პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პურში თმისა და ძაფების პოვნას შეჩვეული ვიყავით, ახლა კი ეს უხარისხო საკვებიც ძვირდება" - აფხაზეთში კრიზისი მწვავდება
"პურში თმისა და ძაფების პოვნას შეჩვეული ვიყავით, ახლა კი ეს უხარისხო საკვებიც ძვირდება" - აფხაზეთში კრიზისი მწვავდება

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში პური ძვირ­დე­ბა. პუ­რის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია Золотой Колос-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ნონა ჭან­ტუ­რი­ას თქმით, რო­მე­ლიც 30 წელ­ზე მე­ტია ამ სფე­რო­შია, არ­სე­ბობს გარ­და­უ­ვა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რო­მელ­თა გა­მოც პუ­რის ფასი მო­ი­მა­ტებს. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ჭან­ტუ­რი­ამ 90-იანი წლე­ბის ომის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე გახ­სნა პუ­რის სა­ცხო­ბი. ის ამ­ბობს, რომ ახლა აფხა­ზეთ­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა ბოლო წლე­ბის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. მი­სი­ვე თქმით, საბ­ჭო­თა წლებ­ში პუ­რის წარ­მო­ე­ბა დო­ტა­ცი­უ­რი იყო და მის ფასს სა­ხელ­მწი­ფო არე­გუ­ლი­რებ­და, თუმ­ცა, ახლა ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა. ახლა აფხა­ზეთ­ში 6 "სა­ხელ­მწი­ფო" სა­ცხო­ბი არ­სე­ბობს და თით­ქმის მთელ რე­გი­ონს პუ­რით ისი­ნი ამა­რა­გე­ბენ. გარ­და ამი­სა, არ­სე­ბობს არა­ერ­თი კერ­ძო სა­ცხო­ბი, რო­მე­ლიც პუ­რის გაძ­ვი­რე­ბის პა­თოსს იზი­ა­რებს.

პუ­რის სა­ცხო­ბის მე­პატ­რო­ნე­ე­ბის თქმით, მისი გაძ­ვი­რე­ბა ფქვილ­ზე, ზეთ­სა და სა­ფუ­არ­ზე ფა­სე­ბის მო­მა­ტე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, რომ­ლის კონ­ტრო­ლი და მით უფრო, ფა­სის და­წე­ვა, ჭან­ტუ­რი­ას თქმით, უკვე შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ჭან­ტუ­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, "მშრა­ლი სა­ფუ­ა­რი მათ თურ­ქე­თი­დან შე­მო­აქვთ, იქ კი დო­ლა­რი რუბლთან მი­მარ­თე­ბა­ში და­ვარ­და და ეს ყვე­ლაფ­რის ფას­ზე აი­სა­ხა. ამას ემა­ტე­ბა მუ­შა­ხე­ლის მომ­სა­ხუ­რე­ბა, ტრან­სპორ­ტი­რე­ბა და სხვა ხარ­ჯე­ბი... საქ­მე ის არის, რომ განსკუთ­რე­ბით მო­წყვლა­დი ფენა სო­ცი­ა­ლუ­რი შე­ღა­ვა­თე­ბით უნდა სარ­გებ­ლობ­დეს პუ­რის ფას­ზე, რო­მელ­საც სა­ხელ­მწი­ფო უნდა არე­გუ­ლი­რებ­დეს.

პრობ­ლე­მა საკ­მა­ოდ რთუ­ლია, გა­სა­ახ­ლე­ბე­ლია ქარ­ხნე­ბი­სა და სა­ცხო­ბე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, ავ­ტო­პარ­კი, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია და პრაქ­ტი­კუ­ლად ვერ ვმუ­შა­ობთ. არის შემ­თხვე­ვე­ბი, გა­უ­მარ­თა­ვი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის გამო, დი­ლას და­სა­რი­გე­ბე­ლი პური ღამე მი­აქვთ მა­ღა­ზი­ებ­ში... იმის­თვის, რომ სტა­ბი­ლუ­რი მი­წო­დე­ბა მოხ­დეს, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა უნდა გა­ი­მარ­თოს", - ამ­ბობს ჭან­ტუ­რია abkhaz-auto.ru-სთან სა­უ­ბარ­ში და დას­ძენს, რომ "სა­ხელ­მწი­ფოს" სურს პურ­ზე ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ფასი იყოს, თუმ­ცა, რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი ფქვი­ლის ფა­სე­ბის გამო, ეს თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია.

მი­სი­ვე თქმით, თუ სა­ხელ­მწი­ფო მათ პუ­რის გაძ­ვი­რე­ბის უფ­ლე­ბას არ მის­ცემს და არც ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­ნახ­ლე­ბა­ში შე­ეშ­ვე­ლე­ბა ფი­ნან­სუ­რად, მე­წარ­მე­ე­ბი და და სა­ცხო­ბის მფლო­ბე­ლე­ბი იძუ­ლე­ბულ­ნი გახ­დე­ბი­ან მუ­შა­ო­ბა შე­ა­ჩე­რონ, ეს კი რე­გი­ონ­ში კრი­ზისს გა­ამ­წვა­ვებს.

აფხა­ზეთ­ში პუ­რის ფქვი­ლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი შე­მომ­ტა­ნი რუსი ბიზ­ნეს­მე­ნი ალექ­სეი ლიტ­ვი­ნო­ვია, რო­მე­ლიც რე­გი­ო­ნის 50%-ზე მეტს ამა­რა­გებს. მისი თქმით, ფქვი­ლის გაძ­ვი­რე­ბა, იმან გა­მო­იწ­ვია, რომ გა­სულ წელს რუ­სეთ­ში ხორ­ბლის შე­მო­სა­ვა­ლი 40 მი­ლი­ო­ნი ტო­ნით ნაკ­ლე­ბი იყო, ვიდ­რე წინა წლებ­ში.

"ეს არ ნიშ­ნავს, რომ შიმ­ში­ლო­ბა და­ი­წყე­ბა და ვი­თა­რე­ბა კრი­ტი­კუ­ლია. ევ­რო­პა­სა და სამ­ხრეთ ამე­რი­კა­ში გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი ხორ­ბლის მო­სა­ვა­ლი იყო და, შე­სა­ბა­მი­სად, მისი ექ­სპორ­ტი გა­ი­ზარ­და. ახლა რაც უნდა ვით­მი­ნოთ და ვი­თა­რე­ბას წა­ვუყ­რუ­ოთ, თე­ბერ­ვლის ბო­ლო­დან პუ­რის გაძ­ვი­რე­ბის პრო­ცე­სი მა­ინც და­ი­წყე­ბა", - ამ­ბობს ლიტ­ვი­ნო­ვი abkhaz-auto.ru-სთან სა­უ­ბარ­ში.

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა მო­სა­ლოდ­ნელ სი­ახ­ლეს მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კებს და ამ­ბობს, რომ უკი­დუ­რე­სად უხა­რის­ხო, სი­ცო­ცხლის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნა გაზ­რდილ ფას­ში მო­უ­წევთ, რაც კა­ტას­ტრო­ფაა, რად­გან პურს ისე­დაც "ნი­სი­ად" ყი­დუ­ლობ­დნენ.

"პურ­ში თმის, ძა­ფე­ბი­სა და სხვა წვრილ­მა­ნი ნივ­თე­ბის პოვ­ნას შეჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვით. ნამ­დვი­ლი პუ­რის გემო არც მახ­სოვს, ეს ალ­ბათ ომამ­დე იყო. ახლა კი, თურ­მე ეს სა­შინ­ლად უხა­რის­ხო საკ­ვე­ბიც ძვირ­დე­ბა", - წერს სო­ხუ­მე­ლი გა­ლი­ნა.

"ყვე­ლა­ზე კარ­გი მა­ჭა­რის რუხი პუ­რია, ერთი კვი­რაც რომ იდოს, არ ფუჭ­დე­ბა. სხვე­ბი, დაჭ­რი თუ არა, ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში ქვი­შა­სა­ვით იშ­ლე­ბა. ზოგი სინ­დი­სი­ა­ნია და კარ­გად აცხობს, ზოგ­მა კი ოღონდ ფული გა­ა­კე­თოს", - წერს აფხა­ზი ზუ­რი­კი ekhokavkaza.com-სთან სა­უ­ბარ­ში.

"ადრე კონ­ტროლ­დე­ბო­და, რას რო­გორ აკე­თებ­დნენ, ხა­რის­ხი, სა­ცხო­ბე­ბი, ახლა კი, რო­გორც უნ­დათ ისე აკე­თე­ბენ, გამ­კი­თხა­ვი არა­ვი­ნაა. 25 რუბ­ლამ­დე უნდა ავ­წი­ოთ ფა­სიო. ხალ­ხი ლა­მის მხო­ლოდ პურ­ზე გა­და­დი­ო­და და ვის აქვს მისი შე­ძე­ნის თავი?! მო­ხუ­ცებს ძა­ლი­ან მძი­მე პე­რი­ო­დი გვაქვს", - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი ჯო­ფი­კი, რომ­ლის თქმი­თაც, მათ ახ­სოვთ საბ­ჭო­თა დრო­ინ­დე­ლი პუ­რის გემო და ახ­ლან­დე­ლით უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი არი­ან.

"აფხა­ზე­ბო, თქვე­ნი მო­სა­წო­ნი არის რამე? მე რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ვარ და ვიცი, რომ ფა­სე­ბი ყველ­გან იზ­რდე­ბა. შე­ხე­დეთ ად­ლერ­სა და სოჭ­ში რა ხდე­ბა, მაგ­რამ თქვენ გგო­ნი­ათ, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით უნდა სარ­გებ­ლობ­დეთ, უფა­სოდ უნდა იკ­ვე­ბე­ბო­დეთ და კარ­გად უნდა ცხოვ­რობ­დეთ, ოღონდ რა­ტომ, ამა­ზე პა­სუ­ხი არ გაქვთ", - წერს სე­ნია ბოც­მა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ავტორი:

"პურში თმისა და ძაფების პოვნას შეჩვეული ვიყავით, ახლა კი ეს უხარისხო საკვებიც ძვირდება" - აფხაზეთში კრიზისი მწვავდება

"პურში თმისა და ძაფების პოვნას შეჩვეული ვიყავით, ახლა კი ეს უხარისხო საკვებიც ძვირდება" - აფხაზეთში კრიზისი მწვავდება

ოკუპირებულ აფხაზეთში პური ძვირდება. პურის მწარმოებელი კომპანია Золотой Колос-ის გენერალური დირექტორის, ნონა ჭანტურიას თქმით, რომელიც 30 წელზე მეტია ამ სფეროშია, არსებობს გარდაუვალი გარემოებები, რომელთა გამოც პურის ფასი მოიმატებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჭანტურიამ 90-იანი წლების ომის დასრულებისთანავე გახსნა პურის საცხობი. ის ამბობს, რომ ახლა აფხაზეთში შექმნილი ვითარება ბოლო წლებისგან სრულიად განსხვავებულია. მისივე თქმით, საბჭოთა წლებში პურის წარმოება დოტაციური იყო და მის ფასს სახელმწიფო არეგულირებდა, თუმცა, ახლა ბევრი რამ შეიცვალა. ახლა აფხაზეთში 6 "სახელმწიფო" საცხობი არსებობს და თითქმის მთელ რეგიონს პურით ისინი ამარაგებენ. გარდა ამისა, არსებობს არაერთი კერძო საცხობი, რომელიც პურის გაძვირების პათოსს იზიარებს.

პურის საცხობის მეპატრონეების თქმით, მისი გაძვირება ფქვილზე, ზეთსა და საფუარზე ფასების მომატებით არის გამოწვეული, რომლის კონტროლი და მით უფრო, ფასის დაწევა, ჭანტურიას თქმით, უკვე შეუძლებელია.

ჭანტურიას განცხადებით, "მშრალი საფუარი მათ თურქეთიდან შემოაქვთ, იქ კი დოლარი რუბლთან მიმართებაში დავარდა და ეს ყველაფრის ფასზე აისახა. ამას ემატება მუშახელის მომსახურება, ტრანსპორტირება და სხვა ხარჯები... საქმე ის არის, რომ განსკუთრებით მოწყვლადი ფენა სოციალური შეღავათებით უნდა სარგებლობდეს პურის ფასზე, რომელსაც სახელმწიფო უნდა არეგულირებდეს.

პრობლემა საკმაოდ რთულია, გასაახლებელია ქარხნებისა და საცხობების ინფრასტრუქტურა, ავტოპარკი, რადგან ყველაფერი მოძველებულია და პრაქტიკულად ვერ ვმუშაობთ. არის შემთხვევები, გაუმართავი ავტომანქანების გამო, დილას დასარიგებელი პური ღამე მიაქვთ მაღაზიებში... იმისთვის, რომ სტაბილური მიწოდება მოხდეს, ინფრასტრუქტურა უნდა გაიმართოს", - ამბობს ჭანტურია abkhaz-auto.ru-სთან საუბარში და დასძენს, რომ "სახელმწიფოს" სურს პურზე ფიქსირებული ფასი იყოს, თუმცა, რეგიონში არსებული ფქვილის ფასების გამო, ეს თითქმის შეუძლებელია.

მისივე თქმით, თუ სახელმწიფო მათ პურის გაძვირების უფლებას არ მისცემს და არც ინფრასტრუქტურის განახლებაში შეეშველება ფინანსურად, მეწარმეები და და საცხობის მფლობელები იძულებულნი გახდებიან მუშაობა შეაჩერონ, ეს კი რეგიონში კრიზისს გაამწვავებს.

აფხაზეთში პურის ფქვილის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემომტანი რუსი ბიზნესმენი ალექსეი ლიტვინოვია, რომელიც რეგიონის 50%-ზე მეტს ამარაგებს. მისი თქმით, ფქვილის გაძვირება, იმან გამოიწვია, რომ გასულ წელს რუსეთში ხორბლის შემოსავალი 40 მილიონი ტონით ნაკლები იყო, ვიდრე წინა წლებში.

"ეს არ ნიშნავს, რომ შიმშილობა დაიწყება და ვითარება კრიტიკულია. ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში გაცილებით ნაკლები ხორბლის მოსავალი იყო და, შესაბამისად, მისი ექსპორტი გაიზარდა. ახლა რაც უნდა ვითმინოთ და ვითარებას წავუყრუოთ, თებერვლის ბოლოდან პურის გაძვირების პროცესი მაინც დაიწყება", - ამბობს ლიტვინოვი abkhaz-auto.ru-სთან საუბარში.

ადგილობრივი მოსახლეობა მოსალოდნელ სიახლეს მწვავედ აკრიტიკებს და ამბობს, რომ უკიდურესად უხარისხო, სიცოცხლისთვის აუცილებელი პროდუქციის შეძენა გაზრდილ ფასში მოუწევთ, რაც კატასტროფაა, რადგან პურს ისედაც "ნისიად" ყიდულობდნენ.

"პურში თმის, ძაფებისა და სხვა წვრილმანი ნივთების პოვნას შეჩვეული ვიყავით. ნამდვილი პურის გემო არც მახსოვს, ეს ალბათ ომამდე იყო. ახლა კი, თურმე ეს საშინლად უხარისხო საკვებიც ძვირდება", - წერს სოხუმელი გალინა.

"ყველაზე კარგი მაჭარის რუხი პურია, ერთი კვირაც რომ იდოს, არ ფუჭდება. სხვები, დაჭრი თუ არა, ნახევარ საათში ქვიშასავით იშლება. ზოგი სინდისიანია და კარგად აცხობს, ზოგმა კი ოღონდ ფული გააკეთოს", - წერს აფხაზი ზურიკი ekhokavkaza.com-სთან საუბარში.

"ადრე კონტროლდებოდა, რას როგორ აკეთებდნენ, ხარისხი, საცხობები, ახლა კი, როგორც უნდათ ისე აკეთებენ, გამკითხავი არავინაა. 25 რუბლამდე უნდა ავწიოთ ფასიო. ხალხი ლამის მხოლოდ პურზე გადადიოდა და ვის აქვს მისი შეძენის თავი?! მოხუცებს ძალიან მძიმე პერიოდი გვაქვს", - ამბობს ადგილობრივი ჯოფიკი, რომლის თქმითაც, მათ ახსოვთ საბჭოთა დროინდელი პურის გემო და ახლანდელით უკმაყოფილოები არიან.

"აფხაზებო, თქვენი მოსაწონი არის რამე? მე რუსეთის მოქალაქე ვარ და ვიცი, რომ ფასები ყველგან იზრდება. შეხედეთ ადლერსა და სოჭში რა ხდება, მაგრამ თქვენ გგონიათ, რომ განსაკუთრებით პრივილეგიებით უნდა სარგებლობდეთ, უფასოდ უნდა იკვებებოდეთ და კარგად უნდა ცხოვრობდეთ, ოღონდ რატომ, ამაზე პასუხი არ გაქვთ", - წერს სენია ბოცმანი.

"ქართველებთან ურთიერთობის დალაგების სურვილი არ აპატიეს..." - მოწამლული "პრეზიდენტობის" კანდიდატი და არეულობა აფხაზეთში "არჩევნების" წინ

ასლან ბჟანია ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს

1-ლი მარტიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ნარკოტიკების გავრცელებისთვის დამნაშავეს სიკვდილით დასჯიან - მედია