ავტორი:

"ვერ გამოვდივარ შოკიდან, განადგურებული ადამიანი ვარ" - ფონიჭალის აფეთქებისას გარდაცვლილი გოგოს მეუღლე

"ვერ გამოვდივარ შოკიდან, განადგურებული ადამიანი ვარ" - ფონიჭალის აფეთქებისას გარდაცვლილი გოგოს მეუღლე

"ვერ გამოვდივარ, ჯერ კიდევ შოკში ვარ. განადგურებული ადამიანი ვარ" - ამის შესახებ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსის" ეთერში ზემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილი 23 წლის გოგონას მეუღლემ ხვიჩა ცერცვაძემ განაცხადა.

მან საუბრისას ტრაგედიის დღე გაიხსენა და აღნიშნა, რომ სახლიდან დილის შვიდ საათზე გავიდა, თუმცა იმ მომენტში გაზის სუნი არ უგრძვნია.

"ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, ეკლესიაში დავდივარ ხშირად... ვერ გამოვდივარ, ჯერ კიდევ შოკში ვარ. განადგურებული ადამიანი ვარ. ზუსტად არც ვიცი იმ დღეს რა მოხდა. ამბობენ, რომ აფეთქება გაზმა გამოიწვია, თუმცა საიდან მოხდა გაჟონვა არ ვიცი. გაზის სუნი არც ღამე გვიგრძვნია და არც დილით. დილის 7-ზე წამოვედი სამუშაოდ და ცოლ-შვილი დავტოვე სახლში. გამოძიება მიმდინარეობს და როგორც მითხრეს, 6-7 თვეში იქნება ექსპერტიზის პასუხი. იმედია, სწორი გამოძიება იქნება და სწორ დასკვნას დადებენ. ჩვენც ბინასაც "ყაზტრანსგაზი" ემსახურებოდა. ჩვენთან ორ კვირაში ერთხელ მაინც დადიოდნენ შემოწმებაზე, ძველი მრიცხველიც ახლით შეცვალეს. რა მოხდა, არ ვიცი..." - ამბობს ცერცვაძე.

ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსში აფეთქება გასული წლის 15 ნოემბერს მოხდა. ბუნებრივი აირის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ გარშემო რამდენიმე კორპუსი შეზანზარდა. შემთხვევის შედეგად სოფო ყაველაშვილი და მისი ჩვილი გარდაიცვალნენ, დაშავდა სამი ადამიანი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი