Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალმა მეტროში იმშობიარა და მას პირველკურსელი ბიჭი დაეხმარა - ლონდონელი დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს
ქალმა მეტროში იმშობიარა და მას პირველკურსელი ბიჭი დაეხმარა - ლონდონელი დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს

პირ­ველ­კურ­სელ ბიჭს სა­კუ­თა­რი სა­მე­დი­ცი­ნო ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნა პირ­ვე­ლად ლონ­დო­ნის მეტ­რო­ში მო­უხ­და. „დე­ი­ლი მე­ი­ლი“ წერს, რომ ჰამ­ზა სე­ლი­მი ლექ­ცი­ი­დან სახ­ლში ბრუნ­დე­ბო­და, რო­დე­საც უო­რენ სტრი­ტის სად­გურ­ზე ქა­ლის კი­ვი­ლის ხმა შე­მო­ეს­მა.

21 წლის ბიჭ­მა სად­გუ­რის კე­დელ­ზე მიყრდნო­ბი­ლი ქალი და­ი­ნა­ხა, რო­დე­საც მას­თან მი­იჭ­რა, მიხ­ვდა, რომ მშო­ბი­ა­რო­ბის მო­ნა­წი­ლე გახ­და.

„ყვე­ლა­ფე­რი ინ­სტინ­ქტუ­რად გა­ვა­კე­თე. ეს შემ­თხვე­ვა და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყო!“ - ამ­ბობს სე­ლი­მი, რო­მე­ლიც სახ­ლში ანა­ტო­მი­ის ლექ­ცი­ი­დან ბრუნ­დე­ბო­და.

ჰამ­ზა სე­ლი­მი

ქალ­მა ბიჭს უთხრა, რომ სა­ყიდ­ლებ­ზე იყო და იმის გამო, რომ ტაქ­სის გა­ჩე­რე­ბა ვერ შეძ­ლო, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, მეტ­რო­ში ჩა­სუ­ლი­ყო. მი­წის­ქვეშ კი მშო­ბი­ა­რო­ბა და­ე­წყო. ჰამ­ზა სე­ლიმ­თან მან აღ­ნიშ­ნა, რომ მა­ნამ­დე სამი ბავ­შვი ჰყავ­და გა­ჩე­ნი­ლი.

„ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჯერ არ გვის­წავ­ლია, რო­გორ უნდა მი­ვი­ღოთ მშო­ბი­ა­რო­ბა,“ - ამ­ბობს პირ­ველ­კურ­სე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან.

თუმ­ცა სამ­შო­ბი­ა­რო­ში გავ­ლილ­მა ტრე­ნინ­გმა მას სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, ქალს დახ­მა­რე­ბო­და.

სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და ად­გილ­ზე მშო­ბი­ა­რო­ბი­დან 5 წუ­თის შემ­დეგ მი­ვი­და და ჭიპ­ლა­რიც მათ გა­და­უჭ­რეს. დედა და შვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და ორი­ვე მათ­გა­ნი თავს შე­სა­ნიშ­ნა­ვად გრძნობს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

ქალმა მეტროში იმშობიარა და მას პირველკურსელი ბიჭი დაეხმარა - ლონდონელი დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს

ქალმა მეტროში იმშობიარა და მას პირველკურსელი ბიჭი დაეხმარა - ლონდონელი დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს

პირველკურსელ ბიჭს საკუთარი სამედიცინო ცოდნისა და უნარების გამოვლენა პირველად ლონდონის მეტროში მოუხდა. „დეილი მეილი“ წერს, რომ ჰამზა სელიმი ლექციიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც უორენ სტრიტის სადგურზე ქალის კივილის ხმა შემოესმა.

21 წლის ბიჭმა სადგურის კედელზე მიყრდნობილი ქალი დაინახა, როდესაც მასთან მიიჭრა, მიხვდა, რომ მშობიარობის მონაწილე გახდა.

„ყველაფერი ინსტინქტურად გავაკეთე. ეს შემთხვევა დაუჯერებელი იყო!“ - ამბობს სელიმი, რომელიც სახლში ანატომიის ლექციიდან ბრუნდებოდა.

ჰამზა სელიმი

ქალმა ბიჭს უთხრა, რომ საყიდლებზე იყო და იმის გამო, რომ ტაქსის გაჩერება ვერ შეძლო, იძულებული გახდა, მეტროში ჩასულიყო. მიწისქვეშ კი მშობიარობა დაეწყო. ჰამზა სელიმთან მან აღნიშნა, რომ მანამდე სამი ბავშვი ჰყავდა გაჩენილი.

„ძალიან შემეშინდა, უნივერსიტეტში ჯერ არ გვისწავლია, როგორ უნდა მივიღოთ მშობიარობა,“ - ამბობს პირველკურსელი ჟურნალისტებთან.

თუმცა სამშობიაროში გავლილმა ტრენინგმა მას საშუალება მისცა, ქალს დახმარებოდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე მშობიარობიდან 5 წუთის შემდეგ მივიდა და ჭიპლარიც მათ გადაუჭრეს. დედა და შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ორივე მათგანი თავს შესანიშნავად გრძნობს.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ