პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სისხლს ბანკის" დირექტორი სერგეენკოს პასუხობს - "ღმერთმა დაგვიფაროს, ისეთი ბინძურები ვიყოთ, რომ ვიღაცის გამო რაღაცას ვიყენებდეთ"
"სისხლს ბანკის" დირექტორი სერგეენკოს პასუხობს - "ღმერთმა დაგვიფაროს, ისეთი ბინძურები ვიყოთ, რომ ვიღაცის გამო რაღაცას ვიყენებდეთ"

"ბავ­შვე­ბის ტრავ­მამ რა თქმა უნდა დე­ფი­ცი­ტი არ გა­მო­იწ­ვია, მაგ­რამ ქვე­ყა­ნა­ში არის სის­ხლის კომ­პო­ნენ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტი!" - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შპს "სის­ხლს ბან­კის" დი­რექ­ტორ­მა, და­ვით ლო­ლი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, გან­ცხა­დე­ბა, რომ ქვე­ყა­ნა­ში სის­ხლის კომპნენ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტია, მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ად­რეც გა­კეთ­და, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცელ­და.

"სის­ხლის ბან­კის" დი­რექ­ტო­რი ფიქ­რობს, რომ ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს მათ გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც შემ­დეგ უკვე მე­დი­ა­ში სხვა­დას­ხვა ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით გავ­რცელ­და.

ლო­ლი­აშ­ვი­ლი მზად არის და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს, ასე­ვე მე­დი­ას წა­რუდ­გი­ნოს კონ­კრე­ტუ­ლი ციფ­რე­ბი, თუ რამ­დე­ნი სის­ხლია გა­ხარ­ჯუ­ლი და რა რა­ო­დე­ნო­ბის სის­ხლის მა­რა­გია ამ ეტა­პის­თვის.

"გა­და­ა­მოწ­მეთ არ­ქი­ვი და ნა­ხავთ, რომ რამ­დე­ნი­მე მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა­ში ბოლო ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ­ჯერ გა­მო­ვა­ცხა­დეთ, რომ ქვყა­ნა­ში არის სის­ხლის კომ­პო­ნენ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტი. მე ვერ ვი­გებ ეს გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა რამ გა­მო­იწ­ვია. ბავ­შვე­ბის ტრავ­მამ, რა თქმა უნდა, დე­ფი­ცი­ტი არ შექ­მნა. ჩვენ გვქონ­და სის­ხლის კომ­პო­ნენ­ტე­ბი, მი­ვა­წო­დეთ ყვე­ლას, მაგ­რამ გან­ვა­ცხა­დეთ, რომ შე­იძ­ლე­ბა შე­იქ­მნას დე­ფი­ცი­ტი. ეს უბ­რა­ლოდ და­ემ­თხვა იმას, რომ გუ­შინ მოხ­და უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა. ხალხნო, ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს, ისე­თი ბინ­ძუ­რე­ბი ვი­ყოთ, რომ ვი­ღა­ცის გამო რა­ღა­ცას ვი­ყე­ნებ­დეთ. ამას მოწ­მობს ის, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი გვქონ­და მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე და არა­ერთ მე­დი­ა­სა­შუ­ლე­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ლო­ლი­აშ­ვილ­მა.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის და­ვით სერ­გე­ენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, სის­ხლის ბან­კი ცდი­ლობს, რომ უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა სა­კუ­თა­რი მარ­კე­ტინ­გის­თვის გა­მო­ი­ყე­ნოს, მო­ი­ზი­დოს უფა­სო დო­ნო­რე­ბი და და­ამ­ზა­დოს პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც შემ­დგომ კო­მერ­ცი­უ­ლად უნდა გა­ყი­დოს. მი­ნის­ტრის თქმით, გუ­შინ კლი­ნი­კებს რვა პა­ცი­ენ­ტმა მი­მარ­თა, მათ­გან ექ­ვსმა - იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კას, რის შე­დე­გა­დაც სის­ხლის მი­ნი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ხარ­ჯა.

"სა­ჯა­რო მო­ხე­ლის კო­დექ­სი არ მაძ­ლევს უფ­ლე­ბას, შე­სა­ბა­მი­სი შე­ფა­სე­ბა გა­ვა­კე­თო, მაგ­რამ რო­დე­საც სის­ხლის ბან­კი ცდი­ლობს, რომ უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა სა­კუ­თა­რი მარ­კე­ტინ­გის­თვის გა­მო­ი­ყე­ნოს, მო­ი­ზი­დოს უფა­სო დო­ნო­რე­ბი და და­ამ­ზა­დოს პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც შემ­დგომ კო­მერ­ცი­უ­ლად უნდა გა­ყი­დოს, ამ ფაქ­ტის შე­ფა­სე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბას შევ­თა­ვა­ზებ, თან ეს იმ ფონ­ზე ხდე­ბა, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში გლო­ვის დღეა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა უან­გა­როდ შეს­თა­ვა­ზა დახ­მა­რე­ბა ტრა­გე­დი­ის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს.

ამ ბავ­შვე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში და­ი­ხარ­ჯა ერთი ერ­თე­უ­ლი სის­ხლის პრო­დუქ­ტი, რაც ძა­ლი­ან ცო­ტაა, ამა­ზე ნაკ­ლე­ბი მო­ცუ­ლო­ბა უბ­რა­ლოდ არ არ­სე­ბობს. მა­რა­გი, რა თქმა უნდა, შე­ფერ­ხე­ბის გა­რე­შე მი­ე­წო­და კლი­ნი­კას. მას თა­ვი­სი რე­სურ­სიც აქვს. ერთი ერ­თე­უ­ლი ყო­ველ­თვის არის", - აღ­ნიშ­ნა და­ვით სერ­გე­ენ­კომ.

sponsored by ContentRoom
რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"სისხლს ბანკის" დირექტორი სერგეენკოს პასუხობს - "ღმერთმა დაგვიფაროს, ისეთი ბინძურები ვიყოთ, რომ ვიღაცის გამო რაღაცას ვიყენებდეთ"

"სისხლს ბანკის" დირექტორი სერგეენკოს პასუხობს - "ღმერთმა დაგვიფაროს, ისეთი ბინძურები ვიყოთ, რომ ვიღაცის გამო რაღაცას ვიყენებდეთ"

"ბავშვების ტრავმამ რა თქმა უნდა დეფიციტი არ გამოიწვია, მაგრამ ქვეყანაში არის სისხლის კომპონენტების დეფიციტი!" - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შპს "სისხლს ბანკის" დირექტორმა, დავით ლოლიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, განცხადება, რომ ქვეყანაში სისხლის კომპნენტების დეფიციტია, მომხდარ ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრეც გაკეთდა, რომელიც სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდა.

"სისხლის ბანკის" დირექტორი ფიქრობს, რომ ჯანდაცვის მინისტრს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს მათ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც შემდეგ უკვე მედიაში სხვადასხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა.

ლოლიაშვილი მზად არის დაინტერესებულ პირებს, ასევე მედიას წარუდგინოს კონკრეტული ციფრები, თუ რამდენი სისხლია გახარჯული და რა რაოდენობის სისხლის მარაგია ამ ეტაპისთვის.

"გადაამოწმეთ არქივი და ნახავთ, რომ რამდენიმე მედიასაშუალებაში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ გამოვაცხადეთ, რომ ქვყანაში არის სისხლის კომპონენტების დეფიციტი. მე ვერ ვიგებ ეს გაღიზიანება რამ გამოიწვია. ბავშვების ტრავმამ, რა თქმა უნდა, დეფიციტი არ შექმნა. ჩვენ გვქონდა სისხლის კომპონენტები, მივაწოდეთ ყველას, მაგრამ განვაცხადეთ, რომ შეიძლება შეიქმნას დეფიციტი. ეს უბრალოდ დაემთხვა იმას, რომ გუშინ მოხდა უბედური შემთხვევა. ხალხნო, ღმერთმა დაგვიფაროს, ისეთი ბინძურები ვიყოთ, რომ ვიღაცის გამო რაღაცას ვიყენებდეთ. ამას მოწმობს ის, რომ აღნიშნული ინფორმაცია გამოცხადებული გვქონდა მომხდარ ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე და არაერთ მედიასაშულებაში", - განაცხადა დავით ლოლიაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სისხლის ბანკი ცდილობს, რომ უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს, მოიზიდოს უფასო დონორები და დაამზადოს პროდუქტი, რომელიც შემდგომ კომერციულად უნდა გაყიდოს. მინისტრის თქმით, გუშინ კლინიკებს რვა პაციენტმა მიმართა, მათგან ექვსმა - იაშვილის კლინიკას, რის შედეგადაც სისხლის მინიმალური რაოდენობა გაიხარჯა.

"საჯარო მოხელის კოდექსი არ მაძლევს უფლებას, შესაბამისი შეფასება გავაკეთო, მაგრამ როდესაც სისხლის ბანკი ცდილობს, რომ უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს, მოიზიდოს უფასო დონორები და დაამზადოს პროდუქტი, რომელიც შემდგომ კომერციულად უნდა გაყიდოს, ამ ფაქტის შეფასებას საზოგადოებას შევთავაზებ, თან ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ქვეყანაში გლოვის დღეა გამოცხადებული და უამრავმა ადამიანმა უანგაროდ შესთავაზა დახმარება ტრაგედიის შედეგად დაზარალებულებს.

ამ ბავშვების მკურნალობის პროცესში დაიხარჯა ერთი ერთეული სისხლის პროდუქტი, რაც ძალიან ცოტაა, ამაზე ნაკლები მოცულობა უბრალოდ არ არსებობს. მარაგი, რა თქმა უნდა, შეფერხების გარეშე მიეწოდა კლინიკას. მას თავისი რესურსიც აქვს. ერთი ერთეული ყოველთვის არის", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ