პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყაზსტრანსგაზის" თანამშრომელს ფეხით მეცხრე სართულზე ასვლა დაეზარა" - ადვოკატი კომპენსაციებს ითხოვს
"ყაზსტრანსგაზის" თანამშრომელს ფეხით მეცხრე სართულზე ასვლა დაეზარა" - ადვოკატი კომპენსაციებს ითხოვს

სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია „ელ ჯგუ­ფის“ დი­რექ­ტო­რის გრი­გოლ ჭან­ტუ­რი­ას და დიდ დი­ღომ­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ად­ვო­კა­ტის ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე მი­სულ „ყა­ზტრანსგა­ზის" თა­ნამ­შრომ­ლებს რო­დე­საც უთხრეს, რომ ლიფ­ტი მე­ცხრე სარ­თუ­ლამ­დე ვერ ადის, მათ მე­ცხრე სარ­თულ­ზე ფე­ხით ას­ვლა და შე­მოწ­მე­ბა და­ე­ზა­რათ. ამის შე­სა­ხებ კო­ბა­ი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნუ­ცხა­და.

„სამ­წუ­ხა­როდ, „ყა­ზტრანსგა­ზი" არ აპი­რებს სა­კუ­თარ თავ­ზე აი­ღოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს. ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ, მათ წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლი შე­ვი­ტა­ნოთ. გაჟ­ღერ­დე­ბა ორი სა­სარ­ჩე­ლო მო­თხოვ­ნა - მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და მო­რა­ლუ­რი კუ­თხით. სა­თი­თა­ოდ და­ვით­ვლით, რა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნი მი­ად­გა. რაც შე­ე­ხე­ბა მო­რა­ლურ ზი­ანს, აქ ალ­ბათ, სა­და­ვო არა­ფე­რი იქ­ნე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით 70 ოჯახს უშუ­ა­ლოდ შე­ე­ხო ეს ტრა­გე­დია. ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს შე­ერ­ყა ჯან­მრთე­ლო­ბა. სტრე­სის გამო ბავ­შვებს ძილი აღარ აქვთ. "ყა­ზტრანსგა­ზის" გან­ცხა­დე­ბებ­ში მხო­ლოდ სამ­ძი­მარ­ზეა სა­უ­ბა­რი. მე მათ მო­ვუ­წო­დებ, და­ი­წყონ ჩვენ­თან დი­ა­ლო­გი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ყვე­ლა­ფე­რი დღის სი­ნათ­ლე­ზე გავა. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის პრო­ტეს­ტი გა­მოწ­ვე­უ­ლია იმით, რომ კომ­პა­ნია მათ არა­ნა­ირ ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევს. მშე­ნე­ბე­ლი კომ­პა­ნია მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში იძა­ხებს "ყა­ზტრანსგაზს", რო­მე­ლიც თა­ვი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით მი­დის და გაჰ­ყავს ქსე­ლი პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით - სად გავა მილი, სად იქ­ნე­ბა მრი­ცხვე­ლი, შემ­დეგ ამა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა "ყა­ზტრანსგაზს" აქვს აღე­ბუ­ლი. რო­დე­საც მათ თა­ნამ­შრომ­ლებს უთხრეს, რომ ლიფ­ტი მე­ცხრე სარ­თუ­ლამ­დე ვერ ადის, მათ და­ე­ზა­რათ მე­ცხრე სარ­თულ­ზე ას­ვლა და შე­მოწ­მე­ბა. ეს წმინ­და წყლის გულ­გრი­ლო­ბაა", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

ენერ­გო­ომ­ბუდსმე­ნის სა­ლო­მე ვარ­დი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით კი, თუ „ყა­ზტრანსგა­ზის" ორმა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა საფრ­თხის წყა­რო ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნა, აქ შე­იძ­ლე­ბა საქ­მე ორ შემ­თხვე­ვას­თან გვქონ­დეს - ეს ან არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და გა­მო­უც­დე­ლო­ბაა, ან საქ­მი­სად­მი გულ­გრი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ამის შე­სა­ხებ მან ჟურ­ნა­ლის­ტებს პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე დიდ დი­ღომ­ში მომ­ხდარ აფეთ­ქე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნუ­ცხა­და.

სა­ლო­მე ვარ­დი­აშ­ვი­ლი

"ყა­ზტრანსგაზ­მა" ძა­ლი­ან კარ­გი კამ­პა­ნია ჩა­ა­ტა­რა, რო­დე­საც უფა­სოდ სთა­ვა­ზობ­დნენ მო­სახ­ლე­ო­ბას შიდა ქსე­ლე­ბის შე­მოწ­მე­ბას. თუმ­ცა, რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვას, ფაქ­ტია, რომ იყო გა­მო­ძა­ხე­ბა. მი­ვი­და ორი პირი, თუმ­ცა საფრ­თხე ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მე მიჩ­ნდე­ბა სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზრი, რომ საქ­მე გვაქვს ორ შემ­თხვე­ვას­თან. ეს არის - ან არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და გა­მო­უც­დე­ლო­ბა, ან გულ­გრი­ლი და ზე­რე­ლე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საქ­მი­ა­ნო­ბის მი­მართ. თუ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მი­დის ად­გილ­ზე და გა­ზის სუნს ვერ გრძნობს, თუმ­ცა ხალ­ხი ამ­ბობს, რომ გრძნობს სუნს, ის ადა­მი­ა­ნი ამოწ­მებს გარე პე­რი­მეტრს და ეჭვი არ უჩ­ნდე­ბა, რომ შიგ­ნით რა­ღაც ხდე­ბა და არ აძ­ლევს მო­სახ­ლე­ო­ბას რე­კო­მენ­და­ცი­ას, და­ტო­ვონ შე­ნო­ბა, გა­ა­ღონ ყვე­ლა სახ­ლი, თუ ვერ უკავ­შირ­დე­ბი ყვე­ლა სახ­ლის მე­პა­ტო­ნეს, მა­შინ ავ­ტო­მა­ტუ­რად უნდა გა­მორ­თო კორ­პუს­ში შე­მა­ვა­ლი გა­ზის ჩამ­კე­ტი. კორ­პუს­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­აც უნდა გა­ი­თი­შოს. მე მაქვს შე­კი­თხვე­ბი "ყა­ზტრანსგა­ზის" წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას­თან და ვე­ლო­დე­ბი მათ­გან ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბებს. ასე­ვე და­ვე­ლო­დე­ბით გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გებს" ,- გა­ნა­ცხა­და ენერ­გო­ომ­ბუდსმენ­მა.

16 იან­ვარს, დიდ დი­ღომ­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად 4 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, აქე­დან ერთი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვია. და­შავ­და 8 ადა­მი­ა­ნი, თუმ­ცა, ისი­ნი კლი­ნი­კე­ბი­დან უკვე გა­წე­რეს და ამ დრო­ის­თვის იაშ­ვი­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მხო­ლოდ ერთი ბავ­შვი გა­ნაგ­რძობს მკურ­ნა­ლო­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

"ყაზსტრანსგაზის" თანამშრომელს ფეხით მეცხრე სართულზე ასვლა დაეზარა" - ადვოკატი კომპენსაციებს ითხოვს

"ყაზსტრანსგაზის" თანამშრომელს ფეხით მეცხრე სართულზე ასვლა დაეზარა" - ადვოკატი კომპენსაციებს ითხოვს

სამშენებლო კომპანია „ელ ჯგუფის“ დირექტორის გრიგოლ ჭანტურიას და დიდ დიღომში დაზარალებული მოსახლეობის ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, გამოძახებაზე მისულ „ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებს როდესაც უთხრეს, რომ ლიფტი მეცხრე სართულამდე ვერ ადის, მათ მეცხრე სართულზე ფეხით ასვლა და შემოწმება დაეზარათ. ამის შესახებ კობაიძემ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე განუცხადა.

„სამწუხაროდ, „ყაზტრანსგაზი" არ აპირებს საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და დაზარალებულები დააკმაყოფილოს. ჩვენ გადავწყვიტეთ, მათ წინააღმდეგ სარჩელი შევიტანოთ. გაჟღერდება ორი სასარჩელო მოთხოვნა - მატერიალური და მორალური კუთხით. სათითაოდ დავითვლით, რა მატერიალური ზიანი მიადგა. რაც შეეხება მორალურ ზიანს, აქ ალბათ, სადავო არაფერი იქნება. დაახლოებით 70 ოჯახს უშუალოდ შეეხო ეს ტრაგედია. ძალიან ბევრ ადამიანს შეერყა ჯანმრთელობა. სტრესის გამო ბავშვებს ძილი აღარ აქვთ. "ყაზტრანსგაზის" განცხადებებში მხოლოდ სამძიმარზეა საუბარი. მე მათ მოვუწოდებ, დაიწყონ ჩვენთან დიალოგი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი დღის სინათლეზე გავა. დაზარალებულების პროტესტი გამოწვეულია იმით, რომ კომპანია მათ არანაირ ყურადღებას არ აქცევს. მშენებელი კომპანია მშენებლობის პროცესში იძახებს "ყაზტრანსგაზს", რომელიც თავისი აღჭურვილობით მიდის და გაჰყავს ქსელი პროექტის მიხედვით - სად გავა მილი, სად იქნება მრიცხველი, შემდეგ ამაზე პასუხისმგებლობა "ყაზტრანსგაზს" აქვს აღებული. როდესაც მათ თანამშრომლებს უთხრეს, რომ ლიფტი მეცხრე სართულამდე ვერ ადის, მათ დაეზარათ მეცხრე სართულზე ასვლა და შემოწმება. ეს წმინდა წყლის გულგრილობაა", - განაცხადა ადვოკატმა.

ენერგოომბუდსმენის სალომე ვარდიაშვილის განცხადებით კი, თუ „ყაზტრანსგაზის" ორმა წარმომადგენელმა საფრთხის წყარო ვერ აღმოაჩინა, აქ შეიძლება საქმე ორ შემთხვევასთან გვქონდეს - ეს ან არაპროფესიონალიზმი და გამოუცდელობაა, ან საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განუცხადა.

სალომე ვარდიაშვილი

"ყაზტრანსგაზმა" ძალიან კარგი კამპანია ჩაატარა, როდესაც უფასოდ სთავაზობდნენ მოსახლეობას შიდა ქსელების შემოწმებას. თუმცა, რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, ფაქტია, რომ იყო გამოძახება. მივიდა ორი პირი, თუმცა საფრთხე ვერ აღმოაჩინეს. მე მიჩნდება სუბიექტური აზრი, რომ საქმე გვაქვს ორ შემთხვევასთან. ეს არის - ან არაპროფესიონალიზმი და გამოუცდელობა, ან გულგრილი და ზერელე დამოკიდებულება საქმიანობის მიმართ. თუ პროფესიონალი მიდის ადგილზე და გაზის სუნს ვერ გრძნობს, თუმცა ხალხი ამბობს, რომ გრძნობს სუნს, ის ადამიანი ამოწმებს გარე პერიმეტრს და ეჭვი არ უჩნდება, რომ შიგნით რაღაც ხდება და არ აძლევს მოსახლეობას რეკომენდაციას, დატოვონ შენობა, გააღონ ყველა სახლი, თუ ვერ უკავშირდები ყველა სახლის მეპატონეს, მაშინ ავტომატურად უნდა გამორთო კორპუსში შემავალი გაზის ჩამკეტი. კორპუსში ელექტროენერგიაც უნდა გაითიშოს. მე მაქვს შეკითხვები "ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლობასთან და ველოდები მათგან ახსნა-განმარტებებს. ასევე დაველოდებით გამოძიების შედეგებს" ,- განაცხადა ენერგოომბუდსმენმა.

16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი, თუმცა, ისინი კლინიკებიდან უკვე გაწერეს და ამ დროისთვის იაშვილის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ