ავტორი:

კავკასიური იოგა, რომლითაც ფარაონები სიცოცხლეს იხანგრძლივებდნენ - "მისი საქართველოდან გატანა მეცნიერს სიცოცხლის ფასად დაუჯდა"

კავკასიური იოგა, რომლითაც ფარაონები სიცოცხლეს იხანგრძლივებდნენ - "მისი საქართველოდან გატანა მეცნიერს სიცოცხლის ფასად დაუჯდა"

"მხოლოდ ტუტანხამონი კი არა, თითქმის ყველა ფარაონი გამოხატულია რაღაც საზეიმო ფორმაში და ხელში ცილინდრები უჭირავთ. გვიპტოლოგები ვერ არკვევდნენ რა იყო ეს ცილინდრები, რა დანიშნულება ჰქონდა... ვალევსკის წიგნში დეტალურად არის აღწერილი ცილინდრების დამზადება და ფუნქცია, თუ რისთვის იყენებდნენ" - მკვლევარი კახა ჭიღლაძე გვიამბობს კავკასიურ იოგაზე, რომლის ცოდნის საქართველოდან გატანაც მეცნიერს სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

- საქართველოს მთებში იყო საკრალური ცოდნა, იმაზე მეტი ვიდრე ტიბეტში, რადგან სწორედ ტიბეტელმა ლამებმა გამოაგზავნეს ცოდნის ასამაღლებლად გრაფ ვალევსკი ჩვენთან... ჩვენმა განდობილებმა ადამიანისა და უჯრედის აგებულება დეტალურად იცოდნენ, ყველა ასპექტში. რაც მთავარია, იცოდნენ ტვინში ეპიფიზი-ჰიპოფიზის ანუ გირჩისებრი ჯირკვლის აგებულება, დანიშნულება და მისი ფუნქციები, რისი შესწავლაც მეცნიერებმა მხოლოდ 1990 წლიდან დაიწყეს. ეს ცოდნა კი გრაფმა ვალევსკიმ სვანეთში 1920-1922 წლებში მიიღო. ასევე გეტყვით"ფარაონის ცილინდრებზე". მათ დანიშნულებაზე ეგვიპტოლოგებს ათასი ვერსია ჰქონდათ, მაგრამ ვერ ადგენდნენ, რას წარმოადგენდა ის ცილინდრები, რომლებიც ქანდაკებებსა თუ ნახატებში ფარაონებს ეკავათ ხელში. მხოლოდ გრაფ ვალევსკის წიგნშია აღწერილი მათი დანიშნულება, დამზადების ხერხი და უამრავი საკრალური ცოდნა, მაგალითად: ოთხი სტიქიით ნათლობა, გრავიტაცია, ლევიტაცია, მეტაბოლიზმი, მაგია, სხვადასხვა თერაპია, ოკულტიზმი, ადამიანის სამშვინველი, სხვადასხვა სიმბოლიკა და ა.შ... ეს ადასტურებს, რომ ცივილიზაციის აკვანი არის კავკასია-საქართველო, აქ იყო ის ღვთიური ცოდნა და აქედან გავრცელდა მთელს მსოფლიოში...

- უფრო დეტალურად რომ გვიამბოთ გრაფი ვალევსკის წიგნის შესახებ...

- "კავკასური იოგა – სიკვდილისა და სიცოცხლის წიგნი" გრაფმა ვალევსკიმ გამოსცა. წიგნში რაც წერია, მან ყველაფერი 1920-1922 წლებში სვანი განდობილებისგან ჩაიწერა. იგი ორი წელი იმყოფებოდა მთებში და სვანებს დაპირდა, რომ სხვებს ამ ცოდნას არ გაუმხელდა. გრაფი ვალევსკი ნიუ-იორკში ცხოვრობდა, სადაც მაღაზია ჰქონდა და ანტიკვარიატით ვაჭრობდა, ამიტომაც უწევდა ხშირი მოგზაურობა და ამავდროულად იოგით იყო დაკავებული. იგი ტიბეტელმა ლამებმა გამოაგზავნეს კავკასიაში, რათა იოგას მიმართულებით ცოდნა აემაღლებინა. მატერიალურიც და არამატერიალური საგანძურიც სვანეთში, ხევსურეთში, მთლიანად ჩვენს მთებში ინახებოდა. არ ვიცი სვან განდობილებს როგორ მოაწონა თავი გრაფმა, მაგრამ მათთან ნდობაში შევიდა და მათ კავკასიური იოგას შესახებ ყველაფერი გაანდეს. გრაფი ვალევსკი წავიდა ნიუ-იორკში და 1922 წლიდან 1956 წლამდე პირობა შეასრულა. იგი ყველაფერს საიდუმლოდ ინახავდა. 1956 წელს კი წიგნი დახლებზე გამოჩნდა. არსებობს ორი ვერსია: ჯერ წიგნი დაბეჭდა და 3 დღეში გარდაიცვალა, ან ჯერ გარდაიცვალა და შემდეგ გამოქვეყნდა მისი წიგნი. მოკლედ ეს წიგნი სიცოცხლის ფასად დაუჯდა და წიგნსაც ასე ჰქვია - "სიკვდილისა და სიცოცხლის წიგნი". თანამედროვე მეცნიერებას ჯერ კიდევ არ აქვს გაშიფრული, ის რაც "სიცოცხლისა და სიკვდილის წიგნში" წერია. წიგნის დასასრულს წერია, რომ მეორე ნაწილიც დაიბეჭდებოდა და სავარაუდოდ, მისი გარდაცვალებაც შეიძლება მეორე ნაწილის მოპარვას უკავშირდებოდეს.

- საქართველოში სხვაგანაც აღმოაჩინეს ცოდნა კავკასიური იოგას შესახებ?

- ბორჯომში ცხოვრობდა ერთი მოხუცი ქალბატონი, რომელსაც ვითომ შემთხვევით მიაგნეს 1980-იან წლებში რუსმა მეცნიერებმა, უფრო სწორად სპეცსამასახურების წარმომადგენლებმა... რუსმა მეცნიერმა, ეგვიპტოლოგმა და ფიზიკოსმა ბორის კოფტუნმა ხელში ჩაიგდო ხელნაწერები... როგორც ჩანს, გრაფი ვალევსკი საქართველოში ამ ცოდნას რომ აგროვებდა ბორჯომშიც მოხვდა და ერთ-ერთ სახლშიც ცხოვრობდა, ამიტომაც აღმოჩნდა იქ ხელნაწერები და ეს წაიღეს რუსებმა...

კავკასიური იოგადან ერთი რამ არის უმნიშვნელოვანესი: მხოლოდ ტუტანხამონი კი არა, თითქმის ყველა ფარაონი გამოხატულია რაღაც საზეიმო ფორმაში და ხელში ცილინდრები უჭირავთ. ეგვიპტოლოგები ვერ არკვევდნენ რა იყო ეს ცილინდრები, რა დანიშნულება ჰქონდა მას. ვალევსკის წიგნში დეტალურად არის აღწერილი ცილინდრების დამზადება და ფუნქცია, თუ რისთვის იყენებდნენ. კოფტუნმა თავის სპეცსამსახურებთან ერთად ჩაატარა ექსპერიმენტები, დაამზადა ცილინდრები და მას დღეს მოსკოვში ორას დოლარად ყიდიან. ეს არის ლითოთერაპიის ერთ-ერთი ნაწილი. ერთი არის სპილენძის-მზის, მეორე კი ცინკის-მთვარის ცილინდრი. მზისაში არის ნახშირი და მთვარისაში - მაგნიტი. მთვარის მარცხენა ხელში უნდა დაიკავო, მზის - მარჯვენაში და სახით მზის მიმართულებით დადგე. ზუსტად ასეთ პოზაში არიან გამოსახული ფარაონები. ასე ასრულებენ იმ ვარჯიშს, რაც დეტალურად არის მოცემული კავკასიურ იოგაში. ეს ვარჯიში სიცოცხლეს ახანგძლივებს და შინაგანი ორგანოების ჰარმონიულ მუშაობას უწყობს ხელს. ყველაფერი მოწმობს, რომ ფარაონებს ეს ცოდნა იბერიელებისგან ჰქონდათ მიღებული. არც ერთი ფარაონი არ ჩამოსულა სვანეთში და მოსახლეობისთვის ეს არ უსწავლებიათ, პირიქით იბერილებმა გაიტანეს ეს ცოდნა. ფარაონები იყენებდნენ ამას და როგორც ცნობილია, ჩვეულებრივ ხალხზე ორჯერ მეტხანს ცხოვრობდნენ. სვანები და ჩვენი, მთის ხალხიც ძალიან დიდხანს ცოცხლობდნენ.

მე როდესაც გრაფი ვალევსკის წიგნი ვთარგმნე, ერთ-ერთი ხევსური მოხუცი დამიკავშირდა, თბილისში უნდა ჩამოვიდე და გნახოო. მან მითხრა,ამ წიგნში რაც წერია, მე ყველაფერი ჩემი წინაპრებისგან ვიციო. ხევსურეთში ყველაფერი ზეპირად იცოდნენ, ასევე იყო სვანეთშიც. ასე, რომ ჩვენ ქართველებმა უნდა აღვიდგინოთ ჩვენი საკრალური ცოდნა და განვახორციელოთ პრაქტიკაში, გამოვიყენოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაც უფრო მეტი ფიზიკურად ჯანმრთელი, სულიერად ამაღლებული, ფსიქიკურად გაწონასწორებული და მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანი გვეყოლება, მით უფრო გაუმჯობესდება ქვეყნის მდგომარეობა, რაც ასე ძალიან ჭირდება საქართველოს.

ლიკა ევგენიძის ყოფილი ქმარი შეყვარებულია - ძმები ალასანიების ამერიკული ცხოვრება ქართველ ცოლებთან დაშორების შემდეგ

ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

ზესტაფონელმა მოქანდაკემ ბიძინა ივანიშვილის 65 წლის იუბილისთვის ბიუსტი დაამზადა (ფოტოები)