ავტორი:

მერია შენობაში ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოებას არ ამოწმებს - როგორ იღებენ კორპუსებს ექსპლუატაციაში

მერია შენობაში ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოებას არ ამოწმებს - როგორ იღებენ კორპუსებს ექსპლუატაციაში

შენობის ექსპლუატაციაში მიღებისას ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება მუნიციპალური ინსპექციისა და მერიის კომპეტენციაში საერთოდ არ შედის, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის შეყვანა ენერგოკომპანიების პასუხისმგებლობაა. კალაძის თქმით, ამას არეგულირებს მარეგულირებელი კომისიისა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაწერილი რეგულაციები.

„მინდა, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს გავუსვა ხაზი. პირველი - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შენობაში ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოება, მოქმედი კანონმდებლობით, არავითარ კავშირში არ არის ექსპლუატაციაში მიღებასთან. მე მინდა ავხსნა, ზოგადად როგორ ხდება ექსპლუატაციაში მიღება. არქიტექტურის სამსახური გასცემს სამშენებლო ნებართვას, შემდეგ როდესაც დასრულდება იმ შენობა-ნაგებობის მშენებლობა, მიდის ზედამხედველობის სამსახური და ამოწმებს, რამდენად თანხვედრაშია გაცემული ნებართვა და დამთავრებული შენობა-ნაგებობა, რამდენად შეესაბამება დამტკიცებულ პროექტს. ასე ხდება ექსპლუატაციაში მიღება. რაც შეეხება იმ კონკრეტულ შენობა-ნაგებობას, სადაც აფეთქება მოხდა, მას მომართვა გაკეთებული ჰქონდა, დაუდგინდა ხარვეზები, ეს ხარვეზები გამოსწორდა, შემოაბრუნეს ისევ მერიაში წერილი და რამდენიმე დღეში ექსპლუატაციაში იქნებოდა მიღებული ეს შენობა.

მეორე - ხაზი მინდა გავუსვა, რომ შენობის ექსპლუატაციაში მიღებისას ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება მუნიციპალური ინსპექციისა და მერიის კომპეტენციაში საერთოდ არ შედის. ამას არეგულირებს მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი რეგულაციები და ცენტრალური ხელისუფლების განკარგულებაში გაწერილი რეგულაციები. რა თქმა უნდა, როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის შეყვანა ენერგოკომპანიების პასუხისმგებლობაა და უფლებამოსილებები მათზეა დელეგირებული,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ძლიერი ხანძარი გრიგოლეთში - ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს გაუჩნდა

საქართველოში ამინდი უარესდება - როდიდან არის მოსალოდნელი წვიმა და ძლიერი ქარი?

სემეკმა შპს „თბილისი ენერჯის“ სამომხმარებლო ტარიფი დააკორექტირა