კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველებმა ტრაგედიის დროს მხარდაჭერა იციან..." - როგორ ეხმაურებიან რუსი ინტერნეტმომხმარებლები თბილისში მომხდარ აფეთქებას
"ქართველებმა ტრაგედიის დროს მხარდაჭერა იციან..." - როგორ ეხმაურებიან რუსი ინტერნეტმომხმარებლები თბილისში მომხდარ აფეთქებას

16 იან­ვარს თბი­ლის­ში მომ­ხდარ აფეთ­ქე­ბას დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეძ­რა ფო­ტომ, სა­დაც მა­მა­კაცს ხელ­ში უჭი­რავს ბავ­შვი და მის გუ­ლის­ცე­მას უს­მენს.

"სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სრუ­ლი შოკი გა­მო­იწ­ვია გუ­შინ­დელ­მა ფაქ­ტმა, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში, დიდ დი­ღომ­ში მოხ­და. ფო­ტო­კადრმა, სა­დაც დან­გრე­ულ ბი­ნა­ში მა­მა­კაცს ხვე­ულთმი­ა­ნი, თით­ქმის უსი­ცო­ცხლო ბავ­შვი უჭი­რავს და მისი პულ­სის მოს­მე­ნას ცდი­ლობს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეძ­რა... ერთი ოჯა­ხი­დან გარ­და­იც­ვა­ლა 4 წლის ბავ­შვი და დედა...

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, მათ მთე­ლი დღის გან­მა­ლო­ბა­ში გა­ზის სუნი სცემ­დათ და თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­მო­ი­ძა­ხეს, თუმ­ცა, მათ პრობ­ლე­მას ვერ მი­აკ­ვლი­ეს... ცოტა ხან­ში ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბა მოხ­და, რა­საც 4 ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის 4 წლის ბავ­შვის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა", - წერს Вести.Ru.

მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას რუ­სე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც ეხ­მა­უ­რე­ბი­ან. მათი თქმით, საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან თით­ქმის მე­ო­თხე­დი სა­უ­კუ­ნის გას­ვლის შემ­დეგ, ყვე­ლა ქვე­ყა­ნას, ვინც ამ სივ­რცე­ში ცხოვ­რობ­და, დღემ­დე ერ­თნა­ი­რი პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებს: არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, გულ­გრი­ლო­ბა და კა­ნო­ნის მი­მართ და­უ­დევ­რო­ბა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ მსგავ­სი ფაქ­ტი რუ­სეთ­შიც მოხ­და - 14 იან­ვარს, როს­ტო­ვის ოლ­ქის ქა­ლაქ შახ­ტი­ში ცხრა­სარ­თუ­ლი­ან სახ­ლში სა­ვა­რა­უ­დოდ გა­ზის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად, ბოლო ორი სარ­თუ­ლი ჩა­მო­ინ­გრა. მაშ­ვე­ლებ­მა 2 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი იპო­ვეს.

"ვუ­სამ­ძიმ­რებ ქარ­თველ ხალ­ხს! ქარ­თვე­ლი მე­გობ­რე­ბი მყავს და გა­ო­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი მათი სო­ლი­და­რო­ბით - აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ბი­ნად­რებს ყვე­ლა თა­ვი­სე­ბუ­რად ეხ­მა­რე­ბო­და და ჰპირ­დე­ბო­და მხარ­და­ჭე­რას... რამ­დე­ნი ტრა­გე­დია მოხ­და ჩვენ­თან, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის დაწ­ვის შე­დე­გად ბავ­შვე­ბიც და­ი­ხოც­ნენ, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სო­ლი­და­რო­ბა არ მახ­სენ­დე­ბა, არა­და, ამ დროს რამ­დენს ნიშ­ნავს ეს..." - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი მაქ­სიმ პე­ტერ­ბურგსკი.

"ქარ­თვე­ლებ­მა ტრა­გე­დი­ის დროს მხარ­და­ჭე­რა იცი­ან, ეს კავ­კა­სი­ე­ლი ხალ­ხის თვი­სე­ბაა, თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლო სა­ინ­ტე­რე­სოა იმი­თაც, რომ კავ­კა­სი­უ­რი ქვე­ყა­ნაა ევ­რო­პუ­ლი და აზი­უ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით... რუ­სეთ­შიც არ გვაკ­ლია აფეთ­ქე­ბე­ბი, მაგ­რამ ჩვენ­თან ასეთ სა­კი­თხებს სა­ხელ­მწი­ფო აგ­ვა­რებს და რამ­დე­ნად კარ­გად, ეს უკვე სხვა სა­კი­თხია..." - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ოლგა კრა­ვე­ცი.

"შემძრა ბავ­შვის ფო­ტომ... მთე­ლი რუ­სე­თი ნაღ­მზე ზის, დღემ­დე კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს აშე­ნე­ბუ­ლი ბი­ნე­ბია, იმ წლებ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი გაყ­ვა­ნი­ლო­ბე­ბით... ახა­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბი, თუ "დაკ­რი­შუ­ლია", არ კონ­ტროლ­დე­ბა. არა­და, ვი­ცით, რომ რუ­სეთ­ში "დაკ­რი­შუ­ლი" ბიზ­ნე­სი ხა­რობს... პა­რა­ლე­ლის­თვის - რო­გორც რუ­სეთ­ში, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­შიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ბალ ფე­ნა­ზე გა­და­ტყდე­ბა ჯოხი. ვერ და­ვაღ­წი­ეთ თავი საბ­ჭო­თა შტრი­ხებს..." - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ილია გუ­დი­ე­ვი.

"რამ­დე­ნი წელი გა­ვი­და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ? სა­ქარ­თვე­ლო, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, გან­ვი­თა­რე­ბის ხა­რის­ხით ყვე­ლა­ზე წინ არის სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში, მაგ­რამ რაც უნდა ცი­ნი­კუ­რი იყოს, ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფოს, რო­მე­ლიც ამ კავ­შირ­ში იყო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, დღემ­დე თით­ქმის ერთი და იგი­ვე პრობ­ლე­მე­ბი აქვს - კო­რუფ­ცია, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, საქ­მი­სად­მი გულ­გრი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა... ეს არის სენი, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა კავ­შირ­მა თა­ო­ბებს და­უ­ტო­ვა და თან­და­თან ვიხ­დით, სის­ხლი­თა და მსხვერ­პლით..." - მი­აჩ­ნია ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ ვლად აბ­რა­მოვს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ქართველებმა ტრაგედიის დროს მხარდაჭერა იციან..." - როგორ ეხმაურებიან რუსი ინტერნეტმომხმარებლები თბილისში მომხდარ აფეთქებას

"ქართველებმა ტრაგედიის დროს მხარდაჭერა იციან..." - როგორ ეხმაურებიან რუსი ინტერნეტმომხმარებლები თბილისში მომხდარ აფეთქებას

16 იანვარს თბილისში მომხდარ აფეთქებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა პოსტსაბჭოთა სივრცეში. რუსული მედიის ცნობით, ქართული საზოგადოება შეძრა ფოტომ, სადაც მამაკაცს ხელში უჭირავს ბავშვი და მის გულისცემას უსმენს.

"სოციალურ ქსელში სრული შოკი გამოიწვია გუშინდელმა ფაქტმა, რომელიც თბილისში, დიდ დიღომში მოხდა. ფოტოკადრმა, სადაც დანგრეულ ბინაში მამაკაცს ხვეულთმიანი, თითქმის უსიცოცხლო ბავშვი უჭირავს და მისი პულსის მოსმენას ცდილობს, საზოგადოება შეძრა... ერთი ოჯახიდან გარდაიცვალა 4 წლის ბავშვი და დედა...

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მათ მთელი დღის განმალობაში გაზის სუნი სცემდათ და თანამშრომლები გამოიძახეს, თუმცა, მათ პრობლემას ვერ მიაკვლიეს... ცოტა ხანში ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც 4 ადამიანის, მათ შორის 4 წლის ბავშვის სიცოცხლე შეეწირა", - წერს Вести.Ru.

მომხდარ ტრაგედიას რუსები სოციალურ ქსელშიც ეხმაურებიან. მათი თქმით, საბჭოთა კავშირიდან თითქმის მეოთხედი საუკუნის გასვლის შემდეგ, ყველა ქვეყანას, ვინც ამ სივრცეში ცხოვრობდა, დღემდე ერთნაირი პრობლემები აწუხებს: არაპროფესიონალიზმი, გულგრილობა და კანონის მიმართ დაუდევრობა. რამდენიმე დღის წინ მსგავსი ფაქტი რუსეთშიც მოხდა - 14 იანვარს, როსტოვის ოლქის ქალაქ შახტიში ცხრასართულიან სახლში სავარაუდოდ გაზის აფეთქების შედეგად, ბოლო ორი სართული ჩამოინგრა. მაშველებმა 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

"ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს! ქართველი მეგობრები მყავს და გაოცებული ვიყავი მათი სოლიდარობით - აფეთქების შედეგად დაზარალებული საცხოვრებელი კორპუსის ბინადრებს ყველა თავისებურად ეხმარებოდა და ჰპირდებოდა მხარდაჭერას... რამდენი ტრაგედია მოხდა ჩვენთან, სავაჭრო ცენტრის დაწვის შედეგად ბავშვებიც დაიხოცნენ, მაგრამ საზოგადოებრივი სოლიდარობა არ მახსენდება, არადა, ამ დროს რამდენს ნიშნავს ეს..." - წერს ინტერნეტმომხმარებელი მაქსიმ პეტერბურგსკი.

"ქართველებმა ტრაგედიის დროს მხარდაჭერა იციან, ეს კავკასიელი ხალხის თვისებაა, თუმცა, საქართველო საინტერესოა იმითაც, რომ კავკასიური ქვეყანაა ევროპული და აზიური ღირებულებებით... რუსეთშიც არ გვაკლია აფეთქებები, მაგრამ ჩვენთან ასეთ საკითხებს სახელმწიფო აგვარებს და რამდენად კარგად, ეს უკვე სხვა საკითხია..." - წერს ინტერნეტმომხმარებელი ოლგა კრავეცი.

"შემძრა ბავშვის ფოტომ... მთელი რუსეთი ნაღმზე ზის, დღემდე კომუნისტების დროს აშენებული ბინებია, იმ წლებში დამონტაჟებული გაყვანილობებით... ახალი მშენებლობები, თუ "დაკრიშულია", არ კონტროლდება. არადა, ვიცით, რომ რუსეთში "დაკრიშული" ბიზნესი ხარობს... პარალელისთვის - როგორც რუსეთში, ასევე საქართველოშიც, სავარაუდოდ, დაბალ ფენაზე გადატყდება ჯოხი. ვერ დავაღწიეთ თავი საბჭოთა შტრიხებს..." - წერს ინტერნეტმომხმარებელი ილია გუდიევი.

"რამდენი წელი გავიდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ? საქართველო, შეიძლება ითქვას, განვითარების ხარისხით ყველაზე წინ არის სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ რაც უნდა ცინიკური იყოს, ყველა სახელმწიფოს, რომელიც ამ კავშირში იყო გაერთიანებული, დღემდე თითქმის ერთი და იგივე პრობლემები აქვს - კორუფცია, არაპროფესიონალიზმი, საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულება... ეს არის სენი, რომელიც საბჭოთა კავშირმა თაობებს დაუტოვა და თანდათან ვიხდით, სისხლითა და მსხვერპლით..." - მიაჩნია ინტერნეტმომხმარებელ ვლად აბრამოვს.

18 წლის გოგოს, რომელიც ფოთიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა

რუსეთი 2006 წელს დეპორტაციის გამო დაზარალებული საქართველოს მოსახლეობისთვის კომპენსაციის გადახდაზე პირობებს აყენებს

101 წლის გარდაიცვალა.... - რა იყო "შერეკილების" ცნობილი "მკურნალის" ასწლოვანი ცხოვრების საიდუმლო