პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-მ "ყაზრანსგაზის" ორი თანამშრომელი დააკავა - "მოსახლეობას უთხრეს, რომ საღებავის სუნი იდგა"
შსს-მ "ყაზრანსგაზის" ორი თანამშრომელი დააკავა - "მოსახლეობას უთხრეს, რომ საღებავის სუნი იდგა"

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, დიდ დი­ღომ­ში, ავ­თან­დი­ლის ქუჩა N8-ში, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის დაგ­რო­ვე­ბის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­უ­ლი აფეთ­ქე­ბის ფაქ­ტზე, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ორი პირი და­ა­კა­ვეს.

და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან "ყა­ზტრანსგა­ზის" სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ჯგუ­ფის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი - 1957 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.მ. და 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.ტ., რომ­ლე­ბიც 2019 წლის 16 იან­ვარს აღ­ნიშ­ნულ მი­სა­მარ­თზე, აფეთ­ქე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე, კორ­პუ­სის მცხოვ­რებ­ლე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბის შე­დე­გად მი­ვიდ­ნენ.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ავ­თან­დი­ლის ქუჩა N8-ში მცხოვ­რებ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა აფეთ­ქე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე „ყა­ზტრანსგა­ზის“ ცხელ ხაზ­ზე და­რე­კეს და დახ­მა­რე­ბა ითხო­ვეს, რად­გან კორ­პუს­ში ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ძლი­ე­რი სუნი იგ­რძნო­ბო­და და ეჭვი ჰქონ­დათ, რომ გაზი ჟო­ნავ­და. ად­გილ­ზე მი­სულ­მა „ყა­ზტრანსგა­ზის“ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა - ვ.მ.-მ და თ.ტ.-მ კორ­პუს­ში გაზ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბა არა­ჯე­როვ­ნად შე­ა­მოწ­მეს, მო­სახ­ლე­ო­ბას კი გა­ნუ­მარ­ტეს, რომ კორ­პუს­ში გა­ზის სუნი არ იყო და სა­ღე­ბა­ვის სუნ­ში ეშ­ლე­ბო­დათ. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის წას­ვლის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში მოხ­და აფეთ­ქე­ბა. აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა 4 ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა შო­რის ერთი მცი­რე­წლო­ვა­ნია.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბას სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე და 220-ე მუხ­ლე­ბით გა­ნაგ­რძობს. და­ნიშ­ნუ­ლია: სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა, სა­ხან­ძრო-ტექ­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზა, აფეთ­ქე­ბის მი­ზე­ზე­ბის გა­მომ­წვე­ვი ტექ­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზა, სა­ქო­ნელმცოდ­ნე­ო­ბი­თი ექ­სპერ­ტი­ზა და ტექ­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზა, რო­მელ­თა დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­იკ­ვე­თე­ბა აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­ულ­თან შე­საძ­ლო შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი სხვა პი­რე­ბის სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი და გა­ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი," - აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

შსს-მ "ყაზრანსგაზის" ორი თანამშრომელი დააკავა - "მოსახლეობას უთხრეს, რომ საღებავის სუნი იდგა"

შსს-მ "ყაზრანსგაზის" ორი თანამშრომელი დააკავა - "მოსახლეობას უთხრეს, რომ საღებავის სუნი იდგა"

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩა N8-ში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი დააკავეს.

დაკავებულები არიან "ყაზტრანსგაზის" სწრაფი რეაგირების ჯგუფის თანამშრომლები - 1957 წელს დაბადებული ვ.მ. და 1991 წელს დაბადებული თ.ტ., რომლებიც 2019 წლის 16 იანვარს აღნიშნულ მისამართზე, აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე, კორპუსის მცხოვრებლების გამოძახების შედეგად მივიდნენ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ავთანდილის ქუჩა N8-ში მცხოვრებმა მოქალაქეებმა აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე „ყაზტრანსგაზის“ ცხელ ხაზზე დარეკეს და დახმარება ითხოვეს, რადგან კორპუსში ბუნებრივი აირის ძლიერი სუნი იგრძნობოდა და ეჭვი ჰქონდათ, რომ გაზი ჟონავდა. ადგილზე მისულმა „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტებმა - ვ.მ.-მ და თ.ტ.-მ კორპუსში გაზგაყვანილობა არაჯეროვნად შეამოწმეს, მოსახლეობას კი განუმარტეს, რომ კორპუსში გაზის სუნი არ იყო და საღებავის სუნში ეშლებოდათ. სპეციალისტების წასვლის შემდეგ, რამდენიმე საათში მოხდა აფეთქება. აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 220-ე მუხლებით განაგრძობს. დანიშნულია: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზა, აფეთქების მიზეზების გამომწვევი ტექნიკური ექსპერტიზა, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზა და ტექნიკური ექსპერტიზა, რომელთა დასკვნის საფუძველზე გამოიკვეთება აღნიშნულ დანაშაულთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი და გატარდება შესაბამისი ზომები," - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს