­ვე ნათ­ლო­ბა და­წეს­და. ყო­ვე­ლი წლის ამ დღეს მდი­ნა­რე იორ­და­ნე აღმა იწყებს სვლას, რო­დე­საც იე­რუ­სა­ლი­მის პატ­რი­არ­ქი მდი­ნა­რე­ში სამ­ჯერ ჯვარს გა­და­აგ­დებს, რო­გორც ეს მოხ­და უფ­ლის მდი­ნა­რე­ში ჩას­ვლის დროს.

წმი­და სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით, წმინ­და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის მიერ იესო ქრის­ტეს ნათ­ლის­ღე­ბა მდი­ნა­რე იორ­და­ნე­ში მოხ­და. ამ დროს მას­ზე სუ­ლიწ­მინ­და მტრე­დის სა­ხით გად­მო­ვი­და და თავ­ზე და­ად­გა, ზე­ცი­დან კი ხმა გა­ის­მა: "ეს არის ძე ჩემი საყ­ვა­რე­ლი, რო­მე­ლიც მე სათ­ნო ვი­ყავ".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს

ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს

ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოსთან და მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს.

მსახურების დასრულებამდე სამების ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალი ეკურთხება, რომელიც უხრწნელ თვისებებს იძენს და მორწმუნეებს სახლში წაღება შეეძლებათ. მისი მიღება უზმოზე შეეძლებათ. მსახურების ბოლოს უწმინდესი მრევლს დღევანდელ დღეს მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.

ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.

წმიდა სახარების მიხედვით, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მიერ იესო ქრისტეს ნათლისღება მდინარე იორდანეში მოხდა. ამ დროს მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ზეციდან კი ხმა გაისმა: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი