პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზოგ სასულიერო პირთან ღმერთიც კი არ მყავს საერთო..." - პეტრე კოლხი შურის ცოდვასა და დაბოღმილ ადამიანებზე
"ზოგ სასულიერო პირთან ღმერთიც კი არ მყავს საერთო..." - პეტრე კოლხი შურის ცოდვასა და დაბოღმილ ადამიანებზე

შური ამა თუ იმ ადა­მი­ან­ში სხვი­სი წარ­მა­ტე­ბით, კე­თილ­დღე­ო­ბით, სი­ხა­რუ­ლით, ბედ­ნი­ე­რე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი უარ­ყო­ფი­თი ემო­ცი­აა. მე­ტო­ქე­ო­ბის სურ­ვილ­მა შე­იძ­ლე­ბა ეს გრძნო­ბა და ემო­ცია წარ­მოქ­მნას. ამას­თან, შური მძი­მე ცოდ­ვა­ცაა, რა­ზეც არა­ერთ წმინ­და მა­მას, გინ­დაც, კლა­სი­კოსს და­უ­წე­რია. რა არის შური, რო­გორ ჩნდე­ბა ის, რო­დის შუ­რი­ა­ნო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, არის თუ არა ის მარ­თლაც უმ­ძი­მე­სი ცოდ­ვა და რო­გორ უნდა აი­ცი­ლონ თა­ვი­დან ეს უარ­ყო­ფი­თი ემო­ცია, ამა­ზე სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­პატ­რი­არ­ქო ტაძ­რის დე­კა­ნოზს პეტ­რე კოლხს (კვა­რა­ცხე­ლია) ვე­სა­უბ­რე­ბით, რად­გა­ნაც ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად ეხ­მა­უ­რე­ბა ამ სა­კი­თხებს.

პეტ­რე კოლ­ხი:

- წმინ­და იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რის გან­მარ­ტე­ბით - "რა ბო­რო­ტე­ბაც არ უნდა შეგ­ხვდეს, უწყო­დე, რომ იგი შუ­რის­გა­ნაა. იგი ეკ­ლე­სი­ა­ში­ცაა შე­მოჭ­რი­ლი. შური ძველ­თა­გან­ვე იყო მი­ზე­ზი მრა­ვა­ლი ბო­რო­ტე­ბი­სა. სწო­რედ მან წარ­მოშ­ვა ვერ­ცხლის­მოყ­ვა­რე­ო­ბა. ამ სენ­მა ყო­ვე­ლი­ვე წა­ახ­დი­ნა და ჭეშ­მა­რი­ტე­ბაც და­ა­მა­ხინ­ჯა". შუ­რის­თვის მი­ზე­ზი არ არ­სე­ბობს. ის ადა­მი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბაა. შუ­რი­ა­ნი ან ხარ, ან - არა... ამა­ხინ­ჯებს ფსი­ქი­კას, ან­გრევს პი­როვ­ნულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და ფი­ზი­კუ­რა­დაც უა­რე­სო­ბის­კენ ცვლის ადა­მი­ანს. შუ­რი­ა­ნი მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს აზა­რა­ლებს. ის, ვინც მუ­დამ ცდი­ლობს სხვას და­უ­შა­ვოს, ბუ­მე­რან­გი­ვით უკან უბ­რუნ­დე­ბა, სა­კუ­თარ უსუ­სურ ხრი­კებს და წარ­მოდ­გე­ნებს თა­ვად­ვე ეწი­რე­ბა... შური თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის უკურ­ნე­ბე­ლი სენი გახ­და. არც არა­ვინ ცდი­ლობს შე­ებ­რძო­ლოს, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ოს მას. ყვე­ლა­ზე თვალ­ში სა­ცე­მია, შუ­რი­ა­ნი, და­ბოღ­მი­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი... შუ­რი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ბო­რო­ტიც არის... სა­სუ­ლი­ე­რო ცხოვ­რე­ბა და ბო­რო­ტე­ბა ერ­თმა­ნეთ­თან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის. ძნე­ლია, ისეთ გა­რე­მო­ში ყოფ­ნა, სა­დაც შურ­საც და ბოღ­მა­საც ქრის­ტი­ა­ნო­ბის სა­მოს­ში ხვე­ვენ და ამ ფორ­მით ადა­მი­ა­ნებს გა­მოს­წო­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ... შუ­რია სა­თა­ვე ბიბ­ლი­უ­რი ცოდ­ვის. რა­ტომ მოკ­ლა კა­ენ­მა აბე­ლი?! იმი­ტომ, რომ სა­კუ­თა­რი ძმის მი­მართ შური ამოძ­რა­ვებ­და... შუ­რი­ა­ნი ვე­რას­დროს იქ­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ბედ­ნი­ე­რი, გა­ხა­რე­ბუ­ლი... წმინ­და გრი­გოლ პა­ლა­მა ამ­ბობს - "შური მკვლე­ლო­ბის ტოლ­ფა­სია, შური იყო მი­ზე­ზი პირ­ვე­ლი კა­ცისმკვლე­ლი­სა, მერე კი - ღმერ­თის მოკ­ვლი­საც". შუ­რი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის სულ­ში მა­რა­დი­უ­ლად ბნე­ლა... შუ­რი­ა­ნის გა­მო­ხედ­ვაც შემ­ზა­რა­ვია. შუ­რით შე­პყრო­ბი­ლი სულ და­ძა­ბუ­ლია, მუ­დამ უკ­მა­ყო­ფი­ლო, უმა­დუ­რი... მხო­ლოდ ნე­გა­ტივს და­ა­ტა­რებს. ყვე­ლა­ში უარ­ყო­ფითს ხე­დავს. არ უხა­რია, თუ ვინ­მეს აქე­ბენ... სხვი­სი წარ­მა­ტე­ბის გამო შე­იძ­ლე­ბა ლო­გი­ნად ჩა­ვარ­დეს... შური ერ­თგვა­რი კომ­პლექ­სი, პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნის სინ­დრო­მია... შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ სხვი­სი მა­ინც გშურ­დეს...

- "თეთ­რი შურს" რა ახ­სნა აქვს? თუ ეს უბ­რა­ლოდ გამ­ხე­ლი­ლი შუ­რია.

- შური შუ­რია... შე­საკ­რებ­თა ად­გი­ლე­ბის შეც­ვლით ჯამი არ იც­ვლე­ბა...

- შე­ნიღ­ბუ­ლი მო­შურ­ნე­ე­ბი თუ შეგ­ხვედ­რი­ათ?

- რამ­დე­ნიც გინ­დათ... ხში­რად მქო­ნია სურ­ვი­ლი, ჩემი სი­ხა­რუ­ლი სხვის­თვის გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა, მაგ­რამ ის სხვა მძიმ­დე­ბო­და მერე. ვერც მა­ლავ­და, სა­ხე­ზე ეტყო­ბო­და... ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში ხომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი, რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი, მომ­ღი­მა­რი ადა­მი­ა­ნი არა­ვის უყ­ვარს. მე­ტიც, სძულთ და სულ მის გან­კი­თხვა­ში არი­ან... თუ წა­ი­ქე­ცი, წა­მოდ­გო­მა­ში აუ­ცი­ლებ­ლად და­გეხ­მა­რე­ბი­ან, ოღონდ, ერთი მი­ზე­ზით-სა­კუ­თა­რი უპი­რა­ტე­სო­ბა რომ და­გიმ­ტკი­ცონ... შუ­რი­ა­ნებ­ზე არ უნდა გაბ­რაზ­დე, არც უნდა და­სა­ჯო... ისი­ნი სა­კუ­თარ თავს უმ­კაც­რე­სად ის­ჯი­ან, სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნით...

- თქვე­ნი შურთ?

- უარს ვი­ტყვი მოჩ­ვე­ნე­ბით თავ­მდაბ­ლო­ბა­ზე და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავ, დიახ, შურთ!.. ოღონდ, ამ შურ­მა მე სარ­გე­ბე­ლი მო­მი­ტა­ნა, გა­მაძ­ლი­ე­რა და იმა­ზე მეტი შე­მაძ­ლე­ბი­ნა, ვიდ­რე წარ­მო­ვიდ­გენ­დი... გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის­გან ვგრძნობ­დი... მე­ღი­მე­ბო­და, რად­გან მი­უ­ხე­და­ვად თა­ვი­ან­თი და­მამ­ცი­რე­ბე­ლი სა­უბ­რე­ბი­სა, მუ­დამ მიმ­ტკი­ცებ­დნენ, რომ მათ­ზე წინ ვი­დე­ქი... ჩემ­თვის ადა­მი­ა­ნი არ ფას­დე­ბა კა­რი­ე­რით, ჩინ-მედ­ლე­ბით, გამ­შვე­ნე­ბუ­ლი ჯვრე­ბით... შე­ფა­სე­ბის ერ­თა­დერ­თი კრი­ტე­რი­უ­მი გა­მაჩ­ნია - ადა­მი­ა­ნო­ბა... სხვას ისე­დაც არ ვა­ღი­ა­რებ...

- ვა­ტყობ, გა­სახ­სე­ნებ­ლად ამ­ბე­ბიც გაქვთ...

- გა­სახ­სე­ნე­ბე­ლი იმ­დე­ნია, მაგ­რამ თავს შე­ვი­კა­ვებ... მხო­ლოდ ერთს ვი­ტყვი, ის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ქუ­ჩა­ში მხვდე­ბოდ­ნენ და მი­ღი­მოდ­ნენ, სა­პატ­რი­არ­ქო­დან იყ­ვნენ გა­მო­სუ­ლი. იქ კი, ჩემი დას­ჯის მო­თხოვ­ნით შე­ვიდ­ნენ... ჯერ თავს შე­ვი­კა­ვებ, შე­იძ­ლე­ბა დად­გეს დრო და აუ­ცი­ლებ­ლად ვთქვა, ვინ არის და­სას­ჯე­ლი და რის გამო... თუმ­ცა, არა­ვის დას­ჯა გა­მი­ხარ­დე­ბა, რად­გან ყვე­ლა­ზე მკაც­რად ისევ სა­კუ­თა­რი ქმე­დე­ბე­ბი გვსჯის... ყვე­ლა­ფე­რი რომ წა­მარ­თვან, ამით ვერ დამ­სჯი­ან... მთა­ვარს - ადა­მი­ა­ნე­ბის სიყ­ვა­რულს, ღმერ­თს, წიგნს, პო­ე­ზი­ას და სა­კუ­თარ თავს ვერ წა­მარ­თმე­ვენ... და­ნარ­ჩენს, ისე­დაც დავ­თმობ... თუ უნ­დათ, ორი ანა­ფო­რა ერ­თად ჩა­იც­ვან... ზოგ სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თან ღმერ­თიც კი არ მყავს სა­ერ­თო...

- ლექ­სით თუ გა­მოხ­მა­უ­რე­ბი­ხართ ამ თე­მას?

- სულ არ მა­დარ­დებს, რას იტყვი­ან ჩემ­ზე ისი­ნი, ვი­საც სათ­ქმე­ლი არა­სო­დეს ჰქო­ნია რამე... არ მიკ­ვირს, რად­გან შხა­მი­ა­ნი ენის სი­სი­ნით, იქედ­ნე­სა­ვით ერ­თმა­ნე­თის სი­ცო­ცხლეს ჭა­მენ...

ინა­წი­ლე­ბენ ქურ­დე­ბი­ვით სხვე­ბის ცხოვ­რე­ბას, გა­და­უვ­ლი­ან, თუ გულ­წრფე­ლად ვინ­მე იცი­ნის... და გა­და­იქ­ცნენ სა­კუ­თა­რი ბოღ­მის მო­ნე­ბად, სულ არ მა­დარ­დებს, რას იტყვი­ან, ჩემ­ზე ისი­ნი...

- შური თა­ვი­სი "წო­ნით" ცოდ­ვებ­ში რას უს­წორ­დე­ბა?

- სა­ო­ცა­რი გან­მარ­ტე­ბა აქვს სა­ბას - "შური არის წუ­ხი­ლი სხვი­სა სი­კე­თე­სა ზედა"... შური და თვით­მკვლე­ლო­ბის ცოდ­ვა ჩემ­თვის ერთ სიბ­რტყე­ზეა...

- რო­გორ უნდა და­ეხ­სნან მას ადა­მი­ა­ნე­ბი? რო­გორ უნდა და­იც­ვან თავი მის­გან?

- სი­ნა­ნუ­ლით... ადა­მი­ა­ნე­ბის შეყ­ვა­რე­ბით... უბ­რა­ლო­ე­ბით... თავ­მდაბ­ლო­ბით... ამ ცოდ­ვის აღი­ა­რე­ბით... სა­კუ­თა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის სწო­რი ანა­ლი­ზით... ლოც­ვით, მარ­ხვით, სი­კე­თის კე­თე­ბით... სა­ე­რო თუ სა­სუ­ლი­ე­რო წო­დე­ბა ვერ გვიხ­სნის ამ ვნე­ბი­სა­გან... მხო­ლოდ თა­ვი­სუ­ფა­ლი ნება, რომ უარ­ვყოთ ეს სი­სუს­ტე ჩვენ­ში და დავ­დგეთ სა­კუ­თარ თავ­ზე მაღ­ლა!

ავტორი:

"ზოგ სასულიერო პირთან ღმერთიც კი არ მყავს საერთო..." - პეტრე კოლხი შურის ცოდვასა და დაბოღმილ ადამიანებზე

"ზოგ სასულიერო პირთან ღმერთიც კი არ მყავს საერთო..." - პეტრე კოლხი შურის ცოდვასა და დაბოღმილ ადამიანებზე

შური ამა თუ იმ ადამიანში სხვისი წარმატებით, კეთილდღეობით, სიხარულით, ბედნიერებით გამოწვეული უარყოფითი ემოციაა. მეტოქეობის სურვილმა შეიძლება ეს გრძნობა და ემოცია წარმოქმნას. ამასთან, შური მძიმე ცოდვაცაა, რაზეც არაერთ წმინდა მამას, გინდაც, კლასიკოსს დაუწერია. რა არის შური, როგორ ჩნდება ის, როდის შურიანობენ ადამიანები, არის თუ არა ის მართლაც უმძიმესი ცოდვა და როგორ უნდა აიცილონ თავიდან ეს უარყოფითი ემოცია, ამაზე სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის დეკანოზს პეტრე კოლხს (კვარაცხელია) ვესაუბრებით, რადგანაც ის სოციალურ ქსელში ხშირად ეხმაურება ამ საკითხებს.

პეტრე კოლხი:

- წმინდა იოანე ოქროპირის განმარტებით - "რა ბოროტებაც არ უნდა შეგხვდეს, უწყოდე, რომ იგი შურისგანაა. იგი ეკლესიაშიცაა შემოჭრილი. შური ძველთაგანვე იყო მიზეზი მრავალი ბოროტებისა. სწორედ მან წარმოშვა ვერცხლისმოყვარეობა. ამ სენმა ყოველივე წაახდინა და ჭეშმარიტებაც დაამახინჯა". შურისთვის მიზეზი არ არსებობს. ის ადამიანის მდგომარეობაა. შურიანი ან ხარ, ან - არა... ამახინჯებს ფსიქიკას, ანგრევს პიროვნულ ღირებულებებს და ფიზიკურადაც უარესობისკენ ცვლის ადამიანს. შურიანი მხოლოდ საკუთარ თავს აზარალებს. ის, ვინც მუდამ ცდილობს სხვას დაუშავოს, ბუმერანგივით უკან უბრუნდება, საკუთარ უსუსურ ხრიკებს და წარმოდგენებს თავადვე ეწირება... შური თანამედროვე ადამიანის უკურნებელი სენი გახდა. არც არავინ ცდილობს შეებრძოლოს, წინააღმდეგობა გაუწიოს მას. ყველაზე თვალში საცემია, შურიანი, დაბოღმილი სასულიერო პირები... შურიანი ადამიანი ბოროტიც არის... სასულიერო ცხოვრება და ბოროტება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. ძნელია, ისეთ გარემოში ყოფნა, სადაც შურსაც და ბოღმასაც ქრისტიანობის სამოსში ხვევენ და ამ ფორმით ადამიანებს გამოსწორებისკენ მოუწოდებენ... შურია სათავე ბიბლიური ცოდვის. რატომ მოკლა კაენმა აბელი?! იმიტომ, რომ საკუთარი ძმის მიმართ შური ამოძრავებდა... შურიანი ვერასდროს იქნება წარმატებული, ბედნიერი, გახარებული... წმინდა გრიგოლ პალამა ამბობს - "შური მკვლელობის ტოლფასია, შური იყო მიზეზი პირველი კაცისმკვლელისა, მერე კი - ღმერთის მოკვლისაც". შურიანი ადამიანის სულში მარადიულად ბნელა... შურიანის გამოხედვაც შემზარავია. შურით შეპყრობილი სულ დაძაბულია, მუდამ უკმაყოფილო, უმადური... მხოლოდ ნეგატივს დაატარებს. ყველაში უარყოფითს ხედავს. არ უხარია, თუ ვინმეს აქებენ... სხვისი წარმატების გამო შეიძლება ლოგინად ჩავარდეს... შური ერთგვარი კომპლექსი, პატარა ადამიანის სინდრომია... შეიძლება ძალიან წარმატებული იყო, მაგრამ სხვისი მაინც გშურდეს...

- "თეთრი შურს" რა ახსნა აქვს? თუ ეს უბრალოდ გამხელილი შურია.

- შური შურია... შესაკრებთა ადგილების შეცვლით ჯამი არ იცვლება...

- შენიღბული მოშურნეები თუ შეგხვედრიათ?

- რამდენიც გინდათ... ხშირად მქონია სურვილი, ჩემი სიხარული სხვისთვის გამეზიარებინა, მაგრამ ის სხვა მძიმდებოდა მერე. ვერც მალავდა, სახეზე ეტყობოდა... ჩვენს რეალობაში ხომ წარმატებული, რეალიზებული, მომღიმარი ადამიანი არავის უყვარს. მეტიც, სძულთ და სულ მის განკითხვაში არიან... თუ წაიქეცი, წამოდგომაში აუცილებლად დაგეხმარებიან, ოღონდ, ერთი მიზეზით-საკუთარი უპირატესობა რომ დაგიმტკიცონ... შურიანებზე არ უნდა გაბრაზდე, არც უნდა დასაჯო... ისინი საკუთარ თავს უმკაცრესად ისჯიან, საკუთარი არჩევანით...

- თქვენი შურთ?

- უარს ვიტყვი მოჩვენებით თავმდაბლობაზე და ხაზგასმით აღვნიშნავ, დიახ, შურთ!.. ოღონდ, ამ შურმა მე სარგებელი მომიტანა, გამაძლიერა და იმაზე მეტი შემაძლებინა, ვიდრე წარმოვიდგენდი... განსაკუთრებით სასულიერო პირებისგან ვგრძნობდი... მეღიმებოდა, რადგან მიუხედავად თავიანთი დამამცირებელი საუბრებისა, მუდამ მიმტკიცებდნენ, რომ მათზე წინ ვიდექი... ჩემთვის ადამიანი არ ფასდება კარიერით, ჩინ-მედლებით, გამშვენებული ჯვრებით... შეფასების ერთადერთი კრიტერიუმი გამაჩნია - ადამიანობა... სხვას ისედაც არ ვაღიარებ...

- ვატყობ, გასახსენებლად ამბებიც გაქვთ...

- გასახსენებელი იმდენია, მაგრამ თავს შევიკავებ... მხოლოდ ერთს ვიტყვი, ის სასულიერო პირები, რომლებიც ქუჩაში მხვდებოდნენ და მიღიმოდნენ, საპატრიარქოდან იყვნენ გამოსული. იქ კი, ჩემი დასჯის მოთხოვნით შევიდნენ... ჯერ თავს შევიკავებ, შეიძლება დადგეს დრო და აუცილებლად ვთქვა, ვინ არის დასასჯელი და რის გამო... თუმცა, არავის დასჯა გამიხარდება, რადგან ყველაზე მკაცრად ისევ საკუთარი ქმედებები გვსჯის... ყველაფერი რომ წამართვან, ამით ვერ დამსჯიან... მთავარს - ადამიანების სიყვარულს, ღმერთს, წიგნს, პოეზიას და საკუთარ თავს ვერ წამართმევენ... დანარჩენს, ისედაც დავთმობ... თუ უნდათ, ორი ანაფორა ერთად ჩაიცვან... ზოგ სასულიერო პირთან ღმერთიც კი არ მყავს საერთო...

- ლექსით თუ გამოხმაურებიხართ ამ თემას?

- სულ არ მადარდებს, რას იტყვიან ჩემზე ისინი, ვისაც სათქმელი არასოდეს ჰქონია რამე... არ მიკვირს, რადგან შხამიანი ენის სისინით, იქედნესავით ერთმანეთის სიცოცხლეს ჭამენ...

ინაწილებენ ქურდებივით სხვების ცხოვრებას, გადაუვლიან, თუ გულწრფელად ვინმე იცინის... და გადაიქცნენ საკუთარი ბოღმის მონებად, სულ არ მადარდებს, რას იტყვიან, ჩემზე ისინი...

- შური თავისი "წონით" ცოდვებში რას უსწორდება?

- საოცარი განმარტება აქვს საბას - "შური არის წუხილი სხვისა სიკეთესა ზედა"... შური და თვითმკვლელობის ცოდვა ჩემთვის ერთ სიბრტყეზეა...

- როგორ უნდა დაეხსნან მას ადამიანები? როგორ უნდა დაიცვან თავი მისგან?

- სინანულით... ადამიანების შეყვარებით... უბრალოებით... თავმდაბლობით... ამ ცოდვის აღიარებით... საკუთარი მდგომარეობის სწორი ანალიზით... ლოცვით, მარხვით, სიკეთის კეთებით... საერო თუ სასულიერო წოდება ვერ გვიხსნის ამ ვნებისაგან... მხოლოდ თავისუფალი ნება, რომ უარვყოთ ეს სისუსტე ჩვენში და დავდგეთ საკუთარ თავზე მაღლა!

"პოლიციელმა მითხრა, იქნებ გადაიფიქრო განცხადების დაწერა, მამაა მაინცო..." - 22 წლის გოგონას ბრძოლა ოჯახში გამეფებული ძალადობის წინააღმდეგ

"რა კორონა, რა მორონა, რა ჯანდაბა და რა ოხრობა, სადაც ქრისტეა იქ რა უნდა კორონას?!" - რას ამბობდა მეუფე სპირიდონი კორონავირუსზე, რომელიც ახლა თავადაა ინფიცირებული

გამყრელიძის თქმით, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, ადამიანს შეუძლია მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ტესტს უფასოდ გაუკეთებენ