მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეიძლება სრულიად სხვა გრიპი შემოვიდეს, რომლის მიმართ მოსახლეობას იმუნიტეტი არ ექნება" - ინფექციონისტის რჩევები გავრცელებულ ვირუსებზე
"შეიძლება სრულიად სხვა გრიპი შემოვიდეს, რომლის მიმართ მოსახლეობას იმუნიტეტი არ ექნება" - ინფექციონისტის რჩევები გავრცელებულ ვირუსებზე

როცა ქა­ლაქ­ში ინ­ფექ­ცი­ურ ეპი­დე­მი­ა­ზე სა­უბ­რო­ბენ, ინ­ფექ­ცი­ურ სა­ვად­მყო­ფო­ში სტუმ­რო­ბა გარ­კვე­ულ ღელ­ვას უკავ­შირ­დე­ბა. და­ძა­ბუ­ლო­ბის ხა­რის­ხი მა­შინ უფრო მა­ტუ­ლობს, როცა სა­ა­ვად­მყო­ფოს ყვე­ლა ფან­ჯა­რა­სა და კარ­ზე გაკ­რულ აბ­რას აწყდე­ბი წარ­წე­რით: "კა­რან­ტი­ნი წი­თე­ლაა". პა­ლა­ტე­ბი­დან ბავ­შვე­ბის ტი­რი­ლის ხმა დე­რე­ფან­ში აღ­წევს გა­დას­ხმის აპა­რა­ტე­ბით მო­სი­ა­რუ­ლე ექი­მე­ბი და გავ­სე­ბუ­ლი პა­ლა­ტე­ბი მიგ­ვა­ნიშ­ნებს, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს.

არის თუ არა წი­თე­ლას ეპი­დე­მია ქვე­ყა­ნა­ში და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შიში ეპი­დე­მი­ა­ზე გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლია თუ არა? ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცი­ა­სა და აც­რის სან­დო­ო­ბა­ზე თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ინ­ფექ­ცი­ურ სნე­უ­ლე­ბა­თა კა­თედ­რის პრო­ფე­სო­რი თა­მარ გე­გე­ში­ძე "რე­ი­ტინგს" ესა­უბ­რა:

- ქალ­ბა­ტო­ნო თა­მარ, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არა­პირ­ბა­დი­ა­ნი მედ­პერ­სო­ნა­ლი­სა და პირ­ბა­დი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სიმ­რავ­ლემ მი­იქ­ცია ჩემი ყუ­რა­დღე­ბა...

- მედ­პერ­სო­ნა­ლი და­ცუ­ლად ვგრძნობთ თავს ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. წი­თე­ლა ისე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ჯგუფს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რომ­ლის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში მყა­რი იმუ­ნი­ტე­ტი ვი­თარ­დე­ბა. მისი გან­მე­ო­რე­ბის ალ­ბა­თო­ბა ძა­ლი­ან მცი­რეა. ამას­თან, წი­თე­ლა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე კარ­გად მარ­თვა­დი ინ­ფექ­ცი­აა. ად­ვი­ლად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა მკურ­ნა­ლო­ბას.

- ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კა­რან­ტი­ნია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ქვე­ყა­ნა­ში წი­თე­ლას ეპი­დე­მი­აა?

- ქვე­ყა­ნა­ში რომ პა­ნი­კაა, ისევ ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ბრა­ლია. ექი­მე­ბი უკვე რამ­დე­ნი წე­ლია მო­ქა­ლა­ქე­ებს პრე­ვენ­ცი­ულ აც­რებ­ზე მო­უ­წო­დე­ბენ. აუ­ცი­ლე­ბე­ლია პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი აც­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ბავ­შვებ­სა და უფ­რო­სი ასა­კის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში. 2-3- წლის წინ იყო ასე­თი­ვე აფეთ­ქე­ბა და მა­ში­ნაც მო­ვუ­წო­დეთ მო­სახ­ლე­ო­ბას. მა­შინ რომ ჩვენ­თვის და­ე­ჯე­რე­ბი­ნათ, ამ სუ­რათს არ მი­ვი­ღებ­დით. წი­თე­ლა გეგ­მი­ურ აც­რებ­ში შე­დის. ამ მხრივ ბავ­შვე­ბი გა­ცი­ლე­ბით და­ცულ­ნი არი­ან. შემ­დეგ, ყო­ველ 7 წე­ლი­წად­ში ერთხელ სა­სურ­ვე­ლია გან­მე­ო­რე­ბი­თი აც­რის ჩა­ტა­რე­ბა. ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი შე­ზღუ­დუ­ლი არ არის. უფ­რო­სი ასა­კის ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც გა­და­ტა­ნი­ლი აქვს წი­თე­ლა, მას აღარ შეხ­ვდე­ბა. ამი­ტომ, პა­ცი­ენ­ტე­ბის ძი­რი­თა­დი კონ­ტი­გენ­ტი 20-დან 40 წლამ­დე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბია. კარ­გია თუ ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის თემა მო­წეს­რიგ­დე­ბა.

- ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მი­მართ იგ­რძნო­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის უნ­დობ­ლო­ბა...

- მეს­მის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ეჭ­ვე­ბის... გახ­სნი­ლია ინ­ფორ­მა­ცია, ადა­მი­ა­ნე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რას ეც­ნო­ბი­ან... მა­გა­ლი­თად, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გრი­პის ვაქ­ცი­ნა­ზე იყო უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია. სა­უბ­რობ­დნენ კვლე­ვებ­ზე, რომ ვაქ­ცი­ნა აუ­ტიზმს იწ­ვევ­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შე­იქ­მნა ნე­გა­ტი­უ­რი ფონი. ან Bჰე­პა­ტი­ტი რომ აც­რის შემ­დეგ და­ე­მარ­თა მო­ქა­ლა­ქეს... ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბია. მე­დი­ცი­ნა­ში ორ­ჯერ ორი ოთხი ყო­ველ­თვის არაა. ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს უკუ­რე­აქ­ცი­ის ალ­ბა­თო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა­ზე ბა­ნა­ლუ­რი და­ა­ვა­დე­ბის დრო­საც ყო­ველ­თვის ვი­ტო­ვებ იმ უმ­ცი­რეს პრო­ცენტს, რომ შე­იძ­ლე­ბა პა­ცი­ენ­ტი ვერ გა­ნი­კურ­ნოს. პა­ცი­ენტს არას­დროს ვა­ი­მე­დებ სრულ გან­კურ­ნე­ბა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად ყუ­რა­დღე­ბა­საც არას­დროს ვა­დუ­ნებ. ასეა მე­დი­ცი­ნა­ში... წი­თე­ლას ეპი­დე­მია მთელს მსოფ­ლი­ო­შია. ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის ქვეყ­ნე­ბი იგი­ვე ეპი­დე­მი­ის წი­ნა­შე დგა­ნან. ეს იმი­ტომ, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მი­მართ ყუ­რა­დღე­ბა მო­დუნ­და. ამას­თან მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ვაქ­ცი­ნის მი­მართ უნ­დობ­ლო­ბა გაჩ­ნდა. პე­დი­ატ­რე­ბიც გა­მოჩ­ნდნენ, რომ­ლე­ბიც აც­რას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან. ადა­მი­ა­ნე­ბო! გო­ნი­ე­რე­ბას მო­ვუხ­მოთ და არ გა­ვექ­ცეთ აც­რებს. ყვა­ვი­ლის ეპი­დე­მია, პო­ლი­მო­მე­ლი­თის და დიფ­ტე­რი­ის ეპი­დე­მი­ე­ბი აც­რამ შა­ჩე­რა. ამ­დე­ნად კა­ტე­გო­რი­უ­ლი გრი­პის შემ­თხვე­ვა­ში ვერ ვიქ­ნე­ბი, რად­გან მო­მა­ვალ წელს შე­იძ­ლე­ბა სრუ­ლი­ად სხვა გრი­პი შე­მო­ვი­დეს, რომ­ლის მი­მართ მო­სახ­ლე­ო­ბას იმუ­ნი­ტე­ტი არ ექ­ნე­ბა...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"შეიძლება სრულიად სხვა გრიპი შემოვიდეს, რომლის მიმართ მოსახლეობას იმუნიტეტი არ ექნება" - ინფექციონისტის რჩევები გავრცელებულ ვირუსებზე

"შეიძლება სრულიად სხვა გრიპი შემოვიდეს, რომლის მიმართ მოსახლეობას იმუნიტეტი არ ექნება" - ინფექციონისტის რჩევები გავრცელებულ ვირუსებზე

როცა ქალაქში ინფექციურ ეპიდემიაზე საუბრობენ, ინფექციურ სავადმყოფოში სტუმრობა გარკვეულ ღელვას უკავშირდება. დაძაბულობის ხარისხი მაშინ უფრო მატულობს, როცა საავადმყოფოს ყველა ფანჯარასა და კარზე გაკრულ აბრას აწყდები წარწერით: "კარანტინი წითელაა". პალატებიდან ბავშვების ტირილის ხმა დერეფანში აღწევს გადასხმის აპარატებით მოსიარულე ექიმები და გავსებული პალატები მიგვანიშნებს, რომ საავადმყოფო საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

არის თუ არა წითელას ეპიდემია ქვეყანაში და საზოგადოების შიში ეპიდემიაზე გადაჭარბებულია თუ არა? ინფექციური დავადების პრევენციასა და აცრის სანდოობაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ სნეულებათა კათედრის პროფესორი თამარ გეგეშიძე "რეიტინგს" ესაუბრა:

- ქალბატონო თამარ, საავადმყოფოში არაპირბადიანი მედპერსონალისა და პირბადიანი მოქალაქეების სიმრავლემ მიიქცია ჩემი ყურადღება...

- მედპერსონალი დაცულად ვგრძნობთ თავს ინფექციური დაავადებების თავისებურებებიდან გამომდინარე. წითელა ისეთი დაავადებების ჯგუფს მიეკუთვნება, რომლის გადატანის შემდეგ ადამიანის ორგანიზმში მყარი იმუნიტეტი ვითარდება. მისი განმეორების ალბათობა ძალიან მცირეა. ამასთან, წითელა ერთ-ერთი ყველაზე კარგად მართვადი ინფექციაა. ადვილად ექვემდებარება მკურნალობას.

- ინფექციურ საავადმყოფოში კარანტინია გამოცხადებული. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში წითელას ეპიდემიაა?

- ქვეყანაში რომ პანიკაა, ისევ ჩვენი მოსახლეობის ბრალია. ექიმები უკვე რამდენი წელია მოქალაქეებს პრევენციულ აცრებზე მოუწოდებენ. აუცილებელია პროფილაქტიკური აცრების ჩატარება ბავშვებსა და უფროსი ასაკის მოქალაქეებში. 2-3- წლის წინ იყო ასეთივე აფეთქება და მაშინაც მოვუწოდეთ მოსახლეობას. მაშინ რომ ჩვენთვის დაეჯერებინათ, ამ სურათს არ მივიღებდით. წითელა გეგმიურ აცრებში შედის. ამ მხრივ ბავშვები გაცილებით დაცულნი არიან. შემდეგ, ყოველ 7 წელიწადში ერთხელ სასურველია განმეორებითი აცრის ჩატარება. ასაკობრივი ზღვარი შეზღუდული არ არის. უფროსი ასაკის ადამიანებს, ვისაც გადატანილი აქვს წითელა, მას აღარ შეხვდება. ამიტომ, პაციენტების ძირითადი კონტიგენტი 20-დან 40 წლამდე მოქალაქეებია. კარგია თუ ქვეყანაში ვაქცინაციის თემა მოწესრიგდება.

- ვაქცინაციის მიმართ იგრძნობა მოსახლეობის უნდობლობა...

- მესმის საზოგადოების ეჭვების... გახსნილია ინფორმაცია, ადამიანები ლიტერატურას ეცნობიან... მაგალითად, საზოგადოებაში გრიპის ვაქცინაზე იყო უარყოფითი რეაქცია. საუბრობდნენ კვლევებზე, რომ ვაქცინა აუტიზმს იწვევდა და საზოგადოებაში შეიქმნა ნეგატიური ფონი. ან Bჰეპატიტი რომ აცრის შემდეგ დაემართა მოქალაქეს... ეს ყველაფერი გასაგებია. მედიცინაში ორჯერ ორი ოთხი ყოველთვის არაა. ყოველთვის არსებობს უკურეაქციის ალბათობა. სამწუხაროდ, ყველაზე ბანალური დაავადების დროსაც ყოველთვის ვიტოვებ იმ უმცირეს პროცენტს, რომ შეიძლება პაციენტი ვერ განიკურნოს. პაციენტს არასდროს ვაიმედებ სრულ განკურნებაზე. შესაბამისად ყურადღებასაც არასდროს ვადუნებ. ასეა მედიცინაში... წითელას ეპიდემია მთელს მსოფლიოშია. ევროპისა და ამერიკის ქვეყნები იგივე ეპიდემიის წინაშე დგანან. ეს იმიტომ, რომ ვაქცინაციის მიმართ ყურადღება მოდუნდა. ამასთან მოსახლეობაში ვაქცინის მიმართ უნდობლობა გაჩნდა. პედიატრებიც გამოჩნდნენ, რომლებიც აცრას ეწინააღმდეგებიან. ადამიანებო! გონიერებას მოვუხმოთ და არ გავექცეთ აცრებს. ყვავილის ეპიდემია, პოლიმომელითის და დიფტერიის ეპიდემიები აცრამ შაჩერა. ამდენად კატეგორიული გრიპის შემთხვევაში ვერ ვიქნები, რადგან მომავალ წელს შეიძლება სრულიად სხვა გრიპი შემოვიდეს, რომლის მიმართ მოსახლეობას იმუნიტეტი არ ექნება...წაიკითხეთ სრულად

თბილისის 200-მდე ქუჩას 24 საათის განმავლობაში წყალმომარაგება არ ექნება

"დიდი საქმე გააკეთა ნოდარმა... ჩვენი გზები გაიყარა" - გვარამიას და მელაძის პირველი კომენტარები "მთავარსა" და "ტვ პირველში" მომხდარ ცვლილებებზე

5 მაისიდან სამშენებლო და ავტოსარემონტო კომპანიები მუშაობას განაახლებენ