სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მდგომარეობაა ავტობანზე, თბილისი-გორის მიმართულებით - შსს გზებზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს
რა მდგომარეობაა ავტობანზე, თბილისი-გორის მიმართულებით - შსს გზებზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ქა­ლა­ქე­თა უსაფრ­თხო გა­და­ად­გი­ლე­ბის, ინ­ტენ­სი­უ­რი თო­ვის, ლი­პყი­ნუ­ლი­სა და ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბის გამო, ზო­გი­ერთ რე­გი­ონ­ში, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზებ­ზე გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი და­წეს­და.

"თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის გზის 45კმ-დან 65-ე კი­ლო­მეტ­რამ­დე მო­ნაკ­ვე­თი (სოფ. იგო­ეთ­თან) ამინ­დის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო მოყი­ნუ­ლია და ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბას სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟე­ბი არე­გუ­ლი­რე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს გზის სა­ფარ­ზე ტექ­ნი­კუ­რი მა­რი­ლის დაყ­რა და გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მძღო­ლებს ად­გილ­ზე საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ აწ­ვდი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვე­ბით და და­ბა­ლი სიჩ­ქა­რით.

ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია გუ­და­უ­რი (ფოს­ტა) - კო­ბის მო­ნაკ­ვეთ­ზე და ვა­ზი­ა­ნი-გომ­ბო­რი-თე­ლა­ვის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე; თბი­ლი­სის შე­მოვ­ლით გზა­ზე კი იკ­რძა­ლე­ბა მხო­ლოდ სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა.

მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­ვუ­წო­დებთ, და­ე­მორ­ჩი­ლონ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­თი­თე­ბებს და მაქ­სი­მა­ლუ­რად და­იც­ვან საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბი", -ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მა­გის­ტრალ­ზე ავა­რია მოხ­და, ერ­თმა­ნეთს 20-ზე მეტი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა.

ავტორი:

რა მდგომარეობაა ავტობანზე, თბილისი-გორის მიმართულებით - შსს გზებზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს

რა მდგომარეობაა ავტობანზე, თბილისი-გორის მიმართულებით - შსს გზებზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების, ინტენსიური თოვის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, ზოგიერთ რეგიონში, საავტომობილო გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა.

"თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 45კმ-დან 65-ე კილომეტრამდე მონაკვეთი (სოფ. იგოეთთან) ამინდის გაუარესების გამო მოყინულია და ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ. შესაბამისი სამსახურების მიერ ინტენსიურად მიმდინარეობს გზის საფარზე ტექნიკური მარილის დაყრა და გაწმენდითი სამუშაოები. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მძღოლებს ადგილზე საგზაო მოძრაობის არსებული მდგომარეობის შესახებ აწვდიან ინფორმაციას. საპატრულო პოლიციის რეკომენდაციით, აღნიშნულ მონაკვეთებზე გადაადგილება რეკომენდებულია ზამთრის საბურავებით და დაბალი სიჩქარით.

ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია გუდაური (ფოსტა) - კობის მონაკვეთზე და ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე; თბილისის შემოვლით გზაზე კი იკრძალება მხოლოდ სატვირთო ავტომანქანების გადაადგილება.

მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები", -ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე ავარია მოხდა, ერთმანეთს 20-ზე მეტი ავტომობილი შეეჯახა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი