პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეიდან წითელას აცრა ყველასთვის უფასო გახდება - "ეპიდაფეთქებაა, ჩავიტაროთ ვაქცინაცია!"
დღეიდან წითელას აცრა ყველასთვის უფასო გახდება - "ეპიდაფეთქებაა, ჩავიტაროთ ვაქცინაცია!"

მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გავა ცვლი­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც წი­თე­ლას აცრა ყვე­ლას­თვის უფა­სო გახ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კომ გა­ნა­ცხა­და.

მი­ნის­ტრის თქმით, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, გარ­კვე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის წი­თე­ლას ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე არის თა­ნა­გა­დახ­და, თუმ­ცა დღეს სა­ღა­მო­დან ის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა ყვე­ლას­თვის.

„გარ­კვე­ულ ასა­კობ­რივ ჯგუ­ფებ­ში და გარ­კვე­ულ გე­ოგ­რა­ფი­ულ ლო­კა­ცი­ებ­ზე შე­იძ­ლე­ბა სა­ჭი­რო იყოს ამ წუ­თის მდგო­მა­რე­ო­ბით გარ­კვე­უ­ლი თა­ნა­გა­დახ­და მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან, თუმ­ცა დღეს მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გაგ­ვაქვს ეს სა­კი­თხი, შე­ვი­ტანთ ცვლი­ლე­ბებს, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად მიწ­ვდო­მადს გავ­ხდით უკვე დღეს სა­ღა­მო­დან ყვე­ლას­თვის წი­თე­ლას აც­რას“, - გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ.

და­ვით სერ­გე­ენ­კო მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებს, რომ თუკი მათ არ ახ­სოვთ აქვთ თუ არა გა­კე­თე­ბუ­ლი წი­თე­ლას აცრა, ჩა­ი­ტა­რონ ვაქ­ცი­ნა­ცია კვლავ, რად­გან მე­ო­რედ მისი გა­კე­თე­ბა, ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხეს არ უქ­მნის.

„თუ ვინ­მეს, გან­სა­კუთ­რე­ბით 20-40 წლის ასა­კის მო­ქა­ლა­ქეს არ აქვს ზუს­ტი და­დას­ტუ­რე­ბა, რომ მან გეგ­მუ­რი ვაქ­ცი­ნა­ცია ჩა­ი­ტა­რა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ გა­ი­კე­თოს და­მა­ტე­ბი­თი ვაქ­ცი­ნა­ცია. იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ ახ­სოვს, რომ თით­ქოს გა­ი­კე­თა, მაგ­რამ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ აქვს, მა­ინც უნდა გა­კეთ­დეს, რად­გან თუკი ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი და კი­დევ გა­ი­კე­თა, ეს მის ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხეს არ შე­უქ­მნის. ბავ­შვთა ასაკ­ში ვაქ­ცი­ნა­ცია უნდა მოხ­დეს კა­ლენ­დრის მი­ხედ­ვით, ხოლო 40 წელ­ზე მა­ღალ ასაკ­ში, მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ადა­მი­ანს ჰქონ­და კონ­ტაქ­ტი წი­თე­ლას­თან“,- გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ.

მი­სი­ვე თქმით, დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, წი­თე­ლას 335 და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვაა, რაც ეპი­და­ფეთ­ქე­ბაა. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გა­რე­შე რის­კე­ბი კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა.

მი­ნის­ტრი მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებს, რომ ვაქ­ცი­ნა­ცია ჩა­ი­ტა­რონ.

„ეს პრობ­ლე­მა ჯერ კი­დევ 90-იან წლებ­ში ჩა­ი­სა­ხა, თუმ­ცა ის მდგო­მა­რე­ო­ბა რაც ჩვენ დღეს გვაქვს უკი­დუ­რე­სად სა­ყუ­რა­დღე­ბოა. ამას ეწო­დე­ბა ეპი­და­ფეთ­ქე­ბა, რო­მელ­საც თა­ვი­სი რე­ა­გი­რე­ბის გეგ­მა აქვს, თუმ­ცა მე­დი­ის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფარ­თო ჩარ­თუ­ლო­ბის გა­რე­შე წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა რთუ­ლი იქ­ნე­ბა. დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, 335 და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვაა წი­თე­ლა­სი, რო­მე­ლიც მკვეთრდა მა­ტუ­ლობს დღე­ე­ბის მი­ხედ­ვით. გან­სხვა­ვე­ბით გრი­პის სტა­ტის­ტი­კი­სა და ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ის­გან, ამ შემ­თხვე­ვა­ში ეს რა­ო­დე­ნო­ბა უკვე საკ­მა­რი­სია, რომ მოხ­დეს დე­ფი­ნი­ცია - ეს არის ეპი­და­ფეთ­ქე­ბა. ამის სპე­ცი­ფი­კა ის არის, რომ ერ­თა­დერ­თი და გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი დაც­ვა ამ და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის­გან არის ვაქ­ცი­ნა­ცია, რო­მე­ლიც ყვე­ლას­თვის ხელ­მიწ­ვდო­მია. მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რჯერ იყო მცდე­ლო­ბა რომ მომ­ხდა­რი­ყო მა­სი­უ­რი კამ­პა­ნი­უ­რი აცრა წი­თე­ლას წი­ნა­აღ­მდეგ, რად­გა­ნაც ახლა ჩვენ პრობ­ლე­მა გვაქვს 20-40 წლამ­დე ასა­კის ადა­მი­ა­ნებ­ში, მათ­ში, ვი­საც 90-იან წლებ­ში უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა გეგ­მუ­რი ვაქ­ცი­ნა­ცია, მაგ­რამ დიდ­წი­ლად ეს არ ხერ­ხდე­ბო­და ცნო­ბი­ლი მი­ზე­ზის გამო. 2008 წლის მდგო­მა­რე­ო­ბით, ეს იყო 1 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი, იმ წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ის შე­დე­გად ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნის ვაქ­ცი­ნა­ცია მო­ხერ­ხდა, ნა­ხე­ვა­რის - ვერა და ამა­ში გარ­კვე­უ­ლი წვლი­ლი მა­შინ გარ­კვე­ულ­მა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა შე­ი­ტა­ნეს. დღე­ის­თვის, სა­ვა­რა­უ­დოდ, 200 ათა­სი ადა­მი­ა­ნი არის წი­თე­ლას იმუ­ნი­ტე­ტის გა­რე­შე, უმე­ტე­სად ეს არის სა­შუ­ა­ლო ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­შიც და­ა­ვა­დე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს. ვაქ­ცი­ნა­ცია არის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა ამას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად. ამი­ტომ ცალ­სა­ხა მო­წო­დე­ბა იქ­ნე­ბა, რომ ერ­თი­ა­ნად ჩა­ვა­ტა­როთ ვაქ­ცი­ნა­ცია და მოვხსნათ ეს რის­კი, სხვა შემ­თხვე­ვა­ში, რის­კე­ბი იქ­ნე­ბა მა­ღა­ლი“,- გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

დღეიდან წითელას აცრა ყველასთვის უფასო გახდება - "ეპიდაფეთქებაა, ჩავიტაროთ ვაქცინაცია!"

დღეიდან წითელას აცრა ყველასთვის უფასო გახდება - "ეპიდაფეთქებაა, ჩავიტაროთ ვაქცინაცია!"

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გავა ცვლილება, რომლის მიხედვითაც წითელას აცრა ყველასთვის უფასო გახდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მინისტრის თქმით, დღეის მდგომარეობით, გარკვეული ადამიანებისთვის წითელას ვაქცინაციაზე არის თანაგადახდა, თუმცა დღეს საღამოდან ის ხელმისაწვდომი გახდება ყველასთვის.

„გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში და გარკვეულ გეოგრაფიულ ლოკაციებზე შეიძლება საჭირო იყოს ამ წუთის მდგომარეობით გარკვეული თანაგადახდა მოსახლეობის მხრიდან, თუმცა დღეს მთავრობის სხდომაზე გაგვაქვს ეს საკითხი, შევიტანთ ცვლილებებს, რომლის საშუალებითაც აბსოლუტურად მიწვდომადს გავხდით უკვე დღეს საღამოდან ყველასთვის წითელას აცრას“, - განაცხადა სერგეენკომ.

დავით სერგეენკო მოსახლეობას მოუწოდებს, რომ თუკი მათ არ ახსოვთ აქვთ თუ არა გაკეთებული წითელას აცრა, ჩაიტარონ ვაქცინაცია კვლავ, რადგან მეორედ მისი გაკეთება, ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.

„თუ ვინმეს, განსაკუთრებით 20-40 წლის ასაკის მოქალაქეს არ აქვს ზუსტი დადასტურება, რომ მან გეგმური ვაქცინაცია ჩაიტარა, აუცილებელია, რომ გაიკეთოს დამატებითი ვაქცინაცია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ახსოვს, რომ თითქოს გაიკეთა, მაგრამ დადასტურებული არ აქვს, მაინც უნდა გაკეთდეს, რადგან თუკი ჰქონდა გაკეთებული და კიდევ გაიკეთა, ეს მის ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის. ბავშვთა ასაკში ვაქცინაცია უნდა მოხდეს კალენდრის მიხედვით, ხოლო 40 წელზე მაღალ ასაკში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ჰქონდა კონტაქტი წითელასთან“,- განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, წითელას 335 დაავადების შემთხვევაა, რაც ეპიდაფეთქებაა. ვაქცინაციის გარეშე რისკები კიდევ უფრო გაიზრდება.

მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ვაქცინაცია ჩაიტარონ.

„ეს პრობლემა ჯერ კიდევ 90-იან წლებში ჩაისახა, თუმცა ის მდგომარეობა რაც ჩვენ დღეს გვაქვს უკიდურესად საყურადღებოა. ამას ეწოდება ეპიდაფეთქება, რომელსაც თავისი რეაგირების გეგმა აქვს, თუმცა მედიის და საზოგადოების ფართო ჩართულობის გარეშე წარმატების მიღწევა რთული იქნება. დღევანდელი მდგომარეობით, 335 დაავადების შემთხვევაა წითელასი, რომელიც მკვეთრდა მატულობს დღეების მიხედვით. განსხვავებით გრიპის სტატისტიკისა და ეპიდემიოლოგიისგან, ამ შემთხვევაში ეს რაოდენობა უკვე საკმარისია, რომ მოხდეს დეფინიცია - ეს არის ეპიდაფეთქება. ამის სპეციფიკა ის არის, რომ ერთადერთი და გარანტირებული დაცვა ამ დაავადების გავრცელებისგან არის ვაქცინაცია, რომელიც ყველასთვის ხელმიწვდომია. მთელი ამ წლების განმავლობაში ბევრჯერ იყო მცდელობა რომ მომხდარიყო მასიური კამპანიური აცრა წითელას წინააღმდეგ, რადგანაც ახლა ჩვენ პრობლემა გვაქვს 20-40 წლამდე ასაკის ადამიანებში, მათში, ვისაც 90-იან წლებში უნდა გაეკეთებინა გეგმური ვაქცინაცია, მაგრამ დიდწილად ეს არ ხერხდებოდა ცნობილი მიზეზის გამო. 2008 წლის მდგომარეობით, ეს იყო 1 მილიონი ადამიანი, იმ წელს ჩატარებული კამპანიის შედეგად ნახევარი მილიონის ვაქცინაცია მოხერხდა, ნახევარის - ვერა და ამაში გარკვეული წვლილი მაშინ გარკვეულმა მედიასაშუალებებმა შეიტანეს. დღეისთვის, სავარაუდოდ, 200 ათასი ადამიანი არის წითელას იმუნიტეტის გარეშე, უმეტესად ეს არის საშუალო ასაკის ადამიანები, რომლებშიც დაავადება განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს. ვაქცინაცია არის ერთადერთი საშუალება ამასთან საბრძოლველად. ამიტომ ცალსახა მოწოდება იქნება, რომ ერთიანად ჩავატაროთ ვაქცინაცია და მოვხსნათ ეს რისკი, სხვა შემთხვევაში, რისკები იქნება მაღალი“,- განაცხადა სერგეენკომ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ