მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხაბეიშვილს და მიშას შეუძლიათ თბილისის ანძაზე აბრძანდნენ - მიშას თბილისიდან არ შეუძლია და ჰოლანდიიდან შეუძლია გამოექანოს - კალაძე
ხაბეიშვილს და მიშას შეუძლიათ თბილისის ანძაზე აბრძანდნენ - მიშას თბილისიდან არ შეუძლია და ჰოლანდიიდან შეუძლია გამოექანოს - კალაძე

ხა­ბე­იშ­ვილს და მი­შას შე­უძ­ლი­ათ თბი­ლი­სის ან­ძა­ზე აბ­რძან­დნენ და... მი­შას თბი­ლი­სი­დან არ შე­უძ­ლია, ჰო­ლან­დი­ი­დან შე­უძ­ლია გა­მო­ე­ქა­ნოს, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

დე­და­ქა­ლა­ქის მერი გა­მო­ეხ­მა­უ­რა ოპო­ზი­ცი­ის მო­თხოვ­ნას იმის შე­სა­ხებ, რომ დიდ დი­ღომ­ში მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით თბი­ლი­სის მერი გა­მო­ი­კი­თხოს.

„არ ვიცი, ხა­ბე­იშ­ვილს, არა­სე­რი­ო­ზულ ადა­მი­ანს რამ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლად უნდა ვუ­პა­სუ­ხო, მაგ­რამ ერთ რა­მეს გე­ტყვით, ხა­ბე­იშ­ვი­ლი, მიშა, შა­ლი­კო - ეს არის ერთი ტი­პის ადა­მი­ა­ნე­ბი, მათი გან­ცხა­დე­ბე­ბი და მე­სი­ჯე­ბიც არის ერ­თგვა­რი. ერ­თი­ან ში­ნა­არსს შე­ი­ცავს. ადა­მი­ა­ნებს რა უნდა ვუ­თხრა სე­რი­ო­ზუ­ლად არ ვიცი, თუმ­ცა ერთს ვი­ტყო­დი, რომ თქვენ ალ­ბათ მთაწ­მინ­და და სა­ტე­ლე­ვი­ზიო ანძა იცით, ისიც იცით, რომ ჩვენ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას ვა­პი­რებთ, საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექტს ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, დიდი ინ­ტე­რე­სია, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი არის ის, რომ ჩვენ იქ გა­მო­სა­ყე­ნე­ბელ ად­გილს ვა­ფარ­თო­ებთ, გა­მო­სა­ქა­ნე­ბელ ად­გილს და ამ ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ აბ­რძან­დნენ დაა... მი­შას თბი­ლი­სი­დან არ შე­უძ­ლია, მას შე­უძ­ლია ჰო­ლან­დი­ი­დან გა­მო­ე­ქა­ნოს. რო­გო­რიც არის გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი, ისე­თი­ვეა პა­სუ­ხიც“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ფრაქ­ცია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი გა­ზის აფეთ­ქე­ბის ფაქ­ტზე თბი­ლი­სის მე­რის კახა კა­ლა­ძის და­კი­თხვას მო­ი­თხოვს. ამის შე­სა­ხებ ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა დღეს თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

საკ­რე­ბუ­ლოს ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტი თბი­ლი­სის მე­რის დღე­ვან­დელ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მი­სი­ვე თქმით, გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა და­ად­გი­ნოს, თუ რა­ტომ აპა­ტი­ეს თა­ვის დრო­ზე კომ­პა­ნია „ყა­ზტრანსგაზს" 100 მლნ ლა­რის და­ვა­ლი­ა­ნე­ბა ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯზე და რო­გორ აღ­მოჩ­ნდა შემ­დეგ კომ­პა­ნია კახა კა­ლა­ძის ხელ­ში.

ხა­ბე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, თბი­ლი­სის მერი "ყა­ზტრანსგა­ზის" „არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი და მე­ნე­ჯე­რია“ და შე­სა­ბა­მი­სად, კახა კა­ლა­ძე დიდ დი­ღომ­ში მომ­ხდა­რის გამო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გა­ურ­ბის. ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა ასე­ვე ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა 2009 წელს მი­ღე­ბულ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში მი­სა­ღე­ბი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­ზეც თა­ვის მხრივ დღე­ვან­დელ ბრი­ფინგზე თბი­ლი­სის მერ­მაც ისა­უბ­რა. ხა­ბე­იშ­ვი­ლის თქმით, კახა კა­ლა­ძეს თუ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დროს მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნი არ მოს­წონს, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" 7 წე­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შია და მას ნე­ბის­მი­ე­რი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­ეძ­ლო.

„კახა კა­ლა­ძის დღე­ვან­დე­ლი გან­ცხა­დე­ბა არ იყო დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც თბი­ლი­სე­ლე­ბის სი­ცო­ცხლე­ზე და კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ზრუ­ნავს, არა­მედ ეს იყო ერთი და­პა­ტა­რა­ვე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის, დამ­ნა­შა­ვის თა­ვის მარ­თლე­ბის რე­ჟიმ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი გა­ცხა­დე­ბა, რო­მელ­მაც ჩვენ­ზე კარ­გად იცის, რომ სამ­შე­ნებ­ლო უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე თა­ვად არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. "ყა­ზტრანსგა­ზის" არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი და მე­ნე­ჯე­რი ფაქ­ტობ­რი­ვად გახ­ლავთ კახა კა­ლა­ძე. შე­სა­ბა­მი­სად, დღე­ვან­დე­ლი მისი გან­ცხა­დე­ბა ეძღვნე­ბო­და მის, რო­გორც ბიზ­ნეს­მე­ნის თა­ვის მარ­თლე­ბას. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, კა­ლა­ძეს სა­ერ­თოდ და­ა­ვი­წყდა, რომ წარ­მო­ად­გენს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნია. მან პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა და ფაქ­ტობ­რი­ვად, თა­ვი­დან აი­ცი­ლა ყო­ველ­გვა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ხაზ­გას­მით თქვა, რომ ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის გა­მარ­თულ მუ­შა­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი სე­მეკ-ი", - გა­ნა­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, შსს-მ უნდა და­ი­წყოს გა­მო­ძი­ე­ბა და და­ი­კი­თხოს თბი­ლი­სის მერი, რო­მელ­მაც ფო­ნი­ჭა­ლა­ში გა­ზის აფეთ­ქე­ბის გამო, ორი თვის წინ მომ­ხდა­რის შემ­დეგ, არა­ნა­ი­რი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი არ მი­ი­ღო.

„კა­ლა­ძეს კომ­პა­ნი­ა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აქ­ტი­ვის­ტე­ბი ყავს და­საქ­მე­ბუ­ლი", - დას­ძი­ნა ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ხაბეიშვილს და მიშას შეუძლიათ თბილისის ანძაზე აბრძანდნენ - მიშას თბილისიდან არ შეუძლია და ჰოლანდიიდან შეუძლია გამოექანოს - კალაძე

ხაბეიშვილს და მიშას შეუძლიათ თბილისის ანძაზე აბრძანდნენ - მიშას თბილისიდან არ შეუძლია და ჰოლანდიიდან შეუძლია გამოექანოს - კალაძე

ხაბეიშვილს და მიშას შეუძლიათ თბილისის ანძაზე აბრძანდნენ და... მიშას თბილისიდან არ შეუძლია, ჰოლანდიიდან შეუძლია გამოექანოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

დედაქალაქის მერი გამოეხმაურა ოპოზიციის მოთხოვნას იმის შესახებ, რომ დიდ დიღომში მომხდართან დაკავშირებით თბილისის მერი გამოიკითხოს.

„არ ვიცი, ხაბეიშვილს, არასერიოზულ ადამიანს რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით, ხაბეიშვილი, მიშა, შალიკო - ეს არის ერთი ტიპის ადამიანები, მათი განცხადებები და მესიჯებიც არის ერთგვარი. ერთიან შინაარსს შეიცავს. ადამიანებს რა უნდა ვუთხრა სერიოზულად არ ვიცი, თუმცა ერთს ვიტყოდი, რომ თქვენ ალბათ მთაწმინდა და სატელევიზიო ანძა იცით, ისიც იცით, რომ ჩვენ რეაბილიტაციას ვაპირებთ, საკმაოდ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, დიდი ინტერესია, თუმცა ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ იქ გამოსაყენებელ ადგილს ვაფართოებთ, გამოსაქანებელ ადგილს და ამ ადამიანებს შეუძლიათ აბრძანდნენ დაა... მიშას თბილისიდან არ შეუძლია, მას შეუძლია ჰოლანდიიდან გამოექანოს. როგორიც არის გამონათქვამები, ისეთივეა პასუხიც“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი გაზის აფეთქების ფაქტზე თბილისის მერის კახა კალაძის დაკითხვას მოითხოვს. ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა დღეს თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი თბილისის მერის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ რატომ აპატიეს თავის დროზე კომპანია „ყაზტრანსგაზს" 100 მლნ ლარის დავალიანება ბიუჯეტის ხარჯზე და როგორ აღმოჩნდა შემდეგ კომპანია კახა კალაძის ხელში.

ხაბეიშვილის განცხადებით, თბილისის მერი "ყაზტრანსგაზის" „არაფორმალური მმართველი და მენეჯერია“ და შესაბამისად, კახა კალაძე დიდ დიღომში მომხდარის გამო პასუხისმგებლობას გაურბის. ლევან ხაბეიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა 2009 წელს მიღებულ კანონპროექტზე ექსპლუატაციაში მისაღები შენობა-ნაგებობების შესახებ, რომელზეც თავის მხრივ დღევანდელ ბრიფინგზე თბილისის მერმაც ისაუბრა. ხაბეიშვილის თქმით, კახა კალაძეს თუ "ნაციონალური მოძრაობის" დროს მიღებული კანონი არ მოსწონს, "ქართული ოცნება" 7 წელია ხელისუფლებაშია და მას ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება შეეძლო.

„კახა კალაძის დღევანდელი განცხადება არ იყო დედაქალაქის მერის განცხადება, რომელიც თბილისელების სიცოცხლეზე და კეთილდღეობაზე ზრუნავს, არამედ ეს იყო ერთი დაპატარავებული ბიზნესმენის, დამნაშავის თავის მართლების რეჟიმში გაკეთებული გაცხადება, რომელმაც ჩვენზე კარგად იცის, რომ სამშენებლო უსაფრთხოებაზე თავად არის პასუხისმგებელი. "ყაზტრანსგაზის" არაფორმალური მმართველი და მენეჯერი ფაქტობრივად გახლავთ კახა კალაძე. შესაბამისად, დღევანდელი მისი განცხადება ეძღვნებოდა მის, როგორც ბიზნესმენის თავის მართლებას. საბოლოო ჯამში, კალაძეს საერთოდ დაავიწყდა, რომ წარმოადგენს "ქართული ოცნების" ხელისუფლებას და "ქართული ოცნების" გენერალური მდივანია. მან პრესკონფერენციაზე ცენტრალური ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ისაუბრა და ფაქტობრივად, თავიდან აიცილა ყოველგვარი პასუხისმგებლობა. ხაზგასმით თქვა, რომ ბუნებრივი აირის გამართულ მუშაობასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელია ცენტრალური ხელისუფლება და მის დაქვემდებარებაში მყოფი სემეკ-ი", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, შსს-მ უნდა დაიწყოს გამოძიება და დაიკითხოს თბილისის მერი, რომელმაც ფონიჭალაში გაზის აფეთქების გამო, ორი თვის წინ მომხდარის შემდეგ, არანაირი პრევენციული ზომები არ მიიღო.

„კალაძეს კომპანიაში "ქართული ოცნების" აქტივისტები ყავს დასაქმებული", - დასძინა ხაბეიშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები