ავტორი:

"ყველა წესის დაცვით შევამოწმეთ ტერიტორიაო" - ვინ არიან "ყაზტრანსგაზის" დაკავებული თანამშრომლები და რას ამბობს ერთ-ერთის და

"ყველა წესის დაცვით შევამოწმეთ ტერიტორიაო" - ვინ არიან "ყაზტრანსგაზის" დაკავებული თანამშრომლები და რას ამბობს ერთ-ერთის და

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი დააკავეს. დაკავებულები არიან 27 წლის თორნიკე ტატიშვილი და 61 წლის ვაზილ მამადიანი.

ერთ-ერთი დაკავებულის თორნიკე ტატიშვილის და, თეონა ტატიშვილი აცხადებს, რომ მისმა ძმამ ყველა წესის დაცვით შეამოწმა ტერიტორია, თუმცა, გაზის გაჟონვა არ დაფიქსირდა. ამის შესახებ თეონა ტატიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"ამბობს, რომ ყველა წესის დაცვით შეამოწმეს ტერიტორია აპარატით, ყნოსვითაც, პირველი სართულიდან მეცხრე სართულის ჩათვლით, ფეხით ავიდნენ, რადგან იმ მომენტში ლიფტი არ მუშაობდა.

სათითაოდ შეამოწმეს ყველა სართული, არ დაფიქსირდა სუნი, არც აპარატმა დააფიქსირა გაჟონვა, ამიტომ წავიდნენ სხვა გამოძახებაზე, სადაც ამ აპარატმა დააფიქსირა, რომ იყო გაჟონვა და მოხდა კიდეც რეაგირება.

მან შეასრულა თავისი მოვალეობა ყველა წესის დაცვით. იმ მომენტში, როცა ისინი მივიდნენ იქ, რამდენიმე ბიჭიც იყო და აღნიშნეს კიდეც, რომ ახლა სუნი ნამდვილად აღარ არისო", - აცხადებს ტატიშვილი.

ის არასწორს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს, ლიფტის არმუშაობის გამო, მათ ყველა სართულზე ასვლა დაეზარათ.

"ეს ნამდვილად სწორი არ არის. ყველაფერი შეამოწმეს, ფეხით ავედითო მეც და ჩემი მეწყვილეც მეცხრე სართულამდეო, ამბობს ის", - განაცხადა ტატიშვილმა.

VIDEO: შსს დიდ დიღომში ბუნებრივი აირის აფეთქების საქმეზე დაკავებული პირების ვიდეოს ავრცელებს

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული "ყაზტრანსგაზ-თბილისის" თანამშრომლები დიდი დიღმის მეოთხე განყოფილებიდან დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. დაკავებულებს ბრალს 48 საათის განმავლობაში წაუყენებენ.

დიდ დიღომში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე "ყაზტრანსგაზ - თბილისის" ორი თანამშრომელი დააკავეს. 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს