საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედოფლის ქმარი საზარელ ავარიაში მოჰყვა - 97 წლის პრინცი მანქანას თავად მართავდა
დედოფლის ქმარი საზარელ ავარიაში მოჰყვა - 97 წლის პრინცი მანქანას თავად მართავდა

ბრი­ტა­ნე­თის დე­დოფ­ლის ქმა­რი, პრინ­ცი ფი­ლი­პი ავა­რი­ა­ში მოჰ­ყვა, თუმ­ცა CNN-ის ცნო­ბით, უვ­ნებ­ლად გა­დარ­ჩა. 97 წლის პრინ­ცის „ლენდ რო­ვე­რი“ ინ­ცი­დენ­ტის დროს ამობ­რუნ­და, ის ავ­ტო­მო­ბილს თა­ვად მარ­თავ­და.

შემ­თხვე­ვა დე­დოფ­ლის სან­დრინ­გე­მის სა­სახ­ლეს­თან ახ­ლოს მოხ­და, ფო­ტო­ებ­ზე ჩანს ამობ­რუ­ნე­ბუ­ლი მან­ქა­ნა, რომ­ლის წინა მარ­ცხე­ნა კარი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, ბრი­ტა­ნეთ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლებს საჭე მარ­ჯვნივ აქვს.

პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მე­ო­რე მძღოლს და ქალს, რო­მე­ლიც მან­ქა­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვთ და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ფი­ლიპს, ედინ­ბურ­გის ჰერ­ცო­გი ექიმ­მა სან­დრინ­გემ­ში მო­ი­ნა­ხუ­ლა.

ავა­რი­ის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი ტაბ­ლო­ი­დებ­მა ბრი­ტა­ნეთ­ში გუ­შინ გა­ავ­რცე­ლეს, მათ შო­რის - „დე­ი­ლი მე­ილ­მა“ და „სან­მა“. „დე­ი­ლი ტე­ლეგ­რა­ფი“ კი აღ­ნიშ­ნავს, რომ პრინ­ცი „სას­წა­უ­ლით გა­დარ­ჩა“.

სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მე­ბი წე­რენ, რომ მე­ო­რე მან­ქა­ნა­ში, რო­მე­ლიც ინ­ცი­დენ­ტში აღ­მოჩ­ნდა ჩარ­თუ­ლი, 10 თვის ბავ­შვიც იჯდა, რო­მე­ლიც, სა­ბედ­ნი­ე­როდ, არ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლა.

ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ აქ­ტი­უ­რად სა­უბ­რო­ბენ ფი­ლი­პის ასაკ­ზე - სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ 98 წლის პრინცს მარ­თვის უფ­ლე­ბა აღარ უნდა ჰქონ­დეს.

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში 70 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მარ­თვის მოწ­მო­ბა ყო­ველ სამ წე­ლი­წად­ში ერთხელ გა­ნა­ახ­ლონ. მარ­თა­ლია, დე­დო­ფალს მარ­თვის მოწ­მო­ბა არ სჭირ­დე­ბა, თუმ­ცა პრინ­ცი ფი­ლი­პის­თვის ის სა­ვალ­დე­ბუ­ლოა. CNN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ედინ­ბურ­გის ჰერ­ცოგს მოწ­მო­ბა აქვს და კა­ნო­ნის სრუ­ლი დაც­ვით, პე­რი­ო­დუ­ლად ანახ­ლებს.

ფი­ლი­პი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას 2017 წლი­დან ჩა­მო­შორ­და, თუმ­ცა სა­ჯა­როდ ის იშ­ვი­ა­თად მა­ინც ჩნდე­ბა. რამ­დე­ნი­მე თვის წინ დე­დო­ფალ­თან ერ­თად შვი­ლიშ­ვი­ლის, პრინ­ცე­სა იუ­ჯი­ნის ქორ­წილს და­ეს­წრო.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

დედოფლის ქმარი საზარელ ავარიაში მოჰყვა - 97 წლის პრინცი მანქანას თავად მართავდა

დედოფლის ქმარი საზარელ ავარიაში მოჰყვა - 97 წლის პრინცი მანქანას თავად მართავდა

ბრიტანეთის დედოფლის ქმარი, პრინცი ფილიპი ავარიაში მოჰყვა, თუმცა CNN-ის ცნობით, უვნებლად გადარჩა. 97 წლის პრინცის „ლენდ როვერი“ ინციდენტის დროს ამობრუნდა, ის ავტომობილს თავად მართავდა.

შემთხვევა დედოფლის სანდრინგემის სასახლესთან ახლოს მოხდა, ფოტოებზე ჩანს ამობრუნებული მანქანა, რომლის წინა მარცხენა კარი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული, ბრიტანეთში ავტომობილებს საჭე მარჯვნივ აქვს.

პოლიციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მეორე მძღოლს და ქალს, რომელიც მანქანაში იმყოფებოდნენ, სხეულის დაზიანებები აქვთ და საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

რაც შეეხება თავად ფილიპს, ედინბურგის ჰერცოგი ექიმმა სანდრინგემში მოინახულა.

ავარიის ამსახველი ფოტოები ტაბლოიდებმა ბრიტანეთში გუშინ გაავრცელეს, მათ შორის - „დეილი მეილმა“ და „სანმა“. „დეილი ტელეგრაფი“ კი აღნიშნავს, რომ პრინცი „სასწაულით გადარჩა“.

სხვადასხვა გამოცემები წერენ, რომ მეორე მანქანაში, რომელიც ინციდენტში აღმოჩნდა ჩართული, 10 თვის ბავშვიც იჯდა, რომელიც, საბედნიეროდ, არ დაზარალებულა.

ინციდენტის შემდეგ აქტიურად საუბრობენ ფილიპის ასაკზე - სოციალურ ქსელებში წერენ, რომ 98 წლის პრინცს მართვის უფლება აღარ უნდა ჰქონდეს.

დიდ ბრიტანეთში 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები ვალდებულები არიან, მართვის მოწმობა ყოველ სამ წელიწადში ერთხელ განაახლონ. მართალია, დედოფალს მართვის მოწმობა არ სჭირდება, თუმცა პრინცი ფილიპისთვის ის სავალდებულოა. CNN-ის ინფორმაციით, ედინბურგის ჰერცოგს მოწმობა აქვს და კანონის სრული დაცვით, პერიოდულად ანახლებს.

ფილიპი საზოგადოებრივ საქმიანობას 2017 წლიდან ჩამოშორდა, თუმცა საჯაროდ ის იშვიათად მაინც ჩნდება. რამდენიმე თვის წინ დედოფალთან ერთად შვილიშვილის, პრინცესა იუჯინის ქორწილს დაესწრო.

რუსეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთ ვაქცინაზე მუშაობს

ფერფლით დაფარული სოფლები და ევაკუირებული მოსახლეობა - კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულზე უძველესი ვულკანი ამოიფრქვა

რატომ დააჯარიმა ჩინეთმა  2.75 მილიარდი დოლარით გაყიდვების გიგანტი Alibaba?