პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რვა წელია უდანაშაულოდ ვიხდი უვადო სასჯელს" - რატომ არ ათავისუფლებენ პატიმარს, რომელიც ახალმა გამოძიებამ უდანაშაულოდ სცნო
"რვა წელია უდანაშაულოდ ვიხდი უვადო სასჯელს" - რატომ არ ათავისუფლებენ პატიმარს, რომელიც ახალმა გამოძიებამ უდანაშაულოდ სცნო

"შიმშლო­ბის გარ­და სხვა გზა არ და­მი­ტო­ვეს. ამ­დე­ნი წელი ვე­ლო­დე­ბი ჩემი სი­მარ­თლის დამ­ტკი­ცე­ბას. რვა წე­ლია უდა­ნა­შუ­ლოდ ვიხ­დი უვა­დო სას­ჯელს. პრო­კუ­რა­ტუ­რის ახალ­მა დე­პარ­ტა­მენ­ტმაც გა­მო­ი­ძია ხე­ლახ­ლა ჩემი საქ­მე და და­ას­კვნა, რომ თა­ვის დრო­ზე გა­ყალ­ბე­ბუ­ლი იყო. არას­წო­რად გა­მო­ი­ძი­ეს და უსა­მარ­თლო გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნეს. აბა რა გა­ნა­ჩე­ნი უნდა გა­მო­ე­ტა­ნათ იმ მო­სა­მარ­თლე­ებს?

ჩემი საქ­მის მო­სა­მარ­თლე­ე­ბი იყ­ვნენ თა­მარ ალა­ნია და პა­ა­ტა სი­ლა­გა­ძე. ახლა რომ ერთი ამ­ბა­ვი არის ატე­ხი­ლი, ისი­ნი - უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს უვა­დო მო­სა­მარ­თლე­ო­ბის კან­დი­და­ტე­ბი არი­ან. ამ­დე­ნი ხა­ნია მპირ­დე­ბი­ან სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას, მაგ­რამ საქ­მეს არა­ვინ აკე­თებს, ხე­ლოვ­ნუ­რად აჭი­ა­ნუ­რე­ბენ პრო­ცესს. რო­გორც ჩანს, ვი­ღა­ცე­ებს არ აწყობთ ჩემი ცი­ხი­დან გა­მოს­ვლა", - აცხა­დებს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში თე­ი­მუ­რაზ შა­რა­შე­ნი­ძე.

მსჯავ­რდე­ბულ­მა მშრა­ლი შიმ­ში­ლო­ბა რამ­დე­ნი­მე დღის წინ შე­წყვი­ტა. მისი საქ­მით არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ, ისი­ნი საქ­მის დე­ტა­ლებს სწავ­ლო­ბენ და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას გა­ავ­რცე­ლე­ბენ. უვა­დო პა­ტიმ­რის, თე­ი­მუ­რაზ (ბაჩო) შა­რა­შე­ნი­ძის საქ­მეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი კარ­გად იც­ნობს. მის შე­სა­ხებ არა­ერ­თი სტა­ტია თუ სი­უ­ჟე­ტი მომ­ზა­დე­ბუ­ლა, მათ შო­რის ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბე­ბიც.

ბაჩო შა­რა­შე­ნი­ძეს უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა ზუ­რაბ ზუ­ბა­და­ლაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე 2009 წელს შე­ე­ფარ­და. გა­ნა­ჩე­ნის დად­გო­მის დღი­დან შა­რა­შე­ნი­ძე თავს უდა­ნა­ა­შუ­ლოდ მი­იჩ­ნევს. მსჯარ­დე­ბუ­ლის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის მა­სა­ლე­ბი ამ მო­საზ­რე­ბას ამ­ყა­რებს. ის, რომ თა­ვის დრო­ზე შა­რა­შე­ნი­ძის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ყალ­ბე­ბე­ბით აწარ­მოა, ეს პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შუ­ლის გა­მო­ძი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმაც და­ად­გი­ნა.

შა­რა­შე­ნი­ძის გა­ნა­ჩე­ნი 2010 წელს სა­ა­პე­ლა­ციო და უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლო­ებ­მა ძა­ლა­ში და­ტო­ვეს. უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­და­სინ­ჯვა მხო­ლოდ იმ შემ­თხე­ვა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი, თუ საქ­მე­ში ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბა აღ­მოჩ­ნდე­ბა. შარ­შე­ნი­ძის საქ­მე­ში სა­სა­მარ­თლოს სა­ბო­ლოო ინ­სტან­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რის გა­მოც საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის მო­თხოვ­ნით 2013 წელს მი­მარ­თეს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას. პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შუ­ლის გა­მო­ძი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად და­ა­დას­ტუ­რა, რომ ბაჩო შა­რა­შე­ნი­ძეს ზუ­რაბ ზუ­ბა­და­ლაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ აქვს.

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ და­წყე­ბუ­ლი ახა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში გა­მოვ­ლინ­და, რომ 2009 წელს მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ბრალ­დე­ბის მხა­რე ახორ­ცი­ე­ლებ­და ზე­წო­ლას მოწ­მე­ებ­ზე და ის ჩვე­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­შინ მოწ­მე­ებ­მა თე­ი­მუ­რაზ შა­რა­შე­ნი­ძის წი­ნა­ა­აღ­მდეგ მის­ცეს, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ფი­ზი­კუ­რი ზე­წო­ლის შე­დე­გად არის მი­ღე­ბუ­ლი. თა­ვად მოწ­მე­ე­ბიც აღი­ა­რე­ბენ ზე­წო­ლის ფაქტს და აცხა­დე­ბენ, რომ ჩვე­ნე­ბა გა­უ­საძ­ლი­სი ძლა­დო­ბი­სა და მუ­ქა­რის გამო მის­ცეს. გარ­და ამი­სა, ახა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ზუ­რაბ ზუ­ბა­დალ­შვი­ლის მე­უღ­ლემ, თა­მარ ჩი­ჩუ­ამ, რო­მე­ლიც მკვლე­ლო­ბის უშუ­ა­ლო თვითმხილ­ვე­ლია, გა­ნა­ცხა­და, რომ მკვლე­ლი მას­ზე ფი­ზი­კუ­რად ბევ­რად და­ბა­ლი აღ­ნა­გო­ბის პირი იყო. მა­შინ რო­დე­საც, თე­ი­მუ­რაზ შა­რა­შე­ნი­ძე და თა­მარ ჩი­ჩუა ერ­თნა­ი­რი სი­მაღ­ლის არი­ან. ეს ჩვე­ნე­ბა გა­მო­რი­ცხავს იმას, რომ მკვლე­ლი შე­იძ­ლე­ბო­და თე­ი­მუ­რაზ შა­რა­შე­ნი­ძე ყო­ფი­ლი­ყო.

კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბა, რო­მე­ლიც ახა­ლი გა­მო­ძი­ე­ბით გა­მო­იკ­ვე­თა, ბა­ლის­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გია. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, მოკ­ლუ­ლის სხე­ულ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ტყვი­ე­ბი შე­უძ­ლე­ბე­ლია გას­რო­ლი­ლი ყო­ფი­ლი­ყო მა­კა­რო­ვის სის­ტე­მის პის­ტო­ლე­ტი­დან, მა­კა­რო­ვის ტი­პის ია­რა­ღი ამ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის მთა­ვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა. ეს დას­კვნა იმას მოწ­მობს, რომ გა­მო­ძე­ბა თა­ვის დრო­ზე ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით წა­რი­მარ­თა. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი ის არის, რომ ამ საქ­მე­ში არ არ­სე­ბობს არ­ცერ­თი არა­თუ პირ­და­პი­რი, ირი­ბი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაც კი, რო­მე­ლიც და­ა­დას­ტუ­რებ­და თე­ი­მუ­რაზ შა­რა­შე­ნი­ძის შემ­ხებ­ლო­ბას ზუ­რაბ ზუ­ბა­და­ლაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას­თან.

"ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის" იუ­რის­ტი, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ ბაჩო შა­რა­შე­ნი­ძე გლ­და­ნის მერ­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­ი­ნა­ხუ­ლა, ყვე­ბა მისი ჯანმთე­ლო­ბის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, რაც ორ­თვი­ან­მა შიმ­ში­ლო­ბამ გა­მო­იწ­ვია. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის გან­მარ­ტე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რა ხე­ლოვ­ნუ­რად აჭი­ა­ნუ­რებს ბაჩო შა­რა­შე­ნი­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პრო­ცესს.

"პრო­კუ­რა­ტუ­რა უნდა ეცა­დოს გა­მო­ას­წო­როს მის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი, რო­მე­ლიც ბაჩო შა­რა­შე­ნი­ძის საქ­მის გა­ყალ­ბე­ბით ჩა­ი­დი­ნა თა­ვის დრო­ზე. მისი მთა­ვა­რი მი­სია არის და­ად­გი­ნოს, ჩა­ი­დი­ნა თუ არა კონ­კრე­ტულ­მა პირ­მა ესა თუ ის და­ნა­შა­უ­ლი და ეს პრო­ცე­სი არ უნდა იყოს გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბუ­ლი დრო­ში. იგი ვალ­დე­ბუ­ლია მი­მარ­თოს სა­სა­მარ­თლოს ახა­ლაღ­მო­ჩე­ნი­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო, სა­ნამ დამ­დგა­რა ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი. საკ­მა­ოდ მძი­მეა ამ ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ისე­დაც. სა­ერ­თოდ გა­უკ­ვე­ვე­ლია, რას აკე­თებს პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი. გა­უ­გე­ბა­რია რო­გორ იძი­ებს სა­ერ­თოდ საქ­მე­ებს, ისი­ნი არა­ვის­თან არ ურ­თი­ერ­თო­ბენ და მი­წე­რილ კი­თხვებ­ზე პა­სუხს არა­სო­დეს გიბ­რუ­ნე­ბენ", - გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რი ნო­ზა­ძემ.

უც­ნა­უ­რია, რა­ტომ არ მი­მარ­თავს პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, მა­შინ რო­დე­საც მის მი­ერ­ვე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში გა­მოვ­ლინ­და ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ბაჩო შა­რა­შე­ნი­ძის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბას უს­ვამს ხაზს.

შა­რა­შე­ნი­ძის საქ­მე არ არის ერ­თა­დერ­თი, რო­მე­ლიც პრო­კუ­რა­ტუ­რის ამ დე­პარ­ტა­მენ­ტმა ხე­ლახ­ლა გა­მო­ი­ძია და გა­მო­ძი­ე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ეტაპ­ზე აუხ­სნე­ლად გა­ა­ჭი­ა­ნუ­რა საქ­მის მსვლე­ლო­ბის პრო­ცე­სი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"რვა წელია უდანაშაულოდ ვიხდი უვადო სასჯელს" - რატომ არ ათავისუფლებენ პატიმარს, რომელიც ახალმა გამოძიებამ უდანაშაულოდ სცნო

"რვა წელია უდანაშაულოდ ვიხდი უვადო სასჯელს" - რატომ არ ათავისუფლებენ პატიმარს, რომელიც ახალმა გამოძიებამ უდანაშაულოდ სცნო

"შიმშლობის გარდა სხვა გზა არ დამიტოვეს. ამდენი წელი ველოდები ჩემი სიმართლის დამტკიცებას. რვა წელია უდანაშულოდ ვიხდი უვადო სასჯელს. პროკურატურის ახალმა დეპარტამენტმაც გამოიძია ხელახლა ჩემი საქმე და დაასკვნა, რომ თავის დროზე გაყალბებული იყო. არასწორად გამოიძიეს და უსამართლო განაჩენი გამოიტანეს. აბა რა განაჩენი უნდა გამოეტანათ იმ მოსამართლეებს?

ჩემი საქმის მოსამართლეები იყვნენ თამარ ალანია და პაატა სილაგაძე. ახლა რომ ერთი ამბავი არის ატეხილი, ისინი - უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატები არიან. ამდენი ხანია მპირდებიან სამართლიანობის აღდგენას, მაგრამ საქმეს არავინ აკეთებს, ხელოვნურად აჭიანურებენ პროცესს. როგორც ჩანს, ვიღაცეებს არ აწყობთ ჩემი ციხიდან გამოსვლა", - აცხადებს AMBEBI.GE-სთან საუბარში თეიმურაზ შარაშენიძე.

მსჯავრდებულმა მშრალი შიმშილობა რამდენიმე დღის წინ შეწყვიტა. მისი საქმით არასამთავრობო ორგანიზაციები დაინტერესდნენ, ისინი საქმის დეტალებს სწავლობენ და უახლოეს მომავალში ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ. უვადო პატიმრის, თეიმურაზ (ბაჩო) შარაშენიძის საქმეს საზოგადოების დიდი ნაწილი კარგად იცნობს. მის შესახებ არაერთი სტატია თუ სიუჟეტი მომზადებულა, მათ შორის ჟურნალისტური გამოძიებებიც.

ბაჩო შარაშენიძეს უვადო პატიმრობა ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობის საქმეზე 2009 წელს შეეფარდა. განაჩენის დადგომის დღიდან შარაშენიძე თავს უდანააშულოდ მიიჩნევს. მსჯარდებულის სისხლის სამართლის საქმის მასალები ამ მოსაზრებას ამყარებს. ის, რომ თავის დროზე შარაშენიძის საქმის გამოძიება პროკურატურამ გაყალბებებით აწარმოა, ეს პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშულის გამოძიების დეპარტამენტმაც დაადგინა.

შარაშენიძის განაჩენი 2010 წელს სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა ძალაში დატოვეს. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვა მხოლოდ იმ შემთხევაშია შესაძლებელი, თუ საქმეში ახალი გარემოება აღმოჩნდება. შარშენიძის საქმეში სასამართლოს საბოლოო ინსტანციის გადაწყვეტილების შემდეგ უფლებადამცველებმა რამდენიმე ახალი გარემოება აღმოაჩინეს, რის გამოც საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით 2013 წელს მიმართეს მთავარ პროკურატურას. პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშულის გამოძიების დეპარტამენტმა საქმის ხელახალი გამოძიების შედეგად დაადასტურა, რომ ბაჩო შარაშენიძეს ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობასთან არანაირი შეხება არ აქვს.

პროკურატურის მიერ დაწყებული ახალი გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა, რომ 2009 წელს მიმდინარე გამოძიების პროცესში ბრალდების მხარე ახორციელებდა ზეწოლას მოწმეებზე და ის ჩვენებები, რომლებიც მაშინ მოწმეებმა თეიმურაზ შარაშენიძის წინაააღმდეგ მისცეს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის შედეგად არის მიღებული. თავად მოწმეებიც აღიარებენ ზეწოლის ფაქტს და აცხადებენ, რომ ჩვენება გაუსაძლისი ძლადობისა და მუქარის გამო მისცეს. გარდა ამისა, ახალი გამოძიების ფარგლებში, ზურაბ ზუბადალშვილის მეუღლემ, თამარ ჩიჩუამ, რომელიც მკვლელობის უშუალო თვითმხილველია, განაცხადა, რომ მკვლელი მასზე ფიზიკურად ბევრად დაბალი აღნაგობის პირი იყო. მაშინ როდესაც, თეიმურაზ შარაშენიძე და თამარ ჩიჩუა ერთნაირი სიმაღლის არიან. ეს ჩვენება გამორიცხავს იმას, რომ მკვლელი შეიძლებოდა თეიმურაზ შარაშენიძე ყოფილიყო.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც ახალი გამოძიებით გამოიკვეთა, ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგია. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოკლულის სხეულში აღმოჩენილი ტყვიები შეუძლებელია გასროლილი ყოფილიყო მაკაროვის სისტემის პისტოლეტიდან, მაკაროვის ტიპის იარაღი ამ სისხლის სამართლის საქმის მთავარი მტკიცებულებაა. ეს დასკვნა იმას მოწმობს, რომ გამოძება თავის დროზე ფალსიფიცირებული მტკიცებულებებით წარიმართა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ამ საქმეში არ არსებობს არცერთი არათუ პირდაპირი, ირიბი მტკიცებულებაც კი, რომელიც დაადასტურებდა თეიმურაზ შარაშენიძის შემხებლობას ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობასთან.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ბაჩო შარაშენიძე გლდანის მერვე დაწესებულებაში მოინახულა, ყვება მისი ჯანმთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ, რაც ორთვიანმა შიმშილობამ გამოიწვია. უფლებადამცველის განმარტებით, პროკურატურა ხელოვნურად აჭიანურებს ბაჩო შარაშენიძის გათავისუფლების პროცესს.

"პროკურატურა უნდა ეცადოს გამოასწოროს მის მიერ ჩადენილი დანაშაული, რომელიც ბაჩო შარაშენიძის საქმის გაყალბებით ჩაიდინა თავის დროზე. მისი მთავარი მისია არის დაადგინოს, ჩაიდინა თუ არა კონკრეტულმა პირმა ესა თუ ის დანაშაული და ეს პროცესი არ უნდა იყოს გაჭიანურებული დროში. იგი ვალდებულია მიმართოს სასამართლოს ახალაღმოჩენილი გარემოებების გამო, სანამ დამდგარა ფატალური შედეგი. საკმაოდ მძიმეა ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისედაც. საერთოდ გაუკვეველია, რას აკეთებს პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი. გაუგებარია როგორ იძიებს საერთოდ საქმეებს, ისინი არავისთან არ ურთიერთობენ და მიწერილ კითხვებზე პასუხს არასოდეს გიბრუნებენ", - განაცხადა დიმიტრი ნოზაძემ.

უცნაურია, რატომ არ მიმართავს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით, მაშინ როდესაც მის მიერვე ჩატარებული ხელახალი გამოძიების პროცესში გამოვლინდა ახალი გარემოებები, მტკიცებულებები, რომლებიც ბაჩო შარაშენიძის უდანაშაულობას უსვამს ხაზს.

შარაშენიძის საქმე არ არის ერთადერთი, რომელიც პროკურატურის ამ დეპარტამენტმა ხელახლა გამოიძია და გამოძიების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე აუხსნელად გააჭიანურა საქმის მსვლელობის პროცესი.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს