საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დებს მამა ადრე გარდაეცვალათ... ნათია ძალიან გახარებული იყო სახლის რემონტს რომ ასრულებდა, უცებ კი ეს ტრაგედია დატრიალდა"
"დებს მამა ადრე გარდაეცვალათ... ნათია ძალიან გახარებული იყო სახლის რემონტს რომ ასრულებდა, უცებ კი ეს ტრაგედია დატრიალდა"

დიდ დი­ღომ­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­ის მსხვერ­პლებს ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­დათ და მათი ცხედ­რე­ბი 17 იან­ვარს სახ­ლებ­ში გა­და­ას­ვე­ნეს. ნა­თია ციც­ვი­ძე და მისი პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა, ნი­კო­ლო­ზი, ვე­რა­ზე, მა­ყაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე იმ სახ­ლში და­ას­ვე­ნეს, სა­დაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­დნენ. ნინო ციც­ვი­ძე კი დიდ დი­ღომ­ში გა­და­ას­ვე­ნეს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, და­ღუ­პუ­ლებს 19 იან­ვარს ქაშ­ვე­თის ტა­ძარ­ში გა­და­ას­ვე­ნე­ბენ და იქ გა­ი­მარ­თე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი, გა­მოს­ვე­ნე­ბა კი 20 იან­ვარს მოხ­დე­ბა.

მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რუ­ლია ამ ფაქ­ტით და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი აჭ­რე­ლე­ბუ­ლია ტკი­ვი­ლი­ა­ნი წე­რი­ლე­ბით. უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც გარ­დაც­ვლი­ლებს პი­რა­დად იც­ნობ­და და მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და.

გო­გო­ნე­ბი სუ­რა­მი­დან იყ­ვნენ. ციც­ვი­ძე­ე­ბის სახ­ლში 4 შვი­ლი გა­ი­ზარ­და, სამი გო­გო­ნა და ერთი ვაჟი. დებ­მა სკო­ლა იქ და­ამ­თავ­რეს და ამის შემ­დეგ გა­ნაგ­რძეს სწავ­ლა თბი­ლის­ში. წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი იყ­ვნენ და ორი­ვემ მუ­შა­ო­ბა აქ და­ი­წყო. ორი­ვე პე­და­გო­გი იყო, ნა­თი­ას ის­ტო­რია-გე­ოგ­რა­ფი­ის ფა­კულ­ტე­ტი ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი და სხვა­დას­ხვა სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ობ­და, ბოლო 6 წე­ლია ქარ­თულ-ამე­რი­კულ სკო­ლა­ში ას­წავ­ლი­და ის­ტო­რი­ას და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­და­გო­გი იყო, ნინო ციც­ვი­ძე კი გერ­მა­ნის­ტი გახ­ლდათ, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც მუ­შა­ობ­და ლექ­ტო­რად და კავ­კა­სი­ის ფრან­გულ სკო­ლა­ში გერ­მა­ნულს ას­წავ­ლი­და. საყ­ვა­რელ პე­და­გო­გებს გლო­ვო­ბენ მათი სტუ­დენ­ტე­ბი და მოს­წავ­ლე­ე­ბი, ამ ახალ­გაზ­რდა გო­გო­ებ­მა შეძ­ლეს უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი და სით­ბო და­ე­თე­სათ და ამი­ტო­მაც უჭირთ მათ­ზე წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი. პე­და­გო­გი და­რე­ჯან კვან­ჭი­ა­ნი ნა­თია ციც­ვი­ძეს წლე­ბია იც­ნობს, ისი­ნი ერთ სკო­ლა­ში მუ­შა­ობ­დნენ.

და­რე­ჯან კვან­ჭი­ა­ნი:

- ხუთი წელი ერ­თად ვი­მუ­შა­ვეთ სკო­ლა­ში. 25 წლის იყო ჩვენ­თან რომ მო­ვი­და, ლა­მა­ზი, ცის­ფერ­თვა­ლე­ბა გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ულა­მა­ზეს მო­გო­ნე­ბად დარ­ჩე­ბა და სა­მუ­და­მოდ იქ­ნე­ბა ჩემ­თან მისი ბოლო მო­ნა­წე­რი. ყვე­ლას უზო­მოდ უყ­ვარ­და. მერე სხვა სკო­ლა­ში გა­და­ვი­და სა­მუ­შა­ოდ, მეც წა­მო­ვე­დი იმ სკო­ლი­დან, მაგ­რამ ურ­თი­ერ­თო­ბა არა­სო­დეს გაგ­ვი­წყვე­ტია. ის­ტო­რია-გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ჩემს სკო­ლა­ში გე­ოგ­რა­ფი­ას ას­წავ­ლი­და, მერე ქარ­თულ-ამე­რი­კულ სკო­ლა­ში გა­და­ვი­და და იქ ის­ტო­რი­ას ას­წავ­ლი­და. ორი­ვე დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტი იყო. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი. ნაკლს ვერ მო­უ­ძებ­ნი­დი ნა­თი­ას, იყო მშვი­დი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, კე­თილ­მო­სურ­ნე. ღი­მი­ლი­ა­ნი, კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ყვე­ლას მი­მართ. ლა­მა­ზი ცის­ფე­რი თვა­ლე­ბი ჰქონ­და და სულ სიყ­ვა­რუ­ლი იფ­რქვე­ო­და მისი თვა­ლე­ბი­დან. უკონ­ფლიქ­ტო ადა­მი­ა­ნი, თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, რო­მე­ლიც დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით აკე­თებ­და ყვე­ლა­ფერს. რაც მთა­ვა­რია, ბავ­შვებს უყ­ვარ­დათ ძა­ლი­ან, კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და მათ­თან, ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი იყო.

ბოლო დროს ვერ ვხვდე­ბო­დი, მი­მო­წე­რა გვქონ­და. სამი დები იყ­ვნენ და ერთი პა­ტა­რა ძმა ყავ­და, მას­ზე მგო­ნი 10 წლით პა­ტა­რა იყო და დე­და­სა­ვით ზრუ­ნავ­და თა­ვის ძმა­ზე. მერე ოჯა­ხი შექ­მნა, შვი­ლე­ბი ჰყავ­და, კარ­გი მე­უღ­ლე და ბედ­ნი­ე­რი იყო. მისი და ნინო უცხო ენის სპე­ცი­ა­ლის­ტი იყო. მას­თან არ მქო­ნია ურ­თი­ერ­თო­ბა, ნა­ნა­ხი მყავს სკო­ლა­ში. ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი რომ გა­ვი­გე, და­ზაფ­რუ­ლი ვი­ყა­ვი და უფრო მე­ტად გავ­ნაგ­დურ­დი, როცა გა­ვი­გე, რომ ამ ტრა­გე­დი­ის მსხვერ­პლი ჩემი ნა­თია და მისი ოჯა­ხი იყო. არ ვიცი, სი­ტყვე­ბი უძ­ლუ­რია ამ დროს, ყვე­ლას ტკი­ვი­ლია და ყვე­ლას და­აკ­ლდე­ბა ისი­ნი.

ირმა ქო­ბუ­ლაშ­ვი­ლი, ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი სკო­ლის პე­და­გო­გი:

- მე და ნა­თია 6 წე­ლია ერ­თად ვმუ­შა­ობთ და ასე­თი ენერ­გი­უ­ლი, შრო­მის­მოყ­ვა­რე გოგო იშ­ვი­ა­თია. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავტორი:

"დებს მამა ადრე გარდაეცვალათ... ნათია ძალიან გახარებული იყო სახლის რემონტს რომ ასრულებდა, უცებ კი ეს ტრაგედია დატრიალდა"

"დებს მამა ადრე გარდაეცვალათ... ნათია ძალიან გახარებული იყო სახლის რემონტს რომ ასრულებდა, უცებ კი ეს ტრაგედია დატრიალდა"

დიდ დიღომში დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის მსხვერპლებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ და მათი ცხედრები 17 იანვარს სახლებში გადაასვენეს. ნათია ციცვიძე და მისი პატარა ბიჭუნა, ნიკოლოზი, ვერაზე, მაყაშვილის ქუჩაზე იმ სახლში დაასვენეს, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. ნინო ციცვიძე კი დიდ დიღომში გადაასვენეს. როგორც ამბობენ, დაღუპულებს 19 იანვარს ქაშვეთის ტაძარში გადაასვენებენ და იქ გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდი, გამოსვენება კი 20 იანვარს მოხდება.

მთელი საქართველო შეძრულია ამ ფაქტით და სოციალური ქსელი აჭრელებულია ტკივილიანი წერილებით. უმძიმეს მდგომარეობაში არიან ის ადამიანები, ვინც გარდაცვლილებს პირადად იცნობდა და მათთან ურთიერთობა ჰქონდა.

გოგონები სურამიდან იყვნენ. ციცვიძეების სახლში 4 შვილი გაიზარდა, სამი გოგონა და ერთი ვაჟი. დებმა სკოლა იქ დაამთავრეს და ამის შემდეგ განაგრძეს სწავლა თბილისში. წარმატებული სტუდენტები იყვნენ და ორივემ მუშაობა აქ დაიწყო. ორივე პედაგოგი იყო, ნათიას ისტორია-გეოგრაფიის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული და სხვადასხვა სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა, ბოლო 6 წელია ქართულ-ამერიკულ სკოლაში ასწავლიდა ისტორიას და საკმაოდ წარმატებული პედაგოგი იყო, ნინო ციცვიძე კი გერმანისტი გახლდათ, ჯავახიშვილის უნივერსიტეტშიც მუშაობდა ლექტორად და კავკასიის ფრანგულ სკოლაში გერმანულს ასწავლიდა. საყვარელ პედაგოგებს გლოვობენ მათი სტუდენტები და მოსწავლეები, ამ ახალგაზრდა გოგოებმა შეძლეს უდიდესი სიყვარული და სითბო დაეთესათ და ამიტომაც უჭირთ მათზე წარსულში საუბარი. პედაგოგი დარეჯან კვანჭიანი ნათია ციცვიძეს წლებია იცნობს, ისინი ერთ სკოლაში მუშაობდნენ.

დარეჯან კვანჭიანი:

- ხუთი წელი ერთად ვიმუშავეთ სკოლაში. 25 წლის იყო ჩვენთან რომ მოვიდა, ლამაზი, ცისფერთვალება გოგონა, რომელიც ულამაზეს მოგონებად დარჩება და სამუდამოდ იქნება ჩემთან მისი ბოლო მონაწერი. ყველას უზომოდ უყვარდა. მერე სხვა სკოლაში გადავიდა სამუშაოდ, მეც წამოვედი იმ სკოლიდან, მაგრამ ურთიერთობა არასოდეს გაგვიწყვეტია. ისტორია-გეოგრაფიული ჰქონდა დამთავრებული, ჩემს სკოლაში გეოგრაფიას ასწავლიდა, მერე ქართულ-ამერიკულ სკოლაში გადავიდა და იქ ისტორიას ასწავლიდა. ორივე დარგის სპეციალისტი იყო. არაჩვეულებრივი ადამიანი. ნაკლს ვერ მოუძებნიდი ნათიას, იყო მშვიდი, გაწონასწორებული, კეთილმოსურნე. ღიმილიანი, კეთილგანწყობილი ყველას მიმართ. ლამაზი ცისფერი თვალები ჰქონდა და სულ სიყვარული იფრქვეოდა მისი თვალებიდან. უკონფლიქტო ადამიანი, თავისი საქმის პროფესიონალი, რომელიც დიდი პასუხისმგებლობით აკეთებდა ყველაფერს. რაც მთავარია, ბავშვებს უყვარდათ ძალიან, კარგი ურთიერთობა ჰქონდა მათთან, ძალიან მეგობრული იყო.

ბოლო დროს ვერ ვხვდებოდი, მიმოწერა გვქონდა. სამი დები იყვნენ და ერთი პატარა ძმა ყავდა, მასზე მგონი 10 წლით პატარა იყო და დედასავით ზრუნავდა თავის ძმაზე. მერე ოჯახი შექმნა, შვილები ჰყავდა, კარგი მეუღლე და ბედნიერი იყო. მისი და ნინო უცხო ენის სპეციალისტი იყო. მასთან არ მქონია ურთიერთობა, ნანახი მყავს სკოლაში. ეს საშინელი ამბავი რომ გავიგე, დაზაფრული ვიყავი და უფრო მეტად გავნაგდურდი, როცა გავიგე, რომ ამ ტრაგედიის მსხვერპლი ჩემი ნათია და მისი ოჯახი იყო. არ ვიცი, სიტყვები უძლურია ამ დროს, ყველას ტკივილია და ყველას დააკლდება ისინი.

ირმა ქობულაშვილი, ქართულ-ამერიკული სკოლის პედაგოგი:

- მე და ნათია 6 წელია ერთად ვმუშაობთ და ასეთი ენერგიული, შრომისმოყვარე გოგო იშვიათია. წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ