პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაც სხვა პროექტებში ვერ გავაკეთე, "საქართველოს ვარსკვლავში" უნდა გავაკეთო" - რა შეიცვალა ნინი ცნობილაძის ცხოვრებაში 2013 წლის შემდეგ
"რაც სხვა პროექტებში ვერ გავაკეთე, "საქართველოს ვარსკვლავში" უნდა გავაკეთო" - რა შეიცვალა ნინი ცნობილაძის ცხოვრებაში 2013 წლის შემდეგ

"სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" კი­დევ ერთი კონ­კურ­სან­ტი უნდა გა­გაც­ნოთ. ეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტემ­ბრი­სა და ხმის მომ­ღე­რა­ლი ნინი ცნო­ბი­ლა­ძეა. პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმის გამო მი­ი­ღო, რომ "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურ­სან­ტო­ბა უნდა. "ჯერ კი­დევ 2015 წელს მქონ­და იქ გა­მოს­ვლის შან­სი, "ევ­რო­ვი­ზი­ის" მო­თხო­ვა­ნა მათ ბლოგ­ზე და­ი­დო, რომ 5 ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი ჰყავ­დათ არ­ჩე­უ­ლი, ვი­საც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლი უნ­დო­დათ, რომ კონ­კურ­სზე წა­რედ­გი­ნათ. ერთ-ერთი მე ვი­ყა­ვი. მერე უკ­რა­ი­ნის სა­ხე­ლით შე­მომ­თა­ვა­ზეს "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" გას­ვლა, რაც დიდი პა­ტი­ვი იყო, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნის სა­ხე­ლით გას­ვლა არ მინ­დო­და. თან, დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც იყო, - ასე ჩავ­თვა­ლე, რად­გა­ნაც იქ სა­ქარ­თვე­ლო წარ­მო­მე­ცი­ნა ჯობ­და. ამი­ტომ, ახლა აქ ვცდი და მერე ვნა­ხოთ. "ევ­რო­ვი­ზია" მას­შტა­ბუ­რი კონ­კურ­სია, სა­დაც უზარ­მა­ზა­რი რა­ო­დე­ნო­ბის მა­ყუ­რე­ბე­ლი გი­ყუ­რებს. ამ ყვე­ლა­ფერს სულ რომ პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­ჩუ­ლი ჰქონ­დეს, მა­ინც სა­ინ­ტე­რე­სოა მომ­ღერ­ლის­თვის, დიდი გა­მოც­დი­ლე­ბაა, მით უმე­ტეს, შენი ქვეყ­ნის სა­ხე­ლი რომ გა­გაქვს, თან, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა.

- "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" გა­მოც­დი­ლე­ბი გა­მო­უც­დე­ლებ­თან რომ მო­ნა­წი­ლე­ობთ, ეს რო­გო­რია?

- გა­მოც­დი­ლი და გა­მო­უც­დე­ლი - არას­წო­რი მიდ­გო­მაა. ჩვენ­თან დი­დად გა­მოც­დილს ვე­რა­ვის და­არ­ქმევ, რად­გან ასე­თი არა­ვი­ნაა. ყვე­ლა­ნი დამ­წყე­ბე­ბი ვართ იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი სცე­ნა არ არ­სე­ბობს. პა­ტა­რა სცე­ნა­ზე კი შე­სა­ბა­მი­სად ყვე­ლა დგას, ვინც ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ობს, ბარ­ში, კლუბ­ში - ყვე­ლას აქვს ნამ­ღე­რი, მიკრო­ფო­ნი ხელ­ში სჭე­რია და სცე­ნა­ზე მდგა­რა.

- კონ­კურ­სში სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ...

- მერე რა, ისი­ნიც სხვა­დას­ხვა კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ...

- კონ­კურ­სე­ბი ვახ­სე­ნეთ - არა­ერ­თში გაქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი ("ვო­ი­სი," "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი," "ორი ვარ­სკვლა­ვი," "უკ­რა­ი­ნის ვო­ი­სი"), რას ნიშ­ნავს შენ­თვის მათ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

- კონ­კურ­სი ემ­სა­ხუ­რე­ბა იმას, რომ მა­ყუ­რე­ბელ­მა გა­გიც­ნოს, გა­ი­გოს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ - ვინ ხარ, რას აკე­თებ, რას საქ­მი­ა­ნობ, რას გა­ა­კე­თებ მო­მა­ვალ­ში. სა­ხე­ლი და გვა­რი რომ იცი­ან, უკვე და­ა­ინ­ტე­რე­სებთ საქ­მი­ა­ნო­ბაც და ესა ტუ ის პრო­ექ­ტი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას მე­ტად იძ­ლე­ვა, დიდს არა­ფერს. წარ­მა­ტე­ბის­კენ შენ უნდა გა­იკ­ვა­ლო გზა, შენი სიმ­ღე­რე­ბი აკე­თო, ქა­ვე­რებ­ზე რომ არ გა­ჩერ­დე. ამის სა­შუ­ა­ლე­ბას, ხომ ვამ­ბობ, ეს ყვე­ლა­ფე­რი გაძ­ლევს. უკ­რა­ი­ნის კონ­კურ­სმა ამ მხრივ მეტი მომ­ცა, ბევ­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა და სა­შუ­ა­ლე­ბაა, რომ იმოძ­რაო. აქ შე­ნით თუ იბ­რძო­ლებ. სიმ­ღე­რე­ბი უნდა წერო, მერე გა­მო­აქ­ვეყ­ნო, რაც ფი­ნან­სებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

- 2013 წლი­დან, ანუ პირ­ვე­ლი კონ­კურ­სის შემ­დეგ რა შე­იც­ვა­ლა შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა - ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა, რა თქმა უნდა, მუ­სი­კის მი­მარ­თაც. ადრე სხვა­ნა­ი­რად ვუ­ყუ­რებ­დი რა­ღა­ცებს, ახლა სხვა­ნა­ი­რად ვხე­დავ. პი­რად­ში არა­ფე­რი არ შეც­ვლი­ლა.

- რა­ტომ? არ გინ­და, რომ შე­იც­ვა­ლოს?

- არა, ვი­ყა­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, ოღონდ, ის ურ­თი­ერ­თო­ბა დას­რულ­და, ამ­ჯე­რად მარ­ტო ვარ... აუ­ცი­ლებ­ლად ვგეგ­მავ ალ­ბო­მის გა­მოშ­ვე­ბას, სიმ­ღე­რებ­ზე მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ. მაქვს კლუ­ბებ­ში კონ­ცერ­ტე­ბი, ვმუ­შა­ობ ბენდთან. მთა­ვა­რია, რა­საც აკე­თებ, მოგ­წონ­დეს, გიყ­ვარ­დეს, ზო­გა­დად კი მთა­ვა­რია, კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო, შენს პრო­ფე­სი­ას ემ­სა­ხუ­რო.

- თუ მომ­ღერ­ლო­ბა­სა და მუ­სი­კო­სო­ბას აპი­რებ­დი, რა­ტომ აირ­ჩიე პრო­ფე­სი­ად ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა?

- თა­ვი­დან მინ­დო­და, ჩემ­თვის მი­სა­ღე­ბი პრო­ფე­სია იყო, მაგ­რამ რომ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე, მი­ზანს მი­ვაღ­წიე და საქ­მე ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვა­ნე, მივ­ხვდი, რომ სა­ჩე­მო არ იყო. ეს იმის ბრა­ლია, რომ სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სა­შუ­ა­ლე­ბას არ გაძ­ლე­ვენ პრო­ფე­სია და­ფიქ­რე­ბუ­ლად აირ­ჩიო, რომ სწო­რი გა­და­წყვეტ­ლე­ბა მი­ი­ღო, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში მარ­თლა მო­გინ­დე­ბა, აკე­თო. შე­უმ­დგა­რი ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ, ჩემი პრო­ფე­სი­ით არ მი­მუ­შა­ვია, თუმ­ცა მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბაც მაქვს - შვიდ­წლე­დი და­ვამ­თავ­რე.

- რა მო­ლო­დი­ნი გაქვს - "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ზე" გა­ი­მარ­ჯვებ?

- რაც სხვა პრო­ექ­ტებ­ში ვერ გა­ვა­კე­თე, ამ პრო­ექ­ტში უნდა გა­ვა­კე­თო - კი­დევ ერთხელ, სხვა მხრი­დან და­ვა­ნა­ხო ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელს ჩემი თავი... სა­ერ­თოდ კი "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" სა­ქარ­თვე­ლო ღირ­სე­ულ­მა ადა­მი­ან­მა უნდა წა­რად­გი­ნოს, ვი­საც მარ­თლა უყ­ვარს და მარ­თლა შეს­ტკი­ვა გული, გუ­ლით შე­უძ­ლია იმ­ღე­როს და მი­უ­ძღვნას ამ ქვე­ყა­ნას სიმ­ღე­რა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"რაც სხვა პროექტებში ვერ გავაკეთე, "საქართველოს ვარსკვლავში" უნდა გავაკეთო" - რა შეიცვალა ნინი ცნობილაძის ცხოვრებაში 2013 წლის შემდეგ

"რაც სხვა პროექტებში ვერ გავაკეთე, "საქართველოს ვარსკვლავში" უნდა გავაკეთო" - რა შეიცვალა ნინი ცნობილაძის ცხოვრებაში 2013 წლის შემდეგ

"საქართველოს ვარსკვლავის" კიდევ ერთი კონკურსანტი უნდა გაგაცნოთ. ეს განსხვავებული ტემბრისა და ხმის მომღერალი ნინი ცნობილაძეა. პროექტში მონაწილეობის გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ "ევროვიზიის" კონკურსანტობა უნდა. "ჯერ კიდევ 2015 წელს მქონდა იქ გამოსვლის შანსი, "ევროვიზიის" მოთხოვანა მათ ბლოგზე დაიდო, რომ 5 ქართველი მომღერალი ჰყავდათ არჩეული, ვისაც საქართველოს სახელი უნდოდათ, რომ კონკურსზე წარედგინათ. ერთ-ერთი მე ვიყავი. მერე უკრაინის სახელით შემომთავაზეს "ევროვიზიაზე" გასვლა, რაც დიდი პატივი იყო, მაგრამ უკრაინის სახელით გასვლა არ მინდოდა. თან, დიდი პასუხისმგებლობაც იყო, - ასე ჩავთვალე, რადგანაც იქ საქართველო წარმომეცინა ჯობდა. ამიტომ, ახლა აქ ვცდი და მერე ვნახოთ. "ევროვიზია" მასშტაბური კონკურსია, სადაც უზარმაზარი რაოდენობის მაყურებელი გიყურებს. ამ ყველაფერს სულ რომ პოლიტიკური სარჩული ჰქონდეს, მაინც საინტერესოა მომღერლისთვის, დიდი გამოცდილებაა, მით უმეტეს, შენი ქვეყნის სახელი რომ გაგაქვს, თან, პასუხისმგებლობაა.

- "საქართველოს ვარსკვლავში" გამოცდილები გამოუცდელებთან რომ მონაწილეობთ, ეს როგორია?

- გამოცდილი და გამოუცდელი - არასწორი მიდგომაა. ჩვენთან დიდად გამოცდილს ვერავის დაარქმევ, რადგან ასეთი არავინაა. ყველანი დამწყებები ვართ იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში დიდი სცენა არ არსებობს. პატარა სცენაზე კი შესაბამისად ყველა დგას, ვინც ამ კონკურსში მონაწილეობს, ბარში, კლუბში - ყველას აქვს ნამღერი, მიკროფონი ხელში სჭერია და სცენაზე მდგარა.

- კონკურსში სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობენ...

- მერე რა, ისინიც სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობდნენ...

- კონკურსები ვახსენეთ - არაერთში გაქვს მონაწილეობა მიღებული ("ვოისი," "ცეკვავენ ვარსკვლავები," "ორი ვარსკვლავი," "უკრაინის ვოისი"), რას ნიშნავს შენთვის მათში მონაწილეობა?

- კონკურსი ემსახურება იმას, რომ მაყურებელმა გაგიცნოს, გაიგოს საზოგადოებამ - ვინ ხარ, რას აკეთებ, რას საქმიანობ, რას გააკეთებ მომავალში. სახელი და გვარი რომ იციან, უკვე დააინტერესებთ საქმიანობაც და ესა ტუ ის პროექტი ამის საშუალებას მეტად იძლევა, დიდს არაფერს. წარმატებისკენ შენ უნდა გაიკვალო გზა, შენი სიმღერები აკეთო, ქავერებზე რომ არ გაჩერდე. ამის საშუალებას, ხომ ვამბობ, ეს ყველაფერი გაძლევს. უკრაინის კონკურსმა ამ მხრივ მეტი მომცა, ბევრი შემოთავაზება და საშუალებაა, რომ იმოძრაო. აქ შენით თუ იბრძოლებ. სიმღერები უნდა წერო, მერე გამოაქვეყნო, რაც ფინანსებთან არის დაკავშირებული.

- 2013 წლიდან, ანუ პირველი კონკურსის შემდეგ რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში?

- ბევრი რამ შეიცვალა - ადამიანების მიმართ დამოკიდებულება, მსოფლმხედველობა, რა თქმა უნდა, მუსიკის მიმართაც. ადრე სხვანაირად ვუყურებდი რაღაცებს, ახლა სხვანაირად ვხედავ. პირადში არაფერი არ შეცვლილა.

- რატომ? არ გინდა, რომ შეიცვალოს?

- არა, ვიყავი ურთიერთობაში, ოღონდ, ის ურთიერთობა დასრულდა, ამჯერად მარტო ვარ... აუცილებლად ვგეგმავ ალბომის გამოშვებას, სიმღერებზე მეგობრებთან ერთად ვმუშაობ. მაქვს კლუბებში კონცერტები, ვმუშაობ ბენდთან. მთავარია, რასაც აკეთებ, მოგწონდეს, გიყვარდეს, ზოგადად კი მთავარია, კარგი ადამიანი იყო, შენს პროფესიას ემსახურო.

- თუ მომღერლობასა და მუსიკოსობას აპირებდი, რატომ აირჩიე პროფესიად ჟურნალისტობა?

- თავიდან მინდოდა, ჩემთვის მისაღები პროფესია იყო, მაგრამ რომ განვახორციელე, მიზანს მივაღწიე და საქმე ბოლომდე მივიყვანე, მივხვდი, რომ საჩემო არ იყო. ეს იმის ბრალია, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ საშუალებას არ გაძლევენ პროფესია დაფიქრებულად აირჩიო, რომ სწორი გადაწყვეტლება მიიღო, რომელიც მომავალში მართლა მოგინდება, აკეთო. შეუმდგარი ჟურნალისტი ვარ, ჩემი პროფესიით არ მიმუშავია, თუმცა მუსიკალური განათლებაც მაქვს - შვიდწლედი დავამთავრე.

- რა მოლოდინი გაქვს - "საქართველოს ვარსკვლავზე" გაიმარჯვებ?

- რაც სხვა პროექტებში ვერ გავაკეთე, ამ პროექტში უნდა გავაკეთო - კიდევ ერთხელ, სხვა მხრიდან დავანახო ქართველ მაყურებელს ჩემი თავი... საერთოდ კი "ევროვიზიაზე" საქართველო ღირსეულმა ადამიანმა უნდა წარადგინოს, ვისაც მართლა უყვარს და მართლა შესტკივა გული, გულით შეუძლია იმღეროს და მიუძღვნას ამ ქვეყანას სიმღერა.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს