პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მერიის მხრიდან შენობის ექსპლუატაციაში მიღება გაზის სისტემის უსაფრთხოებას არ ადგენს"
"მერიის მხრიდან შენობის ექსპლუატაციაში მიღება გაზის სისტემის უსაფრთხოებას არ ადგენს"

თბი­ლი­სის ვიცე-მე­რის ირაკ­ლი ხმა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მე­რი­ის მხრი­დან შე­ნო­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში მი­ღე­ბა გა­ზის სის­ტე­მის უსაფრ­თხო­ე­ბას არ ად­გენს.

ხმა­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, დიდ დი­ღომ­ში, ავ­თან­დი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში მი­ღე­ბა გა­ზის სის­ტე­მის უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მებ­თან შე­უ­სა­ბა­მო­ბას არ გა­მო­ავ­ლენ­და.

„სა­უ­ბა­რი იყო იმა­ზე, რომ კორ­პუ­სი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში მი­ღე­ბუ­ლი არ იყო. ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში მი­ღე­ბა არა­ფერს ცვლი­და, რად­გან შე­ნო­ბა ამის­თვის უკვე მზად იყო. გა­ზის სის­ტე­მის უსაფრ­თხო­ე­ბას მე­რი­ის მხრი­დან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში მი­ღე­ბა არ ად­გენს. ეს ენერ­გო­კომ­პა­ნი­ე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი მათ­ზეა დე­ლე­გი­რე­ბუ­ლი, რამ­დე­ნა­დაც ისი­ნი დის­ტრი­ბუ­ცი­ის ლი­ცენ­ზი­ან­ტებს წარ­მო­ად­გე­ნენ. მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს გაზი და ელექტრო­ე­ნერ­გი­აც. არ მინ­და, წი­ნას­წარ ვი­სა­უბ­რო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბებ­ზე, მაგ­რამ ცხა­დია, რაც გა­კეთ­და, არ იყო სწო­რი. დიდი ტრა­გე­დია მი­ვი­ღეთ. ამას უმოკ­ლეს დრო­ში გა­რე­მო­ე­ბე­ბის შეს­წავ­ლა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბის მხრი­დან შე­სა­ბა­მი­სი დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბა სჭირ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ხმა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის ვიცე-მერი იმე­დოვ­ნებს, რომ მო­მა­ვალ­ში მსგავ­სი ფაქ­ტე­ბის პრე­ვენ­ცია მოხ­დე­ბა.

„ღრმად მჯე­რა, რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის, თვით­შეგ­ნე­ბი­სა და გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბის კი­დევ უფრო მა­ღა­ლი დონე უნდა გა­მო­ავ­ლი­ნონ, რო­გორც კომ­პა­ნი­ებ­მა, ისე მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მხრი­და­ნაც სა­ჭი­როა ყუ­რა­დღე­ბა, რად­გან დღეს ქა­ლაქ­ში კი­დევ გვაქვს კუს­ტა­რუ­ლი მი­ერ­თე­ბე­ბი, თვით­ნე­ბუ­რად დამ­ზა­დე­ბუ­ლი გა­მათ­ბობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც რის­კის მა­ტა­რე­ბე­ლია. გუ­შინ სა­უბ­რობ­დნენ იმა­ზე, რომ გა­მო­ძა­ხე­ბაც იყო. ამა­ზე წი­ნას­წარ სა­უ­ბა­რი არ მინ­და, თავს შე­ვი­კა­ვებ. უნდა და­ვე­ლო­დოთ იმ პრო­ცე­სებს, რო­მე­ლიც გუ­შინ ღა­მე­ვე და­ი­წყო და დიდ იმედს ვი­ტო­ვებ, უმოკ­ლეს დრო­ში დას­რულ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ხმა­ლა­ძემ.

აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას თბი­ლი­სის მე­რია ავ­რცე­ლებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"მერიის მხრიდან შენობის ექსპლუატაციაში მიღება გაზის სისტემის უსაფრთხოებას არ ადგენს"

"მერიის მხრიდან შენობის ექსპლუატაციაში მიღება გაზის სისტემის უსაფრთხოებას არ ადგენს"

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მერიის მხრიდან შენობის ექსპლუატაციაში მიღება გაზის სისტემის უსაფრთხოებას არ ადგენს.

ხმალაძის განმარტებით, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ექსპლუატაციაში მიღება გაზის სისტემის უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობას არ გამოავლენდა.

„საუბარი იყო იმაზე, რომ კორპუსი ექსპლუატაციაში მიღებული არ იყო. ექსპლუატაციაში მიღება არაფერს ცვლიდა, რადგან შენობა ამისთვის უკვე მზად იყო. გაზის სისტემის უსაფრთხოებას მერიის მხრიდან ექსპლუატაციაში მიღება არ ადგენს. ეს ენერგოკომპანიების პასუხისმგებლობაა და უფლებამოსილებები მათზეა დელეგირებული, რამდენადაც ისინი დისტრიბუციის ლიცენზიანტებს წარმოადგენენ. მხედველობაში მაქვს გაზი და ელექტროენერგიაც. არ მინდა, წინასწარ ვისაუბრო პასუხისმგებლობებზე, მაგრამ ცხადია, რაც გაკეთდა, არ იყო სწორი. დიდი ტრაგედია მივიღეთ. ამას უმოკლეს დროში გარემოებების შესწავლა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან შესაბამისი დასკვნების გაკეთება სჭირდება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის ვიცე-მერი იმედოვნებს, რომ მომავალში მსგავსი ფაქტების პრევენცია მოხდება.

„ღრმად მჯერა, რომ პასუხისმგებლობის, თვითშეგნებისა და გულისხმიერების კიდევ უფრო მაღალი დონე უნდა გამოავლინონ, როგორც კომპანიებმა, ისე მომხმარებლების მხრიდანაც საჭიროა ყურადღება, რადგან დღეს ქალაქში კიდევ გვაქვს კუსტარული მიერთებები, თვითნებურად დამზადებული გამათბობლები, რომლებიც რისკის მატარებელია. გუშინ საუბრობდნენ იმაზე, რომ გამოძახებაც იყო. ამაზე წინასწარ საუბარი არ მინდა, თავს შევიკავებ. უნდა დაველოდოთ იმ პროცესებს, რომელიც გუშინ ღამევე დაიწყო და დიდ იმედს ვიტოვებ, უმოკლეს დროში დასრულდება“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ